11 страница29 апреля 2026, 17:32

სველი ლავიწები ჩემი სუსტი წერტილია

არვიცი ამ ორს რა დამოკიდებულება აქვთ,ერთი შეხედვით ახლო მეგობრები ჩანან თუმცა თუ კარგად დააკვირდები დაინახავ რომ ამ თემასთან დაკავშირებით ორივეს თავისი შეხედულება აქვს.საღამოს ცისქვეშ ჯინსის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შავთმიანი მშვიდი ღიმილით უყურებდა თეჰიონს ის კი თუ მისი გამომეტყველებით ვიმსჯელებთ სულაც არ იყო ჯონგუკის ნახვით ბედნიერი

მართალია საღამო ოყო და გრილოდა მაგრამ წარმოქმნილი უხერხული სიტუაციის გამო ვგრძნობდი როგორ მიხურდა მთელი სხეული არვიცოდი რომელ ერთისთვის შემეხედა, არცერთი მათგანი ყურადღებას არ მაქცევდა ერთმანეთს უყურებდნენ და ხმას არიღებდნენ თითქოს თვალებით საუბრობდნენო,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს მენტალისტების ორთაბრძოლაში მოვყევი

-თეჰიონ...სახლში ხომარ წავსულიყავით...

ბოლოს ამ სიჩუმემ გამაღიზიანა და დუმილი პირველივე ფრაზით დავარღვიე რაც გონებაში მომივიდა.ქერათმიანისკენ მივედი რომ ჩემი არსებობა შემეხსენებინა მაგრამ ცივმა ხელმა რომელიც ჩემსას შეეხო და შემაჩერა ამის საშუალება არ მომცა

-უკვე მიდიხართ?ჰიონ...იმედიმქონდა ამ საღამოს ერთად გავატარებდით ვინაიდან შევხვდით ერთმანეთს

ჯონგუკის გვერდით ვიდექი და ვცდილობდი გაოგნება დამემალა,თუმცა თუ მის საფირმო ღიმილს გავითვალისწინებთ ეს არცისე კარგად გამომივიდა,ქერას ვუყურებდი და ველოდი რას გადაწყვეტდა

-სხვადროს იყოს დღეს მძიმე დღე გვქონდა ორივე საშინლად გადაღლილებივართ

რაც შეიძლება ზრდილობიანად უთხრა თეჰიონმა და ,,უბრალო,, ღიმილით გაუღიმა

როგორც იქნა შავთმიანმა ხელი გამიშვა და თვალის დახამხამებაში ქერას გვერდით ავიტუზე

-საწყენია მაგრამ იცოდე შემდეგში თუ ასეთი შემთხვევა მოგვეცა მე გპატიჟებთ

ჯონგუკმა კურდღლის ღიმილი მოგვაპყრო და საჩვენებელი თითი ისე აწია როგორც დაწყებით სკოლაში მასწავლებლები როცა ბავშვებს დავალების შესრულების აუცილებლობაზე ესაუბრებიან

-აუცილებლად

აქამდე მენტალისტების როლში შეჭრილმა ორმა ბიჭმა საკმაოდ მცირე და უმნიშვნელო დიალოგით დაასრულა მოულოდნელი შეხვედრა რის შემდეგაც მე როგორც უკვე კარგად გაწვრთილი ლეკვი ქერას უკან გავყევი სახლის გზაზე.

უკვე ჩაბნელებულ ქუჩებში უხმოდ მივდიდით თეჰიონის ნაყიდი ნაყინიდან აღარაფერი დარჩენილიყო რაზეც მე და ჩემი მუდამ გაუმაძღარი კუჭი ერთნაირად ვწუხდით

ქერა როგორც ყოველთვის წინ მიდიოდა უდარდელი ნაბიჯებით ხელები ჯინსის ჯიბეებში ჰქონდა ჩალაგებული და მხოლოდ დროდადრო თუ გამომხედავდა ხოლმე იმაში დასარწმუნებლად რომ მიწას არ ჩავუყლაპივარ და კვლავ უკან მივყვებოდი

