მალე ყველაფერი დასრულდება
Flashback.3 years ago.Italy...
-გამომართვი
ჩუმად თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა გოგონამ და სავარძელში ჩამჯდარ ბიჭს გაუწოდა ყინულის პაკეტი
-გმადლობ
თბილი ღიმილით ახედა თეჰიონმა საყვარელს და რამდენიმე წამს უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ,როგორც 13 წლის ერთმანეთზე შეყვარებული ბავშვები.
-ღმერთო რა სისულელეა...
ბრაზნარევი ღიმილით წარმოთქვა, საპირისპიროდ მდგარ სავარძელში მოკალათებულმა ბექიონმა და ანალოგიური ყინულის პაკეტი,დაჟეჟილ ლოყაზე უფრო მჭიდროდ მიიდო.
-კარგით...მე...საუზმე ვითხოვო ნომერში?
მხრებზე ხალათის შესწორებით თქვა იურაემ,ჯერ კიდევ თაკილობდა ჟღალი მეგობრის წინაშე საყვარელი ადამიანის ბაგეების მიერ დანამული სხეულით დგომას.
-ამის დრო არ გვაქვს რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ
ბიჭის მკაცრი ტონი გაისმა დილის სხივებში ჩაძირულ ნომერში,დანარჩენმა ორმა ყურადღებით შეხედეს მას შემდეგ კი ბექიონი ფეხზე წამოიჭრა
-აქედან შენ მარტო მე და იურაე კი ერთად წავალთ.გგონია საწყალ გოგოს თავბრუ დაახვიე და ამით მშრალად გამოხვედი არა კიმ?! თუ გვარი მეშლება?!
ირონიული ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა და მჭიდროდ მიუახლოვდა
-ენას კბილი დააჭირე ბიონ
-თორემ რა?!
-კარგით დამშვიდდით არ გინდათ ისევ ჩხუბი ამით ვერაფერს მოვაგვარებთ.ბექიონ არ ვიცი აქ რის სათქმელად ჩამოფრინდი მაგრამ უკვე აღარაფრის ცოდნა არ მინდა
-რატომ?! ნუთუ ისე გაგჟიმა რომ ტვინი გამოგაცალა
ოთახში ძლიერი ბრახუნი გაისმა,ჟღალთმიანი მოწყვეტით დაეცა და ჟურნალების დაბალი მაგიდა ააყირავა,მასთან მიჭრილი თეჰიონის თვალები შავად ანათებდნენ,ისედაც ნაცნემი ბიონის სხეულმა რამდენიმე ახალი დარტყმა იგემა
-რაიცი?! საერთოდ რა გესმის ნაბიჭვარო?!
-თეჰიონ მორჩი! მას ძალით არ უნდოდა
ცდილობდა მის შეჩერებას რეიჩელი,თუმცა უნდა ითქვას მეგობრის სიტყვებმა ღრმად დაჭრეს გულში.განა თვითონ არ ესმოდა,არა მშვენივრად აანალიზებდა რომ ყველაფერი ისე კარგად არ იყო როგორც თვითონ უნდოდა ყოფილიყო.ის და თეჰიონი არ ჩამოსულან იტალიაში რამდენიმე ტკბილი დღის გასატარებლად
ესეც რაღაც გეგმის ნაწილი იყო,ჯონის გეგმის.ეს ადამიანი დიდიხანია ცდილობს მას ცხოვრება გაუმწაროს,სულელი რეიჩელი კი არც ჩაღრმავებია როგორც საჭიროა ამ ამბავს იგი ზედმეტად იყო მისი და თეჰიონის ამერიკული მთების მსგავსი ურთიერთობის მოგვარებით.
-რატომ ხარ ჩუმად რეიჩელ?!გგონია შენს წინ მდგარი ადამიანი წმინდანია?! გგონია მხოროდ შენ ხარ დამნაშავე მის წინაშე?!
-გაჩუმდი ბიონ გაჩუმდი!მე დიდი ხანია მას ვაპატიე უბრალოდ მოკეტე!
ტუჩგახეთქილი ჟღალთმიანი კვლავ იატაკზე იწვა თეჰიონს კი ის მაისურით ეჭირა,ხელებსა და ყელზე ძარღვები მკაფიოდ ჩანდნენ როგორც ჩანს იმაზე მეტად გაცხარდა ვიდრე ჩანდა
-თეჰიონ...რა მაპატიე?
ზარბაზანის გასროლასავით გაისმა, გოგონას ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები ოთახში.
ნომერში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა,ბიჭმა ერთი ხელის კვრით მიაგდო ბიონი,ის კი იდაყვებზე წამოიწია შემდეგ კი ხელის გულით სისხლის წვეთები მოიწმინდა სახიდან
-რეიჩელ მე...
-იცოდი?
პასუხი არ იყო,როგორ მოხდა რომ ერთის დანაშაული მეორეს სასჯელად იქცა.
-მიპასუხე იცოდი,რომ შენს დას რაც დაემართა...
