სიზმრების სამყარო-თვალუწვდენელი თავბრუდამხვევი
სიზმარში ვიყავი...
არმახსოვს რა მესიზმრებოდა მაგრამ მახსოვს რომ სიზმარში ვიყავი
რაღაც მაგარზე ვიწექი და ფანჯრიდან (რომელსაც ნახევარი კედელი მოეცვა)
შემოსული დილის სინათლე უსიამოვნოდ მხვდებოდა სახეზე
შეწუხებული უკმაყოფილოდ გავმოძრავდი რის შედეგადაც სახეზე თმა ჩამომეყარა
იმ ფაქტს შეგუებული რომ სამყაროს ჩემი გაღვიძება სურდა ოდნავ წამოვიწიე თუმცა ჩემდა გასაკვირად ძლიერმა მაგრამ ამავდროულად ნაზმა ხელმა კვლავ დამაბრუნა
ამავე ხელმა სახიდან ლოკნები მომაშორა და თვალებთან მომიჩრდილა
მხოლოდ საბოლოოდ გაღვიძებულმა გავაანალიზე რაც ხდებოდა
მე...საავადმყოფოს პალატაში გოგონას საწოლთან მდგარ სავარძელზე ჩაძინებულს თავი ამდენიხნის უნახავი ქერათმიანი ბიჭის ფეხზე მედო მისი მოსაცმელი მეფარა თმაზე კი მისი ნატიფი თითები მეფერებოდნენ
არ განვძრეულვარ გაუცნობიერებლად უფრო ავეკარი
არვიცი იყო ეს სიხარული თუ იყო ეს ადრენალინი უბრალოდ თვალს ვეღარ ვხუჭავდი უბრალოდ არ შემეძლო სიზმრების ყოვლისშემძლე სამყაროში დავბრუნებულიყავი
-ჯერ ძალიან ადრეა დაიძინე
მონატრებული ხმის გაგონებისას მინდოდა მეტირა
მისი თითები ხან ჩემს დაუვარცხნელ თმებში დასრიალებდნენ ხანაც გრილ ლოყებზე მეხებოდნენ რაც საშინლად მიწვავდა კანს
-როდის მოხვედი?
არმინდოდა სიჩუმე მე დამერღვია თუმცა საშინლად მინდოდა მისი ხმა კიდევ ერთხელ გამეგო
-როცა მოვედი უკვე გეძინა
მართალია...არმახსოვს როდის მოვიდა როგორცჩანს მართლაც მეძინა
ალბათ ჯონგუკსაც გადაეყარა
ალბათ ექიმსაც ესაუბრა
ალბათ უკვე ყველაფერი იცის
მაშინ რატომაა ასე წყნარად
ნუთუ ვერ ათვითცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას
მე არ მიყურებდა
მზერა იუნჯისკენ ჰქონდა მიპყრობილი
მხოლოდ მაშინ შემომხედა როცა მე გაკვირვებული მზერით ავხედე
ერთხანს თვალებში მიყურა
მის სახეზე არანაირი ემოცია არ ისახებოდა ასეთ თეჰიონს ჯერ არ შევხვედრილვარ...
