22 страница29 апреля 2026, 17:32

გამოღვიძება №1


უცნაური შეგრძნებაა სიზმარში, ფრენა მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია გაიღვიძო და გაანალიზო,რომ თურმე სულაც არ ყოფილა ეს სიზმარი

თავი მოუხერხებელ სახელურზე მედო რომელზეც ვიღაცას ქურთუკი გადაეფინა კომფორტის მინიმუმი რომ მეგრძნო (რამე შეცვალა ამან? არა)

თავიდან ვერც გავიაზრე სად ვიყავი,ნუთუ ის ფაქტი რომ ახლა მიწისგან ასობით მეტრზე ვიყავი სიზმარი იყო? და ხელი რომელიც ამ ხნის მანძილზე თმის ლოკნებზე მეთამაშებოდა?დავიჯერო ქერა ბიჭიც რომელიც იმდენად იყო გატაცებული რაღაც ჟურნალის თვალიერებით რომ ჩემი გაღვიძებაც ვერ შენიშნა სიზმრის ნაწილი იყო?

არა...ნამდვილად არა

უკვე აღარც მიკვირდა,ყოველ ჯერზე როცა ვიღვიძებდი რაღაც ახალ თავგადასავალში ვყოფდი თავს.მივეჩვიე იმას რომ ბოლო ერთი წელი ყოველ დღე ვამტკიცებ რამდენად უიღბლო ვარ,იმდენად პათეტიკური,რომ საკუთარ თავზე გული მერევა

და რისი ბრალია ეს ყველაფერი?!იმის რომ გრძნობებს ავყევი,თავის დროზე არ დავუფიქრდი იმას რომ ადამიანი რომელიც ახლა გვერდით მიზის ზედმეტად ბევრ რამეს მიმალავს...მაგრამ...არც მე ვარ მის წინაშე გადაშლილი წიგნივით იქნებ სწორედ ამიტომ დავხუჭე თვალი ბევრ რამეზე? რაც არუნდა იყოს...ერთ შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ!

-გაიღვიძე? როგორ გეძინა?

იღიმის...იღიმის ისე თითქოს არაფერი უცნაური ჩვენს თავს არ ხდებოდეს...იღიმის და ჩემკენ თითქმის მთელი სხეულის კორპუსით ბრუნდება ასე დავეცით თეჰიონ? ასე?

-რატომ იყავი ჯონგუკის კომპანიაში მისული?!

აღარ ვაპირებ პირობის დაცვას! გაირკვეს რაც გასარკვევია მოხდეს რაც მოსახდენია,მე ერთ საიდუმლოს ვმალავ ის კი მთელ თავის ცხოვრებას ბურუსში ხვევს თავად კი ხელს მიწვდის თითქოს ამ ბურუსის ერთადერთი ნათელი წერტილი ის იყოს მის მკლავებში მოხვედრა კი ხსნა

-იურაე...ეს...

-რატომ გაძარცვე მასთან ერთად კანების ოჯახი?!

ოდნავ იღიმის თავს დაბლა ხრის და ახლა სანადიროდ გამოსული ლომივით მიყურებს არა თეჰიონ ეს მზერა აღარ გაჭრის (იმედია)

-რატომ ხარ დარწმუნებული რომ გავძარცვე...იურაე მე არავინ გამიძარცვავს ნუთუ გგონია რომ ამის გამკეთებელი ვარ?

-გთხოვ მორჩი უბრალოდ მოდი ეს ყველაფერი დავასრულოთ...გახსოვს გითხარი არაუშავს მოდი დროებით ჩვენი საიდუმლოებები არ გავამხილოთ მეთქი?...უკვე ზღვარს გადასცდა ეს თეჰიონ! ის რომ იმ ადამიანის კაბინეტიდან გამოსული დაგინახე გუშინ ბოლო წვეთი იყო! უბრალოდ ყველაფერი თქვი!ყველაფერი!

ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა ცხვირში კი წვას ვგრძნობ არა იუ რეიჩელ ახლა არა! ოღონდაც ახლა ტირილი არ გაბედო!