-ჰო ვიცოდი
შავგვრემანს თვალები აუწყლიანდა,სიტყვები ყელში გაეჩხირა,იმდენი რამის თქმა უნდოდა მაგრამ ვერაფერს ახერხებდა.უბრალოდ ტყვიით დაჭრილივით იდგა ოთახში მზერა ნელა გადაიტანა თეჰიონიდან მის უკან მდგარ ბექიონზე,ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა
-რამდენი....რამდენი ხანია რაც იცი
თეჰიონმა ძლიერ ამოიოხრა ვიდრე პასუხს გასცემდა,ხელები ექავებოდა უნდოდა კვლავ ფეხქვეშ გაეგდო წყეული წითური ბიჭი
-დეგუში შენი გამოჩენის მესამე დღიდან
-რატომ?
ცრემლებს მიღმა წარმოთქვა გოგონამ და ეცადა უემოციო სახე შეენარჩუნებინა
-რატომ არ მომისროლე იქიდან?
-იმიტომრომ შენი იქ ყოფნა აწყობდა და არა მარტო მას აწყობდა არა თეჰიონ?
თეჰიონმა ზიზღით და მუდარით სავსე მზერით გახედა ბექიონს,სიტუაცია უარესი უბრალოდ ვეღარ იქნებოდა
-და შენ...შენ ხომ...შენ ცუდად არ მექცეოდი შენ...პირიქით
წინადადების დალაგება უჭირდა გოგონას,მიუხედავად თავშეკაბულობისა,ემოციების დამალვა უჭირდა ისტერიულ ტირილამდე ცოტაღა აკლდა
-რეიჩელ რეიჩელ!მე შენ არაფერს არ გავნებ,ჰო თავიდან გვქონდა რაღაც მიზნები მაგრამ...მაგრამ შენ მართლაც მოახერხე თავი შეგეყვარებინა ჩემთვის,გპირდები აქედან წავალთ და ყველაფერი წარსულში დარჩება ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ გესმის?!
მასთან მიიჭრა თეჰიონი და ხელებში მოიქცია მისი აწითლებული ლოყები,აიძულა მისთვის მზერა გაესწორებინა
-არა ერთი ამას დამიხედეთ კიდევ იმავეს,რომ იმეორებს იურაე არ...
-კარგი.
ორივე ბიჭმა მას გაოგნებული თვალები მიაპყრო,თავად იურაემ კი ნამტირალევი ღიმილი მიანათა კვლავ მასთან მჭიდროდ მდგარ ბიჭს
-კარგი წავიდეთ,ოღონდ აღარ გვინდა არანაირი საიდუმლო გთხოვ
თეჰიონის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ის უკვე ემზადებოდა საყვარელი ადამიანის წინაშე მუხლებზე დასადგომად ოღონდაც მისი პატიება მიეღო მაგრამ გოგონას პასუხმა უბრალოდ მეცხრე ცაზე აიყვანა.
-წავიდეთ გავექცეთ ჯონგუკს ეს ხომ მის გამოა ყველაფერი!მე რაღაც თანხა მაქვს ანგარიშზე დასაწყისისთვის გვეყოფა შემდეგ კი...
-ღმერთო რეიჩელ! გგონია ეს ადამიანი ასეთი ღარიბია?!ის პრინცია! ჯურღმულების პრინცი!
-ბიონ! შენი დახმარება არ მჭირდება!ყველაფერს რის გაგებასაც მოინდომებს ის ჩემგან გაიგებს შენ კი შეგიძლია აორთქლდე
-თორემ რა ძაღლიშვილო?! რას მიზავ?!
იურაე დროულად ჩაერია და მოახერხა ჩხუბი ჯერკიდევ დაწყებამდე ჩაეხშო.ნივთები ბევრი არ ჰქონიათ,და რაც ჰქონდათ ამოლაგებულიც კი არ იყო.წინა დღით უბრალოდ არ სცეხოლა წყვილს ამისთვის.ნომერი მალე დატოვეს და სასტუმროს ჰოლში გავიდნენ.
რათქმაუნდა იმ ფაქტს რომ ბექიონი არ აპირებდა არსად მათ მარტო გაშვებას თეჰიონის ზიზღნარევი კომენტარის გარეშე არ ჩაუვლია,მაგრამ ახალგაზრდებმა ვერაფერი მოახერხეს.მოლაპარაკების დრო არ ჰქონდათ იტალიიდან წასვლა კი უბრალოდ აუცილებელი იყო.
ჰოლში ისინი კარის მიმართულებით გაემართნენ როცა კარს იქით ორი სრული მამაკაცი შენიშნეს,რეიჩელს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია.უბრალოდ სასტუმროს დაცვად აღიქვა,თუმცა თეჰიონისთვის მათი სახეები საკმაოდ ნაცნობი იყო.ამიტომაც დროულად შეაჩერა ,,თანამგზავრები,, და ჰოლის ერთ-ერთ თაღს მოეფარნენ
-ასე არ გამოვა სხვა გასასვლელი გვჭირდება,როგორც ჩანს არ ღირდა დროზე ადრე ჯონთან გამოცხადება გრძელი სიტყვით
-რა უნდა ვქნათ?
