23 страница29 апреля 2026, 17:32

გამოღვიძება №2

ჯერ არ გათენებულიყო,ვგრძნობდი რომ ფანჯრებს მიღმა კვლავ სიბნელე იდგა მაგრამ რატომღაც არ მეძინებოდა,შესაძლოა ეს იმ სიცარიელის ბრალი იყო გვერდით რომ ვიგრძენი.
შემეძლო დამეფიცა რომ ორი წუთისწინ,ვიდრე ბოლომდე მოვახერხებდი მორფეის სამყაროს კლანჭებისგან თავის დაღწევას,ვგრძნობდი მკლავებს და თბილ სუნთქვას ჩემს გარშემო.
მშვიდი სუნთქვა...ჰაერი რომელიც მელამუნებოდა ახლა აღარ იგრძნობოდა

იდაყვებს დაყრდნობილი წამოვიწიე,ვეცადე სიბნელისთვის თვალი შემეჩვია,სიმართლე ითქვას ეს არც ისე კარგად გამომივიდა,სასურველი ობიექტის დანახვაში ღია ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი დამეხმარა

ქერათმიანი ბიჭი ფანჯრის რაფას ეყრდონობოდა,აჩეჩილი თმა და შესიებული ტუჩები რამდენიმე საათის წინ გადახდენილ თავგადასავალს ადასტურებდა,სხეულზე კი მხოლოდ მუქი ლურჯი ფერის ჯინსი ეცვა,ან იქნებ სიბნელის გამო ჩანდა ამ ფერი...ნუთუ არ სციოდა ღია ფანჯარაში თითქმის შიშველს მდგარს?...როგორც ჩანს არა რადგან სახეზე სრული სიმშვიდე ეწერა თვალები დაეხუჭა თავი კი ოდნავ გვერდით გადაეგდო,იდგა იდგა მშვიდად და...ეწეოდა?

მისგან ნამდვილად არ ველოდი
არა ამაში არ იყო არაფერი არასწორი უბრალოდ...თეჰიონისგან არ ველოდი

გრილ ჰაერს მშვიდად ერწყმოდა სიგარეტის მუქი კვამლი,აქამდე არ მინახავს რომ ვინმეს ასე უხდებოდეს ორგანიზმის მოწამვლა...ქერა ამას რაღაც სხვანაირად...უჩვეულოდ ლამაზად აკათებდა

ამ სანახაობაზე ის დრო გამახსენდა 13 წლის ასაკში ბექიონმა რომ პირველად სცადა ამ საქმეში ბედი...მისი აწითლებული თვალები და ხველა რომელიც კატის განწირულ ხმებს უფრო ჰგავდა არასდროს დამავიწყდება,მას შემდეგ ბექიონი სიგარეტს აღარ გაკარებია,და გინდაც გაკარებოდა,გინდაც მიჩვეოდა...ახლა მისი მოწევის მანერა ალბათ ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა ქერასთან!

მოწევა დაასრულა ჩამქრალი სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო და მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ ახმხნის მანძილზე თითქოს დაჰიპნოზებული ვაკვირდებოდი.
ადგილიდან არ დაძრულა რამდენიმეწუთით ცას დაუწყო ცქერა,აქამდე ფანჯრის რაფაზე დაწყობილი ხელები ახლა შეაერთა და ჩუმი ამოოხვრის შემდეგ შუბლით დაეყრდნო მათ

არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სამყაროში მისთვის ადგილი არ მოიძებნა,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს იგი იმაზე მეტს ფიქრობდა ვიდრე ყველა ჩვენგანი ერთად აღებული

რაღაცამ მიკარნახა ავმდგარიყავი და მასთან მივსულიყავი,იმ წამს ეს სასტიკად მინდოდა
ფეხზე დადგომისთანავე ვინანე ეს,
როგორც ჩანს ქერა მართალი იყო როცა მითხრა კარამდეც კი ვერ მიხვალო
ამ აზრზე თავად გამეცინა მაგრამ ბიჭის მაისურის გადაცმის შემდეგ
მაინც მივედი მასთან წელზე ხელები მოვხვიე და მის ზურგს მივეკარი

ციოდა,ფანჯრიდან შემოსული გრილი ნიავისგამო მბურძგლავდა მაგრამ სითბო რომელსაც ბიჭის სხეული გამოსცემდა საკმარისი იყო იმისთვის რომ ასე დილამდე ვმდგარიყავი

-გაგაღვიძე?

