14 страница29 апреля 2026, 17:32

გარიგება

მცხელოდა...
ირგვლივ საშინელი სიცხე იყო,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კოცონზე მწვავდნენ

მთელი სხეული მტკიოდა,
განსაკუთრებით კი თავი,
ვგრძნობდი საკუთარ ოფლში როგორ ვიძირებოდი
რბილ საწოლზე მოკუნტულს ბრეტელებიანი მაისური მგუდავდა,ახლა თავს იმ შუა საუკუნეების ქალბატონად ვგრძონბდი კორსეტებში სული რომ ხდებოდათ

მატერია ხელში მოვიქციე და მოშორება ვცადე თუმცა რაღაცამ არ მაცადა
რაღაცამ(ვიღაცამ) ხელი შემიშალა

-მცხელა...

ბოლო ძალებით ამოვიბურტყუნე და ვეცადე ჩემი ხელისშემშლელის სახე გამერჩია

-ყინულივით ცივი ხარ

ნატიფი თითები ჩემს ხელებს მსუბუქად ატყვევებდნენ და ცდილობდნენ გაეთბოთ თუმცა დარწმუნებული ვიყავი ვულკანის პირთანაც კი მეტი სიგრილე იქნებოდა

თვალწინ ქერა თმა მზეზე ოქროსფრად ანათებდა და უკვე გარკვევით ვხედავდი ბიჭის სახეს

-თეჰიონ...

-ნუ ლაპარაკობ ექიმი მალე მოვა დაისვენე

მეორე ხელი თმასა და ლოყაზე მეფერებოდა
ცდილობდა დავემშვიდებინე მაგრამ ტკივილის თუ სხვა რამის გამო საერთოდ ვერ ვმშვიდდები

ქერათმიანი მზერას მაშორებს და თერმომეტრს აკვირდება რომელიც ვერ ვხვდები მის ხელებში როდის აღმოჩნდა

-ჯანდაბა 39 და 7

რამოხდა? მაინც როგორ ავღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში?

Flashback
-იურაე უკვე რამდენიმე საათია აქ ვზივართ მოდი უკან გავბრუნდეთ

ბარდიულთან ჩამომჯდარი წითურა ძილმორეულ თვალებს ისრესს და ცდილობს უფრო კომფორტულათ დაჯდეს

-იურაე....საერთოდ მისმენ??!!

ბიჭი მართალია,
არ ვუსმენ
ახლა საერთოდ არაფერი მესმის,საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ
ერთადერთი რაც შემიძლია საფოსტო ყუთს ამოფარებულმა თვალი ვადევნო ძველი ნაცნობის სახლთან შეჩერებულ შავ ფურგონს

-ასე ვერაფერს გაარკვევ მოდი უკან დავბრუნდეთ საღამოსკი მიხვალ იმ ქერა ჩხუბისთავთან და ჰკითხავ აქ რა ესაქმებოდა

მეგობრის სიტყვები უკვე მაღიზიანებს რატომ არ შეიძლება ადამიანებს გამოსართავი ღილაკი ჰქონდეთ?!ასე ცხოვრება ბევრად იოლი იქნებოდა

-მაინც რას ვკითხავ ,,ჰეი დღეს ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი რომელიც საქმროდ გავასაღე და შემთხვევით იმ ბიჭთან ერთად დაგინახე ჩემი გაუპატიურება რომ სცადა ხომ ვერ ამიხსნი რახდება?,, ასე ვკითხო ბექიონ?! ტვინი გაანძრიე!

ხმას ვუწევ და მაშინვე ვნანობ იმიტომრომ წითურა ხელს პირზე მაფარებს და თვალებით დაკვირვების ობიექტისკენ მანიშნებს

-გამოვიდნენ...

რამდენიმე ბიჭი სახლიდან იმავე ჩანთებით გამოდის და ჯონგუკის დაკვირვებით ფურგონში ყრიან.
რამდენიმე წამი, სახლიდან ქერათმიანიც გამოდის ჯონგუკს უახლოვდება და რაღაცაზე იწყებენ კვლავ კამათს

-პოლიციას ხომ არ დავურეკოთ?