ბემბის თვალებით ბიჭის მთვარიელებელ გოგონას სახეზე ნერვიულობა გამოესახა
-ადმინისტრატორს მოვძებნი ან დამხმარე პერსონალს აქედან გასვლის საშუალებას გამოვნახავ
იურაემ სურვილი გამოთქვა მას გაჰყოლოდა მაგრამ თეჰიონის სიტყვები რომ ერთი ნაკლებად შესამჩნევია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა
რამდენიმე წამი ბექიონი და იურაე მარტონი იდგნენ და მიმავალი ბიჭის ზურგს აკვირდებოდნენ
დაახლოებით 30 ნაბიჯი და ბექიონი მეგობრის ორივე ხელს თავისაში იქცევს
-რას აკეთებ
-ნუღელავ შემდეგ მადლობასაც მეტყვი
ნომერში დახვედრილი ხალათის ქამრით შეიკრა გოგონას ხელები.სახეზე რეიჩელს აშკარა გაოგნება ესახებოდა,რამდენჯერმე გაიბრძოლა თუმცა გამხდარი ბიონი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა.შემდეგ იყო წამოყვიეების მცდელობა რათქმაუნდა ესეც არ გამოვიდა,ბიჭის ხელი მთლიანად ფარავდა მის პირს.
წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად მალე რეიჩელი მომსახურე პერსონალის კარიდან გაიყვანა და მანქანაში ჩასხდნენ რომელიც მომენტალურად დაიძრა
-ბექიონ ამას რატომ აკეთებ?რომ ვერ გვიპოვის ის ხომ ჭკუიდან შეიშლება!
-ჭკუიდან შენ შეიშალე თუ ჩათვალე,რომ მას ნამდვილად რაღაც გრძნობა აქვს შენს მიმართ
უკანა სავარძელზე მჯდარი მეგობრები რამდენიმე წამს ჩუმად იყვნენ,რეიჩელი აკვირდებოდა ჟღალთმიანი ბიჭის პროფილს რომელიც რაღაცაზე ჩაფიქრებული,კოპებშეკრული მანქანის ფანჯრიდან იყურებოდა.
-განქორწინების საბუთებს მე მივხედავ,მამაჩემი რათქმაუნდა წინააღმდეგი იქნება თავიდან,ვის მოუნდება ჯონების გვარს პრობლემა შეუქმნას მითუმეტეს მათ გადარეულ მემკვიდრეს მაგრამ ის ადვოკატია მისი მოვალეობაა სამართლის მხარეს იდგეს...ის ვალდებულია
ამ სიტყვებს ბექიონი თითქოს თავის თავს ეუბნებოდა,აშკარა იყო და დაუფარავი მისი ღელვა ბავშობის მეგობარზე,მამამისთან არასოდეს ჰქონია კარგი ურთიერთობა მაგრამ ახლა მისი იმედი აქვს ეს ბევრს ნიშნავს,როგორც ჩანს სიტუაცია მართლაც იმდენად სერიოზულია რომ მუდამ ოხუნჯი ბექიონიც ცივი გონებით უდგება
-კარგი.მომიყევი ყველაფერი,შენ ხომ ამისთვის ჩამოხვედი
ბექიონმა რაღაც უთხრა იტალიურად მძღოლს და მანაც სავარძელთან დადებული საქაღალდე მიაწოდა,ბექიონმა საქაღალდე რეიჩელის კალთაში ჩადო თავად კი კვლავ ფანჯარაში ყურება განაგრძო
-მათ ერთად დაგეგმეს თითოეული დეტალი,ჯონმა და თეჰიონმა.ეს ჯონგუკის იდეა იყო,ის შენ გეძებდა შემდეგ კი ჯიმინისგან გაიგო,რომ ვიღაც იდუმალი გოგო ბეღურასავით თეჰიონის რაფაზე დაეცა ეს კი შენ აღმოჩნდი.რათქმაუნდა იგი მაშინვე მოუყვა თეჰიონს ვინ იყავი და თავისი გიჟური იდეაც შესთავაზა,უბრალოდ შენი დასჯა საკმაოდ ადვილი იქნებოდა მას სურდა ფსიქიკურად გაეტეხე,წასართმევი დიდი არაფერი გქონდა ფულის მონა არასოდეს ყოფილხარ,მეგობრების დიდი რაოდენობით არ გამოირჩეოდი,ძმასთან და ბიძასთანაც კი არ გქონია კარგი დამოკიდებულება ამიტომ თუ ვინმე მთელი გულით შეგიყვარდებოდა ეს ნამდვილად იქნებოდა შენი სუსტი წერტილი
რეიჩელი სუნთქვა შეკრული უსმენდა ამ ყოველივეს და არ სჯეროდა რომ ეს მის თავს მართლა ხდებოდა,ტირილი უნდოდა თუმცა ცრემლები თითქოს გამოელია.ბექიონმა წამით აცადა ინფორმაციის ნახევარი გაენალიზებინა შემდეგ კი განაგრძო:
-თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო შენ თავად შესთავაზე კიმს,რომ მასთან ცხოვრება გინდოდა სამსახურშიც კი ფინია ძაღლივით დასდევდი,ჯონგუკს უნდოდა დარწმუნებულიყო,რომ თეჰიონი დავალებას ნამდვილად კარგად ართმევდა თავს ამიტომ გამოცხადდა იმ ბარში სადაც რამდენიმე დღით მიმტანად იმუშავე,ალბათ ეგონა რომ თეჰიონი მართლაც ჩაფლავდა და გადაწყვიტა შენი სიყვარულის ობიექტი ახლა ის გამხდარიყო.აშკარაა შეცდა იმ ნაბიჭვარზე ჯერ კიდევ ყურებამდე ხარ შეყვარებული.მათ მთელი სპექტაკლი დადგეს იურაე ჩვენ კი იდიოტებივით წამოვეგეთ ამ ანკესზე.ამდენიხანი დანაშაულის გრძნობა არ გასვენებდა მეც ვცდილობდი დაგხმარებოდი მათ კი...