წამები გადის ის კი ჩუმადაა...რამე თქვი ქერავ ერთი სიტყვა მაინც ნუთუ შენ არ მოგბეზრდა ეს

-სიმართლეს ვამბობ...

იმდენად ჩუმი იყო ეს ხმა,თუმცა იმდენად მტკიცე...გასაკვირია თუმცა დავიჯერე

-რეიჩელ მე არავინ გამიძარცვავს ჯონგუკს იმის დაბრუნებაში დავეხმარე რაც მას ეკუთვნოდა

-ის ჩემოდნები...მათში დანამდვილებით ვიცი რომ ფული იყო!

-ის ფული! ჯეონს ეკუთვნოდა!

მიყვირა...პირველად ცხოვრებაში
იმდენად მოულოდნელი იყო რომ ადგილზე გავშრი ის კი...ის კვლავ გამკიცხავი მზერით მბურღავდა
როდის მოასწარი ქერავ ასე შეცვლა?ან იქნებ სულ ასეთი იყავი მაგრამ მე სულელი ვერ ვამჩნევდი

-კანების ოჯახს...ვალების გადახდა არ უყვართ,ჩვენ ისინი არ გაგვიძარცვავს ის ავიღეთ რაც საბოლოოდ ისედაც უნდა გაეცათ

ამჯერად ხმას დაუწია აღარც მზერით მკლავდა უბრალოდ თვალებში მიყურებდა და შემიძლია დავიფიცო ისინი უფრო მეტის მთქმელნი იყვნენ იმ მომენტში ვიდრე იგი

-რატომ? რატომ იცავ მას? რატომ ეხმარები? მას შემდეგ რაც გააკეთა მას შემდეგ რაც გამიკეთა?! იცი მაინც რითი დამაშანტაჟა მასზე რომ გავთხოვილიყავი?! და დღემდე არ ვიცი ეს რაში აწყობს შენკი...შენ მაინც...

გვიანი იყო თავის შეკავება
უკვე ვგრძნობდი როგორ მისველებდა მლაშე სითხე სახეს არა ეს უკვე ზედმეტია
ვცადე ტირილი შემეწყვიტა ბიჭს თვალი მოვარიდე და კალთაზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დავუწყე ყურება ისე თითქოს პირველად ვხედავდე

-რეიჩელ

არ შემიხედავს არც გამივლია აზრად კვლავ მის თვალებში ჩახედვა ეს ნამდვილად თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა

-რეიჩელ...

არ დამაცადა იმაზე დაფიქრება მეორე დაძახებაზე მიმექცია თუ არა მისთვის ყურადღება
მხრებში ჩამავლო ხელი და თავად მიმატრიალა მისკენ

-გპირდები მალე დავასრულებ ყველაფერს...მეტად აღარ მივცემ უფლებას დაგტანჯოს...

რას გულისხმობ ქერავ? აქამდე აძლევდი ჩემი ტანჯვის უფლებას? ან რა უნდა შეწყვიტო?

-მეგონა გიცნობდი...

ეს სიტყვები უკვე მის მკლავებში წარმოვთქვი დიახ მაიძულებს ვიტირო დიახ მიმალავს ბევრ რამეს დიახ მისგამო ცხოვრებას ვინგრევ მაგრამ...მისი ცხელი სუნთქვა მისი გულისცემა და სხეულის სითბო ზედმეტად ძლიერ კონკურენციას უწევს ზემოთ ჩამოთვლილთ

-ჩემზე ის იცი რაც საჭირო იყო რომ გცოდნოდა

ის აგრძელებდა ჩემი ცრემლების კოცნით შემშრალებას ნაზი ამბორი მაიძულებდა მორფეის სამყაროში გადავსულიყავი მაგრამ კიდევ იყო უამრავი კითხვა დარჩენილი რომლებიც პასუხის გაცემას საჭიროებდნენ

რათქმაუნდა ვიცოდი ქერა ბევრ რამეს კვლავ ჩრდილქვეშ შეფარულს დატოვებდა ამიტომ გადავწყვიტე უკვე მომხდარი ამბები ცოტახნით მეორე პლანზე გადამედო და პირველ პლანზე აწმყო წამომეწია

აწმყო სადაც მე ქერათმიანი ბიჭის ხელები მის გულმკერდს მაკრობენ მისი ბაგეები კი მაბრუებენ

-სად მივფრინავთ?

