წამი წუთი საუკუნე
ვიდრე ამ თავის კითხვას დაიწყებდეთ,უმორჩილესად გთხოვთ თვალი გადაავლოთ ბოლო რამდენიმე თავს.🙏(ბოლო თავი 18 იანვარს დაიდო)ვინც ამ ფიქციას შექმნის დღიდან მოყვებით დიდ ბოდიშს გიხდით ხოლო ვინც არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეთ იგი მოგესალმებით.ასეა თუ ისე ფიკს როგორც იქნა ვაგრძელებ ალბათ ოდესმე ამხელა ჩავარდნის მიზეზსაც გაგიმხელთ (ან არა😜) მიხარია დაბრუნება ვეცდები მაქსიმალურად საინტერესო თავები დავდო enjoy<3
_________________________________________
შავი ვოლვო ჯონის სახლთან შეჩერდა,როგორც ყოველთვის სახლი სამარისებურ სიჩუმეში იდგა.გარშემო არცერთი სულიერის ხმა არ ისმოდა,თითქოს აქაურობა სამყაროს მოწყვეტილი იყო.
ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა თითქმის სამი წელი გასულიყო (თუ მეტი არა) იმ ავბედითი ღამისგან.ოთხი ახალგაზრდის ცხოვრება სწორედ მაშინ აირია...მაშინ იტალიაში.
ბოლო წლების მანძილზე მომხდარი ამბების გახსენებამ გული მტკინვეულად შეუკუმშა ბატონ პაკს.
მტკინვეული მოგონებები თავიდან ამოიგდო და კართან მისულმა ფრთხილად დააკაკუნა.
-ბატონო პაკ...
გაკვირვება გამოისახა მოსამსახურის სახეზე როდესაც შარვალ კოსტუმში ელეგანტურად გამოწყობილი ახალგაზრდა დაინახა
-სახლშია?
-დ...დიახ მაგრამ არ გავუფრთხილებივარ რომ მოხვიდოდით
ბიჭს არაფერო უპასუხია,კარი თავად შეაღო და სახლში შევიდა.აქაურობა იმაზე ცივი ეჩვენა ვიდრე ოდესმე იყო,მისი ... მეგობარი არასოდეს გამოირჩეოდა თბილ ფერებში ჩაძირული ინტერიერის სიყვარულით,თუმცა ეს უფერული კედლები,ეს შავი სავარძლები და ფეხის ხმა მთელს სახლში ექოდ რომ ისმოდა ახლა სულის მხუთავი გამხდარიყო.
არ დასჭირვებია პაკს იმის კითხვა თუ სად იყო სახლის მეპატრონე,თავად მშვენივრად იცოდა,რომ ჯონი საათობით ზოგჯერ კი მთელი დღით იკარგებოდა თავის კაბინეტში,იქ საუზმობდა იქ ვახშმობდა,მხოლოდ ღამ-ღამობით ბრუნდებოდა საძინებელში თავის მეუღლესთან.
კაბინეტისკენ მიმავალი დერეფანი უსაშველოდ გაიწელა,სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა ისეთი,რომ ჯიმინს საკუთარი მძიმე სუნთქვის ხმაც კი ესმოდა.
როგორც იქნა მიაღწია შავ კარს და დააკაკუნა,შიგნიდან ,,შემოდით,, ან ,,ღიაა,,-ს არ დალოდებია,დაკაკუნების შემდეგ წამითაც არ დაუყოვნებია სახელური მსუბუქად ჩამოსწია და კაბინეტში შევიდა.
ის იქ იდგა,ჯონგუკი მთელი თავისი დიდებით,გავლილ წლებს ყმაწვილობა გაუქრიათ მის სხეულზე,ახლა პაკის წინ სულ სხვა ვინმე იდგა არა ის პატარა ბიჭი ვის დანახვასაც მისჩვეოდა.