-ბექიონ
ბიჭის მონოლოგი გაწყვიტა გოგონამ,მან მეგობარს ეჭვნარევი მზერა მიაპყრო და ღრმად ჩაისუნთქა ვიდრე დაილაპარაკებდა
-შენ ეს ყველაფერი საიდან იცი? და რატომ ვერ მიტანს ჯონგუკი ასე ძლიერ ამბობ რომ ეს მისი წამოწყება იყო მაგრამ რატომ?
ჟღალთმიანმა სევდიანი სახით გახედა მეგობარს,მისი თვალები თითქოს ამბობდნენ,,ვწუხვარ რომ ამის გაგება გიწევს,,
მან საქაღალდე გადაშალა და კვლავ გოგონას მუხლებზე დადო
-ეს რა არის?
-მკვლელობის საქმე 6 წლის წინ მომხდარი რომელსაც მამაჩემი შემთხვევით წააწყდა როცა ანალოგიურ შემთხვევებს შეისწავლიდა მისი ამჟამინდელი საქმისთვის
-ვისი მკვლელობის ეს საერთოდ რაშუაშია?
-კიმ ჯეჰი...ჯონ იონჰოს ცოლი,მოკლული იქნა ქმრის კაბინეტში მას შემდეგ რაც ქმარმა მას ღალატში დასდო ბრალი,მთავარი ეჭვმიტანილი რათქმაუნდა იონჰო იყო მაგრამ როცა კავშირები და ძალაუფლება გაქვს სისხლიანი ხელებითაც რომ იჯდე სასამართლო დარბაზში,მაინც გაგამართლებენ.ეს საქმე მალევე დაიხურა კიმ ჯეჰისა და ჯონ იონჰოს უფროსი ვაჟი ჯონ თეჰიონი სახლიდან გაიქცა როცა გაიგო მამის დანაშაულის შესახებ,მოსამართლისაგან განსხვავებით მან დაიჯერა,რომ მამამისი უდანაშაული არ იყო მან ბებიასთან დაიწყო ცხოვრება და გვარი შეიცვალა დედამისის გვარით. რაც შეეხება უმცროს ვაჟს ჯონ ჯონგუკს ის მამასთან დარჩა ის ზედმეტად გულუბრყვილო იმისათვის რომ დაენახა იმ კაცში მკვლელი, რაც შეეხება მათ უმცროს დას...ის ჯონ შემდგომში კიმ თეჰიონმა წამოიყვანა,არ სურდა პატარა გოგონა სისხლით მოსვრილ სახლში გაზრდილიყო იონჰოს დიდი წინააღმდეგობა არც გაუწევია მას მემკვიდრედ ვაჟი სჭირდებოდა რომელიც ყავდა ჯონგუკის სახით ქალიშვილი კი მხოლოდ ზედმეტი ხარჯი იყო.თეჰიონი და მისი და ბებიასთან დედის დედასთან იზრდებოდნენ დეგუში მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჯონგუკი ხშირად სტუმრობდა მათ მიუხედავად ძმების უთანხმოებისა პატარა გოგონა ჯონგუკისთვის საკმაოდ ძვირფასი იყო ამიტომაც...ხომ ხვდები
-ამიტომაც მოინდომა ჩემი განადგურება როცა შეიტყო,რომ თეჰიონის...მათ დას დავეჯახე.და ეს ყველაფერი...ღმერთო არ მჯერა რომ ასეთი ბრმა ვიყავი
თავი ხელებში ჩარგო გოგონამ
-ბრმა არამხოლოდ შენ იყავი თეჰიონზე უფრო მეტი ინფორმაცია რომ მომეძია...როგორც აღმოჩნდა ის არც ისეთი უპოვარი ყოფილა რამდემიმე თვის წინ მისი ბიძა გარდაიცვალა იგი იაპონიაში წავიდა მას შემდეგ რაც ძმის შესახებ გაიგო,ის პატივს სცემდა თეჰიონს მისი გადაწყვეტილების გამო გაქცეოდა მკვლელ მამას ამიტომ საკმაოდ მსხვილი ბიზნესის(არც თუ ისე სუფთა ბიზნესის) მქონემ მთელი ქონება თეჰიონს უანდერძა.შესაძლოა კიმმა ეს ჯერაც არ იცის მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ბოლოდროს საკმაოდ ღიად იწევს ჯონგუკის წინააღმდეგ მას აშკარად სჯერა რომ რაღაც ძალა გააჩნია
-წარმოუდგენელია...უბრალოდ ვერ ვიჯერებ...
