20 страница29 апреля 2026, 17:32

სიყვარულით...როზის

ძილიდან რაღაც საოცრად ტკბილმა არომატმა გამომაღვიძა,თვალების სრესვით საწოლზე წამოვჯექი.მაჯაზე ჯერ კიდევ მეტყობოდა გუშინდელი ,,ჩხვლეტის,, შემდეგ წამოსული სისხლის კვალი.

არ ვიცი რატომ მაგრამ საშინლად მწყუროდა,პლუს ეს არაბუნებრივი არომატი...მთელს ოთახში რომ ტრიალებდა და ყოველ კუთხე კუნჭულს სიტკბოებით რომ ავსებდა

საწოლიდან ავდექი
კვლავ გუშინდელ ტანსაცმელში ვიყავი თმა კი დარწმუნებულივარ საუკეთესო ფორმაში არ იყო

ნელი ნაბიჯებით კარს მივუახლოვდი და ვიდრე სახელურს ჩამოვწევდი თავში გუშინდელი სურათი დამიტრიალდა

შეშლილი მებაღე შავთმიანი ნემსით და როზი...

იქნებ კარს მიღმა კვლავ ის მებაღე მელის,იქნებ კვლავ მაკრატელიაქვს მომარჯვებული...განა ღირს ასე გარისკვა მხოლოდ და მხოლოდ შემაწუხებელი წყურვილის გამო?

ჰო და კიდევ არომატი
უცნაური არომატი რომლითაც ოთახი იყო გაჟღენთილი

კარამელი?...არა

თუმცა მეორესმხრივ როდემდე უნდა ვიჯდე შეშინებული კურდღელივით ამ ოთახში

დიდი ხნის განსჯის და გონებაში ყველაფრის აწონ დაწონვის შემდეგ როგორციქნა ვერცხლისფერი სახელური ჩამოვწე,დერეფანში სიცარიელე იყო

რაც შეიძლება ჩუმი ნაბიჯებით დერეფანს გავუყევი თან კედლებზე ჩამოკიდულ სურათებს ვათვარიელებდი რომლებიც ინტერიერს მეთუმკითხავთ საერთოდ არ შეესაბამებოდა

უცნაურია მაგრამ ვერც ერთ ჩარჩოში ჩასმულ სურათზე ვერ შევნიშნე ჯეონების ოჯახი

საერთოდ რავიცოდი მათზე?
ბიზნესმენი მამა და მისი გათამამებული განებივრებული ვაჟი

ჯონგუკი არასოდეს საუბრობდა არც დედამისზე არც დედმაშვილებზე (თუ ჰყავდა საერთოდ) ან როგორ გაიცნო ქერა პაკი და კიმი რატომ ,,მუშაობდა,, გიტარისტად მამამისის ერთ-ერთ ბარში

რა სულელიხარ იურაე ამაზე რატომ არასოდეს არ დაფიქრებულხარ?

ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე როდის მივადექი სამზარეულოს სადაც რამდენიმე მოსამსახურე ქალი ფუსფუსებდა

რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ მორიდებულად შევედი და წყლის დალევა დავაპირე რაც შეიძლება შეუმჩნევლად

რას ვერიდებოდი ნუმკითხავთ თვითონაც არ ვიცი,ალბათ მიზეზი ისაა რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ჯეონის სახლში მომუშავე პირები ჩემში ნდობას არ იწვევდნენ

-ქალბატონო უკვე გაიღვიძეთ?

წარმოთქვა ჩემზე ოდნავ დაბალმა შავთმიანმა ქალმა რომელიც ყურებამდე იღიმოდა და თავიდან ფეხებამდე მათვარიელებდა

არაფერი მიპასუხია მხოლოდ თავი დავუქნიე

-ბატონი ჯეონი უკვე საუზმობს ნუ დააყოვნებთ თქვენც მიბრძანდით

გაგების ნიშნად ქალს თავი დავუქნიე და ოდნავ გავუღიმე თუმცა არ დამვიწყებია მზერაც რომელიც მიანიშნებდა მოსამსახურეს მიესწავლებინა ჩემთვის გზა რომლითაც სასადილო ოთახში შევძლებდი მოხვედრას