ბოლოდროს იმდენი რამ მოხდა აღარ ვიცოდი რომელერთზე ფიქრით ამეტკიებინა თავი ახლაკი ამ ორი ,,მეგობრის,, ეს უცნაური საქციელიც შეემატა ჩემი თავის ამატკიებელი ფიქრების სიას

საკუთარ ფეხსაცმელს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ბიჭის ორმეტრიან ნაბიჯებს არ ჩამოვრჩენილიყავი რაც ნამდვილად არ გამომდიოდა რადგან აზროვნებით არც ამ პლანეტაზე ვიყავი არც ამ ქვეყანაში არც ამ ქალაქში და მითუმეტეს არც მის გვერდით

მოულოდნელად ქერა შეჩერდა და ცხვირით მის ზურგს შევეჯახე

-მიდი მკითხე

დიდი დრო არ დამჭირვებია იმის გასააზრებლად რას გულისხმობდა ეს ბიჭი

-ეს რაიყოო?!?!

სწრაფი ნაბიჯით მის წინ გავჩნდი და მზერას გავუსწორე

-შეგიძლია ამ შეხვედრას ,,არასასურველი მოულოდნელობა დაარქვა,,

მოკლედ ამიხსნა თეჰიონმა და გვერდს ამიარა თუმცა ვერ მივართვი
კვლავ მის წინ დავდექი და მზერა კვლავ გავუსწორე

-რა დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან?!

-უფროსის შვილი და მამის მუშა

კვლავ ნასროლი სიტყვები კვლავ გვერდის ავლის მცდელობა და თავის წინაღობად წარმოჩენა

-ის ბარი სადაც მუშაობ ჯონგუკის მამისაა???

ქერამ გვერდი აღარ ამიარა თავი ოდნავ გადახარა და გადაღლილი ფლეიბოის თვალებით მომაჩერდა რის შემდეგაც სახე ჩემთან ახლოს მოიტანა თავისი ცხვირი ჩემსას ოდნავ შეახო

-სხვის საქმეში ნუ ერევი

ამ ,,გაფრთხილების,,შემდეგ მომშორდა და მშვიდად გააგრძელა გზა მეკი დაგვიანებული მაღვიძარასავით ხუთი წუთისწინ ბიჭის მხრებს მირტყმული ცხვირი ახლა მტკივდება და უკმაყოფილო გამომეტყველებით უკან სიარულს ვაგრძელებ

სახლში მისვლისას ყველა ოთახში სინათლე ჩამქრალი დაგვხვდა რაც იმას ნიშნავდა რომ ქალბატონ კიმს და იუნჯის უკვე ეძინათ,არცერთს არგვინდოდა მათი გაღვიძება ამიტომ ხელის ცეცებით დავიწყე ოთახის ძებნა

ეს რამდენიმე დღე თეჰიონის ოთახში მეძინა შესაბამისად ჩემი ნივთებიც იქ იყო მაგრამ მის ოთახში გაჩერებას აღარ ვაპირებდი რამდენიმე მიზეზის გამო 1.მეუხერხულებოდა
2.მეუხერხულებოდა
3.მეუხერხულებოდა
მობილურზე ფანარი ჩავრთე და ჩემი ნივთების ზურგჩანთაში ჩალაგება დავიწყე ვაპირებდი კეთილსინდისიერად მისაღებში დივანზე დამეძინა და სანამ იმაზე ვფიქრობდი თუ რაოდენ მოუხერხებელი იქნებოდა თეჰიონის რბილი თბილი საწოლიდან დივანზე გადასვლა კარი ვიღაცამ შემოაღო

-რას აკეთებ?

შეგიძლიათ დამცინოთ მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა რომ სიბნელეში ბიჭის ისედაც უჩვეულო ხმა ახლა უბრო დამატყვევებლად ჟღერდა

-ნივთებს ვალაგებ არმინდა დიდხანს შენი შევიწროება ბოლობოლო შენი ოთახია და...შენ რას აკეთებ

გამოიცანით ვის ერგო ჯილდო ქვეყნად ყველაზე იდიოტური კითხვების დასმაში?ყოჩაღ რეიჩელ რა გენიოსი ხარ რატომ უნდა ჰკითხო ადამიანს რას აკეთებს ან რაუნდა თავის ოთახში,მაგრამ სამწუხაროდ რაც ითქვა იმას ვეღარ შეცვლი

