13 страница29 апреля 2026, 17:32

შავი ფურგონი ქერა თმა

გაღვიძებას სულარ ვაპირებდი,ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჯერკიდევ უკუნი სიბნელე იყო გარეთ თუმცა არა,მზე უკვე დიდი ხნის ამოსული ჩანდა რისი აღიარებაც არმინდოდა

თვალები რაც შეიძლება ნელა გავახილე და ტუმბოზე ხელის ცეცება დავიწყე რათა ჩემი სიმშვიდის დამრღვევი ობიექტი,მობილური მომეძებნა

ვანგას როლის თამაში არიყო საჭირო ისედაც გასაგები იყო ვის შეიძლება გავეღვიძებინე.
არც შევმცდარვარ გამოტოვებულ შეტყობინებათა რიცხვი კარგს არაფერს გვიქადდა

ბექიონ:გესმის მაინც რამდენი ხანია ვცდილობ შენთან დაკავშირებას?!

იუ რაე:მაპატიე საპატიო მიზეზები მქონდა

არვიყავი მთლად დარწმუნებული ღირდათუარა მისთვის ყველაფრის მოყოლა მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერს სწორად გაიგებდა,და ცივი გონებით შეხედავდა შექმნილ სიტუაციას
(ყოველშემთხვევაში იმედი მქონდა)

ბექიონ:მაინც?

იუ რაე:ეს პირადად უნდა გითხრა შეგიძლია შემხვდე?

ბექიონ:არა პატარა ქალბატონო შარი წინა შეხვედრისასაც მეყო იქნებ შენ მოხვიდე ჩემთან ძველ აგარაკზე ვარ ახლა დასასვენებლად

იუ რაე:კარგი დღეს შევხვდებით

ეს ცუდი ჩვევა ბავშობიდან გამომყვა პირობებს მანამდე ვიძლევი სანამ დავრწმუნდები რომ მათი შესრულება მძალვიძს
რატომ ვთქვი მოვალ მეთქი არც ვიცი.ვნახო და ვესაუბრო მეგობარს ეს მხოლოდ ჩემი სურვილია მაგრამ განა შემიძლია უბრალოდ ავდგე და წავიდე

თეჰიონს რა ვუთხრა სად წავედი მეთქი

ის იყო მობილური მოვიმარჯვე მისვლაზე უარის სათქმელად რომ ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე ქერათმიანი გამოჩნდა

-მეგონა ჯერკიდევ გეძინა

ისეთი უჩვეულო იყო გუშინდელის შემდეგ მასთან საუბარი ან მისი მოსმენა მისი ხმის გაგონება თუმცა როგორცჩანს მას ეს სრულიად არ აწუხებდა თავი ისე ეჭირა თითქოს არც არაფერი მომხდარა
ეს უნდა გამხარებოდა მაგრამ რატომღაც სულ არ მიხაროდა

-ახლახანს გავიღვიძე

ბიჭს ხმა არ ამოუღია მხლოდ ნელა დააქნია თავი გაგების ნიშნად მცირე პაუზის შემდეგ იგივე ტონით განაგრძო

-ბებია და იუნჯი უკვე წავიდნენ როგორც ჩანს ეჩქარებოდათ მეც წასასვლელივარ...

ბიჭი სიტყვას წელავდა თითქოს უნდოდა რაცშეიძლება გვიან ეთქვა სათქმელი
თუმცა მე მშვენივრად ვხვდებოდი რისითქმა სურდა და ვერ ახერხებდა

-თუ მარტო დარჩენა არგინდა შემიძლია დღეს გავაცდინო და...