მას შემდეგ რაც მოსამსახურე ქალის დახმარებით თავი ისეთი უხერხული სიტუაციიდან როგორიც უზარმაზარ სახლში დაკარგული ბავშვივით სიარულია თავი დავიძვრინე სასადილო ოთახში შევაბიჯე

გრძელ ხის მაგიდასთან რომელიც გაწყობილი იყო ათასნაირი საჭმლით შავთმიანი ბიჭი იჯდა ხელში ჩანგალს მოუსვენებლად ათამაშებდა და თან ვიღაცას მობილურზე ესაუბრებოდა

შემნიშნა,შედარებით ჩუმი ხმით მოსაუბრეს დაემშვიდობა და მობილური თეფშის გვერდით დადო რის შემდეგაც თითქოს ჭკუის სასწავლებლად მომზადებული მასწევლებელივით შემომხედა

-არ მეგონა შუადღემდე ძილი თუ გიყვარდა

,,არ მეგონა ადამიანების დასამშვიდებლად ნემსები თუ გჭირდებოდა,, ეს იყო სიტყვები რომლებიც გონებაშე რამდენჯერმე გავიმეორე თუმცა ხმამაღლა რატომღაც მაინც არ წარმოვთქვი

-რაღას დგახარ დაჯექი და ისაუზმე დღეს დიდი დღე გველის

ბოლო წინადადების წარმოთქმისას მე აღარ მიყურებდა კვლავ მობილურს დახედა და რამდენიმე შეტყობინებინების გაგზავნაც მოასწრო ვიდრე მე ჩემთვის გამზადებულ ადგილს დავიკავებდი

ამოუცნობი ტკბილი სურნელი აქაც ტრიალებდა,მისი წარმოქმნის ეპიცენტრი ჯერაც ვერ აღმომეჩინა თუმცა ზუსტად ვიცოდი რომ მხოლოდ გარკვეულ ადგილებში იგრძნობოდა

ჯერ ჯერობით ამ გარკვეულ ადგილებს მხოლოდ საძინებელი და სასადილო წარმოადგენდა

ვანილი?... არა

ვიცოდი აზრი არ ჰქონდა იმის კითხვას თუ რას ნიშნავდა ,,დიდი დღე,, თუმცა ცდა ბედის მონახევრეაო ამბობენ

-მაინც რა გაქვს დაგეგმილი?

საკუთარმა კითხვამ უსიამოვნო შეგრძნება მომგვარა სწორედ ისე ვსაუბრობდი როგორც მეუღლე როგორც ცოლი

-ჯირითი

მოკლედ მიპასუხა შავგვრემანმა თა კვლავ განაგრძო ნოყიერი საჭმლით სიამოვნების მიღება

-ჯირითი? რატომ

-იმიტომრომ განტვირთვაში მეხმარება ჯერ კომპანიაში შევივლი შემდეგ კი მოგაკითხავ და საჯირითოდ წავალთ

მისთვის უჩვეულო სიმშვიდით მესაუბრებოდა ბიჭი თუმცა მისი არც ერთი ნათქვამი ფრაზა სიმშვიდის შეგრძნებას არ მგვრიდა,პირიქით ის ფაქტი რომ უნდა დავლოდებოდი მისი კომპანიიდან დაბრუნებას რაღაცნაირ შიშს მგვრიდა

-მეც შენთან ერთად წამოვალ

სიტყვები უფრო ბრძანებად ჟღერდა ვიდრე სურვილად თუმცა რამნიშვნელობააქვს ეს მათ შინაარს არ უცვლის

-საჭირო არაა ჯერ შენი კომპანიაში გამოჩენა არაფერში მჭირდება

ამ ადამიანს ჩვევა აქვს სხვას თავი არარაობად უსარგებლო ნივთად აგრძნობინოს მაგრამ თუ მასთან ერთად ცხოვრება...არა არსებობა მომიწევს უნდა ვისწავლო მისი ზოგიერთი ფრაზის დაიგნორება

-არ ვაპირებ მარტო დავრჩე იქ სადაც რამდენიმე საათის უკან მოკვლას მიპირებდენ

-უბრალოდ დაივიწყე რაც მოხდა

დავივიწყო? როგორ დავივიწყო აქაურობა საგიჟეთს უფრო გჰავს ვიდრე სახლს კედლები კი საშინელებათა ოთახს მომაგონებს

-ხუმრობ არა..?..

