21 страница29 апреля 2026, 17:32

როგორც თქვი...ცოტას გავერთობი

მზის ამოსვლას ახალი დღე მოაქვს,დღე როცა საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ყოველივესთვის წერტილის დასმა.
კარადის კარზე ჩამოკიდულ თეთრ საქორწინო კაბაზე მიმაგრებული ფურცელი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთბინების ფიალაში.

მზის პირველი სხივების დანახვისთანავე მობილურს დავავლე ხელი და მეგობრის ნომერი ავკრიფე,ასეთ სიტუაციებში ყოველთვის მქონდა მისი იმედი (სასაცილოა ,,ასეთ სიტუაციებში,, თითქოს მსგავსი რამე ოდესმე დამმართნოდეს)

ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერიო ნათქვამია, თუმცა ჩემს გასაგონად არ უთქვამთ ეს.შეიძლება სწორედ ამიტომ მოვიშორე უკვე ყურთან მიტანილი მობილური, შეიძლება სწორედ ამიტომ არ მივმართე ჩემს მეგობარს სიტყვებით ,,შარშივარ დახმარება მჭირდება,,....უბრალოდ.... როდემდე?!

ამ ადამიანმა იმდენი რამ გააკეთა ჩემთვის, იმდენი ტყუილი თქვა და იმდენი უძილო ღამე აიტანა სწორი იქნება ჩემი მხრიდან კვლავ მისი მოხმობა?

ფიქრებში გართული ვერც ვამჩნევ ოთახის კარი როდის იღება და ზღურბლზე ქალის ოდნავ ჩაპუტკუნებული მოსამსახურის ფორმაში გამოწყობილი სხეული ჩნდება

რაღაცას მსაყვედურობს ხელუხლებელ ვახშამზე რომელიც მანვე მომართვა გუშინ და ხელცარიელი შემოსული ახლა ლანგართან ერთად გადის.

უცნაურია დანის ადგილზე არ ყოფნაზე არაფერი უთქვამს თუმცა ნახა რომ საჭმელი ხელუხლებელი იყო...მისი გასვლის შემდეგ კარს ვუახლოვდები,ველი როდის მიწყდება ნაბიჯების ხმა რომ დერეფანში გავიდე და ჯონგუკს დაველაპარაკო დარწმუნებულივარ რიმ მისი რომელიმე ,,მონის,, ხელი ურევია ამ საქმეში

ნაბიჯები აღარ ისმის კარს ვაღებ და გასვლა ვაპირებ როცა ვაცნობიერებ...კარი გაიღო...გაიღო თუმცა ბოლოს რომ ვნახე კვლავ ჩაკეტილი იყო

ფეხები ტვინის ბრძანებას აღარ ელიან რეფლექსურად გარბიან ამ სახლში ერთადერთი ადამიანის ოთახისკენ ვისიც არ მეშინია

ოთახი შორს არ არის მიუხედავად სახლის სიდიდისა იქამდე მისასვლელად სულ რამდენიმე წამი მჭირდება, ამ რამდენიმე წამსაც გონებაში გაუცნობიერებლად ვითვლი,დაკაკუნების გარეშე შევდივარ თუმცა იქ მხოლოდ სიჩუმე მხვდება...

-ბატონს ეძებთ?

მესმის ზურგს უკან ახალგაზრდა გოგოს ხმა რომელსაც კითხვაზე თავის დაქნევით ვპასუხობ

-უკვე წავიდა ახლა კომპანიაში იქნება

მისი ჩახლეჩილი ხმა და ფერმკრთალი სახე რატომღაც მარწმუნებენ რომ მისგან საფრთხეს არ უნდა ველოდო ამიტომაც სხეული თავად ჭრის დაძაბულობასთან მაკავშირებელ ძაფს

-თუასეა კომპანიაში უნდა წავიდე მისამართს ხომ ვერ მეტყვი?

გოგონა ერთხანს უემოციო სახით მიყურებს შემდეგ უბრალოდ ჩუმ ოხვრას უშვებს და გზას აგრძელებს

***

მანქანის ფანჯარაში ვიყურები და ვცდილობ თვალი გავაყოლო სახლებს,ხალხს,მაღაზიებს

ჯერ ახლა გათენდა დღე მხოლოდ ახლა დაიწყო მაგრამ მე უკვე საკმაოდ დაღლილად ვგრძნობ თავს...