-იქ სადაც იმდენ პიცას შეჭამ რამდენიც შენს მსუნაგ მუცელს მოუნდება

თავისი შუბლი ჩემსას მიადო მსუნაგობაზე ხუმრობისთვის კი მსუბუქი ხელისკვრაც დაიმსახურა
ის კვადრატული ღიმილი კი რომლითაც დამაჯილდოვა წვიმის შემდეგ ცისარტყელასავით გამოჩნდა

***
ზედმეტად დაღლილი ვიყავი იმისთვის რომ თვითმფრინავიდან სასტუმრომდე გზაში რამე დამემახსოვრებინა,ნომერში მისვლისთანავე ორსაწოლიან საწოლზე მოვკალათდი ბოლო ძალებს ვიკრებდი რომ არ ჩამძინებოდა და ვაკვირვებოდი როგორ ელეგანტურად ასრულებდა ქერა სრულიად უმნიშვნელო საქმეს.

თეჰიონმა ჩვენი ჩემოდნები ნომერში შემოიტანა და კარის მიხურვის შემდეგ საწოლთან შორიახლო მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა

მე არ მიყურებდა გადაღლილი თვალები ჭაღს ათვალიერებდნენ გონება კი ალბათ ათას რამეზე ფიქრობდა,აი მეკი ვუყურებდი,ვუყურებდი და ვაკვირდებოდი მის თითოეულ ნაკვთს, თითქოს პირველად ვხედავდე ისე ვუცქერდი მის მკვეთრად გამოკვეთილ ადამის ვაშლს
წამიერად შეხებაც კი მომინდა მაგრამ ბიჭმა მზერა ჭაღიდან ჩემზე გადმოიტანა,შემეძლო დამეფიცა რომ მისი მზერა ისეთი არ იყო როგორც რამდენიმე თვისწინ
ახლა თითქოს ამ თვალებში შიში და სიბრაზე იკვეთებოდა ან იქნებ პარანოია მემართება...

გამიღიმა და სავარძლიდან წამოდგა,ნელი ნაბიჯებით საწოლს მიუახლოვდა შემდეგ კი მუხლებზე დადგა რომ სახე ჩემთან ახლოს ჰქონოდა

-ხელი როგორ გაქვს?

შებინტულ ხელს ცივი თითები გადაუსვა

-კარგად...აღარც მახსოვს ხოლმე რომ ნატკენი მაქვს

თუ გსურთ მართლაც პარანოიკი მიწოდეთ მაგრამ საკმაოდ მეუცნაურა ის რომ ხელზე მეტი არაფერი უკითხავს არც ,,როგორ დაშავდი,, ან ,,როდის დაშავდი,, არა თითქოს უკვე იცოდა ან...არ აინტერესებდა

რამდენიმე წუთის მანძილზე ხმა არ ამოგვიღია,უბრალოდ საწოლს იდაყვებით ეყრდნობოდა და თმაზე მეფერებოდა,თუნდაც ეს მომენტი საუკუნეები გაგრძელებულიყო,არ ვიყავი წინააღმდეგი მაგრამ იდილია თეჰიონის ტელეფონის ვიბრირებამ დაგვირღვია

ქერამ ეკრანს დახედე რის შემდეგაც სიტყვებით ''ახლავე დავბრუნდები'' ნომრიდან გავიდა

ყურადღება არ მიმიქცევია,თუმცა ვიცოდი ჩვენი ეს ,,გასეირნება,, მშვიდად არ ჩაივლიდა იმ წამს არაფერი მინდოდა მხოლოდ სიმშვიდე და ძილი ალბათ დავიძინებდი კიდეც რომ არა ესემესების კორიანტელი ჩემს მობილურში

