18 страница29 апреля 2026, 17:32

მოულოდნელობა და სატელეფონო ზარი

-სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს?! კიდევ რამდენხანს გასტანს შენი ,,შურისძიება,,?!

-სანამ მე არ ჩავთვლი რომ საკმარისია

-შენსგამო ეს გოგო უკვე საკმაოდ დაინატნჯა აპატიე და დაივიწყე! სადამდე გასტანს ეს ყველაფერი?! სანამ იურაეს თვითმკვლელობამდე არ მიიყვან?!

-ჰო ალბათ სწორედ ამას ვგეგმავ....

ოთხი თვით ადრე

ყოველთვის ვიცოდი

მესმოდა

ვაანალიზებდი შემდეგი სიტყვების მნიშვნელობას

,,ყველაფერი იცვლება,,

ღარიბი მდიდრდება მდიდარი ღარიბდება
ლამაზი უშნოვდება უშნო ლამაზდება

მაგრამ...შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და შემდეგ აღმოჩნდეს რომ ეს დროებითი იყო

სინამდვილეში არაფერი შეცვლილა

მე ისევ იუ რეიჩელი ვიყავი ,ბექიონი ისევ იურაეს მეძახდა

მე ისევ უზარმაზარი სახლის მეორე სართულის ფანჯარასთან ვიჯექი

ისევ გავყურებდი ბიძის ბაღს და ისევ ვაგვიანებდი სკოლაში

თებერვალი არიყო
მაინც ციოდა

ახლა თეჰიონის ჩახუტება გამათბობდა

მაგრამ ის აქ არიყო

ყველაზე მეტად ის მტკენდა რომ ის იქვე იყო

სეულში მეგობრის სახლში

ალბათ ახლა დაბრუნდა ღამის სმენიდან და ტანსაცმლის გახდის გარეშე დაიძინა

,,ნუცდილობ თეჰიონ,,
,,ნუცდილობ ჩემთან ახლოს ყოფნას,,
,,დაბრუნდი ტეგუში,,

კაცმა არ იცის რამდენჯერ გავუმეორე ბოლო კვირების მანძილზე ეს სიტყვები

თუმცა ის არ მიჯერებდა

იუნჯისთან ერთად სეულში გადმოვიდა ჯიმინს საბოლოოდ ჩაუსახლდა და ძალღონეს არ იშურებდა რომ ჩემამდე მოეღწია

,,გაჩერდი თეჰიონ უკვე ვეღარაფერს შევცვლით,,

საწერ მაგიდაზე მიყრილ მოყრილ ქაღალდებში თითქმის ჩაძირულ ქორწინების მოწმობას შევხედე

ნუთუ ასე მალე გადის დრო...

ოთახის კარი გაიღო და მოსამსახურე ქალი შემოვიდა

-ქალბატონო რეიჩელ გაგვიანდებათ ჯერ მზად არ ხართ?

-მზად ვარ

ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე, ფანჯარას მოვშორდი და ფორმა შევისწორე მხოლოდ შემდეგ შევნიშნე რომ სახე სველი მქონდა

ცივი ხელებით თვალები შევიმშრალე ბოლოდროს ხშირად ვტირი

ვტირი და ვერცკი ვიაზრებ რომ ვტირი

რა უცნაურია...

ძვირადღირებულ ავეჯს ჩავუარე კიბეზე ჩავედი და ღამის კოშმარად ქცეული სახლის ზღურბლს გადავაბიჯე

მანქანა და მძღოლი უკვე მელოდებოდნენ ამიტომ ზედმეტი სიტყვების გარეშე უკანა სავარძელზე დავჯექი

წვიმდა...

მანქანა თითქოს საუკუნეებს უნდებოდა სკოლამდე მანძილის გავლას

ან იქნებ მე მეჩვენებოდა ასე

ვონ ოპპა

მობილურმა ზუზუნი დაიწყო და ეკრანზე ჩემი ძმის სახელი გამოჩნდა

-გისმენ

-იმედიმაქვს ყოველგვარი გამოხტომების გარეშე მიაღწევ სკოლამდე

მისი ხმა ჩვეულებისამებრ მკაცრად ჟღერდა

ღმერთო როგორ მომბეზრდა

-რათქმაუნდა

-არმინდა იგივე სისულელე ჩაიდინო რაც ჯეონებთან შეხვედრის დღეს გააკეთე ის ვახშამი ორივე ოჯახს მწარედ დაგვამახსოვრდა შენს გამო

-არაფერს ცუდს არ ვიზავ

პინოკიო სად ხარ პინოკიო

-კარგია

ყურმილი ისე სერაფად დაკიდა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი

მანქანა კვლავ სკოლა იმპერიის ჭიშკართან გაჩერდა

ისევ წვიმდა...