ტაქსის მძღოლი კიდევ ერთხელ აპარებს თვალს ჩემს მიერ რამდენიმე წუთისწინ გაწვდილ ქაღალდზე დაწერილ მისამართზე და კვლავ გზაზე გადააქვს მთელი ყურადღება

ახალგაზრდა მძღოლმა დარწმუნებულივარ უკვე მესამედ შემათვალიერა სარკის მეშვეობით და ჩაიცინა

რათქმაუნდა ასეთი შესახედაობის მქონე ადამიანზე მეც გამეცინებოდა...დასავარცხნი თმა, ჯინსები და ორი ზომით დიდი მაისური რომელის სიდიდესაც  ძლივს ფარავდა ჯინსის ქურთუქი

რას ვიზავთ არც დრი მქონდა იმისათვის რომ მოვწესრიგებულიყავი და არც სურვილი

შერცხვენილი მე აბურდული თმის ლოკანს ყურს უკან ვიწევ და შუბლით ცივ ფანჯარას ვეხები

გამოძინება ნამდვილად არ მაწყენდა...თვალებს ვნაბავ და უკვე მერამდენედ ვიმეორებ გონებაში ტექსტს რომელიც ჩემი ,,მეუღლის,, ნახვისას უნდა წარმოვთქვა ,,რატომ დამაძინე იმ სახლში მისვლის პირველ დღეს? რატომ არ მომეცი უფლება პოლიციისთვის მეთქვა იმ გიჟი მებაღის შესახებ? საიდან გაჩნდა ჩემს ოთახში ის საპატარძლო კაბა? და ბოლოს ვინ ჯანდაბაა როზი?!,,

-გოგონა!..გოგონა...!! ეი!!

მხარზე უცხო ხელის შეხებას ვგრძნობ რომელიც მორიგი შეძახილის შემდეგ უხეშად მანჯღრევს რის შემდეგაც თვალებს სწრაფად ვახელ

-მოვედით

გაღიზიანებული ხმით მაუწყებს მძღოლი და მზერას მაშორებს რის შემდეგაც აქამდე გვერდით მოთავსებულ ქაღალდს კუჭავს და ფანჯრიდან აგდებს, ერთი დავალება უკვე შეასრულა ახლა მორიგი კლიენტის დროა ეს მისამართიც რაღათქმაუნდა აღარ სჭირდება

მადლობის თქმის და თავის დაკვრის შემდეგ თანხას ვაწვდი რის შემდეგაც შენობას რამდენჯერმე მთელს სიგრძეზე ვავლებ თვალს

ჯეონების გვარისგან ნაკლებს არც ველოდი

ჰოლში შესვლისთანავე იგრძნობა მომუშავეების ახალნაყიდი პიჯაკების,გაპრიალებული ფეხსაცმლის,ძვირადღირებული პარფიუმისა და მნიშვნელოვანი კონტრაქტების სუნი რომლებმაც ამ კომპანიას მილიარდობით ვონი უნდა მოაგებინონ რათა შემდგომ მომუშავეებმა კვლავ შეძლონ შენობის მდიდრული სუნამოების სურნელით ავსება

რამდენიმე ნაბიჯი და უკვე ვგრძნობ ჩემს მოუწესრიგეველ სხეულზე ათობით მზერას რომლებიც წამიერად გამომხედავენ და კვლავ საქაღალდეებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე გადაიტანენ ყურადღებას

საბოლოოდ ამ გამოპრანჭული პირებიდან მხოლოდ ერთი მიახლოვდება და მასაც თვალებზე ეტყობა სურვილი რაც შეიძლება სწრაფად მომიშოროს თავიდან რომ კვლავ თავის საქაღალდეებს დაუბრუნდეს

-რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მეკითხება იგი ზრდილობიანად...ნუ...ყოველშემთხვევაში ცდილობს ზრდილობიანად გამოუვიდეს მაგრამ თვალები რომლებიც ჩემს აქ შემომშვებ დაცვას ეძებენ გასთქვავენ