თავიდან დაიგნორება გადავწყვიტე მაგრამ შეტყობინებები მოდიოდა და მოდიოდა მეც უკვე ამ შემაწუხებელი სიგნალებით გაღიზიანებული საწოლიდან წამოვდექი მობილურს დავხედე და მაშინვე კოპები შევკარი როგორც კი გამომგზავნელის ვინაობა გავარკვიე

ბექი:სად ხარ?! სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთ

ბექი:ეს მნიშვნელოვანია იურაე ჯონგუკის სახლში ხარ?! ახლავე მოგაკითხავ უნდა გნახო

ბექი:მიპასუხე სასწრაფოდ უნდა ვისაუბროთ

ბექი: რეიჩელ!

იურაე:ვერ შევხვდებით ქალაქში არ ვარ...

ბექი:მაშინ სად? ეჰიონთან ერთად ხარ დეგუში?!

იურაე:თეჰიონთან ერთად ვარ მაგრამ დეგუში არა...

ბექი:სადაც არ უნდა იყო სასწრაფოდ მოსცილდი იქაურობას და მაგ ადამიანსაც

იურაე:რას ბოდავ

ბექი:მითხარი სად ხარ! ახლავე წამოვალ!

იურაე:იტალიაში ბექიონ მთვრალი ხარ?

იურაე:ჰეიი ბექიონ...

იურაე:გეწყინა და ახლა მაიგნორებ? კარგი რა ხუთი წლისები ხომ არ ვართ

კიდევ ბევრ რამეს მივწერდი ხმა რომ ამოეღო მაგრამ ქერა ბიჭის ნომერში შემოვარდნამ ხელი შემიშალა.ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მთელი ქვეყნიერება აუჯანყდა ჩემთვის არც შემოუხედავს ისე მომაყარა სიტყვები ''გაემზადე აქედან მივდივართ'' არა ეს უკვე ზედმეტი იყო თან სატარებელი ნივთი ნამდვილად არ ვარ

-რამოხდა?

-სხვა დროს აგიხსნი ახლა უბრალოდ მენდე

კვლავ არ მიყურებდა ჯერ კიდევ ამოულაგებელი ჩემოდნები კარებთან მიიტანა და ახლა მე მიცდიდა როდის დავუჯერებდი და ქანდაკებასავით ერთ ადგილას დგომას შევწყვეტდი

-არა

ჩემი თავისგანაც კიარ ველოდი იმდენად მტკიცედ წარმოვთქვი ეს უბრალო ერთი სიტყვა

-რეიჩელ ახლა ჯიუტობის დრო არაა

-რატომ უნდა წავიდეთ? ვინმე მოგვდევს?

-არა

-ვინმე მოკვლას გვიპირებს?

-არა

-საფრთხე გვემუქრება?

-არა

მწარედ გამეცინა თუმცა ეს უკვე აღარ იყო სასაცილო

-მაშინ რატომ კიმ თეჰიონ რატომ უნდა წავიდეთ მითუმეტეს რამდენიმე წუთში დაღამდება კიდეც ასე სპონტანურად რატომ გინდა წასვლა?

-ასეა საჭირო

და ისევ...ისევ ის წყეული ბინდი ჩვენს გარშემო

გონებაში ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი თვითმფრინავში დასმული კითხვები ნამდვილად არ აღმოჩნდა საკმარისი ყველა კარტის შემოსაბრუნებლად
ახლა ჩემს გრძნობებს უნდა გადავაბიჯო და ბექიონის სიტყვებს დავუფიქრდე

-ფული საიდან გაქვს ამ ,,მოგზაურობისთვის,,

გაშეშდა სახეზე არც ერთი ემოცია არ ისახებოდა აშკარა იყო ამ სრულიად ადეკვატურ კითხვას არ ელოდა

-რატომ იყავი ჯონგუკის ოფისში?
რატომ იცავ მას ყოველჯერზე? ეს მან მოგცა ფული ჩემს აქ წამოსაყვანად?