-ხუმრობის რამე ეტყობა ჩემს სიტყვებს? მანქანა მზადაა?

სკამიდან წამოდგა და საზურგეზე ჩამოკიდული პიჯაკი მოირგო.
თავიდან ვერც მივხვდი ეს კითხვა ვის დაუსვა ვიდრე ოთახის ბოლოდან მის კითხვაზე დადებითი პასუხის ხმა არ გავიგე

ჯონგუკმა სახლი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა
გასაკვირია ასეთი ახალგაზრდადაა და უკვე მამამისის მარჯვენა ხელი და საყრდენია ბიზნესის საკითხებში

პრინციპში...გასაკვირი არც არაფერია ფულის წყურვილი საოცრებებს სჩადის

ვიდრე ჩემი ძვირფასი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა ყველა ოთახისა და დერეფნის დათვალიერება გადავწყვიტე

ჩემდა გასაკვირად არც ერთ ოთახზე არ გავუფრთხილებივარ არავის არ შეხვიდეო როგორც ეს ჩვეულებრივ ფილმებში ხდება
ყველა მათგანისკენ გზა ხსნილი იყო

ასე აღმოვაჩინე შავგვრემანის კაბინეტი,ბიბლიოთეკა,რამდენიმე საძინებელი,სტუმრების ოთახი და ა.შ

თითქმის ნახევარსაათიანი ,,სეირნობის,, შემდეგ იმის შიში რომ რომელიმე კუთხიდან მაკრატელ მომარჯვებული მებაღე გამოხტებოდა სრულიად გამიქრა არვიცი რატომ მაგრამ დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ ჯეონი არ მისცემდა არავის უფლებას ჩემთვის რამე დაეშავებინათ ეს რომ უნდოდეს დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი

თუმცა დამაფიქრებელია ყოველთვის როცა ჯეონი ჩემს გვერდითაა რაღაც თავგადასავალში ვეხვევი დამთხვევაა? შესაძლოა

ალბათ კიდევ დიდხანს ვიმოგზაურებდი დერეფნიდან დერეფანში რომ არა ჟღალთმიანი მეგობარი რომელმაც მოულოდნელი ზარით გამახარა

ჩვენი საუბარი მხოლოდ ნერვიულობით გადაღლილი მეგობრის კითხვებზე პასუხის გაცემით შემოიფარგლა.გადავწყვიტე არაფერი მეთქვა ჟღალთმიანისთვის იმ ინციდენტზე რაც თავს გადამხდა და რომელიც უკვე ბოლო დონის სულელურ სიტუაციად მიმაჩნდა

ბიონი ისედაც ღელავდა,რასვიზამთ არ ენდობოდა იგი ჯეონს და სიმართლე ითქვას არც მე,უბრალოდ ჩვენ ორს შორის ბიონი საღ გონებას ინარჩუნებდა და როცა მე ყველაფერს ვთანხმდებოდი რასაც ბედი ცხოვრების გზაზე მახვედრებდა ჟღალთმიანი პროტესტის გრძნობით აღსავსე ზურგს უკან მმალავდა.ის კვლავ ღელავდა ამ ბანალური ფილმის სიუჟეტს დამსგავსებულ ქორწინებაზე,ქერათმიანზე რომელიც რატომღაც არაფრის ნებით არ ბრუნდებოდა ტეგუში და სულელ მეზე რომელიც უკვე მერამდენე ხიფათში ჰყოფდა თავს. ჩვენი საუბარი იმით დასრულდა რომ ჟღალთმიანმა ზღაპრის უგუნური პერსონაჟი მიწოდა და სიტყვებით ,,თავს გაუფრთხილდი,, ყურმილი დაკიდა