ჯონი ფანჯარასთან იდგა,ხელები ჯიბეებში მოეთავსებინა,შავ თმას მკრთალი მზის სხივები ეცემოდნენ ფერმკრთალ სახეზე კი ემოციის ნასახიც არ იყო.კარის გაღებისას მან ყურადღება ჯერ ძველ მეგობარზე გადაიტანა,რამდენიმე წამს აკვირდებოდა ჯიმინს შემდეგ კი კვლავ ფანჯრისკენ მიმართა მზერა,დრო მისცა პაკს დაკვირვებოდა მას და იატაკზე მჯდარ გამხდარ სხეულს ჯიმინს გაფართოებული ამღვრეული თვალებით რომ მიშტერებოდა
-დიდი ხანი გავიდა არა ჰიონ?
-სამი წელი ჯონ
შავთმიანმა ღრმად ამოისუნთქა და სახეზე ირონიული ღიმილი მოეფინა
-სულ არ შეცვლილხარ
-შენზე იმავეს ვერ ვიტყოდი,მგონი დაკაცდი
ეცადა ჯიმინი ხუმრობის ტონი შეეტანა ოთახის ამ მძიმე ატმოსფეროში,საუბრობდა იგი ჯონთან თუმცა თვალები კვლავ იატაკზე მჯდარ შავგვრემან გოგონას შეისწავლიდნენ.ღმერთო როცა პირველად დაინახა მან იგი მაშინ დეგუში თეჰიონის ჭიშკართან რას წარმოიდგენდა რომ წლების შემდეგ ასეთ მდგომარეობაში იხილავდა...
ტუჩი გახეთქილი,კანი უფერული,გიშლივით შავ თმებს დაეკარგათ ის სიმუქე,თვალების უპეები ჩაშავებოდა,იმაზე გამხდარი ჩანდა ვიდრე ოდესმე ყოფილა,თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყოს შეეხები და გატყდება.სხეულზე თეთრი კაბა ემოსა მუხლებამდე რომ ძლივს სწვდებოდა,ადგილ ადგილ გახეული,ეს სილურჯეები კი მის კანზე...პაკს გული უკვდებოდა თუმცა ვერაფრის თქმას ან გაკეთებას ბედავდა,რეიჩელი კი აგრძელებდა მის ყურებას სასოწარკვეთილი თვალებით
ჯონგუკმა როგორც ჩანს შენიშნა ეს უსიტყვო საუბარი ამ ორს შორის და იურაესთან ახლოს მისვლის შემდეგ, მკლავში ხელის ჩავლებით ფეხზე წამოაგდო.
ჯიმინს გული კვლავ შეეკუმშა ჯონის ოდნავი შეხებაც საკმარისი იყო რომ გოგონას ხელები აკანკალებოდა
,,რა გავუკეთეთ,,
გაისმა პაკის გონებაში სიტყვები
-საძინებელში დამელოდე
ჩუმად თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ჯონგუკმა,რეიჩელმა კი კოპები შეკრა,როგორც ჩანს არ სურდა სტუმარი მხოლოდ ერთ მასპინძელთან დაეტოვებინა
-არა...დ...დავრჩები
მზერას ვერ უსწორებდა შავთმიან ბიჭს,არც ღირდა,ის ხომ ახლა ,,მეუღლეს,, თითქოს ჩაშავებული თვალებით უყურებდა,ეს გამოხედვა კი კარგით არაფრით არასდროს მთვარდებოდა.
-გადი!
კიდევ ერთხელ ამჯერად უფრო მკაცრად წარმოთქვა ჯონმა და იურაემაც თავის დაქნევით დატოვა იქაურობა,გასვლისას მხოლოდ ოდნავ შეავლო თვალი ჯერ კიდევ კართან მდგარ ჯიმინს
ბიჭები იქამდე ბურღავდნენ პატარა ქალბატონს მზერით,ვიდრე კარები კვლავ არ მოიხურა.ჯონი მოდუნებული დაეშვა სავარძელში,იგივე შესთავაზა პაკსაც თუმცა მან დგომა არჩია,როგორც ჩანს არ აპირებდა აქ დიდხანს გაჩერებას.
-როგორ მიდის საქმეები ჯონგუკ
-მოდი არ გვინდა ეს სიყალბე,თავადაც მშვენივრად იცი რომ ყელამდე ნეხვში ვარ.
