10 страница29 апреля 2026, 17:32

დეჟავიუ მაქვს...

ჩვეულებრივ დრო ყოველთვის სწრაფად გარბის დღეს მდიდარი ბიზნესმენების ოჯახში გათამამებული პრინცესასავით ცხოვრობ
ხვალკი დათვის კოსტუმში ფლაერებს არიგებ

მაგრამ ორ ჩემსგამო წაკიდებულ ბიჭს შორის დგომისას დრო საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა

-რეიჩელ დროა უკან დაგაბრუნო შენები ძალიან ნერვიულობენ

ჟღალთმიანმა ისერომ თეჰიონისთვის მზერა არ მოუშორებია წელზე მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა

ეს ერთერთი ყველაზე არასასიამოვნო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში და ვგრძნობდი ბექიონსაც ერთისულიჰქონდა გვერდიდანმოვეშორებინე

-არსადაც არწამოვა

ქერათმიანის ჩვეულებრივ მშვიდმა ხმამ რამდენიმე ოქტავით მაღლა გაიჟღერა
თვალებში რაღაც ნაპერწკალი გაუნათდა და ჩემს მაჯას ჩაჭიდებულმა წამებში მის მკერდს ამაკრო

-არგაქვს უფლება ჩემი საცოლე აქ ძალით დატოვო რეიჩელ მანქანაში ჩაჯექი

თეჰიონმა მაჯაზე უფრო მომიჭირა ხელი თითქოს ნიშნად იმისა რომ ადგილიდან არ განვძრეულიყავი მაგრამ...მე ისედაც არ გავინძრეოდი ესხომ ოინი იყო მის გასაცურებლად

ქერათმიანის გულმკერდს აკრული თავს მსოფლიოში ყველაზე უნამუსო ადამიანად ვგრძნობდი

-არგაქვს უფლება ადამიანები მართო თუ ასე ძალიან გინდა წასვლა აქ არავინ გაჩერებს

ბექიონმა წამით გამომხედა ,,ამ ბიჭს არაუშავს,, მზერით

-კარგი ამჯერად დაგითმობთ მაგრამ მხოლოდ იმიტო რომ თქვენი დრო არმაქვს აბა დროებით საყვარელო

ჟღალთმიანი მძღოლის სავარძელში მოკალათდა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა რომელიც თუ თეჰიონის მზერით ვიმსჯელებთ ნამდვილად ზედმეტი იყო

როცა მანქანა ადგილს მოსწყდა გავაანალიზე რომ გრძელ და მომაბეზრებელ დაკითხვას ვერ დავუძვრებოდი

ქერას ნელ-ნელა მოვშორდი და ვიდრე ის ბექიონს თვალს აყოლებდა მეუკვე გონებაში დალაგებული მქონდა თავის გამართლების დიდი ტექსტი

-ალბათ...უნდა აგიხსნა ხო?

ყოყმანით ვთქვი როცა მანქანა თვალს მიეფარა

-კი კარგი იქნებოდა

ბიჭის სიუხეში ჩემთვის რათქმაუნდა უცხო არიყო მაგრამ ახლა რაღაც განსხვავებულად მხვდებოდა გულზე

-პრინციპში ასახსნელი ბევრი არაფერია ჩემს წასაყვანად მოვიდა...

-მაინტერესებს როგორ მოგაგნო

ბიჭის სიტყვებზე რამდენიმე წამს დავფიქრდი
შემეძლო გრძელი დამაჯერებელი ახსნაგანმარტების ჩაბარება მაგრამ სხვა რაღაც ვამჯობინე

-ფულს...ყველაფრის გაკეთება შეუძლია

არ ვტყუოდი
პირიქით მგონი თეჰიონთან მიმართებაში პირველად ვთქვი სიმართლეს

ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოწვა
მე არაფერს ვამბობდი
ვერაფერს ვიტყოდი
ველოდი ქერა რას მოიმოქმედებდა

ჩემდა გასაკვირად ერთადერთი რაც გააკეთა ჩემი დათვის თავი მომაწოდა და ოდნავ შემწყნარებლური ტონით განაგრძო

-საქმე გაქვს დასამთავრებელი

იმდღეს ეს ყველაზე კარგი ფრაზა ოყო რაც მოვისმინე
ეს იმას ნიშნავდა რომ ჟღალთმიანის თემას აღარ შევეხებოდით და მეც მეტის მოტყუება აღარ მომიწევდა

ჩემდასაბედნიეროდ საქმე დიდხანს არ გაგრძელებულა რამდენიმე საათში უკვე ჩემი ყოველდღიური სამოსი მეცვა და ფანჩატურზე ჩამომჯდარი
(სკამეიკა ჩემნაირი ,,ჟარგონისტებისთვის,,:)) საღამოს ცას ავყურებდი ქერათმიანთან ერთად