-აბაზანაში მინდოდა შესვლა

-ამ კი რათქმაუნდა მე გავდივარ უკვე ხელს არ შეგიშლი

სწრაფი ნაბიჯით მისაღებში გავედი და გავიგონე აბაზანის კარი როგორ მიიხურა

ჩაბნელებულ ოთახში მობილურს ვათამაშებდი ხელში როდესაც გონებაში გიჟურმა იდეამ გამიელვა შეიძლება ითქვას ბექიონი ჩამისახლდა
ვიფიქრე რატომ არუნდა გამომეყენებინა შანსი და სანამ ორს სძინავს და ერთი აბაზანაშია რატომ არუნდა მეპოვა ის ანგარიშის ნომერი რომელიც მე და ჩემს დარეხვილ მეგობარს ასე გვესაჭიროებოდა

ვცადე ეს იდეა თავიდან ამომეგდო რადგან საკმაოთ სახიფათო იყო ამ ,,ოპერაციის,, მაშინ ჩატარება როცა ყველა სახლში იყო მაგრამ ჩემი ქვეცნობიერების ჯურღმულში მცხოვრებ ,,ექსტრიმის,, მოყვარულ გოგონას ამოსვლა მოუნდა მეკი ამას ვერაფერს ვუზავდი ამიტომ დროის დაკარგვის გარეშე იმ ოთახისკენ გავემართე საიდანაც რამდენიმე წუთისწინ გადმოვბარგდი

საბედნიეროდ კარი ჩაკეტილი არ დამხვდა
რაც შემეძლო ჩუმად შევედი და მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი სად შეინახავდა ცხრამეტი წლის ბიჭი ინფორმაციას მასზე და მის დაზე

კარის უჯრებზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე ამიტომ მაქსიმალურად უხმაურად დავიწყე ქერათმიანის პირად ნივთებში ქექიალი

სულ ცივმა ოფლმა დამასხა როცა აბაზანის კარის გაღების ხმა მომესმა მაგრამ მადლობაღმერთს შევცდი

კარადის უჯრებში უშედეგო ძრომიალის შემდეგ საწოლთან მდგარ ტუმბოს მივაშურე

ბინგო

რამდენჯერმე დაკეცილი ქაღალდი რომელზეც გარკვევით ეწერა ,,საბანკო ანგარიშები,, ხელში მეჭირა
საჭირო ნივთის მიგნების შემდეგ მობილურს ფანარი გამოვურთე და ის იყო ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი რომ ჩუმი ყვირილი მომესმა რაზეც წამიერად შევხტი და ჩემი ან უფრო სწორი იქნება ჩემი მასპინძლის საკუთრება ხელიდან გამივარდა

რათქმაუნდა კვლავ მოვიმარჯვე ფანარი რომ ფურცელი მომეძებნა მაგრამ ყვირილი არ წყდებოდა ჩემი ინტერესიც ყოველ წამს სულ უფრო დაუფრო ძლიერდებოდა ამიყომ ქაღალდზე ხელი ჩავიქნიე და ხმას გავყევი რომელმაც ჩემდა გასაკვირად იუნჯის ოთახამდე მიმიყვანა

ფანჯრიდან შემოსული შუქიდან გარკვევით ჩანდა როგორ მოუსვენრად წრიალებდა გოგონა ძილში და როგორ წამოიძახებდა ხოლმე დროდადრო ღაღაცას რაც ძალიან ჯგავდა სიტყვა ,,დამეხმარეთს,,

ცოტახანს კართან ვიდექი და არვიცოდი რამექნა მაგრამ ბოლოს როგორციქნა მაინც გავბედე შესვლა და ბავშვის დამშვიდება თუმცა ზღურბლზე გადასული არცვიყავი რომ ვიღაცის ძლიერმა ხელმა მხრებში ჩამავლო და მარტივი მოძრაობით კარს მომაშორა

კედელს მინარცხებისგან ზურგში წარმოქმნილი ტკივილი ვიგრძენი მაგრამ ჩემი ყურადღება მთლიანად ქერა ბიჭზე იყო გადატანილი რომელიც ჩემთან ისე ახლოს იყო მოსული სახეზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი გულმკერდთან კი მისი გულისცემას,