დრო სწრაფად გადიოდა
საათის ისრები ხუთიანს მიუახლოვდნენ როცა სახლის ზღურბლთან შავთმიანი ბიჭის გადაღლილი ფიგურა გამოჩნდა,არაფერი უთქვამს თავის კაბინეტში შევიდა და დაიკარგა თუმცა დარწმუნებული ვიყავი დღევანდელი დღის გეგმის მეორე პუნქტი არ დავიწყებია

***
-რთული ამაში არაფერია უბრალოდ არ დაპანიკდე

პატარა ბავშვივით მომმართა შავთმიანმა და უნაგირზე მოხერხებულად მოკალათდა,
გონებაშე რამდენჯერმე ხმამაღლა გადავიხარხარე იმიტომრომ ჯირითი საკმაოდ კარგად მეხერხებოდა,ეს ის გართობის საშუალება იყო რომლითაც მე და ბიონი ხშირად თავს ვიქცევდით.

არაფერი მითქვამს ხელზე ჩამოცმული ხელთათმანები შევისწორე და იქვე მდგარ ულაყს მივუახლოვდი რომელიც ჩემთვის გაემზადებინათ

ვიდრე უნაგირზე მოვთავსდებოდი რამდენჯერმე ცხენს მოვეფერე დიდი ხანია ამ ცხოველებთან ურთიერთობა არ მქონია ვაღიარებ მათი სახით კომპანიონი მომენატრა კიდეც

მოხერხებულად ავმხედრდი და შავთმიანს შევუერთდი რომელიც გასახურებლად ნელ წრეებს არტყავდა შემოსაზღვრულ ადგილას

-რა მოსაწყენია...აბა მეგობარო არ მიღალატო

ყურში ჩავჩურჩულე ულაყს რის შემდეგაც მე და ჩემმა ახლად გაცნობილმა მეგობარმა ტემპს ავუჩქარეთ შემდეგ უფრო სწრაფად შემდეგ უფრო სწრაფად ახლა ამას სიარული ნამდვილად არ ერქვა რამდენჯერმე შავთმიანის გამკიცხავ მზერასაც წავაწყდი თუმცა დამერწმუნეთ...არ მანაღვლებდა

სითამამემ დასაშვებ ნორმას გადააჭარბა და რამდენიმე ადვილი მოძრაობით მე და ჩემი ახალი მეგობარი ბარიერს გადავახტით წინ თავისუფალი სირბილი სახეზე მოალერსე ქარი და უკნიდან განრისხებული ხმები გველოდა

დიდიხანია ასე არ მიხალისია გრილი ნიავი ფლოქვების ხმაური და გახშირებული სუნთქვა აი ის რამაც შეძლო ჩემი განწყობის გამოკეთება

უეცრად დავფიქრდი...ასე სამუდამოდ ვერ ვიჯირითებდი ადრე თუ გვიან სადავეების უკან მოზიდვა მობრუნება და სიბრაზით აღსავსე ჯეონის თვალებში ჩახედვა მომიწევდა მინდოდა მე ეს?
რატომაც არა

ჩვენ მივქროდით იყო ქარი იყო ღიმილი აფრიალებული ფაფარი ეს საოცრად კარგი იყო...მაგრამ შემდეგ იყო გამაყრუებელი ჭიხვინი დაცემა და ტკივილი

***
-სხეულის სხვა ნაწილებზე დაზიანება არ აღინიშნება ხელს კი რაც შეეხება გირჩევთ რაც შეიძლება ფრთხილად მოექცეთ მოტეხილობა სახუმარო თემა არაა

თითქოს დამამშვიდებელი ღიმილით გვეუბნება მედდა და ჩემს დაზიანებულ ხელს თავს ანებებს

-გასაგებია მადლობთ

უემოციოდ ეუბნება შავთმიანი და მედდის გასვლის შემდეგ პალატის კარს ხურავს,ამ კარსვე ეყრდნობა მკერდთან ხელებს იჯვარედინებს და გამკიცხავი მზერით მაკვირდება

-იმედია კმაყოფილიხარ

-სავსებით

ღიმილით ვპასუხობ მე და ჩემი სულელური გამოხტომებით მობეზრებული ჯეონი პალატიდან გადის

დაზიანებულ ხელს დავყურებ და თავს უკან ვაგდებ,საით მიექანება ჩემი ცხოვრება

პალატას თვალს ვავლებ, ბოლოდროს საავადმყოფოების როლმა ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა
აზრები გაუკონტროლებლად მიექანებიან ერთი პიროვნებისკენ რომელსაც ალბათ ჩემსავით უკვე გულისრევის რეფლექსი გამოუმუშავდა ამ დაწესებულების დიდი დოზისაგან.