-არა ყველაფერი რიგზეა შენი საქმეები არ გადადო

თავდაჯერებული ღიმილი მოვირგე და წელში გავსწორდი
მინდოდა მეჩვენებინა რომ პატარა ბავშვი არვარ რომელსაც სახლში მარტო დარჩენის ეშინია,
თუნდაც მომხდარის შემდეგ

გარდაამისა დარწმუნებული ვიყავი იგი იქ მიდიოდა სადაც გუშინ აპირებდა წასვლას მაგრამ ჩემგამო ვერ მოახერხა,თანაც თუ  ქერა დღესაც ჩემთვის აქამდე გაურკვეველ სამსახურში წავიდოდა მეტი შანსი მექნებოდა ბექიონის სანახავად

-კარგი

ოდნავი ღიმილით თქვა და ოთახიდან გავიდა.
დიდხანს აღარ დამიყოვნებია სწრაფად ჩავიცვი და ჩემი ,,გასეირნებისთვის,, განკუთვნილი ნივთებიც სწრაფად ჩავყარე ზურგჩანთაში

თავის მოწესრიგების შემდეგ ოთახიდან გამოვედი თუმცა თეჰიონი ვერსად შევნიშნე
სახლში სრული სიჩუმე იდგა
ჩავთვალე რომ უკვე წავიდა და ოდნავ ამოვისუნთქე

სამზარეულოში შევედი წასვლამდე წასახემსებლად
უცნაურია რაც სახლიდან წამოვედი ხშირად მშივდება
როგორცჩანს ცივკედლებში გრძელ მაგიდასთან წამომჯდარ მეს რომელსაც რამდენიმე ათასად შეფასებულ საჭმელს მართმევდნენ ვერცხლის თეფშებით,მადა სულ მეკარგებოდა
აქ კი...სწრაფი მომზადების კერძებს მიჩვეული თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი

მადუღარა გამოვრთე და ის იყო ყავა ფინჯანში უნდა გადამესხა რომ ცივი ნატიფი ხელები ვიგრძენე წელზე

სხეულში ერთიანად გამაკანკალა,არვიცი ეს ცივი ხელების ბრალი იყო თუ იმ ცხელი სუნთქვის რომელსაც კისერზე ვგრძნობდი.

ბიჭი იმდენად ახლოს იყო და ისე ძლიერ ეკვროდა ჩემს სხეულს რომ ზურგით მისი მკერდის მოძრაობას ვგრძობდი
ის ნელა და გაწონასწორებულად სუნთქავთა,თითქოს ეს სიმშვიდე მეც გადმომდო თავისი შეხებით,წამისწინ მოულოდნელობისგან შემხტარი ახლა მეც მშვიდად ვგრძნობდი თავს,გაუცნობიერებლად მისი სუნთქვის რიმტმს ვყებოდი და მისი სხეულისგან წამოსული სითბოსგან ვგრძნობდი როგორ მაწვევოდა სახეზე სისხლი
ის ისეთი წყნარი იყო..ისეთი თბილი...თუმცა ხელები მაინც ყინულის ლოლოებივით ცივი ჰქონდა..

ქერამ ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო და სურნელი ღრმად შეისუნთქა

-თ...თეჰიონ....

ენისბორძიკით ვცადე მე ამეხსნა რომ ასე არ შეიძლებოდა რომ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა დაბრუნებულიყო ბებიბა კიმი რომელმაც იუნჯი უკვე მიაცილა სკოლამდე და ახლა ნელი ნაბიჯებით სახლში ბრუნდებოდა...ეს თუარა...ჩემი სინდისის გამო არ შეიძლებოდა ეს.
ყოველჯერზე როცა ცივი ნაზი თითებით ჩემს გამხდარ მხრებს თმას აშორებდა და თავისი მარწყვის ტუჩებით ალერსიანად მკოცნიდა ჩემი სინდისი შიგნიდან მრღნიდა,მცემდა,გონება კი საკუთარ თავს ლნძღავდა...

-ვიცი...კიდევ ორი წუთით

ორი წუთი...რადაშავდება თუ ორიწუთით მის მკლავებში მოვექცევი...რადაშავდება თუ ორიწუთით მის არომატში ჩავიძირები...რა დაშავდება თუ ორიწუთით მის ტუჩებს შევეხები...

მაგრამ არა ეს ორი წუთი უსაშველოდ იწელება და ყოველი შეხება ქინძისთავებს ჰგავს რომლებსაც  კანში სისხლის წამოსვლამდე მარჭობენ

ქერა ნელა მშორდება და შავითმა რომელიც ხელში ეჭირა რათა ჩემი მხრების კოცნებით დაფარვაში ხელი არ შეეშალა,ურცხვად მეფინება სახეზე

რამდენიმე წამს გაუნძრევლად ვდგავარ
ვიხსენებ როგორუნდა სუნთქვა

ბოლოს ბიჭისკენ ვბრუნდები და მის წამიერ ღიმილს ვაწყდები

-უნდა წავიდე

გაყინულ ხელისგულებს ლოყებზე მკიდებს ჩემს თავს ოდნავ მაღლა სწევს და შუბლზე მკოცნის

კოცნის ადგილი მაშინვე მეწვის...