-მესმის მაგრამ ნუ ღელავ ჩვენ აქედან რაც შეიძლება მალე წავალთ შენ ჯონგუკს გაეყრები და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება აი ნახავ.
იმედიანი ტონით წარმოთქვა ბექიონმა და გოგონას მხარზე ხელი ჩამოდო
-არა!თეჰიონს არ მივატოვებ
-რეიჩელ ნუთუ არ გესმის...
-არა ეს შენ არ გესმის!არ ვიცი რა მომენტში გადაიქცა მისი თამაში ნამდვილ გრძნობად მაგრამ ეს მოხდა!მოხდა გესმის?! მას მე ვუყვარვარ ამაში ეჭვი არ მეპარება
ბექიონს ცოტაღა აკლდა სრულ ისტერიკამდე,მას არ შეეძლო დაეჯერებინა რომ მისი გონიერი და მუდამ ცივი გონებით მოაზროვნე მეგობარი ახლა გრძნობებს აყოლილი ბავშვივით იქცეოდა.ეს უბრალოდ მას არ ჰგავდა,ჟღალთმიანი გონებაში მერამდენედ ეკითხებოდა თავის თავს ,,რამ? რამ?რამ შეაყვარა მას თეჰიონი ასე ძლიერად?! რა გაუკეთა იმ ადამიანმა ისეთი რომ მოსმენილის შემდეგაც კი დარწმუნებული იყო მისი გრძნობების სიწრფელეში,,
-დავბრუნდეთ ბექიონ! ან ნება მომეცი გავაგებინო სად ვართ!
-არა მე...
მოულოდნელად მანქანამ საკმაოდ ძლიერად დაამუხრუჭა,იმდენად მოულოდნელად რომ ორივე მეგობარი წამიერად ადგილს მოსწყდა და რომ არა უსაფრთხოების ღვედები ნამდვილად ვეღარ დაუბრუნდებოდნენ ადგილს
-პაოლო?!
მძღოლმა სწრაფად თქვა რაღაც იტალიურად,რეიჩელს ეს ენა არ ესმოდა მაგრამ მიხვდა რომ საქმე შუა გზაზე მდგომ ახალგაზრდა კაცში იყო რომელიც მათ გზას უღობავდა
Meanwhile...
-სად არის?!
-წადი შენი
რძესავით თეთრ კანს კიდევ ერთი ჩალურჯება დაეტყო,ქერა თმას ძლიერ ქაჩავდნენ მუხლები კი უკვე საშინლად სტკიოდა მათზე დგომისგან მაგრამ ჯონის ფინიების ხელებში მომწყვდეული თეჰიონი არ დაიყვირებდა ტკივილისგან,არა ჯონგუკს ამ ბედნიერებას არ მიანიჭებდა.
-თეჰიონ როგორც ჩანს ძალიან მოგწონს რომ გცემენ მაგრამ შენი ჯიუტობა ძალიან მიშლის ნერვებს მითხარი სად არის გოგო!
ამჯერად უფრო მკაცრად წარმოთქვა ბიჭმა და აქამდე მაგიდაზე მჯდარი მუხლებზე მდგარ ქერას მიუახლოვდა შემდეგ კი მის დონეზე დაიხარა
-ყოველთვის ასეთი იყავი...სუსტი!არაფერი შეგიძლია მალვისა და გაქცევის გარდა ხომ ხედავ დღესაც გარბოდი...ჯერ კიდევ ვერ ისწავლე?! ჩემგან ვერ გაიქცევი! და ვერც ის ბოზი გამექცევა მხოლოდ დროის საკითხია როდის ვიპოვი მას და იმ ძაღლიშვილს ასე რომ ამოღერღე კიმ სად არიან?!
სიჩუმე,ხალიჩაზე უკვე სისხლი წვეთავდა გახეთქილი ტუჩიდან მაგრამ ქერა ხმას არ იღებდა.იცოდა სად იყვნენ ისინი? არა! მაგრამ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ იგი მადლიერი იყო ბიონის მადლობელი იყო რომ მან იურაე წაიყვანა თუნდაც აღარასოდეს მიეცა უფლება შეხვედროდნენ ახლა მადლიერი იყო უსაზღვროდ.
-პათეტიკურო მეცოდები ათი წიგნიც არ მეყოფა,რომ შენი საცოდაობა აღვწერო...წაიყვანეთ შეგიძლიათ გონების დაკარგვამდე სცემოთ შემდეგ კი პოლიციის განყოფილებასთან დააგდეთ მისი პასპორტი კი დაწვით იმედია კორეაში მალე არ გიხილავ ჰიონ
ორმა გორილამ თეჰიონი წამოაყენა უკვე ზღურბლზე ყოფნისას ოთახში მობილურის ზარის ხმა გაისმა
-გისმენთ
-ჯონგუკ ამიხსენი რა ჯანდაბა ჩაიფიქრე?!
მობილურში პაკის გაცხარებული ხმა გაისმა,ეს იმდენად ხმამაღალი იყო რომ თეჰიონის ყურებსაც მისწვდა
-რას გულისხმობ?