დერეფნებში მიმავალი მე ერთფეროვან გარემოს ერთფეროვან ადამიანებს ზიზღით ვუყურებდი

ჩემთვის
ადამიანისთვის რომელმაც
ფერებით გრძნობებით და მეგობრობით სავსე სამყარო იხილა ძნელია ,,ჩვეულ,, გარემოში დაბრუნება

წვიმა არ წყდება...
სკოლის მოსწავლეები ჩემზე საუბრობენ

,,ეს იუ რეიჩელი არაა?,,
,, როდის დაბრუნდა,,
,,მართალია რომ ჯეონ ჯონგუკს გაყვა ცოლად?,,

-ჰეი იურაეეეე

გამხდარი თუმცა ძლიერი მკლავი ჩემს მხრებს გველივით ეხვევა და წითური თმა ერთფეროვან გარემოში სინათლის სხივივით ანათებს

-როგორხარ გვაკლდი

-გუშინ ერთად ვსადილობდით ბიონ

ოდნავი ღიმილით ვეუბნები და ჩვენი კლასისკენ ვაგრძელებ გზას რომელიც მოცულობით აუდიტორიას უფრო მოგაგონებთ

ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა ნამდვილი ტანჯვა იყო განსაკუთრებით მაშინ როცა ათობით მზერას ვგრძნობდი ჩემზე

1...2...3...

შუახნის ბატონი ლი ზარის დარეკვას აგვიანებს
ალბათ საყვარელი მუსიკის მოსმენაში კვლავ ჩაეძინა

თეჰიონსაც ხშირად ძილი ერეოდა მუსიკის მოსმენისას...

ჯანდაბა სადაა ზარი ამდენ ხანს

ტირანი:სკოლის შემდეგ მოგაკითხავ

ტელეფონზე შეტყობინება მომდის და ნახვისთანავე ვგრძნობ როგორ იწყებენ ჩურჩულს ჩემს უკან მჯდომნი

,,როგორ ფიქრობ მან მიწერა?,,

რეიჩელ:არა მადლობ მძღოლი მყავს

ტირანი:ეს შემოთავაზება არ ყოფილა

უსიამოვნების შეგრძნებამ მთელს სხეულში დამიარა
ჯონგუკი აქ
ყველას დასანახად მომაკითხავდა?
ყველას დასანახად მაიძულებდა მორჩილი ცოლის როლი კვლავ მეთამაშა?

გულისრევის შეგრძნება მომერია და დაუკითხავად კლასიდან გავვარდი
თან გავიყოლე გაკვირვებული მზერები რომლიდანაც ერთი აღმოჩნდა რომ ამედევნა კიდეც

***
თითქოს ძალებისგან გამოწურესო კაბინაში იატაკზე ვიჯექი და ხელსაწმენდებით პირს ვიწმენდდი

-ჰეი იურაე? როგორხარ?

კაბინის კარზე წითურამ დააკაკუნა მეკი ფეხზე წამოვდექი და ფორმის გასწორების შემდეგ
(რამაც თუ ბიანოს რეაქციით ვიმსჯელებთ სულაც არ მომაწესრიგა) გამოვედი

-სახეზე ფერი არ გადევს გინდა მედპუნქტში წაგიყვან?