-რეიჩელ სისულელეებს ნუ როშავ

ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა თუმცა მე უკან დავიხიე
არა არ მეშინოდა ამაზე უარესი რამ ხდებოდა ჩემს თავს...ნდობა დავკარგე...იმ მომენტში მე ამ ადამიანისმიმართ ნდობა დავკარგე

-შენ მის მხარეს ხარ არა? ამ თამაშში ჯეონის გუნდში თამაშობ ხომ ასე?

სიჩუმე თანხმობის ნიშანიაო ამბობენ,ამ შემთხვევაში არ მინდოდა ასე გამოსულიყო არ მინდოდა ბექიონის სიტყვებს რეალური საბაბი ჰქონოდათ თუმცა გულის სიღრმეში ხომ უკვე დიდი ხანია ვიცოდი რომ ეს სამყარო ის არ არის რათად თავს გვაჩვენებს
ნუთუ თავს ვიტყუებდი!? მართლაც...როგორ უყვარს ცხოვრებას ირონია...მაშინ როცა მეგონა რომ ჩემს წინ მდგომ ბიჭზე ყველაფერი ვიცოდი...აღმოჩნდა რომ არაფერი არ ვიცი

-მხოლოდ ერთს ვერ ვხვდები...რა თამაშს თამაშობთ?

კიდევ ერთი ნაბიჯი...კიდევ ერთი,ამჯერად უკან აღარ დამიხევია...აზრი? მას რომ გავექცი ჩემს თავს რომელიც საბოლოოდ მაიძულებს მასთან დავბრუნდე ვერაფერს მოვუხერხებ

-მე დიდი ხანია თამაშიდან გამოვედი

სიტყვები უკვე ჩურჩულით ისმოდა ჩემს ყელთან,ხელები რომლებსაც ნომერში ყოფნის მანძილზე გათბობა მოესწროთ ახლა ნელა აშორებდნენ თეთრ კანს თმის ლოკნებს რომ გზა გაეთავისუფლებინათ სველი კოცნებისთვის რომლებმაც წამში დაიპყრეს ყელი და ლავიწები

ღმერთო რას ვაკეთებ...

ხელი მის მტევანს მოვკიდე რომ მომეშორებინა მაგრამ არ გამომივიდა...ის სურნელი...ის თავბრუდამხვევი სურველი რომელსაც ქერათმიანის თბილი სხეული აფრქვევდა მაიძულებდა უბრალოდ მას ავყოლოდი უბრალოდ გამეკეთებინა ის რასაც არც გული არც გონება არამედ ინსტინქტები მიკარნახებდნენ

Pov.author 

ნათელმხილველობა არ იყო საჭირო იმისათვის რომ ორივე ერთმანეთით გართული სხეული მიმხვდარიყო-მეზობელ ნომრებში მცხოვრებ ადამიანებს საკმაოდ არასასიამოვნო საღამო ელოდათ,და ეს მათი წყალობით

მაგრამ მათ ეს ადარდებდათ? სულაც არა...იმდენად იყვნენ გრძნობააყოლილი სხეულები ერთმანეთის მკლავებში დაკარგულები პარტნიორის გარდა არავინ და არაფერი ახსოვდათ

ალბათ სწორედ ამიტომ ვერ მოასწრო ქერამ გააზრება როდის მოსწყვიტა იატაკს გოგონა და როდის მოათავსა თეთრ ზეწარზე,ცდილობდა...ძალიან ცდილობდა არ მიეცა საღი აზრისთვის უფლება გამქრალიყო იცოდა ამ ადამიანს ისე ვერ მოეპყრობოდა როგორც სხვებს,იცოდა მასთან ისეთი ფრთხილი უნდა ყოფილიყო როგორიც არასდროს არავისთან ყოფილა,უბრალოდ ამის საჭიროება არასდროს შექმნილა

ქერა ცდილობა გრძნობებს ბოლომდე არ აყოლოდა და გონება არ გამოერთო გოგონა კი პირიქით...ისიც ცდილობდა ძალიან ცდილობდა ოღონდ სრულიად საპირისპიროს.მიუხედავად ყველაფრისა იცოდა შეეძლო ამ ადამიანისთვის მასზე კონტროლის აღების უფლება მიეცა.ნდობა? კი ის დაკარგა მაგრამ ფაქტი რომ ამ წამს მისი სჯეროდა უცვლელი რჩება