-ამ წუთას იონდოსგან შეტყობინება მივიღე მან თქვა რომ ვერ გიკავშირდება და რომ მძღოლი უკვე მოიშოშრა, გოგო და მისი თანმხლები კი მასთან არიან რაღაც მიყრუებულ გზატკეცილზე ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება?!
-ღმერთო იონდო...
ჯონგუკმა თვალები დახუჭა თავი კი წამიერად უკან გადააგდო,აშკარად არ იყო ეს მასთან რამე კავშირში როგორც ჩანს რეიჩელის ხელის მკვრელი ახლაც დამოუკიდებლად მოქმედებდა ოღონდაც უფროსის თვალში ამაღლებულიყო
-ჰიონ მითხარი კონკრეტულად სად არიან
კოორდინატების გაგების შემდეგ ჯონგუკი სწრაფად დაიძრა
-ეგეც წამოიყვანეთ ნახოს თავისი ჯულიეტა უკანასკნელად
Pov.taehyung
დიდი დრო არ დაგვჭირვებია იქ მისასვლელად. მთელიგზა ჯონგუკის ორ გორილას შორის ვიჯექი ისე,რომ თავის განძრევის საშუალებაც არ მქონია.უემოციო სახეს ვინარჩუნებდი მაგრამ გონებაში არ ვწყვეტდი ოცნებას იმაზე რომ რეიჩელმა მოახერხა თავის დაძვრენა,ის ჭკვიანი გოგოა რამეს იზავდა გთხოვ რეიჩელ უნდა გამოძვრე ამ სიტუაციიდან მე...უკვე აღარაფერი შემიძლია
ჩვენი ესკორდი შუა გზაზე გაჩერებულ მანქანასთან შეჩერდა,ჯონგუკი მანქანიდან გადავიდა ჩვენც ეს გავაკეთეთ მან რამდენიმე ნაბიჯი გადაგა წინ თან თავის ,,შეგირდს,, ეძახდა საბოლოოდ მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა იაღარით ხელში
-იონდო!რა ჯანდაბას აკეთებ?!
-ბატონო ჯონ მე...მე ისინი შევაჩერე ისინი მანქანაში არიან ვემუქრებოდი რომ თუ გაინძრეოდნენ...
-ყოჩაღ კარგი ნამუშევარია ახლაკი მოაშორე ეგ იარაღი და აქ მოდი კორეაში რომ დავბრუნდები აუცილებლად მიიღებ ჯილდოს
ჯონი თითქმის სეირნობით მიიწევდა მანქანისკენ აშკარა იყო იარაღმომარჯვებულ ბიჭს არაფრად აგდებდა,მან ჩვენსკენ მოაბრუნა თავი და რამდენიმე დაცვას ანიშნა მათაც იგივე გაეკეთებინათ თუმცა როგორც კი ისინიც დაიძრნენ იონდო უბრალოდ...ისტერიკებში ჩავარდა
-არა!ეს მე გავაჩერე ისინი! მე მოვიშორე მძღოლი! მე ავიყვანე მძევლად თქვენი ფული არაფერში მჭირდება ბატონო ჯონ უბრალოდ მინდა ჩემით იამაყოთ მე ხომ...ჯანდაბა მე ხომ თქვენთვის ამდენს ვაკეთებ მე ვკარი მაშინ ამ გოგოს კიბეზე ხელი!მე მივიტანე ის კაბა მის ოთახში და ამ ყველაფრის შემდეგ მე ...მე...თქვენ...
-იონდო!მორჩი რაღაცეების ბოდვას და გაქრი მაგედან მეტის შენგან არაფრის გაგება აღარ მინდა!
-მაგრამ მე ხომ...
ბიჭმა ხელით აწყლიანებული თვალები შეიმშრალა,სუნთქვას ვერ აკონტროლებდა იარაღი კი ერთი ხელიდან მეორეში გადაჰქონდა.საბოლოოდ ჯონგუკის ბრძანებით მან ისინი მაქნაიდან გადმოუშვა და ჩვენ წინ დააყენა,თვალებმა მაშინვე იპოვეს ათრთოლებული იურაე ღმერთო ჩემო სიყვარულო როგორ ვწუხვარ შენ ხომ ვერც წარმოიდგენ...
-იცოდეთ არ გაინძრეთ ერთი მოძრაობა და მე...მე...
-ჯონგუკ ახლა კმაყოფილიხარ?! შენ უკვე ყველაფერი გააკეთე ჩემს გასამწარებლად არ გეყოს შურისძიება?!
რეიჩელის ზიზღნარევი ყვირილი გულში ლახვარივით იყო მაგრამ მან ჯონგუკის სახეზე მხოლოდ ღიმილი გამოიწვია ნუთუ ის...
-როგორც ჩანს ყველაფერი გაგიგია ძვირფასო მეუღლევ მაშინ უნდა ხვდებოდე რომ ეს ყველაფერი სამართლიანია
-შენ უკვე ყველაფერი გაანადგურე კიდევ რა გინდა? რატომ ხარ ჩვენს მიმართ ასეთი სასტიკი?!