ჩურჩულით მეკითხება ბექიონი და ჩემი კოპებშეკრული სახის დანახვის შემდეგ ნათქვამს აანალიზებს

-ჰო მართალიხარ მომიტევეთ თქვენო აღმატებულებავ სისულელე ვთქვი

ფურგონი ადგილს სწყდება და რამდენიმე წამში თვალს ეფარება
მე და ბექიონი იმით დამშვიდებულები რომ ვეღარავინ შეგვნიშნავს სამალავს ვტოვებთ და თევზებივით ორივე მდუმარეთ ვუყურებთ ხან ერთმანეთს ხან სახლს

-ეს რაიყო?...

-კარგი რა რეიჩელ ვითომ ვერ ხვდებოდე რომ შენმა პრინცმა ამწამს სახლი გაძარცვა

ბიჭი მართალს ამბობდა
ვერ ვხვდებოდი
ვერ ვხვდებოდი და არც მინდოდა მივმხვადრიყავი

-ადექი პოლიციაში მივდივართ

-ბექიონ! სისულელეს ნუ ამბობ

-სისულელეს შენ ამბობ და დამნაშავეს ხელს აფარებ

ვერც ის ხვდებოდა
არადა სულაცარაა ძნელი გასააზრებელი ის ფაქტი რომ ხელები შეკრული მაქვს

-მაშინ მე რატომ არ ვარ ციხეში? მე რატომ დამაფარეს ხელი როცა ადამიანს დავეჯახე

ისევ დუმილი,
ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან

-ეს სხვა რამ არის

-სულაც არა! თუ ის დაისჯება მეც დავისჯები

წითურას თვალებში სიბრაზე ჩაეღვარა
ასეთს მას იშვიათად თუ ნახავდით

-კარგი,აბა რაგინდა რომ გავაკეთო? მშვიდად ვიდგე და ვუყურო?

-შენ არაფერს გააკეთებ
მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცე

თავი ოთხმოცდაათინების კრიმინალური ფილმის მთავარი გმირი მეგონა
სამწუხაროა რომ ცხოვრება ფილმი არაა და შენს გემოზე სიუჟეტს ვერ შეცვლი

-მაინც რას იზავ? თვითონ არ თქვი რომ თეჰიონთან ამაზე საუბარი სისულელეა

-თეჰიონთან კი მაგრამ იქ სხვა ადამიანიც იყო...

თვალწინ მაშინვე მისი ცინიკური ღიმილი წარმომიდგა
თაფლისფერი თვალები და მუქი შავი თმა ღამეს ასე კარგად რომ უხდებოდნენ

წითურას რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად თუ რავთქვი

-არა! არა! იურაე არც იოცნებო მე შენ იმ ნაბიჭვართან არ გაგიშვებ! ეს არც განიხილება!

-სხვა გეგმა გაქვს სოლომონ? ჩბენო ბრძენო ჭკუისკოლოფო

ბიჭის პასუხს არც დავლოდებივარ მაშინვე გზას გავუდექი

-საით გაგიწევია?

-შენი აზრით?

-ოღონდ არმითხრა რომ მასთან შეხვედრას ახლა აპირებ

-საქმის გადადება არ მიყვარს

-რეიჩელ გაჩერდი!

რათქმაუნდა მას არ მოვუსმინე ჩქარი ნაბიჯებით მივიწევდი წინ მაგრამ ჩემი შეჩერება მაინც მოახერხა

-ბექიონ გამიშვი!

მთელიძალით ვცდილობდი მისი ხელებისგან თავის დაღწევას თუმცა გამხდარი ბიჭი არც ისე სუსტი აღმოჩნდა

-მაინც საით გაგიწევია

-ბარში სხვაგან სად

უკვე შეტევაზე გადავედი და ცეცხლივით წითელ თმებს მთელი ძალით ვქაჩავდი

-რა დარწმუნებულიხარ რომ იქ დაგხვდება? შენიაზრით ნაქურდალს ბარში წაიღებდნენ? ცოტა ტვინი გაანძრიე

ბიჭი მართალი იყო ცივი გონებით აზროვნება ახლა ყველაზე მეტად მესაჭიროებოდა

-აი რას გეტყვი ახლა შენ ადგები წახვალ სახლში დაისვენებ გონს მოხვალ მე კი კანების ოჯახს მივაკითხავ ხვალ დილით შევთანმხდით?