გოგონა საწოლში ოდნავ შეირხა და საბანი სხეულიდან ჩამოუსრიალდა
ფეხზე წამოვდექი რომ პატარა სითბოში დამებრუნებინა თუმცა ქერათმიანმა ხელზე მოქაჩვით კვლავ სავარძელზე დამაბრუნა
გაკვირვებული თვალები კვლავ მის თითქოს სიკვდილ სიცოცხლის საკითხზე ჩაფიქრებულ სახეს მივაპყარი
-რაღაც მინდა ვცადო
უჩვეულოდ მკაცრი ტონით მითხრა მან და ვიდრე რამის თქმას მოვასწრებდი ჩემს ტუჩებს დაეწაფა
ჯერ არ მკოცნიდა უბრალოდ როგორც სულელურ სერიალებში იციან ბაგეებ შეწებებულივით იჯდა
შემდეგ ნამდვილ კოცნაზე გადავიდა უხეშ მბრძანებლურ...ასე არასოდეს მოქცეულა მე არც ვპასუხობდი უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა დაემართა იმ ადამიანს ვის ბაგეებსაც ვარ შეჩვეული
აშკარაა ეს არ მოეწონა ექსპერიმენტს როგორცჩანს მარტო ვერ გაართმევდა თავს
მოულოდნელად წელზე მომიჭირა ხელი მეკი ტკივილისგან უნებლიედ წამოვიყვირე...მასაც მეტი რა უნდოდა თავისი ცხელი ენით შემოაღწია ჩემს პირში თუმცა როცა გადავწყვიტე უბრალოდ მოვდუნებულიყავი და კოცნაში ავყოლოდი სწორედ მაშინ...გაჩერდა
უბრალოდ გაჩერდა და მომშორდა
-არა, მაპატიე ზედმეტად რთულია...იმის შემდეგ რაც მოხდა...ვფიქრობ ვეღარასდროს შევძლებ შენს შეხებას
-თეჰიონ...
-უბრალოდ გულს მირევს შენი თავბრუდამხვევი სურნელიც კი შენი რძისფერი კანი და...და...დაა...
ბიჭი წამიერად ჩერდება თვალებში მიყურებს და სიცილი უტყდება ისე ძლიერ იცინის რომ ცოტაც და იატაკზე აღმოჩნდება გრეხვისგან
სტოოპპ!!!
-გადაღებულია!!! კიმ გაგიხმა თავი თეჰიონ ხომ ვერ ამიხსნი რა ჯანდაბა გაცინებს
შუახნის კაცი თავისი სკამიდან დგება და ჩაბჟირების დონემდე მისულ ბიჭს უახლოვდება
-ბოდიში ბატონო რეჟისორო უბრალოდ ზედმეტად სასაცილოა მე აქ და დამიინვალიდდა მეკიდევ ვზივარ და გათხოვილ გოგოს ვუხსნი რა კარგი სუნიაქვს
ქერათმიანმა კვლავ სიცილი მორთო და მას კუთხეში მდგარი შავთმიანიც აჰყვა
ამჯერად რეჟისორის რისხვა მას დაატყდა თავს
-შენ სადღა ეგდე ჯეონ ისევ ჭამდი არა?! სცენარის მიხედვით მალე შენი გამოსვლაა მზად რატომ არხარ
-მზად ვარ რეჟისოროო მზაად ვიცი როცა რეიჩელი ისევ ტირილს დაიწყებს უნდა შევვარდე პალატაში და გავლახო ვი იმისგამო რომ ჩემ ცოლს კოცნიდა
შუახნის კაცმა ჯეონს სცენარი ესროლა იმ იმედით რომ თავში გაარტყავდა მაგრამ შავთმიანმა მოხერხებულად დაიჭირა
-მაშ კარგი თუ ყველა ასეთი გენიოსია თქვენ მოიფიქრეთ უკეთესი სცენარი
რეჟისორი გადასაღებ მოედანს ხმაურიანი ნაბიჯებით ტოვებს თან მიაქვს ჩვენი კარგი ხასიათიც
-ღმერთო ამ კაცს აშკარად იუმორთან პრობლემები აქვს
კვლავ სიცილით ამბობს ქერა და კაცს მზერით აცილებს
-ეი ბიონი არ გინახავთ დამპირდა ქათმის ჩხირებს მოგიტანო
ნაწყენი ხმით ამბობს ჯონგუკი და სავარძელზე ჩვენს გვერდით ჯდება მე და ქერა უარყოფის ნიშნად ვაქნევთ თავს
სამწუხაროა...არც ჩვენ ვიტყოდით უარს ქათმის ჩხირებზე
-ღმერთო ეს კაბა მგუდავს საშინლად მიჭერს
-ნაკლები ჭამე და აღარ მოგიჭერს
დამცინავი ტონით მეუბნება ქერა და იმწამსვე სახეში ბალიში ხვდება
კიდევ ერთი დარტყმისთვის ვემზადები ბალიშს რაც შეიძლება ძლიერად ვიქნევ და უეცრად ნაცნობი ხმის გაგონებაზე ვშეშდები
-გესმით?