-კარგად ვარ და სხვათაშორის ეს გოგოების საპირფარეშოა

წითურას თვალები ოდნავ მოეჭუტა და ტუჩის კუთხე ჩაუტყდა

-ეემმ...კარგი მასე გჯეროდეს

ვიდრე მეგობრის სიტყვებს გავაანალიზებდი ტელეფონმა კვლავ ზუზუნი დაიწყო

ტირანი:გადავიფიქრე ახლავე შევხვდეთ უკვე სკოლას ვუახლოვდები

ერთისმხრივ კვლავ ზიზღს მგვრიდა ის ფაქტი რომ ამ ადამიანთან ერთად უნდა ვმჯდარიყავი მანქანაში

თუმცა მეორესმხრივ მისი მადლიერი ვიყავი ვინაიდან გეგმები შეცვალა და გაკვეთილის პროცესში წამიყვანდა

ეს კარგი იყო..ძალიან კარგი...ნაკლები ცნობისმოყვარე თვალი აშკარა პლუსი იყო

-ჯონგუკი უკვე აქაა შეგიძლია მასწავლებელს რამე მიზეზი უთხრა ვითომ ავად გავხდი ან გული წამივიდა? რომ სკოლიდან გაპარვაში არ ჩამითვალოს

წითურა ერთხანს ჩუმად მიყურებდა თავისი ღია თაფლისფერი თვალებით შემდეგ ნატიფი ხელი შუბლზე შემახო

-მგონი ტყუილისთქმა არ მომიწევს იქნებ ექიმთან მისულიყავი?

მისი ხელი უხეშად მოვიშორე და ტელეფონი რომელიც ზუზუნს არ წყვეტდა ჯიბეში ჩავიდე(ალბათ ის მირეკავს ლოდინით დაიღალა)

შენობა ბექიონთან ერთად დავტოვე
ჩემდა გასაკვირად არავის გავუჩერებივართ
თუმცა რა მიკვირს,ალბათ მიჩვეულები არიან,რომ ბიონი ყოველდღე იპარება და ურჩევნიათ კარიდან გაუშვან ვიდრე ისევ მიწიდან ააფხიკონ ფანჯრიდან მორიგი გადმოხტომის შემდეგ

ჭიშკართან გაჩერებული ვერცხლისფერი მანქანა დავლანდეთ მაღალი თმააჩეჩილი შავთმიანი ბიჭი კი მას ეყრდნობოდა და საათს ყოველ სამ წამში დაჰყურებდა

როცა შეგვამჩნია სახეზე აშკარა უკმაყოფილება გამოესახა

რათქმაუნდა...მეხომ კომპანიონთან ერთად ვარ იცის რომ ბიონი არ მისცემს უფლებას რამე ზედმეტი მაკადროს

-დაგაგვიანდა

დაბალი ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მომმართა ჯეონმა და მეც კვლავ გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა

-დრო არ დაგიკონკრეტებია

-და გამცილებელი რაღათ გინდოდა ჭიშკრამდე მარტო ვერ მოხვიდოდი?

მართალია მეგობრისკენ ზურგით ვიდექი მაგრამ დარწმუნებული ვიყავი სიბრაზე უკვე უელავდა ღია ფერის თვალებში

-მეც თქვენთან ერთად მოვდივარ

მტკიცედ განაცხადა ბიონმა
რასაც შავთმიანის ოდნავი ჩაცინება მოჰყვა

-ეს რა არის? აქცია 1+1 ? თუ კომპლექტში მოყვები

ჯონგუკმა მანქანის კარი გააღო რაც ნიშნავდა რომ უნდა ჩავმჯდარიყავი (მძულს სახლის ძაღლივით ყოფნა)

მანქანისაკენ გავიწიე როცა წითურამ გამაჩერა

-იურაე...ფრთხილად იყავი...

უხმოდ გავუღიმე და თავი დავუქნიე მისი ნერვიულობა არაფერში მაწყობდა

-ჯეონ რაე ავი ღიმილით ,,შეუსწორა,, ჯონგუკმა და მანქანაც ადგილს მოსწყდა

-სად მივდივართ

სიჩუმე დავარღვიე როცა უკვე სკოლას საკმაო მანძილით მოვშორდით

-საქორწინო კაბა უნდა ავარჩიოთ

-საქორწინო კაბა?მაგრამ ხელი ხომ უკვე მოვაწერეთ გინდა ქორწილიც გადავიხადოთ?

ვგრძნობდი სისხლი როგორ მაწვებოდა სახეზე ეს უკვე ზედმეტი იყო ყველაფერს ისე აკეთებდა რომ მე არ მეკითხებოდა

-რათქმაუნდა არა პრინცესავ უბრალოდ კაბას და სმოკინგს ავარჩევთ რამდენჯერმე სარკისწინ დავტრიალდებით და წამოვალთ

-რატომ? რასაჭიროა ეს?