პაკს არაფერი უთქვამს მხოლოდ ოდნავ დააქნია თავი,რათქმაუნდა იცოდა...ის ხომ ერთი პერიოდი ჯონების კომპანიაში მუშაობდა,თუმცა დრო ბევრ რამეს ცვლის ჯიმინმა დიდი ხანია დაიკავა მამის ადგილი ახლა ის კორეის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატია,ისევე როგორც ჯიმინმა ჯონგუკმაც დაიკავა მამის ადგილი მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ,თუმცა როგორც ჩანს ბატონი ჯონის შეგირდები არ იყვნენ ახალი ბატონით კმაყოფილი.თუმცა ამაზე მოგვიანებით...
-კარგად გადაგიმალავს ის...
ოდნავი ღიმილით თქვა ჯიმინმა და მზერა იქით მიმართა სადაც ცოტახნისწინ შავგვრემანი გოგონა იმყოფებოდა.
ჯონმა თითქოს კოდური სიტყვა გაიგონაო,მაშინვე დაიძაბა,მაგიდას ხელებით დაეყრდნო თაფლისფერი თვალები კი განგაშმა მოიცვა
-ვიცი რისთვისაც მოხვედი ჯიმინ,ახლა მის მხარეზე ხარ არა? გამოკეტილია ოთხ კედელში და თავის ყურებად და თვალებათ გაქცია.ხოდა გადაეცი რომ ვერ ეღირსება,შეცდომა მაშინ დაუშვა როცა მაშინ იტალიაში ზურგი მაქცია.გადაეცი რომ რეიჩელს კვლავ დავაბრუნებ ფსიქიატრიულში თუ ამას საჭიროდ ჩავთვლი!მე მზად ვარ შეუძლია როცა უნდა მაშინ გამოაჩინოს ბრჭყალები,ვერ ეღირსება გესმის?!
ამ მონოლოგს ჯიმინი მშვიდი უემოციო სახით უსმენდა,თუმცა თუ კარგად დააკვირდებოდით შეძლებდით სინანულის დანახვას,დიახ მას ეცოდებოდა ჯონგუკი ეცოდებოდა რეიჩელიც ნანობდა ბევრ რამეს და მისტიროდა იმ შანსებს რომელთა გამოყენებაც ვერ შესძლეს.
-მე არავის მხარეზე ვარ ჯონგუკ,შენ ჩემი ძმა ხარ ისევე როგორც ის უბრალოდ მინდა რომ შეწყდეს ეს ყველაფერი,სამივე იტანჯებით და მე ამის ყურება არ შემიძლია
-ვიტანჯებით...ჰაჰა...თურმე ვიტანჯებით!არა ჰიონ კარგად ვართ ძალიან კარგად და უკეთესად ვიქნებით თუ მას სული ამოხდება.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა,მხოლოდ შავგვრემნის მძიმე სუნთქვა ისმოდა.
-კარგი რაც მაინტერესებდა უკვე გავიგე ხელს აღარ შეგიშლი
-მიბრძანდი
ჯიმინი კართან ნელი ნაბიჯით მივიდა გააღო და ვიდრე თვალს მიეფარებოდა ერთხელაც გახედა უმცროსს
-ჯონგუკ...ექიმებმა რა გითხრეს?
-გაეთრიე!
პაკმა რეაგირება მოასწრო მუყაოს საქაღალდე კარს ხმაურით მოხვდა,ასობით დოკუმენტი ჰაერში აფრიალდა და შავთმიანის კაბინეტის იატაკს მოეფინა...
ჯიმინ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა გასასვლელისკენ,რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა ამ საგიჟეთის დატოვება,სახლს კი დააღწევდა თავს მაგრამ სამწუხაროდ ამ ისტორიის ნაწილად ყოფნა კიდევ ცოტახანს მოუწევდა.
-ჯიმინ...