ხმა ოდნავ ბოხი ჰქონდა თუმცა მაინც გაწონასწორებული და დამამშვიდებელი

-არა თვითონ გავიღვიძე

არაფერი უთქვამს არც განძრეულა მეკი ცივი ლოყით მის ბეჭებს ვეკროდი,მის გულისცემას ვუსმენდი და გაუცნობიერებლად ვცდილობდი მის სუნთქვას ავყოლოდი

Pov.author

-არასოდეს გითქვამს რომ ეწევი...

ბიჭის პირველი რეაცია ამ სიტყვებზე ჩაცინება იყო

-ნუთუ მხოლოდ ეს ფაქტი დავმალე შენგან

ამ სიტყვებს მის გონებაში უნდა გაეჟღერათ მაგრამ ისე მოხდა რომ რასაც ფიქრობდა იმ ადამიანმაც გაიგო ახლა უკვე ზურგის ნაცვლად მის გულმკერდს რომ ეხუტებოდა
ბიჭის მკლავებში მოქცეული არც უსმენდა ამ უკანასკნელს ასერომ არც თეჰიონის ნათქვამი სიტყვებისთვის მიუცია დიდი მნიშვნელობა,ის რომ ბიჭი ბევრ რამეს მალავდა ისედაც იცოდა

-უნდა წავიდეთ

ქერამ ნაზი კოცნა დატოვა გოგონას ნატიფ ხელზე და უფრო მეტად მიიხუტა თუ ეს საერთოთ შესაძლებელი იყო,თითქოს თავისი სხეულით უნდოდა სიცივისგან დაეცვა დალურჯებული სხეული
იცოდა ეს ,,ლაქები,, დიდხანს არ გაქრებოდა და თითქოს გულიც კი სწყდებოდა იმის გამო რომ რაღაც პერიოდი გოგოანს სარკეში ჩახედვისას ან თუნდაც ქუჩაში შარფის გარეშე გავლისას სირცხვილის გრძნობა არ მოშორდებოდა თუმცა მეორე მხრივ გულის სიღრმეში ამაყობდა? კიდეც ეს ხომ მისი ნიშნები იყო
მისი საკუთრება
ამ ფიქრებმა უემოციო სახეს წამიერი ღიმილი მოჰგვარა

-თეჰიონ აღარ მინდა ერთმანეთს რამეს ვუმალავდეთ მითხარი აქ რატომ წამოვედით?

-იმიტომ რომ თავი დაგვეღწია იმ თამაშისთვის რომელშიც მონაწილეობა როგორც უკვე გითხარი აღარ მინდა

ქერა ჩურჩულებდა საყვარელი ადამიანის ყელს ბაგეებით ეალერსებოდა გონებაში კი უკვე წარმოედგინა როგორ ხევდა მის ტანზე იმ ზედას გოგონამ რომ დაუკითხავად მიითვისა

-ჯონგუკი არა? მას გავურბივართ ხომ ასეა?

თანხმობის ნიშნად მხოლოდ ჩუმი ''ჰო'' მიიღო
რამდენიმე წუთით ორივე გაჩუმდა
გრილი ხელები შავ თმებში დასრიალებდნენ და გამხდარი სხეულის წელს ეხვეოდნენ

-მინდა რომ ამიხსნა...

ძალიან ჩუმად თითქმის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები მუდარასავით გაისმა ბნელ ოთახში.რეიჩელი მას არ უყურებდა უბრალოდ ეხუტებოდა ეხუტებოდა და არაუშავრდა თუ მის თხოვნას ბიჭი არ შეასრულებდა,არაუშავრდა თუ მთელი ცხოვრება მოუწევდა სიმართლის ნამსხვრევების ძებნა საბოლოოდ რომ გაეერთიანებინა
არაუშავრდა თუ გათენებამდე ასე იდგებოდნენ მათ ხომ არ სციოდათ
ერთმანეთით თბებოდნენ

-მიყვარხარ.