ნერვიულობა...შიში რომელიც სრულიად ბუნებრივი და სწორი იყო არ აძლევდნენ უფლებას იმ ტუჩებით დამტკბარიყვნენ რომლებიც იცოდა იმ წამს თაფლზე გემრიელნი იყვნენ უბრალოდ...ვერ გრძნობდა

ორივეს ეშინოდა მაგრამ გაჩერებას არც ერთი აპირებდა,სურვილი ზედმეტად დიდი იყო და გინდაც ამის დამალვა ეცადათ...სხეულები გასთქვავდნენ

ნელ-ნელა თითოეული შემაწუხებელი დეტალი რომელიც ხელს უშლიდა ორ სხეულს ერთმანეთი ბოლომდე შეეგრძნოთ იატაკზე აღმოჩნდა

ყველაფერი რაც მათ ,,აახლოებდათ,, შავთმიანის ლოყების აწითლებას იწვევდა
შეუძლებელი იყო ეს არ შეგემჩნია
ალბათ სწორედ ამიტომ თეთრი რძისფერი კანის დალურჯებით დაკავებულ ქერას პარტნიორის სახის დანახვაზე ღიმილი გაეპარებოდა ხოლმე თუმცა მთელიძალით ცდილობდა იგი დაემალა,ნამდვილად არ აწყობდა ამ უმანკო არსების უფრო მეტად შერცხვენა

კოცნა კოცნას მისდევდა შეხება შეხებას ქერა აჩეჩილ თმაში ჩამალული გოგონას ხელები მას ზოგჯერ ძლიერად ქაჩავდნენ რაც ბიჭს კიდევ უფრო იწვევდა
ისედაც ჭკუას კარგავდა რეიჩელის სიჩუმის გამო იცოდა შავთმაინანს სცხვენოდა ნებისმიერი სახის ხმის გამოშვების ამიტომ იკვნეტდა ტუჩს სისხლის დენამდე

მაგრამ მას უნდოდა...ძალიან უნდოდა მისი ხმა გაეგო ეს ნიშანი იქნებოდა იმისა რომ ამ ყოველივეთი სიამოვნებას მხოლოდ ის არ იღებდა

-გთხოვ...უბრალოდ...მინდა გავიგო როგორ კვნესი...

ცხვირი უკვე მოლურჯო მოიასამნისფრო ლაქებით დაფარულ ყელზე აუსვა და თითქმის მუდარით წარმოთქმული სიტყვების შემდეგ ენით დასველებულ ყურის ბიბილოზე უკბინა

არა ეს ნამდვილად ბოლო წვეთი იყო...ჯანდაბასაც წაუღია ყველაფერი მან ხომ იცოდა რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა თანაც აღარ იყო პატარა რატომ არ უნდა მიეცა უფლება საკუთარი თავისთვის ამ მომენტით ბოლომდე დამტკბარიყო

ფიქრს დიდი დრო არ წაუღია უმალ შეასრულა ქერა ბიჭის თხოვნა და სულ რამდენიმე წამში ოთახში დატრიალებულ ოფლისა და სიამოვნების სურნელს გოგონას ჩუმი კვნესის ხმაც შეუერთდა

გახშირებული სუნთქვა,ძარღვებში ელვის სისწრაფით მჩქეფარე სისხლი და გულის ცემა...იმდენად ჩქარი თითქოს...არა ზედმეტად ძნელი იყო ფიქრი განსაკუთრებით მაშინ როცა ბიჭი მის ბაგეებს მოშორდა და ჯერ კიდევ სველი ტუჩებით შიშველ სხეულს ჩაუყვა ყველაზე მგრძნობიარე ადგილამდე

წამით შეჩერდა,გოგონამ იცოდა ახლა რაც იქნებოდა ამაზე წაუკითხავს გაუგონია და უნახავს კიდეც პლედის ქვეშ დამალულს თავის ოთახში ჯერ კიდევ იმ ასაკში როცა უფროსები ფილმში კოცნის სცენის დროს თვალების დახუჭვას აიძულებდნენ
თითქოს ახლა ტკივილის შეგრძნების და სიმწრის ამავდროულად კი სიამოვნების ცრემლების დრო იყო თუმცა არა არაფერი მსგავსი

ბიჭი უბრალოდ გაჩერდა,ზემოდან მოქცეული ოდნავ გაღიმებული თითქოს რაღაცას ფიქრობდა გონებაში...ნუთუ გადაიფიქრა

-თე..თეჰიონ...