გაისმა ჩუმი ხმა როცა ის უკვე მანქანას უახლოვდებოდა,წამით იფიქრა კიდეც რომ მას მოესმა თუმცა არა,სახლის გვერდით ბაღის შესასვლელთან მართლაც იდგა გოგონას ფიგურა რომელიც მას იხმობდა
ბიჭმა რამდენჯერმე მოათვარიელა იქაურობა და როცა დარწმუნდა,რომ არავინ უყურებდა მასთან მივიდა
-რეიჩელ გარეთ სიცივეა ასე ჩაცმული არ გაიყინები?
გოგონამ თავი გააქნია იმის ნიშნად რომ ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა შემდეგ კი პაკის ხელები მოიქცია თავისაში და თრთოლებული ტუჩებით ძლივს გასაგონად დაიწყო
-შენ ის ნახე არა? როგორ არის? ისევ რამე ხიფათში ხომარ გაეხვია? ბოლოს...ბოლოს რომ მასზე გავიგე...შემთხვევით გავიგე ჯონგუკი ტელეფონზე საუბრობდა და მას ვიღაცეები მიუგზავნია და ის...მე არ ვუსმენდი უბრალოდ...გავიგე დაჭრესო მე...
-რეიჩელ რეიჩელ დამშვიდდი ყველაფერი რიგზე აქვს
მხრებზე მოხვია ხელები ბიჭმა.შავგვრემანი ხშირად და ხმამაღლა სუნთქავდა თვალები უკვე ბრწყინავდნენ მლაშე წვეთების გამო
-ჰო დაჭრეს მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო ახლა ის უსაფრთხოდაა ჩემი ბიჭები შევაგზავნე იქ და დამერწმუნე მას 24 საათის მანძილზე აკვირდებიან,ნუღელავ ჯონგუკის ყველა ღონე ნახმარია ახლა ჩვენი ჯერია კარგი? შენ არ იდარდო მალე ყველაფერი მოგვარდება
გოგონამ თავი დაუქნია და ხელით ლოყებზე ჩამოდენილი ცრემლები შეიმშრალა
-იცი გაზრდილხარ...ბოლოს დაკრძალვაზე რომ გნახე...
პაკმა ენას კბილი დააჭირა,პირდაპირი მნიშვნელობით.ეს ზედმეტად მძიმე და არასწორი თემა იყო ახლა გასახსენებლად
-მაპატიე...ბექიონთან მეგობრული ურთიერთობა არ მქონია მაგრამ ის ამას ნამდვილად არ იმსახ...
-გთხოვ არგინდა!
მკაცრი ტონით წარმოთქვა რეიჩელმა და კოპებშეკრულმა ახედა ბიჭს
-წადი ჯიმინ!და ვიდრე ყველაფერს არ მოაგვარებთ აღარ მოხვიდე!ჯონგუკი სულელი არაა შემდეგზე აუცილებლად ტყვიას დაგასობს შუბლში თუ ამ სახლის ზღურბლზე შეგნიშნა.
რეიჩელი სწრაფი ნაბიჯით მოშორდა პაკს და სახლში მიიმალა,ჯიმინი რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა შემდეგ კი კვლავ მანქანის მიმართულებით დაიძრა,სწორედ ამ დროს შენიშნა ფანჯარასთან მდგომი ჯონი.და როგორ ვერ შეამჩნია რომ ის მათ უყურებდა ჯანდაბა! როგორც ჩანს რეიჩელს კარგი დღე არ დაადგება.
***
-პატიმარი 687! შენთან მნახველია!
გამოაცხადა დარაჯმა და აქამდე რკინის საწოლზე წამოწოლილი ქერა ახლა მნახველთა ოთახისკენ დაიძრა.
ოთახი თითქმის ცარიელი იყო მხოლოდ მარჯვენა კუთხეში მაგიდასთან იჯდა ერთ-ერთი ახალგაზრდა მისი კამერიდან და ვიღაც ტანდაბალი გოგონას ხელი ეჭირა თავისით.
მზერამ ამ ორიდენ მაშინვე მეგობარზე გდაინაცვალა,ჯიმინი მთელი თავისი მშვენიერებით მოხდენილად იჯდა ვიწრო მაგიდასთან და მზერა მიმართული ჰქონდა შემოსული ბიჭისკენ.
-შენ ის ნახე?