პასუხად არაფერი უთქვამს უბრალოდ გამიღიმა და კვლავ გზაზე მოახდინა ფოკუსირება

თითქმის ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ ნაცნობ ატელიესთან შევჩერდით
ნეტავ რატომ აქვს ამოჩემებული ეს ადგილი

-მოგესალმებით ბატონო ჯეონ დიდიხანია არ გამოჩენილხართ რით შეგვიძლია გემსახუროთ?

ყურებამდე გაწელილი ღიმილით შეგვეგება ნაცბობი გოგონა და ჯონგუკის სიტყვების შემდეგ ღიმილი დაბნეულობამ ჩაანაცვლა

-სა..საქორწინო კაბა? თქვენ ქორწინდებით?

მომეჩვენა რომ მის ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა
ან შესაძლოა სულაც არ მომეჩვენა

-სინამდვილეში უკვე ვართ ცოლ ქმარი უბრალოდ ქორწილისგამო არ შეგვიწუხებია თავი თუმცა რომელ ახალგაზრდა გოგოს არუნდა საქორწინო კაბა მოირგოს

თითქოს ვიღაცის გასაბრაზებლად პირდაპირ ჩემს სახესთან საუბრობდა შავთმიანი და ,,სიტყვით გამოსვლის,,შემდეგ სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია

ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს იქ ზედმეტი ვიყავი

-აა გასაგებია აქეთ თუშეიძლება

ატელიეს ცენტრისკენ გაგვიძღვა გოგონა

***

-ამ კაბაზე რას იტყვით დასავლური სტილის ყველა მშვენება მის ნაზ ნაჭერზეა თავმოყრილი

უკვე ღმერთმაიცის მერამდენე კაბას ვიზომავდი
ჩემთვის სულერთი იყო თუმცა დივანზე მოკალათებული შავთმიანი ყოველჯერზე რაღაც წუნს უძებნიდა მას

-არა საახალწლო ნაძვისხესავითაა მორთული რაღაც უსარგებლო მძივებით

მობეზრების ნიშნად თვალები ავატრიალე და მორიგი კაბის მოსაზომად გავემართე

-არა ზედმეტად უბრალოა ვიღაცას ღარიბი ფერმერის საცოლე ეგონები

-იქნებ შენ აარჩიო მაშინ და წავიდეთ აქედან

რაც შემეძლო ,,თბილი,,ღიმილით გავხედე და ირგვლივ ჩამოკიდულ კაბებზე ვანიშნე

-საქორწინო შოპინგი დროს დაკვირვებას და ენთუზიაზმს მოითხოვს

მშვიდი ხმით მომმართა მან რაზეც უგრო გავღიზიანდი

-ენთუზიაზმს თუ ეძებ პატარძლის როლის შესრულება იმ ახალგაზრდა გოგოს სთხოვე დარწმუნებულივარ სიამოვნებით აარჩევს შენთან ერთად კაბას საკმაოდ გულდაწყვეტილი ჩანდა როცა გაიგო რისთვისაც მოვედით აქ. რაო ერთიორჯერ გასახდელში გადაღუნე და იმედი ჰქონდა რომ ცოლად მოიყვანდი?! ნუთუ ქალიშვილი იყო? ზედმეტად უნამუსო ხარ ჯეონ

შავთმიანი ხმისამოუღებლად მისმენდა შემდეგ კი უბრალოდ ადგა მომიახლოვდა და გამიღიმა

-ეჭვიანობ? თუ რამეა გასახდელი აქვეა

-გულს მირევ

ისე რომ მისთვის არც შემიხედავს იმ ადგილს მოვშორდი გასახდელში დავბრუნდი და ფატა მოვიშორე

ღმერთო როდის დასრულდება ეს ცირკი

სარკეში ჩემს თავს დავაკვირდი

კაბა მართლაც უბრალო იყო თუმცა ამაში იყო მისი ხიბლი
სიამოვნებით ჩავიცმევდი სასიძო რომ...