-ჩვენს?! მე პრობლემა მხოლოდ შენთან მქონდა ყველაფრის მიუხედავად მზად ვიყავი ამ არარაობისთვის მეპატიებია მაგრამ...მან შენ აგირჩია.სისატიკეო ამბობ? გაინტერესებს რა არის სისატიკე
ვიგრძენი როგორ მომხვდა სახეში ჯონის მუხლი,ასფალტზე მოწყვეტით დავეცი და ბუნდოვნად ვარჩევდი მის ფიგურას რომელიც მიახლოვდებოდა და ახალ ახალ დარტყმებს მაყენებდა
-აი რა არის სიასტიკე აი რა არის სისასტიკე
-გაჩერდი! გეყოფა!ჯონგუკ!
რეიჩელის ყვირილი იმაზე მტკინვეული იყო ვიდრე ჯონის დარტყმები უბრალოდ მინდოდა მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი
-ჯონგუკ გთხოვ!!
-გითხარი ნუ ინძრევი მეთქი
იონდომ იარაღი იურაესკენ მიმართა მას შემდეგ რაც მან ტირილით გადმოდგა ჩვენსკენ ერთი ნაბიჯი
-ჯონგუკ თავი დაანებე მას ხომ სტკივა!
-გაჩერდი მეთქი!
-ჯონ ჯონგუკ!
-ძუკნავ...
-რეიჩელ არა!
ბოლო ვისი ხმაც გავიგე გასროლამდე ბექიონი იყო,შემდეგ კი ერთდროულად რამდენიმე ხმამ დაფარა ერთმანეთი,წესვრად ვეღარც ვხედავდი და აღარც მესმოდა მაგრამ ასფალტზე დაგდებულს შემეძლო გამერჩია რეიჩელის მკლავებში მწოლიარე სხეული რომლის თმაც ასეთი წითელი არასოდეს მენახა...
დარტყმები შეჩერდა გასროლიდან რამდენიმე წამში იონდო მანქანაზე ყავდათ გორილებს აყუდებული,ოდნავ წამომდგარი ვხედავდი როგლრ უახლოვდებოდა ჯონგუკი მიწაზე მჯდარ რეიჩელს,მან ერთი ხელით შეძლო მისი წამოგდება და ბიონის სხეულიც დაეცა მეგობრის კალთიდან ცივ ასფალტზე
მე მათთან მივიჭერი მინდოდა იურაე დამეხსნა იმ არარაობის მარწუხებიდან მაგრამ ვერ შევძელი ბოლო რაც ვიგრძენი სანამ გავითიშებოდი მორიგი დარტყმა იყო კეფაში
And flashback...
-შემდეგ რაც მოხდა შენც იცი მათ პოლიცია გამოიძახეს მე კი იარაღთან ერთად დამტოვეს ცხედრის გვერდით ყველაფერი ისე მოაწყვეს თითქოს მან მცემა მე კი ვესროლე
-ღმერთოჩემო მე...ასეთ დეტალებში არასოდეს მოგიყოლია თეჰიონ და მე...
-შენი მწუხარება არაფერში მჭირდება ჯიმინ!სამი წელი გავიდა აქედან უნდა გამიყვანო.მე ის უნდა დავიბრუნო რაც წამართვეს
-მენდე მეგობარო ამჯერად ყველაფერი გამოვა
ქერამ საპასუხოდ არაფერი თქვა მხოლოდ თავი დაუქნია და კვლავ არსაით დაიწყო ყურება.სამი წელი...ნეტავ თუ შეიცვალა მასში რამე?
ერთი თვის შემდეგ...
მანქანა სწრაფად მიქროდა სეულის ქუჩებში,უკანა სავარძელზე მჯდარ ბიჭს ,თუმცა მას ახლა უკვე მამაკაცი ეთქმოდა,ქერა თმა აკურატულად ჰქონდა გადავარცხნილი,მკაცრი შარვალ კოსტუმი ამშვენებდა მის სხეულს,სახეზე კი ჩვეული არაფრისტყველი გამომეტყველება ჰქონდა მიღებული.
მანქანა ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი სარკის ფანჯრებიანი შენობის ეზოში შევიდა და შესასვლთან გაჩერდა.მასთან მაშინვე მივიდნენ აქამდე კართან მდგარი დაცვის წევრები,კარები თავის დაკვრით გააღეს და მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდას დიდი პატივით მიეგებნენ
-ბატონო კიმ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ბიჭმა მხოლოდ ოდნავ დაუქნია თავი შემდეგ კი თავდაჯერებული ნაბიჯებით გაემართა შესასვლელისკენ
თითოეული შემხვედრი ჩერდებოდა მასთან მისასალმებლად,ყველა თავს უხრიდა ყველა პატივს სცემდა ახლა ის მწვერვალის წვერზე იყო
-როგორ იმგზავრე მეგობარო?