-ჯეონ ჯონგუკთან მოვედი სასწრაფოდ უნდა შევხვდე

ჩემს მოსაუბრეს სახეზე წამიერი ღიმილი ესახება... გასაგებია ალბათ გიჟი ვგონივარ ნეტავ თავი ვინ მგონია ასე რომ გამოვცხადდი და კომპანიის დირექტორთან შეხვედრას ვითხოვ ააჰჰ... ჰოო... მე ხომ მისი ცოლივარ (საუბედუროდ)

-თუ ჩვენს მომსახურებასთან რაიმე პრეტენზიაგაქვთ გთხოვთ ჯერ მე მომახსენოთ და მე გადავწყვეტ თქვენი საჩივარი საჭიროებს ბატონი ჯეონის მაგიდაზე მოხვედრას თუ არა

რა სითავხედეა როგორცჩანს მართლაც ვიღაც მდაბიო ვგონივარ რახან არც ცდილობს დამალოს ის ფაქტი რომ ჩემი სიტყვები ჯონგუკის ყურამდე ვერ მიაღწევს 

-ჯონგუკი უნდა ვნახო ახლავე აქ პრეტენზიის გამოსათქმელად არ მოვსულვარ

რაც შეიძლება მტკიცედ ვამბობ და ვცდილობ გვერდი ავუარო თუმცა მისი ხელის ერთი მოძრაობა საკმარისი აღმოჩნდა კარში მდგარი ,,ბაბატონებისთვის,, რომ შევეჩერებინე

-გაიყვანეთ აქედან თუშეიძლება

ვითომც ადამიანს კიარა ქუჩის კატას აგდებდეს ისე წარმოთქვამს ჰალსტუხიანი შავგვრემანი და მეც უკვე მოთმინება დაკარგული ისტერიკების გასამართად ვემზადები როცა ვიღაცის მსუბუქი შეხება დაცვას ჩემს თავს ართმევს

-რახდება აქ?

გაოცებული კითხულობს ბიჭი თითქოს ვერ ხვდებოდეს რომ გაგდებას მიპირებდნენ მე კი თავი ბოლივუდის ერთ-ერთი დაბალ რეიტინგული სერიალის გმირი მგონია

-ბატონო პაკ ყურადღებას ნუ მიაქცევთ საჩივრებით შეიარაღებული კიდევ ერთი კლიენტია

შავგვრემნის სიტყვებზე მეც და ჯიმინსაც თვალები გაკვირვებისაგან ოდნავ გვიფართოვდება
ძნელი დასაჯერებელია რომ ჩემი და ჯეონის ამბავი რომელსაც თითქმის ყველა არხი განიხილავდა ვინმეს მაინც გამოეპარა

ან იქნებ აქ მომუშავე თითოეული ადამიანი ისეა ჩართული საქმეში რომ ოფისის კედლებს იქით  ვეღარაფერს ხედავენ

შავგვრემანი დგას და დაბნეულობით ასევე მოლოდინით სავსე თვალებით უყურებს ხან ჯიმინის უემოციო ხანაც ჩემს უკვე დაღლილობა მორეულ სახეს

-აბაა...მოვაშორო აქედან თუ...

-არა არა აქ საპატიო სტუმარია იონდო ეს რეიჩელია რეიჩელ ეს იონდოა

გაცნობისას თავის დაკვრა ან ხელის ჩამორთმევაა მიღებული თუმცა არც მე და არც დაბნეული ახალი ,,მეგობარი,, ამას არ ვაკეთებთ

-საპატიო...სტუმარი?

-ჰო ეს...

პაკმა კითხვისნიშნით შემომხედა თითქოს ნებართვას ელოდაო

-ჯეონის ცოლი ვარ

უცნაურია ამ ფრაზისაგან ხეირი პირველადაა

რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უხერხულობა ჯიმინმა ,,განმუხტა,,

-კარგი წავიდეთ როგორც ვხვდები ჯეონი უნდა გენახა არა?