ამას ახსნა არ სჭირდებოდა...აქამდეც ბევრჯერ დაუძვრენია თავი მსგავსი სიტუაციიდან,სიტუაციიდან რომელშიც გოგონა პასუხებს ითხოვდა მაგრამ ის ხერხი რომლითაც ახლა დაიძვრინა თავი ყველაზე შთამბეჭდავი იყო...

იმიტომრომ ეს სულაც არ ყოფილა თავის დაძვრენის გზა,ეს იყო სრული სიმართლე...საკმაოდ ლამაზი სიმართლე

უნდა ვაღიაროთ მას არც გაუგია შავგვრემნის სიტყვები, უბრალოდ არ უსმენდა მას,არ უსმენდა მას რადგან გონებაში ათას რამეზე ფიქრობდა ათას რამეს განიხილავდა საკუთარ თავთან და როცა დასკვნამდე მივიდა ეს დასკვნა ხმამაღლა წარმოთქვა...უყვარდა

რატომაც არა რაიყო აქ უცნაური ეს ხომ ისედაც ნათელი იყო
მაგრამ იმ წამს იმ მომენტში იმ ფანჯარასთან მთვარის შუქის ქვეშ...მემგონი ვერც ერთი ხვდებოდა რომ ახლა იაფფასიანი მელოდრამის გმირებს გავდნენ
თუმცა რატომ იაფფასიანი ეს მომენტი ხომ...მშვენიერი იყო

-მშია...

ჰოომმ...ალბათ მელოდრამას ასეთი რამეებიც სჩვევია
ნომერში ქერათმიანის სიცილი გაისმა,დარწმუნებული იყო გოგონას ლოყებს ახლა სისხლი აწვებოდათ ამან სურვილი გაუჩინა მისი სულელური პასუხის მიუხედავად (რომელიც ფაქტობრივად არც იყო პასუხი რადგან კითხვა არ დასმულა) მთელი ძალით შემოეხვია მისთვის მკლავები და არასოდეს გაეშვა

მაგრამ ეს ასე ადვილი არ იყო,ამისათვის პირველ რიგში ის უნდა მოეგვარებინა რაც რამდენიმე საათისწინ პრობლემად ექცა

-წავალ მომსახურების თანხას გადავიხდი და რაიმე გემრიელს წამოგიღებ შენ კი შხაპი მიიღე და გაემზადე მალე წავალთ

ამჯერად აღარ შეწინააღმდეგებია მორჩილად დაუქნია თავი და დამჯერი გოგოს როლის მორგებისთვის სწრაფი კოცნაც დაიმსახურა

ქერათმიანმა ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ ნომერი დატოვა,რეიჩელს უნდოდა ეთქვა რომ თმის დავარცხნაც არ აწყენდა,მაგრამ არ თქვა,ენას კბილი დააჭირა იმიტომ რომ მას ასე უფრო მოსწონდა

ცა ნელ-ნელა მზის ამოსვლას აუწყებდა კვლავ ფანჯარასთან მდგარ გოგონას,რამდენიმეწუთიანი უმოქმედობის შემდეგ აბაზანაში შევიდა.

თითქოს წყლის ნაკადს ყველა ზედმეტი აზრი და ემოცია უნდა ჩამოერეცხა მაგრამ არა არ იმოქმედა ამან,შავთმიანს თითქმის აღარ ჰქონდა არც იმედი,რომ თეჰიონი რამეს აუხსნიდა და არც სურვილი კითხვების კორიანტელი კვლავ შეექმნა მის ირგვლივ,უბრალოდ რატომღაც სჯეროდა,როცა დრო დადგებოდა ბიჭი თავად აუხსნიდა ყველაფერს,მანამდე კი ისიც მის აზრზს ემხრობოდა...თუ ჯონგუკი მათ აქაც გამოჰყვა ესეიგი აქ დარჩენა აღარ შეიძლება

სველი თმა მხრებზე ეფინა,თეთრი ხალათი მოერგო და მის სახეზე შიში იკითხებოდა,მთლიანად გათეთრდა თითქოს მოჩვენება დაენახოსო,ის რაც აბაზანიდან გამოსულს ნომერში დახვდა ნამდვილად მოჩვენებაზე უარესი იყო

კაბა წყეული კაბა რომელიც უკვე მესამედ გამოჩნდა მის ცხოვრებაში...