-რა?
უკვე ტელეფონის ეკრანს მიშტერებული მეკითხება ჯეონი( როგორც ჩანს ლოდინი მობეზრდა და გადაწყვიტა გაიგოს სად არის ბიონი თავის შეკვეთილ ქათმის ჩხირებთან ერთად)
-ღიღინი...
ბიჭები ჩუმდებიან ყურს უგდებენ მაგრამ თუ იმ გამომეტყველებით ვიმსჯელებთ რომლითაც ერთმანეთს გახედეს არაფერი გაუგიათ
-სერიოზულად? ნუთუ მართლა არ გესმით
ყელსა და კისერზე ნაზ შეხებას ვგრძნობ
ღიღინი არ წყდება ვგრძნობ ყველაფერი ნელ-ნელა როგორ ფერმკრთალდება
თითქოს რაღაც მექაჩება და სამყაროდან მაგდებს
-გაიღვიძე?
ღიღინი წყდება იდაყვებს დაყრდნობილი თავს ვწევ ქერათმიანის მხრიდან თაფლისფერ თვალებში ვუყურებ
-ძილში ლაპარაკობდი რა დაგესიზმრა?
ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ჩურჩულით მეუბნება და სახეზე ჩამოყრილ შავ თმას ყურსუკან მიწევს
შემდეგ იყო თავის გაქნევა ღიმილი და კვლავ მის მხარზე დავასვენე თავი
გამხდარი ხელები ძლიერად შემოვხვიე გამოუძინებელ სხეულს მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა გულისცემა კი საათის წიკწიკივით ჩამესმოდა
არაფერი შეცვლილა საავადმყოფოში ვიყავით იუნჯის პალატაში
და მე მეღვიძა
ღია ფანჯრიდან შემოსული ნიავი ტაოს მაყრიდა
ქერათმიანის მშვიდად მოძრავ გულმკერდზე თითებით წრეებს ვხაზავდი
ვიცოდი არც მას ეძინა ვიცოდი ახლა მიყურებდა
აკვირდებოდა ჩემს ძილისგან ოდნავ შეშუპებულ ტუჩებს
-როდის მოხვედი?
პასუხი არ ყოფილა
უბრალოდ ლოყაზე მეფერებოდა და მიღიმოდა
-შენ რა მთელი ღამე არ გეძინა?
პასუხი კვლავ არ ყოფილა
უბრალოდ თვალები დახუჭა და თავი გააქნია
ცოვი ცხვირი მის კისერში ჩავრგე და ჩემი პრინცის სურნელი ხარბად შევისუნთქე
-მომენატრე
ეს მე არ მითქვამს...
თუმცა ვაპირებდი
გამეღიმა
მიხაროდა
მაგრამ ეს არ იყო კარგის ნიშანი
-აღარ დაგირეკავს
ოდნავ ნაწყენი ხმით დავიჩურჩულე თითქოს მეშინოდა არ დამეფრთხო
-ვიცოდი არ მიპასუხებდი
ღმერთო ეს ხმა...
როგორ შეუძლია ასე მომექცეს
-რავქნა არ ვიცი
წარმოუდგენლად ძლიერად მინდოდა ტირილი
თუმცა რატომ არ ვიცოდი
იმიტომ,რომ როგორც იქნა ის აქ იყო ის ჩემთან იყო თუ იმისგამო რომ ეს დროებითი იყო
სუნთქვა შემეკრა
მის გვერდით ჰაერი აღარ მყოფნიდა
წყეული კაბა...
თეჰიონმა შუბლზე კოცნა დამიტოვა თითქოს დამამშვიდაო
და უცებ სუნთქვა შევძელი
კაბა ზურგთან ნაკერებზე გახია ნუთუ ზიზღის გამო...