-გინდა რომ მე...?

ქერა კვლავ დაიხარა და საცვალს ცხვირით გაეხახუნა შემდეგ კი კვლავ ოდნავ გაღიმებული სახით ახედა შავგვრემანს

რეიჩელი რამდენიმე წამით დაფიქრდა...ზედმეტად უმანკო იყო იმისათვის რომ მაშინვე მიმხვდარიყო ბიჭი რას გულისხმობდა,მაგრამ როდესაც მიხვდა...

-ღმერთო არა! არ გინდა

ეს უკვე მართლაც ბოლო წვეთი იყო
ბიჭმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ისედაც აღაჟღაჟებული ლოყების კიდევ უფრო აწითლების მიზეზიც გახდა

დრო არ დაუკარგავს არ უნდოდა იურაეს ეს ღამე ცუდად დამახსოვრებოდა ამიტომ შეცდომის გამოსწორების მიზნით მაშინვე შეართა მათი ბაგეები გოგონას ენას კი უკვე მერამდენედ გაუსინჯა გემო რომელიც ყოველჯერზე უცვლელი რჩებოდა
უბარლოდ...გემრიელი..?..იცოდა ნებისმიერი კომენტარი მის მტკიცე უარზე ზედმეტად უხერხული იქნებოდა იურაესთვის ამიტომ სიტყვებმა ,,უარს არ მეტყოდი რომ იცოდე როგორ მოგეწონება,, მხოლოდ მის გონებაში გაიჟღერეს

არც ამის შემდგომ დაბნეულა უკვე დრო იყო ის კაეკეთებინა რასაც მისი და იურაეს სხეულები ამდენხანს ითხოვდნენ

-თეჰიონ...

-ვიცი...ნუ ნერვიულობ საკმაოდ ფრთხილი ვიქნები

და აი ისიც ტკივილი რომელიც თეორიულად ახლოსაც ვერ მოვა გოგონას იმ წამინდელ გრძნობასთან...ეს....აუტანელი იყო...ყოველშემთხვევაში თავიდან

გრძნობდა თითქოს როგორ იხლიჩებოდა შუაზე
ბიჭის შიშველ და ოფლიან ზურგს ფხაჭნიდა მის ტუჩებს კბენდა თხოვნას კი იდიალურად ასრულებდა(მართალია გაუთვითცნობიერებლად მაგრამ ეს ვის ანაღვლებს)

ძნელი იყო...საშინლად ძნელი იყო მიეღო სიამოვნება იმ ადამიანივით ახლა რომ ნელა მოძრაობდა მასში თუმცა ჩახლეჩილ ხმასა და დაჭიმულ მკლავებზე ეტყობოდა მისთვის ეს საკმარისი არ იყო,მეტი უნდოდა უფრო სწრაფად უნდოდა თუმცა მაინც კეთილგონიერებას იჩენდა...ტკივილი კი მისი პარტნიორის თვალებში არ ქრებოდა

მალე ცრემლებმაც იჩინეს თავი
რეიჩელი ცდილობდა სიამოვნება მიეღო მაგრამ არ გამოსდიოდა ტკივილი მუცლის ქვეშ არ აძლევდა საშუალებას მოდუნებულიყო გარკვეული დროის შემდეგაც კი ალბათ სწორედ ამის შემხედვარემ გადაწყვიტა ქერამ ხელიც დაეხმარა