Flashback

ქერამ ნომერი დატოვა სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს და ერთ-ერთ ნომერში დაუკაკუნებლად შევიდა

-დაკაკუნება არ გასწავლეს?

მუქი შავი თმებიდან ჯერ კიდევ ცვიოდა წყლის წვეთები თეთრ პირსახოცში შეხვეული ჯეონი რომელიც მხოლოდ მის თეძოებზე ეფინა დაბალ მაგიდასთან იდგა და ვისკის ჭიქას ყელის მწველი სითხით ავსებდა

-შენთვის კი კარის ჩაკეტვა არ უსწავლებიათ

შავგვრემანმა თავი დააქნია სიმართლის ნიშნად შემდეგ კი მეორე ჭიქის ავსებას შეუდგა

-რამოხდა ჯერ ახლა გათენდა შენ კი უკვე მე მადგახარ თავზე რაო ვერ ისიამოვნე და ერთი სული გქონდა იქიდან გამოქცეოდი?

ჭიქა თეჰიონს გაუწოდა თავად კი სიცილით ჩამოჯდა მაგიდის კუთხეზე

-აქედან მივდივართ

რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ წარმოთქვა ბიჭმა

-გასაგებია ბოს ამჯერად სად მივდივართ? საფრანგეთი? შვედეთი? ზელანდიასაც არაუშავს...

-შენ ვერ გამიგე მხოლოდ მე და რეიჩელი მივდივართ!

გამჭოლი მზერა,მკაცრი ტონი და დაცარიელებული ვისკის ჭიქა
თითქოს ყველაფერი იდიალურად აჩვენებდა ჯეონს რომ ქერა აღარ ხუმრობდა

-არა შენ სულ გაგიჟდი ხო?!

ხმა არ აუწევია არც გაბრაზება ეტყობოდა შავთმიანს ეს სიტყვები სრულიად ასახავდნენ იმ ტონს რომლითაც ისინი წარმოითქვა,
მიმართვა ნამდვილ გიჟს

-მე უკვე გითხარი...ჯერ კიდევ მაშინ გითხარი როცა შენთან კომპანიაში მოვედი...მე დავასრულე მორჩა,დამთავრდა ჯეონ აღარ მოქცემ უფლებას ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანო

-მემგონი ვერ ხვდები ხო? თეჰიონ მიზანს თითქმის მივაღწიეთ ეს ეშმაკის ნაშიერი მთლიანად გენდობა ახლა უფსკრულის პირამდეც გამოგყვება და რომ უთხრა გადახტიო გადახტება

-არა! მას არაფერს დავუშავებ და გაფრთხილებ შენც აღარ გაეკარო

ჯონგუკს რამდენიმე ნაბიჯით მიუხლოვდა საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად აწია
როდის აქეთ გახდა ასეთი მტკიცე

-ახლა კი მაპატიე უნდა დაგტოვო ბილეთები მაქვს დასაჯავშნი

შავთმიანი მანამდე აკვირდებოდა თეჰიონს ვიდრე იგი ნომრიდან არ გავიდა,სიბრაზე მოსვენებას არ აძლევდა ძარღვებში სისხლი უდუღდა როცა აცნობიერებდა რომ ის გეგმა რომელზეც ამდენი თვის მანძილზე მუშაობდნენ შეიძლებოდა ჩაშლილიყო მხოლოდ იმის გამო რომ ერთმა სულიერმა რომეოს როლის თამაში მოინდომა