მოშიშვლებულ ბეჭებზე თავის ცივ ხელს დაასრიალებდა
რატომ არ შეიძლება ზოგი წამი წლებით გაიწელოს
***
-ექიმმა თქვა რომ იუნჯის კიდევ ცოტახანს გააჩერებენ აქ თუმცა საშიში არაფერია სიფრთხილეს თავი არ სტკივა
-გასაგებია მიხარია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და...იმ ორზე რას იტყვი რასაკვირველია ერთმანეთს გადაეყრებოდნენ
კუთხიდან გამოვიხედე და დერეფნის ბოლოში ორ ერთმანეთში მოსაუბრე ბიჭს გავხედე
-გაგიკვირდება და იმაზე მშვიდად იქცევიან ვიდრე წარმოიდგენდი
-გასაგებია რამე ხომარ გჭირდება?
რამდენიმე წამს დავფიქრდი ჯერ პალატას გავხედე შემდეგ იმ ორს
-სახლში მინდა...
-კარგი ახლავე მოგაკითხავ
მეგობრის ამ სიტყვების შემდეგ მობილური გავთიშე სრულიად გამოვრთე რომ ჩემი წასვლის შემდეგ ტირანს ზარებით ტვინი არ წაეღო
გამოსამშვიდობებლად პალატაში შევედი
იუნჯის საწოლთან ჩავიმუხლე და მძინარე გოგონას თმაზე ხელი გადავუსვი
ბევრი რამის თქმა მინდოდა თუმცა ვერაფერს ვამბობდი
ბევრ რამეზე ვწუხდი მაგრამ ეს წუხილი ჩემში უნდა მომეკლა
***
-ჰავაიზე რას იტყვი ხომ გიყვარს თბილი და მზიანი მხარეები
წითური მეგობრის მორიგი შემოთავაზების დაიგნორების შემდეგ ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი
ეს წვიმა ოდესმე შეწყდება?
-კარგი მაშინ კანადა სუფთა ჰაერი არაჩვეულებრივი ბუნება პოლარული დათვები
ხმა არ ამომიღია ისევ ფანჯარაში ვიცქირებოდი
-კარგი ბოლო შემოთავაზება ბრაზილია ფესტივალები კარნავალები ნაირნაირი საჭმელები გარუჯული გოგოებიი...
-ბექიონ!
გაღიზიანებულმა გავხედე მეგობარს და მისი გაკვირვებული მზერა დავიმსახურე
-მორჩი! ხომ იცი ის არ მომცემს საშუალებას სადმე წავიდე
რამდენიმე წამს სიჩუმე იყო შემდეგ წითური ფეხზე წამოდგა ოთახში ბოლთას ცემდა ცდილობდა გაბრაზებული ტონით არ დაეწყო მომდევნო წინადადება
-არა ეს უკვე ზედმეტია მისი მონა არხარ აუხსენი რომ ამ ყველაფრის შემდეგ დასვენება გჭირდება განტვირთვა და რომ მის გარეშე...
-ქალბატონო რამე ხომარ გჭირდებათ
კარს მოახლე აღებს და ბექიონიც თავის სიბრაზეს ახშობს
სწორიცაა საჭირო არაა ჩვენი კონფლიქტის შესახებ სხვებმაც იცოდნენ
-არა ბეტი მადლობ...თუმცა მოიცადე
უკვე გასასვლელად მზად ქალს ვაჩერებ რაფიდან ჩამოვდივარ იქვე დაგდებულ საქორწინო კაბას ხელში ვიღებ და მოახლეს ვაწვდი
-ეს გადააგდე დაწვი ან ჩამარხე რავიცი რაც გინდა ის უქენი
დაბნეული მოახლე ერთხანს უხმოდ მიყურებს თუმცა როცა ხვდება რომ არ ვხუმრობ კაბა მიაქვს და გადის
ბეტის გასვლის შემდეგ ბექიონს გავხედე მკერდთან ხელები გადაეჯვარედინა და ნაწყენი თუმცა ამავდროულად თითქოს სიბრალუთ სავსე თვალებით იყურებოდა
ღრმად ამოვისუნთქე მივედი და გაბუტულ ბიჭს მოვეხვიე
-მისმინე ბიონ...