ქერათმიანი მხარზე ხელს მადებს და ჩემთვის უცნობი მიმართულებით მივყავარ

-მოულოდნელი ვიზიტია

ოდნავ გამკაცრებული და ანერვიულებული ხმით მეუბნება ბიჭი რის შემდეგაც ნაბიჯს უჩქარებთ

-ჯიმინ...

-ამ კედლებში აჯობებს პატონი პაკი დამიძახო

ქერას სიტყვებზე ოდნავ მეცინება
ნუთუ მასაც ჩემი მოშორება სურს ამ წამს

-ჯეონს ამწამს სტუმარიყავს ამიტომ აჯობებს ჩემს კაბინეტში დაუცადო

-აქ კაბინეტი გაქვს? ნუთუ ჯონგუკზე მუშაობ?

-მე ვიტყოდი ჯონგუკთან

ამ სიტყვებით წითელი ხის კარს მიღებს და მყუდრო კაბინეტში ვყოფ თავს დიდი ფანჯრებით რომელთა მიღმაც ქალაქი ხელისგულივით ჩანს

-კარგი შავთმიანო იმედია კარგი გოგო იქნები და ხელს არაფერს მოკიდებ საქმე ისედაც თავზესაყრელად მაქვს

პაკი სავარძელში მოთავსდა და არეულ დარეულ ქაღალდებში დაიწყო ცქერა

-ჯიმინ

დავარღვიე ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე და ქერას წინ სავარძელზე ჩამოვჯექი

-მჰ...

ისე რომ მზერა არ მოუშორებია დოკუმენტებისთვის ისე ,,მიპასუხა,,

-საიდან იცნობ თეჰიონს?

მოულოდნელ კითხვას მის სახეზე ერთი ემოციაც კიარ გამოუწვევია

-ერთად გავიზარდეთ

-და ჯონგუკს?

ბიაჭმა ღრმად ამოისუნთქა ქაღალდები გვერდით გადადო და უცნაური მზერა მომაპყრო

-რატომ მეკითხები?

ოდნავ მოჭუტა ქერამ თვალები მეკი მხრები ავიჩეჩე

-უბრალოდ მაინტერესებს, როგორც მივხვდი...და ამას ნებისმიერი მიხვდება თეჰიონსა და ჯონგუკს შორის აშკარად რაღაც უთანხმოებას აქვს ადგილი...თუმცა შენ როგორღაც ორივესთან მეგობრობ

ქერამ თავი დააქნია თუმცა არამგონია ეს თანხმობის ან ,,კი მართალიხარ,,  ნიშანი ყოფილიყოს
ეს უფრო ,,გამომიჭირეს,, ჰგავდა

-გაგიგია გამოთქმა ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო?

ჯიმინს ოდნავ ჩაეცია რამაც ჩემი სიტყვების სიმართლეში კიდევ უფრო დამარწმუნა

-ნუთუ ეგ გამოთქმა ჩემზეა?

არაფერი მითქვამს უბრალოდ ვაკვირდებოდი და ველოდი შემდეგს რას იტყოდა

-რეიჩელ არაფერი იცი

ახალი არაფერი გითქვამს პაკ
ის რომ ამ ფილმში იმ ადამიანის როლი შემხვდა ვისაც მარიონეტივით ათამაშებენ და არაფერს უხსნიან ისედაც ვიცოდი

-სწორედ ამიტომ მებრალები...შენ კარგი გოგო ხარ იურაე

ქერამ ოდნავ გამიღიმა და ეს ნამდვილი გულწრფელი ღიმილი იყო რომელიც სიბრალულს ნათლად გადმოსცემდა

რამდენიმე წამი და კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მხოლოდ ჩემს ყურებში გამაღიზიანებლად გაბმული ზმუილი არღვევდა

-ბატონო პაკ თუშეიძლება 13-ე სართულზე გამოცხადდით

ტელეფონში ქალის (სავარაუდოდ მდივნის) ხმა გაისმა და ჯიმინიც ბოდიშის მოხდით კაბინეტიდან გავიდა