დიდხანს აღარ უფიქრია თუ თეჰიონი უარს ამბობდა თავისი როლის შესრულებაზე მაშინ თავად გააკეთებდა ყველაფერს ბოლოსდაბოლოს მისთვის ყოველთვის იყო გეგმა B

-გისმენთ ბატონო ჯეონ

ყურმილის მეორე მხარეს ნაცნობი ხმა გაისმა მაგრამ შავგვრემანი რამდენიმეწამს ჩუმად იყო თითქოს სინდისი აიძულებდა დაესვა კითხვა ,,ღირს ამათ?,, ღირს რათქმაუნდა ღირს
და აი სინდისმა კვლავ დააჭირა ენას კბილი

-კაბა მოამზადე თეჰიონმა უკვე გააკეთა არჩევანი ამას დღესვე და აქვე დავასრულებთ იტალიაში

ყურმილი დაკიდა
იცოდა ამ ზარით ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული იყო
ვისკის ჭიქა კვლავ აავსო და სავარძელში მოკალათდა თან რაღაც სიმღერას ღიღინებდა იტალიურ ენაზე
გიჟი იყო? ჰო ცოტა
მგრამ ნუ გაკიცხავთ ცხოვრებამ აქცია ასეთი

And flashback...

რა უნდა ექნა,ქანდაკებასავით უძრავად იდგა და აკვირდებოდა ოთახის შუაგულში მდგარ სკამზე მიფენილ საქორწინო კაბას,შორიდანვე ჩანდა რომ მასზე რაღაც ქაღალდი იყო მიკრული.
არ უნდოდა მისვლა და ნახვა,ის აზრი რომ კაბის ოთახში შემომტანი შესაძლოა კვლავ ოთახში ყოფილიყო სულაც არ იყო სულელური,სუნთქვაც კი ძაბავდა,იმ მომენტში ყოველ (თუნდაც სულ უმნიშვნელო) ხმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თითქოს ეს ნიშანი ყოფილიყო იმისა რომ მისი მოსაზრება გამართლდა.ალბათ სწორედ ამ დაძაბულობის გამო იყო ტელეფონის ზარზე ადგილზევე რომ შეხტა სწრაფი ნაბიჯებით მივიდა მობილურთან და იმის იმედით რომ ეს თეჰიონი იქნებოდა ხელში აიღო,მაგრამ არა ეს ქერა არ ყოფილა

-უკვე ჩამოვფრინდი მითხარი სად ხარ

ნაცნობმა ხმამ დაამშვიდა,თითქოს ახლა მარტო აღარ იყო,ისე მოდუნდა ისე მოეშვა ცრემლებიც კი წამოუვიდა
ამას შეიძლება საერთოდ ტირილი ვუწოდოთ? ის ხომ არ ტიროდა უბრალოდ ცრემლები თავისით მოდიოდნენ

-ბექიონ...ღმერთო ბექიონ...

-რა?! რა მოხდა?! იმ ნაბიჭვარმა რამე დაგიშავა?! ასეც ვიცოდი მითხარი სადხარ ახლავე მოვალ

თავი გააქნია თითქოს ყურმილის მეორე მხრიდან მოსაუბრე ამას დაინახავდა როცა ჩადენილი გაიაზრა შეეცადა ამჯერად უფრო დაწყნარებულად ესაუბრა რომ ბიჭი არ შეეშინებინა
მაგრამ თვითონ ხომ შეშინებული იყო...

-არა თეჰიონს არაფერი ჩაუდენია უბრალოდ...გთხოვ მალე მოდი

ის მარტო იყო ქერა ნომრიდან გავიდა და აი უკვე ნახევარი საათია არ ჩანდა არ მობილური წაუღია თან,ბექიონიც თითქოს არ ჩქარობდა მოსვლას მისამართი კი უთხრა და ბიჭიც დაპირდა მალე მოვალო მაგრამ ეს მალე ასე უსაშველოდ რატომ გაიწელა?!