ფანჯარასთან მდგარ პატარა მაგიდაზე ჯეონის ნივთებს ვხედავ გასაღები,საფულე,მობილური...თავში უცნაური აზრი მომდის

საწოლიდან ვდგები და მობილურს ხელში ვიღებ
ამბობენ სანამ რამეს გააკეთებ ორჯერ დაფიქრდიო მაგრამ ამ შემთხვევაში ერთხელაც არ დავფიქრებულვარ,კონტაქტებში ქერათმიანის ნომერი მოვნახე და ყურთან მიდების შემდეგ გაუცნობიერებლად წამების თვლა დავიწყე

-რაგინდა

ნაცნობი ბარიტონი გაისმა ყურმილის მეორე მხარეს
არაფერი მითქვამს უბრალოდ სულელივით ვიღიმოდი ამ ადამიანის ხმა ნამდვილი მელოდია იყო ჩემთვის

-თუ იუნჯის გამო რეკავ შეგიძლია მშვიდად იყო ექიმები მასზე კარგად ზრუნავენ რამდენიმედღეში ალბათ საავადმყოფოდანაც გაწერენ იურაე როგორაა?

ხმა კვლავ არ ამომიღია არ მინდოდა საუბარი უბრალოდ მისი მოსმენით ვტკბებოდი

-მისმინე...ჯონგუკ იქნებ არ ღირს? მოდი მოვრჩეთ ამ ყველაფერს უკვე ძალიან მომბეზრდა თანაც...

ქერათმიანის სიტყვას ჩემი ყურმილის დაკიდვა წყვეტს
კარის გაღების ხმაზე ტელეფონს სწრაფად ადგილზე ვაბრუნებ თუმცა საწოლამდე მისვლას ვერ ვასწრებ

პალატაში ნაცნობი შავთმიანი ფიგურის გამოჩენას ველი თუმცა მის ნაცვლად ზღურბლზე გამხდარი ჟღალი გაღიზიანებით აღსავსე თვალებით მომზერი ბიონი ჩნდება

-ბექი

გაკვირვებული და მისი მოსვლით გახარებული ვუღიმი მეგობარს, ველი ჩვეულებისამებრ როდის მოვა და ჩამეხუტება

-სულელო მოუქნელო გულუბრყვილო დაუფიქრებელო მაზოხისტო

ამ და სხვა დადებითი სიტყვებით მამკობს მეგობარი ამავდროულად თავში წკიპურტების რტყმას არ წყვეტს

-არ შეგიძლია ერთი დღე მაინც გაძლო ისე რომ რამე ხათაბალაში არ გაეხვე გეფიცები დედამიწაზე მეტეორი რომ ჩამოვარდეს შენ დაგეცემა ტიტანიკზე რომ ყოფილიყავი პირველი შენ დაიხრჩობოდი კატა რომ იყო ერთი სიცოცხლე გექნებოდა ისიც რამდენიმე დღიანი სარკე რომ გაგიტყდეს...

-კარგი კარგი გავიგე ახლა მაინც არ მომიკითხავ?

კვლავ ვუღიმი და კვლავ ჩახუტების მომლოდინე მხარზე მხარს ვურტყავ,ჟღალთმიანი ერთხანს მკერდთან ხელებგადაჯვარედინებული მიყურებს თუმცა შემდეგ მაინც მეხვევა და ცდილობს დაშავებულ ხელს არ შეეხოს

-როგორხარ?

-კარგად,საიდან გაიგე რომ დავშავდი?