ნაწყენმა და გაბრაზებულმა სარკეს ხელი ვკარი

უამრავი შუშის ნამსხვრევი ძვირადღირებულ ხალიჩაზე მიმოიფანტა

თმა აჩეჩილი და ხელ დასერილი სავარძელზე დავეშვი და თვალების დახუჭვით წარმოვიდგინე რაიქნებოდა ეს ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო

სკოლის ფორმის ჯიბეში რომელიც იქვე ეგდო ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო ნომრის ნანხვის და ცრემლების მოწმენდის შემდეგ მობილურს ვუპასუხე

-გისმენ პაკ დიდიხანია არ დაგირეკავს

ნამდვილად გამაკვირვა ჯიმინის ზარმა თუმცა უფრო მეტი გაკვირვება გამოიწვია ყურმილის მეორე მხარეს გაგონილმა ხმამ რომელიც პაკს ნამდვილად არ ეკუთვნოდა

-ონი...ონი გთხოვ დამეხმარე...

ნაცნობი ადამიანის სლუკუნმა შიშის გრძნობა გამიღვიძა

-იუნჯი საყვარელო რამოხდა რატომ ტირი?

-დამეხმარე ონი გთხოვ დამეხმარე

ტირილი არ წყდებოდა მეკი უკვე სულ არ მახსოვდა საკუთარი პრობლემები

-რამოხდა? ვინმემ რამე დაგიშავა? რატომ ტირი ამიხსენი

პასუხი არ იყო მხოლოდ ცრემლები და შეშინებული გოგონას ,,დამეხმარე,,

-კარგი კარგი მითხარი სადხარ ახლავე მოვალ

-ჯიმინ ოპპას სახლში გთხოვ იჩქარე ონი...

-ნუღელავ ახლავე მოვალ

გასახდელიდან ისე გამოვვარდი თითქოს მოჩვენება დამენახოს

ჯეონისთვის ყურადღება არ მიმიქცევია გასასვლელისაკენ გავიქეცი თუმცა შავთმიანმა მკლავში ჩამავლო ხელი და შემაჩერა

-სად მიდიხარ იქნებ ამიხსნა?!

-სასწრაფოდ ჯიმინის სახლში უნდა მივიდე

მისი ძლიერი ხელებისგან თავის დაღწევას და გაქცევას არ ვწყვეტდი

-რა? რატ...თუ შენი ქერათმიანი პრინცის ნახვა გინდა იცოდე...

-იუნჯის უნდა დავეხმარო რაღაც დაემართა სასწრაფოდ უნდა ვუშველო

ტვინის ფუნქცია ლოგიკურად მეაზროვნა და ყველაფერი წესიერად ამეხსნა რომ გავეშვი აშკარად გამორთული მქონდა

-რადაემართა იუნჯის?

-არვიცი დამირეკა და მთხოვა დავხმარებოდი თან ტირისლ არ წყვეტდა ჯეონ გამიშვი უნდა წავიდე

ჯონგუკი ერთხანს უემოციო სახით მიყურებდა თვალებში კი შავი ფერი ჩაეღვარა

-ჩაჯექი მანქანაში მიგიყვან

ზედმეტი კითხვების გარეშე მისი ნათქვამი შევასრულე
მთელიგზა თითქოს ეკლებზე ვიჯექი ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი უბრალოდ მინდოდა რაც შეიძლება მალე გამეგო რახდებოდა

ჯიმინის სახლთან მისვლისას კარზე ხელების ბრახუნი დავიწყე

-იუნჯი გესმის ჩემი

კარს ყური მივადე მეორე მხრიდან სლუკუნის ხმები ისმოდა

-იქაა ჯონგუკ როგორ შევიდეთ კარს როგორ გავაღებთ?

-გაიწიე

უემოციო სახით მითხრა შავთმიანმა

-შენგრევას აპირებ? კარი რკინისაა ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება

-საიდან მოიტანე რომ შენგრევას ვაპირებ

ჯეონი სახელურთან დაიხარა და სწორი პაროლის შეყვანის შემდეგ გაღების სიგნალი გაისმა

-პაროლი საიდან იცი?