ისევ ტიროდა,თითქოს დამშვიდდა და აღარ ეშინოდა,ახლა უფრო სწორი იქნება ვთქვათ ბრაზობდა...ბრაზობდა და წუხდა არ ასვენებდა ის აზრი რომ ეს ჯეონმა გააკეთა როგორც მაშინ სეულში

კაბაზე მიკრულ ქაღალს კვლავ არ გაკერებია უბრალოდ იჯდა და შორიდან უყურებდა იქამდე სანამ ნომერზე კაკუნის ხმა არ გაისმა

თეჰიონი არ იქნებოდა მას ხომ გასაღები ჰქონდა.
მოულოდნელი კაკუნით შემხტარი თუმცა იმ ფაქტით გახარებული რომ ახლა მარტო აღარ იყო იგი კარისკენ გაიქცა,სწრაფად გახსნა და წითურ ბიჭს მთელი ძალით მოეხვია,მანაც საპასუხოდ გოგონას წელს შემოავლო გამხდარი თუმცა ძლიერი ხელები და მის შავ თმაში ჩარგო თავი

-ბექიონ სად ხარ ამდენხანს?!

ცრემლები კვლავ არ წყვეტდნენ დენას ურცხავდ ასველებდნენ ბიჭის მხრებს

-კორეიდან იტალიაში გამოვფრინდი აეროპორტიდან სასტუმრომდე გზაში ყველა საგზაო წესი დავარღვიე სასტუმროს მენეჯერს შენი წონა ფულის შეკვრა მივეცი რომ ნომრის დაჯავშნის გარეშე შემოვეშვი მომსახურე პერსონალს ლამის მუხლებში ჩავუვარდი წესი რომ დაერღვია და ეთქვა რომელ ნომერში ხარ შენ კი ამ ყველაფრის შემდეგ მსაყვედურობ რატომ დამაგვიანდა?!

შავთმიანს მეგობრის არაადეკვატურ ,,ხუმრობაზე,,გაეღიმა,როგორ შეეძლო ამ ბიჭს ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი მდგომარეობა თავისი ოხუნჯი ხასიათით განემუხტა?მისი ამ თვისების იურაეს ნამდვილად შურდა

-მითხარი რა მოხდა

გოგონას თავისი გამჭყლეტი ჩახუტებისგან დახსნის შემდეგ იკითხა წითურმა და წამებში მიიღო სერიოზული გამომეტყველება

დერეფანი მოათვალიერა კარი მიხურა ჩაკეტა და ჟღალთმიანი ოთახის შუაგულში მდგარ სკამთან მიიყვანა

-ეს რა არის? ოღონდ არ მითხრა რომ იმ ადამიანს ცოლად მიყვები ერთი სადისტი ქმარი არ გეყო ახლა მეორე გინდა?!

ხუმრობასავით ჟღერდა მაგრამ ხუმრობა არ იყო,წითური იმდენად გაოგნებული იყო რომ ხუმრობისთვის ნამდვილად აღარ ეცალა

რამდენიმე წუთი და მან ყველაფერი გაიგო,გაიგო იმ ღამის ამბავი გოგონამ რომ ეს ,,საჩუქარი,, პირველად მიიღო
კომპანიაში მომხდარი ინციდენტის და თეჰიონის სურვილის შესახებ სასწრაფოდ დაეტოვებინათ იტალია.

ახლა ორი სიტუაციაზე დაფიქრებული ადამიანი იჯდა და ხან იმავე ადგილას მდებარე კაბას ხანაც ბიჭის ხელებში მოქცეულ ქაღალდს აკვირდებოდა,ორივეს თავში უტრიალებდა სიტყვები ,,სიყვარულით როზის,, რომლებიც იმ ქაღალდზე ეწერა,ამ ფრაზას გოგონა მეორეთ ხედავს,ახლა აღარ ეშინია (ყოველ შემთხვევაში იმდენად აღარ) მის გვერდით ხომ ჟღალთმიანი მცველია ბავშობიდან გვერდში რომ უდგას,ახლა დაბნეულია რას ნიშნავს ეს როზი...ვინ არის ან ბოლოსდაბოლოს რა თამაშს თამაშობს ჯონგუკი