მისალმების გარეშე დაიწყო საუბარი ქერამ
-ვნახე თეჰიონ...არ მინდა გული დაგწყვიტო მაგრამ ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია,ფსიქიატრიულში გატარებულ თვეებს უკვალოდ არ ჩაუვლიათ.
თეჰიონმა თავი დააქნია თუმცა ეს არ იყო გაგების ან რაიმე მსგავსის ნიშანი თითქოს გონებაში რაღაც თქვა და მთელი მისი არსება ამ აზრს დაეთანხმა.
-ჯონგუკმა იგი კარგად დაამუშავა,თუმცა რეიჩელი იმაზე ძლიერია ვიდრე ჩანს სულით არ გატეხილა,მას სჯერა რომ შენ დაეხმარები,რომ იმ ჭაობიდან იხსნი
-ასეც იქნება!მაგრამ ჯერ შენ უნდა ამომათრიო ამ ჭაობიდან
თეჰიონმა რაც შეეძლო ჩუმათ წარმოსთქვა ბოლო სიტყვები,კარგაც იცოდა,რომ ამ ჯოჯოხეთის ფილიალში კედლებსაც კი ყურები აქვთ.
-დამიჯერე თეჰიონ უკვე ყველაფერი მოგვარებულია შემდეგ სასამართლო პროცესამდე უნდა მოითმინო შემდეგ კი თავისუფალი იქნები.
თეჰიონმა ისევ დაუქნია მეგობარს თავი.უკვე რამდენი ხანია ამ დაწესებულებაში იხრჩობა,ჯონმა იფიქრა რომ ბექიონის სიკვდილს მას დააბრალებდა და ამით მოიშორებდა თუმცა რაღაცეები ვერ გათვალა სწორად,მას მართლაც არ ეგონა რომ მუდამ მისი ერთგული ჯიმინი თეჰიონის მხარეს აირჩევდა.
-რეიჩელს...მას..მან რამე თქვა ხომ ხვდები
-რეჩელთან არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი თუმცა ვიდრე ჯონის სახლში მივიდოდი მათ ერთ-ერთ მოსამსახურეს შევხვდი მან მიამბო ყველაფერი ჯონის ხრიკების შესახებ იტალიამდე და იურაეს ფსიქიატრიული კლინიკიდან დაბრუნების შემდეგ,რათქმაუნდა ეს ინფორმაცია საკმაოდ ძვირი დაჯდა თუმცა ამად ღირდა.მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ ის კაბა,ის წარწერები და როზიც ყველაფერი იმისთვის იყო რომ იურაე შეეშინებინა,მან იმთავითვე იცოდა,რომ გოგონას სუსტი ფსიქიკა ჰქონდა რაც შეეხება ფსიქიატრიულიდან მის გამოყვანას...ორივემ კარვად ვიცით რომ ისიც იმ მიზეზით გამოკეტა იქ რა მიზეზითაც შენ ჩაგსვა აქ თუმცა ვიდრე იქ წაიყვანდნენ ჯონი და რეიჩელი...ისინი რამდენიმე დღე არ გამოდიოდნენ ოთახიდან...საჭმელიც კი ჯონგუკის ბრძანებით საძინებელში მიჰქონდათ
თეჰიონმა იგრძნო როგორ დაეძაბა მთელი სხეული,ძარღვებში სისხლი აუდუღდა კბილებს კი ისე ძლიერად აჭერდა ერთმანეთს,რომ უკვე ტკივილს გრძნობდა
-....თუმცა ერთ დღეს რაღაც უცნაურობა მომხდარა,ჯონი მოულოდნელად გაცოფებული გამოვარდა საძინებლიდან იმ მოსამსახურეს ვინც ეს მიამბო რეიჩელის დაბანა უბრძანა,თავად კი სახლი დატოვა,მსახური ამბობს რომ როცა მათ საძინებელში შევიდა იურაე საწოლზე იჯდა შიშველი, სრულიად დასახიჩრებული და ატირებული.რამდენიმე საათში ჯონგუკი ექიმთან ერთად დაბრუნდა, ოთახის კარი კვლავ ჩაკეტეს, 30 წუთში კი ექიმმა იქაურობა დატოვა.იმ ღამეს რეიჩელი სადღაც წაიყვანეს გამთენიისას კი სრულიად ღონემიხდილი მოიყვანა იგი ჯონმა სახლში,რამდენიმე დღით ჯონგუკი კაბინეტში გამოიკეტა საძინებელს ახლოსაც აღარ ეკარებოდა ერთ კვირაში კი რეიჩელი ფსიქიატრიულში წაიყვანეს.