ვიდრე მისი ტუჩები გოგონას სუსტ წერტილებს ეალერსებოდნენ ნატიფი თითები შავგვრემნის მგრძნობიარე წერტილს ზელდნენ
მართალია ოდნავ მაგრამ ამან იმოქმედა,რაღაც დროის შემდეგ გოგონამ შეძლო ის სიამოვნების ტალღა დაეჭირა ბიჭი რომ უკვე რამდენიმე წუთის მანძილზე იძირებოდა

არ უნდოდა თვალები დაეხუჭა მაშინ ვეღარ დაინახავდა იმ მშვენიერ სხეულს რომელიც მას მთლიანად მართავდა მაგრამ თეჰიონის ალერსი ამის უფლებას არ აძლევდა

ჰოო...ნომრების დამლაგებელს ნამდვილად არასასიამოვნო სიურპრიზი ელის ამ ორმა სხეულმა ხომ სიამოვნების პიკს მიაღწია

დაუძლურებული ნასიამოვნები და ოფლში მცურავი ბიჭი იურაეს გვერდით დაეშვა საწოლზე
ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი სხეული თავისკენ მიიზიდა და რამდენადაც შეეძლო ჩაიხუტა

ძნელი იყო...მართლა ძნელი იყო მომხდარის გადახარშვა თითქოს წამების წინ ქერა აქედან გაქცევას აძალებდა ისე რომ არც აუხსნია ვის ან რას გაუბორდნენ ახლა კი მის გვერდით წევს სრულიად შიშველი...დაღლილი...მშვენიერი და აღარსად ეჩქარება ეს ნორმალურია?!...

-თეჰიონ

პასუხად მხოლოდ ჩუმი ზმუილი გაიგონა რომელსაც უკვე თვალებ მინაბული სხეული გამოსცემდა

-აქედან წასვლას აპირებდი...

-წავალთ კიდეც! უბრალოდ ცოტახნით დაისვენე ასეთ მდგომარეობაში კარებამდეც ვერ მიხვალ

ამ სიტყვებს ჩუმი სიცილი დაურთო თან
ეს არ იყო დაცინვა ეს უფრო ბედნიერების და სიხარულის ნიშანს ჰგავდა

-შენ თქვი სასწრაფოდ უნდა წავიდეთო

-შენ კი თქვი მოკვლას არავინ გვიპირებსო...მართალია არაფერი მოგივა უბრალოდ რაც უფრო მალე მოვშორდებით აქაურობას მით უფრო მშვიდად ვიქნები

-მაშინ რაღატომ მოვედით...

-მორჩა საკმარისია კითხვები

ქერამ კიდევ უფრო მიიკრო მისი ნიშნებით ,,მორთული,, სხეული თავისაზე.
ნიშნებით რომლებიც მთელ სამყაროს აჩვენებდნენ
ეს ადამიანი რომ მას ეკუთვნოდა

ვიდრე ეს ორი ერთმანეთით ტკბებოდა არავის ახსოვდა გოგონას მობილური რომელზეც ერთი შეხედვით უბრალო თუმცა ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა მნიშვნელობის მქონე შეტყობინება მოვიდა

ბექი:რამდენიმე საათში იტალიაში ვიქნები უკვე თვითმფრინავში ვარ გთხოვ...ფრთხილად იყავი

______________________________________
მინდა გაგახაროთ დასასრულს ვუახლოვდებით
ყველანაირად ვცდილობ ყოველი თავი წინამორბედზე საინტერესო იყოს მაგრამ მგონია რომ რატომღაც პირიქით გამომდის
არვიცი გთხოვთ ეს თქვენ შეაფასოთ<3 იმედიმაქვს ამ ფიკის კითხვა დროის უაზრო  ფლანგვად არ მიგაჩნიათ
მე კი იმის მიუხედავად რომ ამ ფიკში ბევრი რამ არ მომწონს მაინც განვაგრძობ წერას სანამ ერთი კაცი მაინც იქნება ვისაც ახალი თავის გამოსვლა გაახარებს  მადლობას გიხდით მათ ვინც კითხულობთ და ბოდიში თუ თქვენს მოლოდინებს ვერ ვამართლებ რას ვიზავთ ხდება ხოლმე :დდ <3 <3




22 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!