ვხედავდი მის ჯერკიდევ სველ თმას თაფლიფერთვალებთან კანს რომ მიჰკვროდა
ვხედავდი წყლის წვეთებს მის სხეულზე რომ მიიკვლევ გზას და ბოლოს ჩვენს შორის არსებული მანძილის სიმცირის გამო მე რომ მასველებდნენ
ვამჩნევდი მის ნატიფ ხელებს კედელს რომ ეყრდნობოდნენ ჩემი თავის ორივე მხარეს.
ვაკვირდებოდი მის მარწყვივით ტუჩებს რომელთა ფერის დანახვაც სიბნელეშიც კი შეეძლებოდა ადამიანს.
მიყვარს მარწყვი...
სამწუხაროდ ერთადერთი რაც გვიან გავიაზრე ის იყო რომ მე პატარა ქურდი შუაღამისას ჩაბნელებულ ოთახში ქერათმიან ბიჭს ვიყავი აკრული რომელსაც სხეულზე მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა შემოფარებული
ისიც სხეულის ნახევარს უფარავდა

-თეჰიონ შენ...

-ჩუმად

ბიჭმა საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა და მეც მაშინვე ტუჩისკვნეტით გავაჩუმე საკუთარითავი
ჩემს თვალებს კი ცოდვა რომარ ჩაედინათ ჭერში დავიწყე ყურება

-იქნებ ჩაგეცვა...

ჩურჩულით წავილუღლუღე და ჭერში ყურება განვაგრძე თუმცა მზერა უნებლიედ მაინც გარბოდა ქერათმიანის სველი ლავიწებისკენ რომლებიც თითქმის არასოდეს ჩანდნენ უბრალო მაისურების ქვეშ

თეჰიონმა თითქოს მხოლოდ ახლა შეემჩნიოსო რომ ჩემსწინაშე მხოლოდ წელსქვევით შემოხვეული პირსახოცით დგასო ისე შეათვარიელა თავისი თავი

-ა ჰო

ველოდებოდი ჩვენ შორის არსებული მანძილი როდის მიაღწევდა არსებობისთვის დასაშვებ ნორმას თუმცა ბიჭი ადგილიდან არ იძვროდა მძოლოდ თავის უკვე მშვიდად მძინარე დას აკვირდებოდა

-იქნებ გაიწიო...

ქერამ როგორციქნა ყურადღება ჩემზე გადმოიტანა,თაფლისფერი თვალები მომანათა და ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე

-შეგიძლია ჩენს ოთახში დაიძინო მე არ მაწუხებ

არვიცი მისმა უჩვეულო ხმამ გამოიწვია ეს თუ მისი სველი კანის კამო უკვე სველმა ჩემმა ტანსაცმელმა..მაგრამ ტანში გამცრა..

ბიჭი მომშორდა და ჩემმა ფილტვებმაც თითქოს ჟანგბადი წლებია არმიუღიათო ხარბად შეისუნთქეს ჰაერი

-იუნჯისთან არმიხვიდე

-რა?რატომ?

ბოლო რაც თეჰიონმა მაღირსა სანამ ოთახიდან გავიდოდა ,,ზედმეტად ბევრ კითხვას სვავ,, მზერა იყო

მეკი ჩაბნელებულ ოთახში მდგარს ისღა მრჩებოდა მელოცა ჩემს მასპინძელს ნაქურდალი არ ეპოვა თავის ოთახში იატაკზე დაგდებული

____________________________________
*თქვენ არ მელოდით მეკი ახალი თავით გამოვხტი კუთხიდან*
მადლობა რომ კითხულობთ
(თუ ჯერკიდევ კითხულობს ვინმე :დ) შემდეგი თავი იქნება...............................................................................................................................................ძალიან მალე:დ💜
პ.ს ამ თავს ლეღვის ხეზე ამძვრალი ვაქვეყნებდი იმიტორო მეზობლის wifi მარტო იქ იჭერს ისიც ორ ხაზზე 😁😁

11 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!