ბექიონი სწორად იქცეოდა,სწორ გადაწყვეტილებას იღებდა,რისი აღიარებაც რათქმაუნდა არმინდოდა

თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და უხმოდ გავემართე ქერათმიანის სახლისკენ.

წითურას ნათქვამს თუ გავითვალისწინებთ მოპარული სადმე უნდა წაეღოთ შესაბამისად თეჰიონის დაბრუნებამდე დრო მქონდა

ეს აზრი მაიძულებდა კურსი შემეცვალა და ჯონგუკის საძებნელად წავსულიყავი
მას და ქერას ბევრი რამის ახსნა მოუწევდათ

თუმცა ეს არ გავაკეთე
შესაძლოა მიზეზი ის არასასიამოვნო შეგრძნება იყო რომელსაც ყოველჯერზე განვიცდიდი როცა შავთმიანის სახეს წარმოვიდგენდი ახლაკიდევ მასთან მისვლა და საუბარი?

მეთვითონ ვერ ვიგებ რამინდა რატომ არ შემიძლია საკუთარ თავს მივხედო
უბრალოდ შევეშვა ამ ხალხს და ძველ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე

ჩემი თოთოელი მცდელობა რაიმე უკეთესობისკენ შევცვალო ყოველთვის ყველაფერს უფრო აფუჭებს

ნეტავ ზღაპარში ვცხოვრობდე მაშინ ყოველ ამ უიღბლობას კუდიანის წყევლას დავაბრალებდი

სახლში შესვლისთანავე ვიგრძენი რომ არაფრის თავი აღარ მქონდა

ოთახებში სიწყნარე იყო ანუ მარტო ვიყავი
დასვენების მიზნით აბაზანაში შევედი და ცივი წყლისქვეშ გონების მოკრება ვცადე

,,დაშავებული გოგონა,,
,,მოგონილი საქმრო,,
,,მამის სახელით გადარიცხული თანხა,,
,,ძმა რომელსაც ჩემი სახლში შეშვება არუნდა,,
ახლაკი ამ ყველაფერს ქერათმიანი ქურდიც დაემატა

ვინმემ ამიხსნას ჩემიცხოვრება ბანალურ სიუჟეტიან დრამად როდის იქცა?!

ჰო და კიდევ ტყუილი ბევრიიიიი ტყუილი
პონოკიო რომ ვიყო გაზრდილი ცხვირით ჩინეთის კედელს გავხვრეტდი

რატომ არ შეიძლება დროის უკან დაბრუნება

And flashback
ისევ მცხელოდა
ისევ ვიწვოდი
ისევ ყველაფერი მტკიოდა

საწოლზე ათასნაირად ვიკლაკნებოდი მოუსვენრობისგან და ნატიფ ხელებს რომლებიც ჩემს დაწყნარებას ცდილობდნენ ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი

არვიცი როდის ჩამეძინა
არვიცი საერთოდ როგორ მოვახერხე ჩაძინება

მაგრამ ის თაფლისფერი თვალები რომლებსაც ვხედავდი უბრალოდ მაიძულებდნენ მოვდუნებულიყავი

-თეჰიონ...

-შეგიძლია დაიძინო მალე უკეთ გახდები

საფირმო ღიმილით მაჯილდოვებს და მაჯაზე ცერათითით მეფერება
სწორედ ამ ჟესტის წყალობით ვამჩნევ პატარა ნანემსარს რომელიც შეხების შემდეგ ტკივილს იწვევს

ქერათმიანის თვალები მისი ღიმილი და მისი შეხება იძულებულს მხდის ამ სამყაროს მოვწყდე...

***
დილით ადრე გაღვიძებას ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერ აიტანს,თუმცა რაიქნება თუ ვიტყვი რომ დილით არ გამიღვიძია

საათი ღამის ორს აჩვენებდა,
სხეულში კვლავ ვგრძნობდი წარმოუდგენელ სისუსტეს და ტკივილს თუმცა რამდენიმე საათის წინ განცდილს ეს ვერ შეედრებოდა

მჯდომარე პოზას ვიღებ და ვცდილობ გონზე მოვიდე,
აღარც კი მინდა გავიხსენო ასეთ მდგომარეობაში როგორ მოვხვდი ერთადერთი რაც ახლა მინდა ეს ჯონგუკის ნახვაა