ჩემი სიტყვა ჭიშკრის გაღების სიგნალმა გაწყვიტა
-ვონი ასე მალე დაბრუნდა სამსახუროდან?
მეგობარივით გაკვირვებულმა მხრები ავიჩეჩე და ასე ორი დაბნეული სხეული ფანჯარას მიეჭრა
ეზოში ორი შავი მანქანა შემოვიდა საიდანაც შარვალ კოსტუმში გადმოსული რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა
-სტუმრებს ველოდებით?
მე და წითურმა კარს ყური მივადეთ როგორც ექვსი წლის ბავშვებმა რომელთაც სურთ გაიგონ მშობლები რაზე საუბრობენ
კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა სულ მალე რამდენიმე მათგანი ჩემს ოთახში შემოვიდა
-ქალბატონო რეიჩელ ბატონმა ჯეონმა გამოგვგზავნა დაგვავალა თქვენს ახალ სახლში გადაგვეყვანეთ გთხოვთ ნივთები შეაგროვოთ
-ახალ სახლში?
-ახალ სახლში?
თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ბიონმა და ერთმანეთს გავხედეთ
პასუხად მხოლოდ ჯეონის ფინიებს თავის დაქნევა მივიღეთ დასტურის ნიშნად
-ჩემთვის მას არაფერი უთქვამს ახალ სახლზე
-ეს გადაწყვეტილება სპონტანურად იქნა მიღებული გთხოვთ ბევრს ნუ გვალაპარაკებთ და წამოგვყევით
-საოცრებები და საოცრებები იურაე ჯონგუკის მსახური კიარაა არსადაც არ წამოვა
-და თქვენ ვინ ბრძანდებით
-ბიონ ბექიონი მისი მეგობარი
-ბატონო ბიონ გთხოვთ ხელს ნუ შეგვიშლით დავალების შესრულებაში
წითურა მათკენ გაიწია აშკარა იყო აქ სკანდალი დატრიალდებოდა რომ არ შემეჩერებინა.
სულ მალე რამდენიმე ჩემი ჩემოდანი და თვითონ მე ერთ-ერთ მანქანაში ვიყავით მოთავსებულნი
რათქმაუნდა ბიონმა ჩემთან ერთად წამოსვლა დაიჟინა და რათქმაუნდა ამის უფლება არ მისცეს
რომ ვთქვა რომ მეშინოდა მოვიტყუები სიმართლე ითქვას ჯეონისგან უკვე ყველაფერი იყო მოსალოდნელი
ამიტომ როცა ქალაქის ცენტრისგან მოშორებით ერთ-ერთ კერძო სახლთან შევჩერდით (რომლის დიდებულება ნამდვილად ამართლებდა მეპატრონის გვარს) უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი
არ დავლოდებივარ ჩემს ჩემოდნებს როდის გადმოიტანდნენ სახლის დათვალიერებას შევუდექი
მინდოდა რაც შეიძლება მალე მეპოვა ჯონგუკი და ახსნა განმარტება მომეთხოვა
ეზო ნამდვილად მშვენიერი იყო მწვანე ბალახი რომელიც ბაღში ბიბინებდა ნამდვილად მავიწყებდა იმას რომ ,,მტრის,, ბუნაგში ვიყავი
თვითონ სახლი სამ სართულიანი იყო შიგნით შესვლისას თავი ლილიპუტი მეგონა გიგანტების ქვეყანაში
ყველაფერი ისეთი დახვეწილი და შთამბეჭდავი იყო მეც კი ფუფუნებაში გაზრდილი გაოგნებული დავრჩი
ორნამენტებით გაფორმებულ ხის მოაჯირს რომელიც ასევე წითელ ხის კიბეს მიუყვებოდა ზემო სართულებისაკენ გავყევი
უამრავი ოთახი რომლებიც მეტწილად ჩაკეტილი იყო ერთმანეთში მერეოდა დერეფნებში მოსეირნემ ერთ-ერთი ოთახის კართან ვიღაცის სილუეტი დავლანდე
-უკაცრავად ხომ ვერ მეტყვით ჯეონ ჯონგუკი სად ვნახო?