-ჯეონმა დამირეკა

ამ პასუხზე ოდნავი გაოცება ჩნდება ჩემს სახეზე,საინტერესოა რატომ გადაწყვიტა ჯონგუკმა ბექიონისთვის ამის შესახებ ეთქვა თუ ამ ადამიანს დასანახად ვერ იტანდა...ჩემი ამბავი თეჰიონმაც იკითხა ცოტახნისწინ,იქნებ შავგვრემანმა მასაც დაურეკა...თუმცა არა ეს უკვე აფსურდია გარდა ამისა ასე რომ იყოს ახლა ამ პალატაში ბექიონის გარდა ქერაც იქნებოდა

-როდის გაგწერენ?

აზრებიდან გამოვყავარ მეგობრის კითხვას

-დღეს

ჩემს მაგივრად გასცა პასუხი პალატაში ახლად შემოსულმა ჯეონმა

-შეგიძლია გაემზადო სახლში მივდივართ

-როგორც იქნა

იმ ფაქტით გახარებული რომ ამ საშინელ ადგილს ვშორდებოდი გვიან გავაანალიზე სიტყვა ,,სახლი,, რას ნიშნავდა სიმართლე ითქვას ამან სულ არ გმახარა

-მეც შენთან ერთად მოვდივარ

საღ ხელზე ხელი ჩამკიდა ბიონმა და გასასვლელისკენ ჩვენთან ერთად დაიძრა

-არავის უთხოვია

ჟღალთმიანი მაშინვე წააწყდა ჯეონის უკმაყოფილო მზერას თუმცა ამჯერად არც თვითონ იყო დათმობის ხასიეთზე ამიტომაც როცა საბოლოოდ მივაღწიეთ უკვე ნაცნობ სახლამდე ჯონგუკმა არ ჩათვალა საჭიროდ დაუპატიჟებელ სტუმარს სათანადოდ მოქცეოდა უბრალოდ გვერდი აგვიარა და თავის კაბინეტში მიიმალა

ბექიონი ,,ჩემად,, შერაცხულ ოთახში შევიყვანე და მაშინვე გადაღლილი ჩავესვენე იქვე მდგარ სავარძელში.
საათი უკვე რვას აჩვენებდა მეკი ძილი ყოველ წამს სულ უფრო და უფრო ძლიერ მინდებოდა

-რატომ დაიჟინე ჩემთან ერთად აქ წამოსვლა?

ვკითხე მეგობარს რომელიც ოთახს შემფასებლური თვალით ათვალიერებდა

-მაინტერესებდა რა სოროში გიწევს არსებობა

მის სიტყვებზე ოდნავ ჩამეცინა,რათქმაუნდა ეს სორო არ იყო და ეს მისმა ზემოხსენებულმა შემფასებლურმა თვალმაც დაადგინა რამდენიმე წუთისწინ როცა სახლის ზღურბლს მოვადექით თუმცა ადგილს სადაც არ გსურს ყოფნა სხვაგვარად ვერც მოიხსენიებ

-გარდა ამისა შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი რასაც მობილურით ვერ გეტყოდი

ბიონმა ოთახი კვლავ შეათვალიერა,მას ბავშობიდან სჯეროდა ფრაზის ,,კედლებსაც ყურებიაქვთ,,

-თეჰიონის და მისი დის ანგარიშებს ვაკვირდებოდი წარმოიდგინე რა მოხდა მას შემდეგ რაც გაიგო რა თანხის მფლობელია?

მხრები არ ცოდნის ნიშნად ავიჩეჩე და ორმაგი ინტერესით გავხედე ჟღალთმიანს

-არაფერი სრულიად არაფერი თანხას ერთი ვონიც კიარ მოჰკლებია რაც ძალიან გასაკვირია თუ გავითვალისწინებთ რომ რამდენიმე დღისწინ მისი და საავადმყოფოში მოხვდა და თანხის დახარჯვა ბუნებრივი უნდა ყოფილიყო

მეგობრის სიტყვების შემდეგ ოთახში რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოწვა რომელიც შემდეგ ჩემმა ანერვიულებულმა და ინტერესით სავსე ხმამ დაარღვია

-როგორ გგონია...მან იცის რომ ეს თანხა მე გადავურიცხე? იქნებ სწორედ ამიტომ არ ხარჯავს