შესაძლოა ეს მაღალი ტემპერატურის ბრალია რომელიც არ მაძლევს ლოგიკურად მსჯელობის უფლებას,თუმცა უნდა გავიგო რახდება უნდა გავიგო ქერა რატომაა ამ საქმეში გარეული უნდა გავიგო რას მიმალავენ

საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ მაგრამ ღრმად მძინარე სხეული ამის საშუალებას არ მაძლევს

რაღაც არ მახსოვს აქ დაწოლის უფლება მიმეცეს მისთვის....თუმცა ეს ხომ მისი სახლია და მისი ოთახი

იქვე დადებულ ჯინსებს სპორტულ ჟაკეტთან ერთად სწრაფად ვირგებ ფეხზე კეტებს ვიცმევ და ჩუმი ნაბიჯებით ვცდილობ სახლის დატოვებას

ღამით ამ ოთახებში არაერთხელ მიძრომიალია ქურდივით წესით ეს პრობლამა არ უნდა იყოს...

არც არის...

პრობლემა ისაა სად ჯანდაბაში მივდივარ

წითურა მართალია ჯერ გეგმის დაწყობა უნდა ვისწავლო და მის შესრულებაზე უკვე შემდეგ უნდა ვიფიქრო

ერთადერთი ადგილი სადაც ჯონგუკი მეგულება ეს ბარია
თუმცა არამგონია ღამის ორ საათზე იქ დამხვდეს

გამოსავალს თეჰიონის მობილურში ვპოულობ.
კონტაქტებში შავთმიანის ნომერს ვპოულობ და სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჩემი მობილურით ვურეკავ

-გისმენთ

არასასიამოვნო ხმა რამდენიმე წამში ყურმილის მეორე მხრიდან ჩემს ყურათსმენამდე აღწევს და მაშინვე მბურძგლავს თუმცა ვცდილობ ეს არ შევიმჩნიო

-უნდა გელაპარაკო

რაც შეიძლება მკაცრი ტონით ვეუბნები და ვლოცულობ ხმა არ გამებზაროს

-ოჰო შენგან ზარს არ ველოდი ამ ნომერს აუცილებლად დავიმახსოვრებ

მართალია ვერ ვხედავ მაგრამ მაინც თვალწინ მიდგას ირონიულად როგორ იღიმის

-უნდა გელაპარაკო!

-კარგი,მისამართს გეტყვი და მოდი

-არა არა პარკში შევხვდეთ ფანტანთან დაგელოდები

პასუხის მოსმენის გარეშე ვთიშავ და მობილურს ჯიბეში ვიდებ

შესაძლუა შეცდომას ვუშვებ შეხვედრას რომ ვუნიშნავ მაგრამ მიუხედავად ამისა არც ისეთი სულელივარ მის მიერ დათქმულ ადგილას მივიდე

ამ მახეს მეორეჯერ არ წამოვეგები ვინიცის ამჯერად რომელ ჯურღმულში უნდოდა ჩემი შეთრევა

საღამოს ნიავი სასიამოვნოდ მხვდება სხეულზე და თავბრუსხვევის გამო ვხვდები რომ ჯერ კიდევ არ ვარ კარგად

წამიერი სისუსტის გამოვლენის შემდეგ პარკისკენ მტკიცე ნაბიჯებით მივემართები და მორალურად ვემზადები ჩემთვის საძულველი ადამიანის სანახავად

-დიდად არ გიჩქარია

ღიმილიანი სახით მეგებება ფანტანთან ჩამომჯდარი შავთმიანი ბიჭი

-ეს შენ მოხვედი დროზე ადრე

ვცდილობ რაც შეიძლება უდრტვინველად გავუსწორო მზერა და მის წინ ვდგები

-აქვე ვიყავი ამიტომაც მალევე მოვედი,რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი

ჯიბეში ჩაწყობილ ხელებს გაუაზრებლად მუშტად ვკრავ თითქოს ადამიანისგან რომელსაც ორი ჩემხელა მხოლოდ კუნთი აქვს ეს დამიცავდეს

-დღეს დავინახე თეჰიონთან და კიდევ რამდენიმე ბიჭთან ერთად სახლი როგორ გაძარცვე

ჩემი სიტყვების შემდეგ ვცდილობ დავაკვირდე სახის გამომეტყველება როგორ შეეცვლება თუმცა...არაფერი
ბიჭს წარბიც კიარ შერხევია