ხელის ჩემორთმევით მიეგება მას ლიფტთან მდგარი ჯიმინი რომელსაც თეჰიონის მსგავსად რამდენიმე დაცვის წევრი ახლდა თან
-კარგად შენი წყალობით...კოსტუმისთვისაც მადლობა ციხის ერთფეროვანი ტანსაცმელი ჩემი სტილი არასოდეს ყოფილა
-ხუმრობთ ბატონო პრეზიდენტო? ეს კარგის ნიშანია როგორც ჩანს სასტუმროს ნომერში კარგად გამოგკვებეს
-დამიჯერე დირექტორო პაკ როცა სამი წლის მანძილზე ერთი და იმავე კარტოფილის პიურეს ჭამ უბრალო რამიონისთვისაც მზად ხარ კაცი მოკლა
ახალგაზრდებმა ლიფტი საჭირო სართულზე დატოვეს კომპანიის პრეზიდენტის კაბინეტი დერეფნის ბოლოში იყო და ის მას მთელი თავისი დიდებით ელოდა
კაბინეტის კარი შეაღო თეჰიონმა და ღრმად შეისუნთქა ძვირფასი ავეჯისა და ქაღალდების სურნელი.
ოთახის შუაგულში შავი მაგიდა იდგა ნაცრისფერი ტყავის სავარძლით თეჰიონი მისკენ შემფასებლური მზერით წავიდა და კომფორტულად მოკალათდა
-გამომართვი ეს ბიძაშენის ანდერძია შეგიძლია ამას ზედმეტი სიფრთხილე დაარქვა მაგრამ როგორც იურისტმა გადავამოწმე რომ ეს ყველაფერი ნამდვილად შენია რადგან ხომ ხვდები...თუ ჯონის წინააღმდეგ გალაშქრებას ვაპირებთ რამდენიმე ათეული დოლარით ამას ვერ გავწვდებით
-ნუღელავ ბიძაჩემის კეთილგონიერებაში ეჭვი არ მეპარება ბევრად საინტერესო რამ მინდა გკითხო
მკაცრი გამომეტყველებით შეხედა კიმმა ჯიმინს და ისიც რამდენიმე წამიანი დაფიქრების შემდეგ ყველაფერს მიხვდა
-სამწუხაროდ ჩვენს მიერ შეგზავნილმა ადამიანმა ბევრგან ვერ მოახერხა კამერების დაყენება თუმცა ისეთი ადგილები როგორებიც რეიჩელის საძინებელი ჯონის ბიბლიოთეკა და სასადილოა ჩვენს განკარგულებაშია,კამერებზე წვდომა მხოლოდ შენ გაქვს თუმცა შეგიძლია ნებისმიერ დროს გაგვაგებინო თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ და საჭირო ხალხი ყველაფერს შეამოწმებს
თეჰიონმა გაგების ნიშნად თავი დაუქნია და კომპიუტერის ჩართვა დაიწყო ვიდრე კითხვას დასვავდა
-შემიძლია ვნახო ახლა რას აკეთებს?
-რათქმუნდა
მას შემდეგ რაც თეჰიონმა საჭირო გამოსახულება დაინახა ეკრანზე ჯიმინი კიდევ რამდენიმე წამს იდგა თუმცა შემდეგ სიტყვებით ,,აღარ მოგაცდენთ პრეზიდენტო,, კაბინეტი დატოვა
ის იქ იყო...თავის ოთახში...თეჰიონი მას უყურებდა ამდენი ხნის შემდეგ ისევ მშვენიერს და თვალწამრტაცს.თეჰიონმა ვერც კი გაიაზრა რომ მხოლოდ საყვარელი ქალის უფერული გამოსახულებით გულმა ბევრად სწრაფად დაიწყო ძგერა.რეიჩელი ფანჯარასთან იჯდა მუხლებს ჩახუტებული და არ ინძრეოდა,გარეთ მაცქერალი თვალები რომ არა ვერ იტყოდით ეს არსება ნამდვილი იყო თუ არა,იგი როგორც ფაიფურის თოჯინა გატრუნული იჯდა და მხოლოდ დრო დადრო მიაყრდნობდა შუბლს ცივ მინას
ოჰ რას არ დათმობდა თეჰიონი ახლა რომ იქ იყოს,ოღონდაც შეეძლოს მისი ჩახუტება,კოცნა,უნაკლო კანის იისფერი ლაქებით დაფარვა...
რამდენიმე წუთი უყურებდა ამ ყველაფერს კიმი როგორც დაჰიპნოზებული შემდეგ კი მოულოდნელად მთელი სხეული დაეძაბა,ჰალსტუხი თითქოს ახრჩობდა ხელები კი თავისით შეიკრნენ მუშტად
ოთახში ის შევიდა...
ჯონი ნელა მიუახლოვდა გოგონას მას შემდეგ რაც კარი ჩაკეტა,მან რამდენჯერმე გადაუსვა ცერა თითი მის ლოყას თითქოს ცრემლს წმენდდა შემდეგ კი მაჯაში ხელის ჩავლებით ის საწოლამდე მიიყვანა
თეჰიონი გრძნობდა რომ ძარღვებში სისხლი აუდუღდა,ის ახლა უბრალოდ ჭკუიდან იშლებოდა გაკეთება კი არაფრის შეეძლო
-დასრულდება...მალე ყველაფერი დასრულდება...გთხოვ ცოტაც მოითმინე...გთხოვ.
To be continued...
_________________________________________
არ მახსოვს მე ამხელა თავი დამეწეროს იმედია საინტერესო იყო ყველა კომენტარს ვკითხულობ გამიზიარეთ აზრები
Love u all <3
პ.ს როგორ წარმომედგინა მე მთავარი გმირები ამ თავის წერისას🤫