რათქმაუნდა არ ვაპირებდი აქ ჯდომას და მის ლოდინს ამიტომ რამდენიმე წუთით დავიცადე შემდგომ კი მეც დავტოვე იქაურობა
დერეფნები ნამდვილ ლაბირინთს მოგაგონებდათ მადლობაღმერთს დაკარგულ მეს ვერავინ ამჩნევდა ვინაიდან ამ სართულზე ბევრი ადამიანი არ მოძრაობდა

როგორც ჩანს ჯიმინმა სპეციალურად აარჩია ეს სართული და კაბინეტი რომ კარს იქით გაგონილ ხმას მისთვის ხელი არ შეეშალა

რათქმაუნდა არ ვიცოდი სად მდებარეობდა ჯეონის კაბინეტი და ვერც ვერავის ვკითხავდი ამას წინააღმდეგ შემთხვევაში იონდოს მსგავსად ის ადამიანიც ჩემს გაგდებას გადაწყვეტდა ისღა დამრჩენოდა ყველა კარი გამეღო და შემემოწმებინა

-ბატონმა პაკმა ბატონი ჯეონის კაბინეტი არ გაჩვენათ?

გავიგონე მოახლოებული ნაცნობი ხმა რომელიც შანსად აღვიქვი

-საპირფარეშოში გავიდა მაგრამ მე სასწრაფოდ უნდა ვნახო ჯონგუკი ხომ ვერ მეტყვი...

-პირდაპირ და ხელმარცხნივ მესამე კარი

ერთი ამოსუნთქვით მიპასუხა შავგვრემანმა რის შემდეგაც თავი დამიკრა და გზას გაუყვა

სასაცილოც კია რამხელა ძალააქვს ამ შენობაში ნაცნობობას და გვარს

ისე რომ წუთიც აღარ დამიკარგავს იმ მიმართულებით ავიღე გეზი რომელიც წამის წინ მასწავლეს
ღმერთო რამხელა იყო ჩემი გაოცება როცა ზემოხსენებული კარი გაიღო და იქიდან შავის ნაცვლად ქერა თმამ გამოანათა

,,ჯეონს სტუმარი ყავს,, ესაა ის სტუმარი? ადამიანი რომელიც გულს მიჩქარებს გონებას კი არალოგიკური ქმედებებისაკენ უბიძგებს?

სხეული თავად გაშეშდა ვერ გაბედა ნაცნობ ადამიანთან მიახლოება როცა მის გვერდით ჯონგუკის იმ მომენტში გამაღიზიანებელი სილუეტი დალანდა

ზედმეტად შორს ვიყავი იმის გასაგევად თუ რაზე საუბრობდნენ თუმცა თეჰიონის გაღიზიანება აქედანაც კი ჩანდა 

კიდევ რამდენიმე წინადადება და მხრებში გამართული გადაღლილი ქერა ჯეონს მოშორდა ის უკანასკნელი კი მას უყურებდა სანამ კიმი თვალს არ მოეფარა

,,სამალავიდან,, გამოსვლა ვიჩქარე
ვეღარ გაუძლო სულელმა მემ ლოდინს ამიტომაც თეჰიონის კვალს გაყოლილმა ზურგს უკან გაოგნებული ხმა გავიგონე

-იუ რაე!!!!...

გაჩერება არ შეიძლებოდა თორემ ის ნაბიჯები უკან რომ მომყვებოდნენ დამეწეოდნენ ქერას უნდა დავწეოდი უნდა მენახა და დავლაპარაკებოდი ბოლოსდაბოლოს ამ ისტორიაში მისი როლი საკმაოდ დიდია
ვინიცის იქნებ ყველაფერი მომეყოლა ოღონდა სალაპარაკო თემა გვქონოდა ოღონდაც მისი ხმა გამეგონა

დავინახე, დავეწიე, ვერ მივუახლოვდი თუმცა დავუძახე... მან მოიხედა,ჩემს ხმაზე მობრუნდა თუმცა არ გაუღიმია

კიბეებზე ჩასული ქვემოდან ზემოთ მიცქერდა ალბათ ელოდა როდის ჩავიდოდი მასთან მაგრამ ეს არ ეტყობოდა

იგი ჩემკენ გამოიქცა, სხვა შემთქხევაში ალბათ ეს გამიხარდებოდა კიდეც მაგრამ არა ახლა რადგან ტკივილი ვიგრძენი

ნაცნობი ბარიტონი რომელიც ჩემს სახელს ყვიროდა ხელის კვრა და ჩემი სხეული რომელიც აქამდე კიბეზე დაგდებული ახლა ნაცნობ ხელებში იწვა...