-რა დარწმუნებულიხარ რომ სახლი გავძარცვეთ

ჯონგუკი ფეხზე დგება და მიახლოვდება
თავს ისედაც ჭიანჭველად ვგრძნობ მის გვერდით ახლა ესღა მაკლდა

-ჩემი თვალით დავინახე! დავინახე ჩანთებით როგორ შეიჭერით სახლში და შავი ფურგონით ადგილს როგორ მოსწყდით

ხმას ვუწევ მაგრამ ეს მას მხოლოდ ახალისებს
სახეზე მხიარული ღიმილი ეკვეთება და ჩემსკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგავს

-კარგი დავუშვათ დავუშვათ!ისეა როგორც შენ ამბობ რას იზავ?პოლიციაში გვიჩივლებ? თუ წახვალ და თეჰიონს შეევედრები ასე აღარ მოიქცეს

-ჩივილს არ ვაპირებ და არც მუხლებში არ ჩავუვარდები

-,,არ,, არა ,,ვერა,, საუვარელო

თვალს მიკრავს და ხელებს მკერდთან იჯვარედინებს

-მოკლედ მითხარი აქ რატომ დამიძახე და ჩემგან რაგინდა

-ეჭვიმაქვს რომ თეჰიონი შენ გარიე ამ საქმეში თვითონ არაკანონიერს არაფერს ჩაიდენდა

ერთიამოსუნთქვით ვთქვი ყოველივე მაგრამ რაც უფრო მეტს ვსაუბრობდი მისი ცინიკური ღიმილი სახეზე სულ უფრო და უფრო გამაღიზიანებელი ხდებოდა

-ადამიანები წმინდანები ნუ გგონია ამით ბევრს დაკარგავ,რაც შეეხება ჩვენს ძვირფას მეგობარს რაღაცმხრივ მართალიხარ რომ არა საჭიროება ამ საქმეს ნამდვილად არ დათანხმდებოდა

-რას ბოდავ?!

-ორივემ ვიცით რომ თეჰიონი მდიდარი პრინცი არ არის ზღაპრებიდან ერთი უბრალო ბიჭია რომელიც ვალებში იხრჩობა

მისი სიტყვები ლურსმებივით მესობოდნენ გულსა და გონებაში,კბილს კბილზე ვაჭერდი რომ ყვირილისგან და ისტერიკებისგან თავი შემეკავებინა
ამაში ხელს ჩემი მდგომარეობაც მიწყობდა
ზედმეტად სუსტად ვიყავი რომ სკანდალი გამემართა

-სწორედ ამ ვალებმა აიძულა ჩვენს პატარა ჯგუფს შეერთებოდა

-შენ რომ არა....

-მე რომ არა მამაჩემი დიდიხნის წინ შუბლში ტყვიას დაახლიდა ფულის არ გადახდის გამო მადლობა უნდა მითხრათ

მისი ეს თვითდაჯერებულობა ნამდვილად მკვდარს გააღიზიანებდა ამ ადამიანის თითოეული სიტყვა თითოეული საქციელი ცინიზმით იყო სავსე
სწორედ ამას გადავყავდი ჭკუიდან

-მადლობა?!

-არაფრის

და ისევ ეს გულისამრევი ღიმილი სიამოვნებით გავუერთიანებდი თავ ყბას რომ შემეძლოს

-რამდენია ვალი? მითხარი და მე გადავიხდი

-ნუ სულელობ ლამაზო შენი ფული არაფერში მჭირდება

-მაშინ რა? რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ თეჰიონი ამ საქმეს ჩამოაშორო ლოგინში ხომარ ჩაგიგორდე?!

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ახლა უკვე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ სახეზე

-წინააღმდეგი არ ვიქნებოდი

მისი ჩურჩულისგან მთელ სხეულში ტაოს მაყრის და რეფლექსურად უკან ვიხევ

-თუმცა ვფიქრობ ამაზე მეტი რამის გაკეთებაც შეგიძლია,
ხვალ ჩემი დაბადების დღეა
მეგობრები დიდ წვეულებას მიწყობენ და პარტნიორის გარეშე მისვლა არმინდა

-გინდა რომ წვეულებაზე შენი მეწყვილე ვიყო?