-ის აქაა ბექიონ აქაა ამ სასტუმროში

დიდი ხნის მანძილზე ოთახში დამკვიდრებული სიჩუმე გოგონას ანერვიულებულმა ხმამ დაარღვია

-თეჰიონი მართალია აქედან უნდა წავიდეთ

ამ სიტყვებზე მეგობრის გაოგნებული და გამკიცხავი მზერა დაიმსახურა

-არ მითხრა რომ მასთან ერთად აპირებ წასვლას

შავგვრემანმა არაფერი უპასუხა მისი სიჩუმე და ოდნავ გაკვირვებული მზერა ისედაც ყველაფერს ამბობდნენ

-ღმერთო იურაე ასეთი სულელი როგორ ხარ?...ვერ ხვდები რომ თეჰიონი და ჯონგუკი ერთ მხარეს არიან ორივეს ერთნაირად სურს შენი განადგურება

უნდოდა ეკითხა ,,რამე იცი რაც მე არ ვიცი?,, ან ,,რატომ გადაწყვიტე ასე მოულოდნელად ჩემი ნახვა?,,
მაგრამ ამ სრულიად ლოგიკური კითხვების ნაცვლად სრულიად სხვა რამ წარმოთქვა რაც წესით მეორეხარისხოვანი უნდა ყოფილიყო(თუმცა არა მისთვის)

-თეჰიონი აღარ არის ჯეონის მხარეს,მან თქვა რომ აღარ უნდა ამ თამაშში მონაწილეობის მიღება

-და შენც დაუჯერე არა?! როგორ ვერ ხვდები რომ ტვინი გამოგირეცხა! ტვინს ჯერ კიდევ მაშინ გირეცხავდა როცა მასთან ერთად დეგუში ცხოვრობდი მე კი იდიოტი ვერაფერს ვხვდებოდი...მაშინ ვერ გიხსენი მისი კლანჭებიდან მაგრამ ორჯერ ერთი და იმავე შეცდომას არ დავუშვებ

წითურმა გოგონას მტევანს ხელი ჩაავლო ფეხზე წამოაყენა და კარისკენ დაუწყო თრევა,სწორედაც რომ თრევა რადგან რეიჩელი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა

-ბექიონ გამიშვი რას აკეთებ?! სად მივდივართ? ვერსად ვერ წავალთ თეჰიონს ველოდები!

-არა! იმ ადამიანს აღარ გაგაკარებ ისიც საკმარისია რაც მისგამო გადაიტანე

არც ერთი არ ნებდებოდა,ერთი ცდილობდა მეგობარი ამ ხაფანგიდან გამოეყვანა მეორე კი არწმუნებდა მეგობარს რომ ეს ხაფანგი სულაც არ იყო
ნეტავ იმ წამს ვინმეს ეთქვა მათთვის რომ ორივენი მართლები იყვნენ თუმცა მოულოდნელად ეს მეათეხარისხოვანი გახდა რადგან ამ ძიძილაობაში გოგონას ხალთმა მისი ყელი და მხრები გამოჩინა

ჟღალთმიანი წამიერად გაშეშდა,კოპებშეკრული აკვირდებოდა ჩალურჯებულ და ზოგან ჩაწითლებულ სხეულის ნაწილებს,როცა მეგობრის მზერა დააფიქსირა რეიჩელმა მაშინვე შეისწორა თეთრი ნაჭერი სხეულზე მაგრამ გვიანი იყო

-ეს მან გაგიკეთა არა?! 

პასუხის გაცემა კვლავ არ იყო საჭირო ისედაც ყველაფერი ნათელი იყო

-როგორ გაბედა! და შენ როგორ მიეცი უფლება რომ შეგხებოდა?!