-შეიძლება თუმცა არამგონია დის ჯამრთელობა თავმოყვარეობაზე მაღლა იდგეს ერთირამ ცხადია თეჰიონმა არ დაიჯერა რომ ეს თანხა მამამისმა ჩაურიცხა

ბექიონის სიტყვებზე დიდხანს ვფიქრობდი,ძალიან დიდხანს მას შემდეგაც რაც ათი საათისთვის მან სახლი დატოვა სიტყვებით ,,ეს ადგილი მაშინებს გაძლება და ამტანობა არ მოგკლებოდეს,,
საწოლში ვიწექი და ხან ჭერს ხანაც ტუმბოზე დადებულ ვერცხლისფერ ლანგარზე მოთავსებულ ვახშამს ვუყურებდი რომელიც მოსამსახურე ქალმა ჯერ კიდევ ნახევარი საათისწინ შემომიტანა, დარწმუნებული ვიყავი ეს ჯეონმა დაავალა ალბათ სწორედ ამიტომ საჭმელს არ გავკარებივარ თუმცა სიმართლე ითქვას დიდად არც მშიოდა,ჩემი ათას სისულელეზე და ათას სერიოზულ პრობლემაზე გადაყოლილი აზრებით ვიყავი გამძღარი ასე ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე როდის ჩამეძინა

ალბათ ღამის ორი საათი იქნებოდა რაღაც უცნაურმა ხმამ რომ გამომაღვიძა,დაბნეული და ოდნავ შეშინებული საწოლიდან წამოვდექი,სინათლის ანთება ვერ გავბედე ამიტომაც როცა სობნელეში მოულოდნელი უცნაური ხმა გაისმა რეფლექსურად ლანაგრზე დადებულ სტეიკის დასაჭრელად განკუთვნილ დანას დავწვდი

აღარ მივცემდი ამ სახლს და აქ მყოფებს უფლებას შევეშინებინე

კარს მიღმა ნაბიჯების ხმაური გავიგონე რომელიც კიარ მიახლოვდებოდა პირიქით მშორდებოდა

სახელურს მივუახლოვდი რაც შემეძლო ფრთხილად ჩამოვწიე და ჩემდა გასაკვირად ჩაკეტილი დამხვდა,მახსოვდა ბიონის წასვლის შემდეგ როგორ ჩავკეტე ახლაკი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს არც არაფერი შეცვლილა,იგი კვლავ იმავე მდგომარეობაში იყო მაგრამ ხმაური...იქნებ მომეჩვენა

სხეულის მოდუნება ვიგრძენი და საკეტს მოვშორდი,ფარდები გადავწიე რომ ოთახი მთვარის შუქს გაენათებინა და სწორედ ამ შუქზე დავლანდე კარადის კარზე ჩამოკიდული საქორწინო კაბა...ის საქორწინო კაბა რომლითაც იმდღეს საავადმყოფოში ვიბოდიალე

გავოგნდი? დიახ შემეშინდა? დიახ

ნაჭერი ფანჯრიდან შემოსულ სინათლეზე მოცისფრო მოვერცხლისფროდ ანათებდა გაუნძრევლად ეკიდა უსულო საგანი რომლიც გამოძრავებასაც ყოველწამს ველოდი იმდენად უცნაური იყო ეს სიტუაცია,თავიდან ვერ ვბედავდი მასთან მიახლოებას თუმცა ბოლოს მაინც მივედი ნაზ ნაჭერს ხელი ჩამოვუსვი რამაც როგორც აღმოჩნდა პატარა ფურცელის ჩამოვარდნა გამოიწვია რომელიც ჩემს ფეხებთან დაგდებული მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შევნიშნე

სიყვარულით...როზის❤

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე მიუხედავად იმისა რომ ფანჯარა დაკეტილი იყო თითქოს კისერზე გრილი ნიავი ვიგრძენი

იმ ღამეს ძილი არ მომკარებია სიზმრების სამყაროს მხოლოდ გამთენიისას შევუერთდი იმავე დანით შეიარაღებული

____________________________________
დაგვიანებისათვის ბოდიში იმედია ფიკმა ჯერ არ მოგაბეზრათ თავი ჯერ ხომ ბევრი რამაა გასარკვევი💜🙏😜😜😜


20 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!