Pov.author

-სად?! სად ჯანდაბაში გქონდა ტვინი ხელს რომ კრავდი?!

უკვე მერამდენე წუთია კომპანიის დირექტორის კაბინეტიდან ჩხუბის და ყვირლის ხმა გამოდიოდა
გამწარებული შავთმიანი რომლის სიბრაზესაც აგერ უკვე მერამდენე ვისკით სავსე ჭიქა ვერ აქრობდა კაბინეტში ბოლთას ცემდა და ყოველ მეორე ნაბიჯზე თავდახრილ ბიჭს უყვიროდა

-მაპატიეთ ბატონო ჯეონ უბრალოდ ვიფიქრე რომ...

-ფიქრის უფლება ვინმოქცა ძაღლიშვილო?!

ვისკით სავსე ჭიქა კედელს შეატყდა ნამსხვრევებმა კი დამნაშავე ბავშვის როლში მყოფ ბიჭს სახე გაუკაწრეს.
ახლა მუხლებზე უნდა იდგეს და მადლიერი იყოს რომ კედლის ადგილას არ აღმოჩნდა და გაბრაზებული უფროსის ნასროლი ნივთი მას არ მოხვდა

-ეი! გეყოს!

როგორც იქნა ხმა ამოიღო პაკმაც რომელიც ამ ხნის მანძილზე ჯეონის მაგიდაზე იყო მოკალათებული და შოუს უხმოდ უცქერდა

-მეყოს?! თეჰიონს დროულად რომარ დაეჭირა და რამდენიმე საფეხურის ნაცვლად მთელ კიბეზე რომ დაგორებულიყო მერე?!

არ ცხრებოდა შავთმინი და დროდადრო ქერა ბიჭის კალთაზე თავ ჩამოდებულ მძინარე გოგონას უყურებდა

-შეგიძლია ახიკო შენი ნივთები და დაახვიო ჩემი კომპანიიდან

შედარებით მშვიდად წარმოთქვა და სავარძელში ჩაეშვა

-ჯეონ!  იონდოს ბევრი შენი ბინძური დავალებააქვს შესრულებული ახლაც ხელი წინა დავალებებიდან გამომდინარე კრა სხვას რას ელოდები ბიჭისგან რომელსაც წესივრად არც ვუხსნით არაფერს

კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა
დღეს საუბარს შორის შესვენებებში ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა

-ჯიმინ შენ მას რატომ იცავ?!

-არ ვიცი იქნებ იმიტომ რომ ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი! იქნებ იმიტომ ვიცავ რომ რაც მოხდა შენი ახირებების ბრალია?!

ჯონგუკს მეგობრის სიტყვებზე არაფერი უთქვამს
ან რას იტყოდა ის ხომ სრულიად მართალი იყო

-შენ კი ფეხი გამოადგი სანამ არ შემოაკვდი

გაღიზიანებული ხმით მოუხმო ქერამ იონდოს რის შემდეგაც მასთან ერთად დატოვა კაბინეტი

ორმა ახალგაზრდამ მეგობარს თვალი გააყოლა რის შემდეგაც ერთმანეთს გადახედეს

იმის ყურება თუ რა მშვიდად სუნთქავდა ჩაძინებული იურაე ქერათმიანის კალთაზე და რა სინაზით დაასრიალებდა ეს უკანასკნელი მის გიშლის თმებში ნატიფ თითებს ჯონგუკს ნამდვილად აკარგვინებდა მოთმინებას

-იმედია შენც ასე არ ფიქრობ...

ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა შავგვრემანმა და ალკოჰოლი მორიგ ჭიქაში ჩამოასხა

მის სიტყვებზე თეჰიონს არაფერი უთქვამს
მართლია სიჩუმე თქნხმობის ნიშანია მაგრამ...არა ამ შემთხვევაში

ქერათმიანმა ბიჭს თვალი აარიდა და მზერა მძინარე ფიგურაზე გადაიტანა

-ჯანდაბა თეჰიონ სერიოზულად?!
იცოდე ჩემი მიტოვება არ გაბედო! ეს ახირება არ არის და შენ ეს კარგად იცი!

-ჯონგუკ უკვე აღარ ვიცი არაფერი...არ ვიცი ეს ყველაფერი სწორია თუ არა იქნებ ჯიმინი მართალია და უნდა შეწყდეს ყველაფერი

-ახლა არ მითხრა რომ ამას მისდამი სიყვარული გალაპარაკებს...

ირონიული ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა და ქერას ასეთივე გამოხედვით გახედა

თეჰიონს არაფერი უთქვამს უბრალოდ ფერმკრთალ ლოყებს ცივი ხელით მოეფერა

-ღმერთო ნამდვილად ჭკუიდან გადამიყვანთ....წაიყვანე! თავბრუ დაახვიე როგორც ადრე თბილი სიტყვები უთხარი გული მოულბე თუ მოგინდა საწოლშიც შეიტყუე გაერთე რამდენიც გენებოს მაგრამ შეყვარება არ გაბედო

-ეი! ზედმეტი ხომარ მოგდის?!

ახლაუკვე ქერამაც აუწია ხმას
ჯეონი გაჩუმდა
მორიგი ყლუპი გააკეთა და ფანჯარას მიუახლოვდა

-იცი რა... ვიცოდი ასე რომ იქნებოდა...როცა შენი სახლის ზღურბლი პირველად გადმოკვეთა ვიცოდი რომ საქმეს თავს ვერ გაართმევდი ამიტომაც მოვედი იმ კლუბში მაგრამ შენ როგორც ყოველთვის ყველაფერი გააფუჭე!
როგორ არ ვეცადე...ამის დედაც მე ის ცოლად მოვიყვანე მაგრამ მაინც ყოველჯერზე შენთან გამორბის!!
თეჰიონ...ახლა უშენოდ აღარაფერი გამოვა...შენი ბრალია არ უნდა მიგეცა უფლება ასე მოგჩვეოდა

არც ერთს აღარ ამოუღია ხმა...თითქმის ნახევარი საათი სრულ მდუმარებაში გაატარეს

საბოლოოდ ოთახში თეჰიონის ბარიტონი გაისმა

-წავიყვან...ცოტახნით მოდუნდეს თორემ ხომ ხედავ უკვე რაღაცას ეჭვობს ასე რომ არიყოს დღეს შენს სანახავად რატომ მოვიდოდა

-არამგონია ეს კარგი აზრი იყოს

-ჯონგუკ! ნუღელავ თავს გავართმევ...უბრალოდ როგორც თქვი...ცოტას გავერთობი...

შავთმიანი აკვირდებოდა ხან ქერას ხანაც მძინარე სხეულს იცოდა თეჰიონი იმას არ გულისხმობდა რასაც ამბობდა თუმცა უნდოდა დაეჯერებინა რომ ყველაფერი მართლაც ისე მოხდებოდა როგორც ისტორიის დასაწყისში იყო ჩაფიქრებული

კაბინეტში სამი გულისცემა მშვიდი სუნთქვა და ფანჯრის მიღმა მოცეკვავე წვიმის წვეთების ხმა ისმოდა თეჰიონი გოგონას კანს ეალერსებოდა და ამის შემხედვარე ჯეონი  ყელის მწველ ალკოჰოლს სხეულში უშვებდა

______________________________________
ვიცი თავები ნელა იდება მაგრამ იმედია ამისგამო კითხვას არ შეწყვეტთ <3<3 ნელ-ნელა ფინალს ვუახლოვდებით თუ ახალწლამდე მორიგი თავი არდაიდება ამ თავში მოგილოცავთ წინასწარ
გილოცააავვვთთთ <3<3 2020- ყველაფერი კარგი მოეტანოს თქვენთვის<3

21 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!