სხეული ადგილზე გაიყინა
როცა მივუახლოვდი მივხვდი რომ ეს ხანშიშესული კაცი იყო თეთრი გაჭაღარავებული თმით და ასევე ჭაღარა წვერით
მის სამოსი რომელსაც ტალახი და ბალახისაგან გამწვანებული ადგილები ამშვენებდა აშკარად დიდი ხანია არ გარეცხილა
მის გარეგნობას თუ გავითვალისწინებთ მებაღე უნდა ყოფილიყო საკმაოდ მტრულად განწყობილი მებაღე
კაცს სახეზე ზიზღი და გაბრაზება ეტყობოდა ისე რომ პასუხი არ გაუცია მოახლოება დაიწყო მეც ინსტინქტურად უკან დავიხიე
ნუთუ ქურდი ვგონივარ? იქნებ ამიტომ მიყურებს ასე
-უცხო არ გეგონოთ მე ჯონგუკის(არ მჯერა რომ ამას ვამბობ) ცოლი ვარ
კაცი მოახლოებას არ წყვეტდა მიახლოვდებოდა და როცა ჩემგან რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა ჯიბიდან ბაღის მაკრატელი ამოიღო
თვალები გამიფართოვდა ძარღვებში კი სისხლი ამიდუღდა
-რეიჩელ მკვლელო!
მისი ყვირილი ექოდ გაისმა ცარიელ დერეფნებში შიშისგან განძრევა არ მინდოდა თუმცა ჩემი სხეული ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა
ფეხებმა თავისით დაიწყეს გაქცევა
უკან მიხედვა არც მინდოდა და არც მჭირდებოდა იმ კაცის ყვირილი მაკრატლის ჰაერში ქნევის და მისი ნაბიჯების ხმა რომელიც უკან მომყვებოდა მარწმუნებდა იმაში რომ დიდ შარში გავხვიე თავი
ძალიან დიდ შარში
გონება მეუბნებოდა მომენახა რაიმე ნივთი რითაც თავის დაცვას შევძლებდი მაგრამ ვერ ვბედავდი გაჩერებას
თვალებით ვეძებდი ღია ოთახს თუმცა გამბედაობა არც იმისთვის მყოფნიდა შევჩერებულიყავი და შემემოწმებინა ღია იყო თუარა რომელიმე ოთახი უბრალოდ გავრბოდი საით გავრბოდი არც კი ვიცი
თავის გადარჩენით დაკავებული მე რაღაცას უფროსწორად ვიღაცას შევეჯახე
-ჯეონ დამეხმარე ის ის ვიღაც...
შავთმიანს მაისურზე ვქაჩავდი თან ვცდილობდი სული მომეთქვა
ჯონგუკს სახეზე ერთი ემოციაც კი არ ეტყობოდა
-ჯონგუკ გესმის? საერთოდ მისმენ? ის კაცი კომბინიზონში და თეთრ თმაში...
-მკვლელო!!!!
ყვირილი კვლავ გაისმა მაკრატელ მომარჯვებული კაცი ჩვენკენ მორბოდა
ნუთუ ისევ სიზმარში ვარ?
თუ ასეა მინდა სასწრაფოდ გავიღვიძო! სასწრაფოდ! ახლავე!