გააზრებას ვერ ვასწრებ როგორმ მშორდება შემდეგ კი ქურთუკს იღებს და სახლიდან გადის

სრულ სიჩუმეში მარტო ვრჩები, ყურებში ექოსავით ჩამესმის მისი სუნთქვის,გულისცემის და ტუჩების ჩემს კანთან შეხების ხმა

****
საბედნიეროდ ბექიონის საოჯახო აგარაკი არცისე შორს იყო

თითქმის საათნახევარი ავტობუსით შემდეგ კი ცოტა ფეხით გასეირნება,არა არცისე შორია

ავტობუსში გაუნძრევლად ვიჯექი ზურგჩანთა კალთაზე მედო და ხელებს მთელიძალით ვუჭერდი.
ფანჯრის მიღმა ხეები და სახლები ქუჩები და ხალხი
ყველაფერი ისე იცვლებოდნენ როგორც კადრები მოკლემეტრაჟიან ფილმში

თუმცა მე მათ ვერ ვხედავდი
თვალწინ ყველა ის ჩადენილი ცოდვა მედგა რომლებსაც სიზმრებში ვხედავდი...თუმცა მათშორის ერთი ყველაზე მძიმე ლოდად მედო გულზე,
იმ გოგონას ძმასთან დაახლოება..
ყოჩაღ რეიჩელ ამაზე უარესი რაუნდა ჩაგედინა
რადღეში ჩააგდე ხალხი
ბავშვს მომავალი წაართვი ახლა ესეც არიკმარე და მის ძმას ეალერსები

საკუთარი თავი იმწამს ამქვეყნად ყველაზე ბინძური არსება მეგონა და სანამ ჩემს გაჩერებაზე მიწას ფეხს დავადგამდი საკუთართავს სილა რამდენჯერმე გავარტყი

გრილმა ჰაერმა ფილტვები ამივსო და მაიძულა მხოლოდ ერთ რამეზე მომეხდინა კონცენტრაცია

მტკიცე ნაბიჯებით მეგობრის სახლისკენ გავემართე.
მახსოვდა ეს ადგილი ბიძა და ძმა ბავშობაში ყოველზაფხულს აქ მგზავნიდნენ.
პატარა ბექიონთან ერთად ზაფხულის გატარება ნამდვილად არიყო სასიამოვნო ვინაიდან იყო დრო როცა ერთმანეთი დასანახად გვძულდა

ძველი მოგონებების გახსენებაზე ოდნავ გამეღიმა,
ნიავი მწარედ მხვდებოდა სხეულზე, ამ ადგილისთვის ჩვეულ სიგრილეს მონატრებულმა და ამავდროულად მისგან შეწუხებულმა ნაბიჯს ავუჩქარე

თითქმის ოც წუთში უკვე იქ ვიყავი

ძველი ჭიშკრის წინ ვიდექი და ველოდი მსახურები კარს როდის გამიღებდნენ
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია

შავი რკინის კარი გაიღო და ფეხი მწვანე ბალახით აბიბინებულ ცისთვალებით გადაპენტილ ეზოში შევდგი
არაფერი შეცვლილა.
კარგი თითქმის არაფერი,
საგვარეულო სახლს აშკარად ეტყობოდა ბექიონის ხელი

აუზი,ბარბექიუსთვის განკუთვნილი ფიცრებით შემაღლებული ადგილი თავისი ფანჩატურით,ლიმნის ხეებს შორის გაბმული ნათურები რომლებიც წარმოვიდგინე რა ლამაზად ანათებდნენ ღამით და სხვადასხვა ფერის პულივიზატორით შესრულებული კარიკატურები ღობეზე რომელთა რაღაც რაოდენობას უკვე მოვუძებნე ასლი მსახურებს შორის

კვლავ გამეცინა ბექიონი სულ ასე აკეთებდა...იმ მსახურებს ამახინჯებდა და ფურცლებზე ხატავდა ვინც არ სიამოვნებდა,როგორცჩანს ღობეზე გადაუნაცვლია

ეზოს დათვალიერება დასრულებული არმქონდა როცა ბილიკზე პატარა ბორბლების ხახუნი გავიგე

-იუ რაეე....