იგი აღარ ლაპარაკობდა,ყვიროდა
ასეთ გაბრაზებულს გოგონა მას პირველად ხედავდა,პირველად და იმედია უკანასკნელადაც

-ბექიონ გთხოვ დაწყნარდი

-დავწყნარდები...აუცილებლად დავწყნარდები როდესაც მოვკლავ

იცოდა ამას სერიოზულად არ ამბობდა,ბექიონი ადამიანი რომელსაც ჭიანჭველისთვისაც კიარ დაუბიჯებია ფეხი სხვას ვერაფერს დაუშავებდა,მაგრამ ეს ცეცხლი მის თვალებში სრულიად საპირისპიროს ამბობდა

-წამოდი მივდივართ

ძველი გეგმა კვლავ აღადგინა ბიჭმა,შავთმიანს კვლავ ჩაავლო ხელი და ნომრიდან დერეფანში გაიყვანა

-ღმერთო ბექიონ გაჩერდი გონება ჩართე დამშვიდდი ხალათით სად მიმათრევ?!

-გზაში გიყიდე რამეს

სულელობდა,ცივი გონება ნამდვილად სჭირდებოდა ახლა ამ სიტუაციას მაგრამ ბექიონის გონება ცივი კიარა სრულიად გათიშული იყო,როგორც ჩანს მართლაც იმოქმედა ამ ყველაფერმა მასზე და მთელი ამ დროის მანძილზე დაგროვილმე სიბრაზემ ახლა ერთიანად იჩინა თავი

ბიონი გამხდარი იყო თუმცა საკმაოდ ძლიერი ალბათ სწორედ ამიტომ გოგონამ საჭირო წინააღმდეგობა ვერ გაუწია როცა დერეფანში გავიდნენ,ცდილობდა ბიჭი შეეჩერებინა და გამოვიდა კიდეც,ჟღალთმიანი ადგილზე გაიყინა მაგრამ ეს რეიჩელის გამო არ მომხდარა

-იურაე...

ქერათმიანის მიერ წარმოთქმული ეს ერთი სიტყვაც კი ცეცხლზე ნავთის დასხმა აღმოჩნდა,ეს ზედმეტსახელი ხომ ბექიონმა შეარქვა შავგრემანს ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში რადგან სახელი იუ რეიჩელ ზედმეტად უცნაური და მსისი გადმოსახედიდან სულელურიც კი იყო კორეელი გოგოსთვის,ახლა კი...ახლა ეს ადამიანი ბედავდა და მას ამ ზედმეტსახელით მიმართავდა

ბოლოწვეთი გოგონასკენ გადადგმული ნაბიჯები აღმოჩნდა
რათქმაუნდა თეჰიონი არ ელოდა ჟღალთმიანის ვიზიტს მაგრამ აშკარა იყო რაღაც უცნაური ხდებოდა ამიტომ პირველ რიგში საჭიროდ ჩათვალა რეიჩელი ეხსნა მეგობრის ,,მარწუხებიდან,,

ეს ვეღარ აიტანა ბიონმა, ვერ აიტანა ქერათმიანის ეს მცდელობა და როცა თეჰიონმა გოგონას ხელისკენ თავისი ხელი წაიღო დაარტყეს...საკმაოდ ძლიერად რადგან წაბორძიკდა

არ ელოდა თითქმის მუდამ მშვიდი ბიონისგან ამას ნამდვილად არ ელოდა თუმცა არ მისცემდა უფლებას მას ან სხვა ვინმეს,ვინც არ უნდა ყოფილიყო მასსა და რეიჩელს შორის ჩამდგარიყვნენ ამიტომ რამდენიმე წამის შემდეგ ბექიონიც იმავე ტკივილს განიცდიდა რასაც ცოტახნისწინ ქერა

ჩხუბობდნენ,შუა დერეფანში ერთმანეს სისხლის დინებამდე ურტყავდნენ,ქერა გრძნობდა მეტალის გემოს რომელიც გატეხილ ტუჩს ახლდა თავს

რამდენჯერმე ბექიონი კედელს მიანარცხა,შეიძლება ითქვას ქერა მთელ ძალას არც იყენებდა
რაღაც გულის სიღრმეში კარნახობდა რომ არ ღირდა საყვარელი ადამიანის საუკეთესო მეგობრის ცემა...ყოველშემთხვევაში მისი თანდასწრებით





23 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!