შავთმიანი თანხმობის ნიშნად მიღიმის მეკი ვცდილობ მის ჩანაფიქრს მივხვდე

წვეულება რომელსაც მისი მეგობრები აწყობენ....არამგონია მისი სამეგობრო პატიოსნებით გამოირჩეოდეს და რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ჩემი წაყვანა და არა რომელიმე მოკლეკაბიანი კახპასი რომელიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერზეა წამსვლელი გარდა ამისა არამგონია ერთმა ასეთმა საღამომ მთლიანი ვალის დაფარვა მოახერხოს
რა მახეს მიგებ ჯეონ ჯონგუკ?!

-და თუ უარს ვიტყვი?

ბიჭი თავს უკან წევს თითქოს ასეთი კითხვისთვის მზად იყოო ჯიბიდან მობილურს იღებს და მაწვდის

ეკრანზე ვიდეო ვარდება სადაც გარკვევით ჩანს ქერათმიანი კარის საკეტს როგორ ტეხს

-ეს რა არის?!

-მტკიცებულება იმისა რომ ჩვენი ლამაზთვალება მეგობარი სხვის სახლში უკანონოდ შეიჭრა

ისე რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ შავთმიანი მობილურს იბრუნებს და კვლავ გაღიმებული მაკვირდება

-ასე ნუ გიკვირს შენ თუ არ ეტყვი პოლიციას ამას ჩვენ ვიზავთ და თუ გგონია რომ ის იდიოტი დანარჩენებსაც გაგვცემს ძალიან ცდები მან იცის რა შეგვიძლია მისთვის ძვირფას ადამიანებს დავმართოთ თუმცა...იმაზე უარესს ვერაფერს ვუზავთ რაც შენ გაუკეთე მათ

მუჭებს ტკივილის დონემდე ვკრავ და ვცდილობ ცრემლები შევიკავო
ამ სატანის წინაშე სუსტად გამოჩენა ყველაზე დიდი დამცირებაა

-აბა რას იტყვი თანახმა ხარ?

ვერაფერს ვამბობ
საუბრის უნარი თითქოს წამართვესო უბრალოდ ჩემს მომუშტულ ხელებს ვუყურებ და ვგრძნობ ნანემსარი როგორ მტკივა

-დასაფიქრებლად დროს მოგცემ...დიდხანს არ მალოდინო

ბოლო სიტყვებს ჩემს ყურთან ჩურჩულებს და მარტო მტოვებს მთვარის შუქით განათებულ პარკში
მარტო მტოვებს ფიქრებდან და შიშებთან
მარტოს მტოვებს ცრემლებთან...

***
ლამპიონებით განათებულ ქუჩაში ნელა ბარბაცით მივაბიჯებ და სახლს ვუახლოვდები

ვცდილობ მივიღო გადაწყვეტილება რომლის მიღების შემთხვევაშიც ვინმე აუცილებლად დაზარალდება

თუ დავთანხმდება კაცმა არიცის რა მახეში გამაბავს

თუ არ დავთანხმდები უკვე გაუბედურებულ ოჯახს ბოლოს მოუღებს

ფიქრებში ჩაფლული კიბის საფეხურზე ვეცემი და ხელებ აყვლეფილი თავს მუხლებში ვრგავ

ტირილი მინდა...საშინლად მინდა მაგრა ამისთვის ზედმეტად დაღლილი ვარ

რამდენიმეწუთიანი ჯდომის შემდეგ თავს მაღლა ვწევ
ჩაბნელებულ ფანჯრებში ვიხედები და ჯიბიდან მობილურს ვიღებ

,,თანახმა ვარ,,

,,ხვალ შვიდზე გამოგივლი,,

აი ასე თავი გავყიდე როგორც უკანასკნელმა იდიოტმა

ტანსაცმელს ვიფერთხავ და სახლში რაც შეიძლება ჩუმად შევდივარ თუმცა კარების მიხურვისთანავე ქერა ბიჭს ვაწყდები

-ღმერთო გული გამიხეთქე უკვე შენს საძებნელად მოვდიოდი

ჩურჩულით მეუბნება და გულში მიკრავს თან ისე ძლიერად გეგონება დაკარგული საგანძური ვიყო

ვგრძნობ მისი ნაზი თითები ჩემს თმაზე როგორ დასრიალებენ შემდეგ კისერზე მეფერებიან და მაიძულებენ მათ პატრონს კიდევ უფრო მივეკრო

-ეი შენ რა ტირი?