ომახიანი ხმა ჩამესმა ყურებში და ძლივს შევძელი თავისგამაგრება წითურა ბიჭის შეჯახების შემდეგ

-ფრთხილად ჩემპიონო თორემ აილეწები

როლიკებზე მივუთითე მეგობარს და გაკიცხვის შემდეგ(რასაც იგი უკვე მიჩვეული იყო)მივეცი უფლება გადამხვეოდა

-არგიფიქრიარომ ასეთი სიჩქარით ამ რაღაცეებზე გადაადგილებამ შეიძლება ტრავმატოლოგიურისკენ გაკივლიოს გზა?

-სიბერეში ბევრი კატა გეყოლება და შენს მოსაწყენ ახალგაზრდობას გაიხსენებ ხო რომელიც თვითნებურად მოსპე 17 წლის ასაკში

წითურამ თვალები აატრიალა რითაც მეასედ შემახსენა რომ მოსაწყენი ,,ანტიგართობისტივარ,,
ბექიონს მუშტი ჩავარტყი მხარში რაც გამაფრთხილებელი ნიშანი გახდა მისთვის

-მიხარია რომ მოხვედი ბევრი სალაპარაკო გვაქვს

ბიჭის გამომეტყველება წამებში შეიცვალა
ასე მაშინ ხდებოდა როცა საქმეზე იწყებდა საუბარს
ეს მამისაგან გამოჰყვა, არასოდეს ურევს ერთმანეთში გართობას და საქმეს
სათქმელი მისთვის ნამდვილად ბევრი მქონდა..

-მომყევი
უწინდებური ღიმილით მითხრა მან და მას შემდეგ რაც მსახურებს სპორტულ ბოტასებსა და სკეიდში გაუცვალა თავისი როლიკები წინ გამიძღვა

უკანა ეზოსკენ წავედით რომელიც ბევრად დიდი იყო
თვალი მაშინვე იმ ხის სახლისკენ გამექცა სადაც ბექიონს არვუშვებდი

როგორცჩანს მან ეს შენიშნა და თვითონაც ღიმილი მოეფინა სახეზე

-ნამდვილი სწერვა იყავი

-ვიცი

სიცილით მივუგე მე და სკეიტბორდზე შემომდგარ ბიჭს კვლავ უკან ავედევნე
ეზოს უკანა კარიდან გავედით და მაშინვე გადაიშალა წინ ჩემთვის კარგად ნაცნობი ხედი

მდიდრების უბანი სადაც ყოველი მომდევნო სახლი წინამორბედზე უკეთესი იყო
აქ მუდამ სიჩუმე სუფევდა არავინ არადროს არ ხმაურობდა და მიგეღო მეზობლისგან შენიშვნა იმისგამო რომ აწუხებ წარმოუდგენელი ამბავი იყო

მე და წითურა ტრასას ნელა გავუყევით არცერთი ჩქარობდა საუბრის წამოწყებას ორივე ნოსტალგიის ტალღებში ვიყავით ჩაძირული

გარშემო ყველგან ის სახლები ის ჩიხები იყო რომლებსაც წლებისწინ ველოსიპედებზე ამხედრებული ორი ბავში ლაშქრავდა

-ხომ იცი...უკვე ყველაფერი მორჩა

ცოტა დრო მჭირდება იმის მისახვედრად რას გულისხმობს წითურა
თუმცა როცა ვაანალიზებ ამას ვნანობ

-დროა იმ სახლიდან წამოხვიდე

სიტყვები ნემსებივით მომხვდა გულზე
კოპები შემეკრა და რაღაცის ზიზღი ვიგრძენი
ალბათ...საკუთარი თავის