არ ვიცი რატომ გადაწყვიტა ამდენი ხნის შემდეგ ჯონგუკმა მისი ასე მოულოდნელად დაბრუნება მითუმეტეს როგორც გავიგე ის მას მხოლოდ ღამით ეკარება...შემდეგ კი დასანახად ვეღარ იტანს და ასე გრძელდება უკვე რამდენიმე კვირაა
თეჰიონი ამ ყველაფერს გაჩუმებული უსმენდა,თითოეული სიტყვა სარივით ესობოდა გულში,ვერ წარმოედგინა რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდა,ვერ იჯერებდა რომ ჯონგუკმა ასეთ დღეიში ჩაიგდო თავი.მისთვის ნათელი იყო უმცროსის ასეთი დამოკიდებულება იურაესადმი,ჯონგუკს ის უყვარდა,ეს სასაცილოდ ჟღერს თუმცა ასეა მას ის თავდავიწყებით უყვარდა და სწორედ ამიტომ სძულდა იგი,ამიტომ ექცეოდა მას ასე სასტიკად,ჯონისთვის ამაზრზენი იყო ის ფაქტი,რომ მას შეეძლო რეიჩელი ჰყვარებოდა თუმცა ეს ასეა.სწორედ ამ აგონიის გამო გაიმწარა ჯონგუკმა ცხოვრება და გაუმწარა ამ ორსაც
-როგორც მიხვდი...ჩვენი ვარაუდით სწორედ იმ ღამეს როცა ექიმის ვიზიტის შემდეგ იურაე წაიყვანეს...დიდი ალბათობით კლინიკაში წაიყვანეს სავარაუდოდ სწორედ მაშინ მოაშორებინა მას ჯონგუკმა მისი...თქვენი ბავშვი
ქერა უკვე დიდი ხანია ჯიმინს აღარ უყურებდა,ის დიდი ხანია მეზობელ კედელს ბურღავს თავისი მზერით,ახლაკი საერთოდ დაეხუჭა თვალები,მისთვის ძნელი დასაჯერებელი იყო რომ ეს მართლა მოხდა,რომ ყველაფერი ასე აირია,თუმცა მომხდარის გამოსწორება შეუძლებელია,ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია როგორმე ბოლო მოუღოს ამ ყველაფერს
ჯიმინი კი დღის მანძილზე უკვე მეორედ აჭერს კბილს ენას,დღის მანძილზე უკვე მეორეთ არ იცის როგორ დაელაპარაკოს ადამიანს მისთვის მძიმე ტემაზე
-თეჰიონ...ერთი სასამართლო პროცესიღა დარჩა,ჩვენი ბოლო შანსი ესაა ვიცი არ გინდა მაგრამ უნდა მომიყვე იტალიაში რამოხდა
-უკვე მილიონჯერ მოგიყევი ჯიმინ
-და მეც მილიონჯერ გთხოვე ნორმალურად აგეხსნა,შენ მუდამ ტოვებ იმ დეტალებს რომელთა გახსენებაც არ გინდა...გთხოვ გააკეთე ეს მისთვის!მომიყევი რამოხდა როცა სასტუმროში ბექიონს გადააწყდით
ქერამ კვლავ წამიერად დახუჭა თვალები,წარსულის კადრებმა მაშინვე იჩინეს თავი,თითქმის სამი წელი თუმცა კვლავ ზუსტად ახსოვდა ყველაფერი,თავი უკან გადააგდო ღრმად ამოისუნთქა შემდეგ კი გონებამოკრეფილი მხრებში გაიმართა
-კარგი
To be continued...