-ჯიმინ ჰიონი გხშირად ნასვამი მოდის ნასვამ ადამიანს კი ნამდვილად არააქვს ნერვები გრძელი პაროლი აკრიფოს ასერომ უბრალოდ 1111

ბინაში შესვლისათანავე გოგონას სახელის ძახილი დავიწყე მაგრამ უკვე სლუკუნის ხმებიც კი აღარ ისმოდა

-რეიჩელ

შავთმიანმა ერთ-ერთი საძინებლის კარი შეაღო და დანახულის შემდეგ გული უარესად დამეწვა

-იუნჯი პატარავ გაიღვიძე გესმის ჩემი? ჯონგუკ აწიე დამეხმარე ავწიოთ

უზარმაზარი ხის კარადა გოგონას ფეხებზე ეგდო თვითონ ბავშვი კი თვალდახუჭული იწვა თითქოს სძინავსო

-როგორ მოახერხა კარადის გადმოგდება როცა თვითონ ოცი კილო ძლივს არის

-მოკეტე და უბრალოდ აწიე

რამდენიმეწუთიანი გამალებული მცდელობის შემდეგ როგორციქნა ავწიეთ კარადა (უფროსწორად შავთმიანმა აწია)

-ჰეი კიმ იუნჯი გესმის ჩემი? ჯონგუკ რატომ არ იღვიძებს

-დამშვიდდი ალბათ ნერვიულობისა და შიშისგან გული წაუვიდა საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ

ბიჭმა გოგონა ბუმბულივით აწია და ჩქარი ნაბიჯებით გასასვლელისკენ წავიდა

საინტერესოა...როგორცჩანს არც მისთვისაა სულერთი ეს ბავშვი

ვიდრე მას უკან გავყვებოდი იქვე დაგდებული ჯიმინის მობილური ავიღე როგორცჩანს სწორეთ ამით დამირეკა

***

საშიში არაფერია პაციენტმა შოკი განიცადა რის შემდეგაც გული წაუვიდა დაკვირვების ქვეშ გვეყოლება და გარწმუნებთ გონს მალე მოვა

-მადლობა ღმერთს

შვებით ამოვისუნთქე და იქვე მდგარ სავარძელზე ჩამოვჯექი

უცნაურია მხოლოდ ამის შემდეგ ვიგრძენი როგორ მოდუნდა მთელი სხეული მხოლოდ ამის შემდეგ გავაანალიზე როგორ დავღლილვარ

-მაგრამ...

-მაგრამ?!

ჩემს მაგივრად წარმოთქვა შავთმიანმა და კოპებიშეკრა ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ცოტაც და ექიმს დაარტყავდა

-პაციენტს ავარიის შემდეგ ისედაც დაზიანებული ჰქონდა სხეულის ქვედა ნაზილი ისე რომ გადაადგილება უჭირდა ახლა კი დიდი სიმძიმის მქონე ნივთი დაეცა დაზიანებულ ნაწილზე ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მის უკვე გამოჯამრთელებისკენ მიმავალ სხეულის ნაწილებზე

-რაგინდათ ამით თქვათ

ოდნავ ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა ჯეონმა

-მინდა ვთქვა რომ შესაძლოა გოგონამ ვეღარ გაიაროს და ამისთვის მზად უნდა იყოთ

ძარღვებში სისხლი მომაწვა თითოს წინ ყველაფერი განათდა შემდეგ კი მოულოდნელად ჩაბნელდა

-ეი ეი რეიჩელ კარგად ხარ?

ოდნავი შენჯღრევა ვიგრძენი და სხეული მთლიანად გამიბუჟდა

-წყნარად იჯექი მე მალე დავბრუნდები

ჯონგუკი სწრაფი ნაბიჯით გამშორდა მეკი გონებაში ყველაფრის გადახარშვის  შემდეგ ბინაში აღებული მობილური ამოვიღე

უკვე ვიცოდი ვისთვის უნდა დამერეკა თუმცა ეს  საშინლად არ მინდოდა

კი მინდოდა მისი ხმის გაგონება მინდოდა მასთან დალაპარაკება მაგრამ არმინდოდა მიზეზი ეს ყოფილიყო

-გისმენ ჰიონ სწრაფად მითხარი სამსახურშივარ

ნაცნობი ბარხატივით ხმა გაისმა ყურმილში და ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა

-თეჰიონ...

რამდენიმე წამს სიჩუმე იყო თითქოს მან საუკუნეები გასტანა

-იურაე?

ხმა ვერ ამოვიღე უბრალოდ სულელივით თავი დავაქნიე თითქოს დამინახავდა

-იურაე მოხდა რამე?  ჯიმინის მობილურით რატომ მირეკავ

-თეჰიონ...რაღაც უნდა გითხრა....

____________________________________
დაგვიანებისთვის დიდი ბოდიში🙏 2000 წაკითხვისთვის კი დიდი მადლობა💜💜







18 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!