-თანხა გადარიცხულია დროის საკითხია ის ჩხუბისთავი ამას როდის შენიშნავს

ყველაფერი მართალი იყო
თითოეული სიტყვა
იშვიათობა იყო მაგრამ წითურა სრულიად სწორად მსჯელობდა
უნებლიედ მუშტები შევკარი და დარწმუნებულივარ ვინმეს რომ შემოეხედა იფიქრებდა რომ მის საცემად ვიწევდი

-ჰო ვიცი ამაზე ვმუშაობ

ისე ვთქვი ეს სიტყვები თითქოს რაღაც სპეცნაზმელი ვიყო და საიდუმლო დავალებაზე ვმუშაობდე
ბიჭს რათქმაუნდა ეს არ გამოჰპარვია და ცალი წარბის აწევით გამომხედა

მეტი არაფერი მითქვამს ან რაუნდა მეთქვა აქ განსახილველი არაფერი იყო უბრალოდ უნდა ავბარგულიყავი და წამოვსულიყავი
თუმცა ძალიან კარგად მესმოდა...ეს გამიჭირდებოდა

ბექიონმა შეამჩნია ჩემი ხასიათის ცლილება და ამ თემას აღარ გაჰკარებია
არც მე მსურდა იმის თქმა რისგამოც გადავწყვიტე აქ მოსვლა
ახლა უბრალოდ ამის დრო არიყო

-რას იტყვი სკეიტბორდზე გასეირნებაზე?

წითურამ ოცდათორმეტივე კბილით გამიღიმა და სკეიტბორდზე თვალებით მანიშნა

-ხომიცი არ მეხერხება

ვეცადე მეც ღიმილით მეპასუხა თუმცა ჩემს ღიმილს
სიყალბეს ადვილად შეატყობდით

-არაუშავრს ოდესმე ხომუნდა ისწავლო

ბიჭი ჩემს პასუხს არ დალოდებია ამ ,,უწყინარ,, გადაადგილების საშუალებაზე დამაყენა ხელი ჩამჭიდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა

ისედაც გრილი ნიავი ორმაგად გამაღიზიანებელი გახდა
აქამდე მორჩილად ჩამოშლილი თმა ახლა ქაოსურად ირეოდა
სიცივისგან ტაოს მაყრიდა მაგრამ ადრენალინში არეული შიში პირად ბუხრად მექცა

ბექიონი ისეთი სიჩქარით გარბოდა უკვე ეჭვიმეპარებოდა რომ მშვიდობიან ,,დამუხრუჭებას,, ვერ ვეღირსებოდით თუმცა როცა ბიჭმა სიჩქარეს უკლო და მეც ნელ-ნელა შეჩერება დავიწყე მშვიდად ამოვისუნთქე

ეს მხოლოდ წამიერად
წამიერად ვიფიქრე რომ სპონტანური გასეირნება სკეიდზე მორჩა
მხოლოდ ერთი წამი სიმშვიდეში შემდეგ კი ბიჭმა ისევ მოულოდნელად სირბილი დაიწყო
ამჯერად ორმაგი ძალით გარბოდა და მეც გული საგულედან ამომივარდა

ოხ ეს სულელი და მისი ოინები
წითურამ სიცილით გამომხედა თითქოს მიხვდაო რომ გონებაში ახლა ყველა სალანძღავი სიტყვით ვლანძღავდი რაც ვიცოდი

უკვე ვფიქრობდი რომ ეს გსეირნება არასდროს მორჩებოდა თუმცა შევცდი
მწარედ შევცდი.
ბექიონი იმ მომენტში წლის საუკეთესო მოუქნელად დასახელდა ვინაიდან საკუთარ განხდარ ფეხებში აიბლანდა და დაზიანებული თვითმფრინავივით დაენარცხა ძირს.
მეც რასაკვირველია შევეჯახე

შეჯახებამ ორივე დაგვაზარალა
წამის შემდეგ ორივე წაქცევისას დარყმულ ადგილებზე ვიჭერდით სიმწრისგან ხელებს

-ხელი მომტეხე!!

-ბექიონ მეორე ხელით დაეცი

ბიჭმა ხელს დახედა რომელსაც აქამდე ეჭიდებოდა და თითქოს მოღალატეს შეეხოო სასწრაფოდ გადაინაცვლა მეორეზე

-ესეც მტკივააა!!!