ცდილობს ოდნავ მომიშოროს რათა სახეზე შემომხედოს და გაარკვიოს ვტირი თუ არა
მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად მის თვალებში ჩახედვა მინდა

უბრალოდ ვიცი რომ თვალს ვერ გავუსწორებ ამიტომ მის ქმედებას ვეწინააღმდეგები,ხელებს წელზე ვხვევ და მთელი ძალით ვეხუტები

თავს მის ყელში ვრგავ,ვგრძნობ მის არომატს მის სინაზეს
ლავიწებზე მსუბუქად ვკოცნი და ახლა უკვე მისი სიტკბოც ჩემს ხელშია

-მითხარი რამოხდა?

-მე უბრალოდ...საშინლად მეძინება...

აშკარაა ჩემმა პასუხმა არ დააკმაყოფილა მას ის უფრო აინტერესებდა ასეთ დროს გარეთ რატომ ვიყავი

მაგრამ ამას ვერ გეტყვი თეჰიონ
ახლა არა
დღეს არა

უკმაყოფილოა თუმცა დათმობაზე მოდის
მოულოდნელად იხრება და ხელში მიყვანს

შემდეგი რასაც ვგრძნობ ეს რბილი მატერიაა რომელზეც მაწვენს თვითონ კი ზევიდან მექცევა

სპორტულ ჟაკეტს ნელა ხსნის და სველი კოცნებით მიუყვება ყელიდან ტუჩებამდე
ჩემს ბაგეებს ნელა ეხება...ნაზად თითოს ჩემს დათრობას ცდილობსო

ხელს მის ქერა თმაში ვაცურებ და ტუჩზე კბენის შემდეგ უნებლიედ ვქაჩავ
ნატიფი ხელები ჩემი ჯინსების ღილისკენ მიიწევენ
რამდენიმე წამი და ისინი იატაკზე ეცემიან

სანამ ხელებს ჩემს თეძოებზე დაასრიალებს ვგრძნობ კისერში უხეშად როგორ მკბენს შემდეგ კი ნაკბენს ენას უსვავს

რეფლექსურად ფეხებს ვკრავ და ოდნავ ათრთოლებული ხელით ვცდილობ პერანგის ღილები გავუხსნა

წამიერად ჩერდება თვალებში მიყურებს ამქვეყნად ყველაზე თბილი ღიმილით ეღიმება
ვიტყოდი ეცინება კიდეც ჩემს აწითლებულ ლოყებზე

-თ...თეჰიონ მე...

-ვიცი.ნუგეშინია არ შეგეხები.
ჯერჯერობით...

შუბლზე პატარა ბავშვივით მკოცნის და ჩემს გვერდით წვება
ახლა ყველაზე მეტად ეს მჭირდებოდა
მისი ჩახუტება
მისი სითბო რომელსაც მაშინ ვგრძნობ როცა გულში მიკრავს

თავის დიდ ხელებში მიქცევს და კვლავ მის არომატში მათრობს

-თუმცა იცოდე...თავის შეკავება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება...

ჩემი სინდისი მაიძულებს ავდგე ამ ადამიანს მოვშორდე და შორს ძალიან შორს გავიქცე...თუმცა მთელი ჩემი არსება ხვდება რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია

ჩამეხუტე კიმ თეჰიონ
მომეხვიე კიმ თეჰიონ
მაკოცე კიმ თეჰიონ
უბრალოდ ჩემთან იყავი რადგან შესაძლოა ასეთ სუფთას და უმანკოს ბოლოჯერ მხედავ....
____________________________________
ხალხობაააა მე დავბრუნდიიიი ეგრევე ნუ ჩამქოლავთ დაგვიანებისთვის ჯერ მაცადეთ მადლობა გითხრათ🙏 მადლობა 1000 წაკითხვისთვის ჩემი ნაბოდვარი ფიკი თქვენი წყალობით არსებობს💜ეს თავი ბევრი არაფერი იყო ვიცი და ვეცდები შემდეგი უკეთესი იყოს მადლობა რომ კითხულობთ💜💜🙏🙏🙏



14 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!