შავთმიანს მთელი ძალით ავეკარი და თვალები დავხუჭე ველოდი ეს სიზმარი როდის დასრულდებოდა
არ დასრულებულა
დასრულდა მხოლოდ ყვირილი ერთი და იმავე სიტყვისა
კაცი ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შეჩერდა
ვუყურებდი მას ვხედავდი როგორი შეშინებული სახით იდგა და აკვირდებოდა ჯეონს
ისერომ შავთმიანის სხეულს არ მოვშორებივარ მას სახეზე ავხედე კოპებშეკრული საკმაოდ გაბრაზებული უყურებდა ჭაღარას
-ბატონო მე...მე... ეს გოგო ხომ...
-დაიკარგე
ბიჭის ამ სიტყვაზე ჭაღარა თვალთახედვის არეალიდან გაქრა
მეკი ვიგრძენი როგორ მომიდუნდა მთელი სხეული
თითქოს ნაჭრის თოჯინა ვიყო სხეულის დამორჩილება ვეღარ შევძელი და წასაქცევად მოვემზადე
შავთმიანის ძლიერმა ხელებმა მოასწრეს როქორც ბუმბული ისე ამიტაცა და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა
ეს საძინებელი იყო
სამწუხაროდ მისი დათვალიერება ვერ მოვახერხე ვინაიდან ჩემი გონება კვლავ თვითგადარჩენის რეჟიმზე იყო გადართული
რბილ საწოლზე დამაწვინა თუმცა დაწოლა არ მინდოდა გული ჯერკიდევ სწრაფად მიცემდა
როგორც კი სხეულში მცირედი ძალა ვიგრძენი წამოვჯექი
-ეს რაიყო? რატომ სცადა ჩემი ნაკუწებად დაჭრა? აქ რატომ მომიყვანე? და რატომ არ დამხვდი როცა მანქანიდან გადმოვედი?
ბიჭი რომელიც ამდროის მანძილზე ოთახის მეორე მხარეს მდგარ მაღალ ტუმბოში რაღაცას ეძებდა ახლა მე მომიბრუნდა მომიახლოვდა გვერდით დამიჯდა და გამიღიმა
ჯანდაბა როგორ შეუძლია ახლა იღიმოდეს?!
-დაივიწყე რეიჩელ და დამშვიდდი
-როგორ დავმშვიდდე ჩემი მოკვლა უნდოდათ გესმის შენ მოკვლა!
ფეხზე წამოვდექი უბრალოდ არ შემეძლო ახლა მშვიდად ყოფნა
ჯეონმა ხელი ჩამავლო და კვლავ საწოლზე დამსვა
ხელი არ გაუშვია მაჯაზე მიჭერდა და ვიდრე მე მისი კლანჭებიდან თავის დაღწევას ვცდილობდი პატარა ჩხვლეტა ვიგრძენი რის შემდეგაც მწარე სითხე ჩემს ძარღვებში ჩაიღვარა
-ეს რაიყო?!
ჯერ მომღიმარ ჯეონს გავხედე შემდეგ კი ნაჩხვლეტ ადგილს რომლიდანაც რამდენი სისხლის წვეთი ჩამოვარდა
ირგვლივ ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო
ფერები გამუქდა ნელ-ნელა ჩაბნელება დაიწყო ყველაფერმა
-არაფერი უბრალოდ დამამშვიდებელი
მშვიდად თითქმის ჩურჩულით მითხრა ჯეონმა და მსუბუქი ხელისკვრით კვლავ დამაწვინა
-არ გავს....დამამშ....დამამშვიდებელს....
ბოლო ძალებს ვიკრებდი რომ არ დამძინებოდა
თუმცა ძილი საშინლად მინდოდა
მინდოდა კვლავ ავმდგარიყავი
სახლში მინდოდა თუმცა მთელი სხეული გამბუჟებოდა
-ჩშშშ...დაიძინე როზი...
-როზი?
შემდეგ იყო სიბნელე
სიჩუმე და სიზმრების სამყარო თვალუწვდენელი
თავბრუდამხვევი....
____________________________________
მემგონი ამხელა თავი პირველად დავდე 😜 იმედია მოგეწონათ 💜