-ხოდა მიჩივლე სასამართლოში მამაშენი შენს ადვოკატობას დათანხმდება

ბექიონს გაეცინა სინამდვილეში ეს მართლაც სასაცილო იყო იმიტომრომ მამამის პარანოია ბქონდა საჩივარი შეეტანა ყოველჯერზე როცა ვინმე მის ძვირფას ბექის რამეს დაუშავებდა როგორც მაშინ როცა ერთ-ერთმა მისმა კლასელმა შემთხვევით საკლასო ოთახის კარი მისწინ მოხურა და წითურას ცხვირი გაუტეხა

საბრალოს მაშინ ერთითვით სკოლიდან გარიცხეს.
ბექიონი ხშირად შეწინააღმდეგებია ამისგამო მამამისს მაგრამ დევიზს ,,დამნაშავე უნდა დაისაჯოს,, ბატონი ბიონი მკაცრად იცავდა.

-არც შენ დაზარალებულხარ ნაკლებად

მზრუნველი თვალებით მანიშნა ბიჭმა მუხლზე რომელზეც ჯინსი გამხეოდა და სისხლის წვეთები უნამუსოდ ღებავდნენ ბარდიულს

-როგორცჩანს მომჩივანი მე ვიქნები

ბიჭს ჩაეღიმა და წამოდგომის შემდეგ ჩემს ასაყებებლად დაიხარა ფეხზე მდგარმა სკეიდს მტრული თვალებით გავხედე

-ამ ჯოჯოხეთის მანქანაზე აღარასოდეს დავდგები

ბიჭს შევხედე თუმცა ისმეარ მიყურებდა
არც მისმენდა
და საერთოდ გონებით სადღაც სხვაგან იყო

-ჰეი ბექიონ...გესმის?! ბექიონნ....

წითურასწინ ხელების ქნევა დავიწყე მაგრამ მისი ყურადღება მაინც ვერ მივიპყარი

-ის შენი ჩხუბისთავი არაარის?

ბიჭის მიერ გაშვერილ საჩვენებელ თითს მზერა გავაყოლე და ჩვენგან მოშორებით ერთ-ერთ სახლთან მდგარი შავი ფურგონი შევნიშნე რომელთანაც ნაცნობი ქერათმა მოჩანდა

თეჰიონი ფურგონს იყო მიყუდებული და რაღაცას გაღიზიანებული მზერით უცქერდა

რამდენიმე წამში მასთან სამი ბიჭი მივიდა რომლებიც როგორც აღმოჩნდა სახლის კართან იდგნენ

ვიცოდი ეს სახლი
აქ კანების ოჯახი ცხოვრობდა
ადრე აქ ბევრ დროს ვატარებდით ვინაიდან ბექიონს ოჯახის უმცროს ქალიშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა
ვიტყოდი ზედმეტად კარგიც

ისინი თეჰიონს რაღაცას აგრესიით უხსნიდნენ ისკი მშვიდად უსმენდა.
მათი ყვირილის ხმა ჩვენამდეც აღწევდა თუმცა ზუზუნის სახით

ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით განრისხებული იყო
თუმცა მაშინვე დაწყნარდა როგორცკი ფურგონიდან...
თვალებს ვერ დავუჯერე......
ჯონგუკი გადმოვიდა!?

იგი ქერას გვერდით დადგა და აწ უკვე დამშვიდებული ბიჭის ახსნა განმარტებას ცივი სახით უსმენდა
მალევე ბიჭი გაჩუმდა
მათშორის სიჩუმე ჩამოწვა
ჯონგუკმა რაღაც უთხრა თეჰიონს და ისიც კარისკენ დაიძრა

რამდენიმე წუთი და ხუთივე მათგანი შავი ჩანთებით ხელში კარს მიღმა გაუჩინარდა

უეცრად ირგვლივ ყველაფერი გაიყინა
დაახლოებით ვხვდებოდი რაც ხდებოდა თუმცა მიხვედრა არმსურდა
მე და ბექიონი ერთმანეთს გაურკვევლობით აღსავსე თვალებით ვუყურებდით და არვიცოდით რა გვეფიქრა ან რა მოგვემოქმედა...

____________________________________
დაგვიანებისთვის ბოდიში ძაან ნუ მომკლავთ💜

13 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!