-ღმერთო მუშაობა ნამდვილი ტანჯვაა

ქერას ოდნავ ჩაეცინა
რათქმაუნდა ესაუბრო დაღლაზე მას ვინც ოცდაოთხისაათი საქმეშია ჩაფლული ნამდვილი სისულელა

-შენთან ერთიკითხვამაქვს

თეჰიონის მხრიდან ინტერესის გამოვლენა უჩვეულო რამ იყო
იმდენად უჩვეულო რომ დაღლილობა სულ გადამავიწყდა

-გისმენ

-შენნაირ უბრალო გოგოს ის მდიდარი ნაბიჭვარი რატომ დასდევს

სახე წამეშალა როგორცჩანს ვიჩქარე როცა ვიფიქრე ჟღალთმიანის თემა დავხურეთთქო

არმინდოდა ამაზე საუბარი არმინდოდა მეტი ტყუილების დამატება
ბიჭს მზერა მოვარიდე ჩემს ხელებს დავაყურებდი და ვცდილობდი რამე ლოგიკური და დამაჯერებელი მონეფიქრებინა

-იცი...საკმაოდ მკაცრი ოჯახი მაქვს თუ რამე უნდათ ვერ შევეწინააღმდეგები

მართალია ეს პასუხი ბევრს არაფერს ხსნიდა მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი უშედეგო მცდელობა იყო ეს ამბავი დაევიწყებინა

-მესმის შენი
ქერამ ისეთი მშვიდი და ხავერდოვანი ხმით მიპასუხა ვიგრძენი მთელს სხეულში დაძაბულობა როგორ მომეხსნა არადა რეალურად ამის საბაბი არ მქონდა

თეჰიონი დადუმდა სადღაც უაზროდ იყურებოდა და ჩანდა ფიქრებში თავით იყო გადაშვებული

-თეჰიონ შენს ოჯახზე რას იტყვი ნუთუ მხოლოდ ბებია და და არიან ერთადერთი ადამიანები შენს ცხოვრებაში

ბიჭმა თავისი მზერა მე მომაპყრო ისე მიყურებდა თითქოს ძნელი კითხვა დავუსვი და პასუხს ჩემს თვალებში ეძებსო
თვალისარიდება არც მიფიქრია მისი გამოხედვა იმდენად დამაპყრობელი იყო რომ გინდაც მომდომებოდა ამას ვერ შევძლებდი

-დედა დიდიხნისწინ გარდამეცვალა მამა კი დედის სიკვდილის შემდეგ გალოთდა და მიგვატოვა

სიტყვები ერთმანეთს მიაყარა როგორცჩანს მასაც ჰქონდა თემა რომელზეც საუბარი არუნდოდა
რომელიც მას სტკენდა და წარსულს ახსენებდა

გაუაზრებლად მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე ისერომ არაფერი მითქვამს
შესაძლოა ბანალურად ჩანდა მაგრამ დედა სულ ასე აკეთებდა როცა რამე მიჭირდა

თავიდან ქერამ გაურკვევლობით აღსავსე თვალებით შემომხედა მაგრამ შემდეგ ოდნავ გაიღიმა და კვლავ პარკში მოსიარულე ხალხს დაუწყო ყურება

დიდხანს ვიჯექით ჩუმათ
და ამჯერად ეს არიყო უხერხული სიჩუმე
ყველაფერს რისი თქმაც გვინდოდა მდუმარება ამბობდა

ამდროს სრულიად მოულოდნელად თავში ერთმა აზრმა გამიელვა რომელიც შესაძლოა საბედისწერო აღმოჩენილიყო ჩემიდა ჟღალთმიანის გეგმისთვის

-თეჰიონ ორი წუთით გავალ

ბიჭის პასუხს არც დავლოდებივარ სწრაფად წამოვდექი და იქვე მდგარ შადრევანს ამოვეფარე
მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ მისი ხელის გარეშე სიგრილეს ვგრძნობდი

ჯიბიდან მობილური ამოვიღე და ჟღალთმიანის ნომერი ავკრიფე

-გისმენ ჩემო სიყვარულო

-ასე ნუმეძახი

-იცოდე მე ოთხი შვილი მინდა

-ღმერთო რაგეშველება მისმინე იდეა მაქვს როგორ მოვიქცეთ ფულთან დაკავშირებით

-გისმე

როგორც მოსალოდნელი იყო ბექიონის მაშინვე დასერიოზულადა ეს უკვე კარგს ნიშნავდა

-გავიგე რომ თეჰიონს და მის დას მამა დიდიხანია არუნახავთ იმ კაცმა ისინი მიატოვა როცა ბავშვები იყვნენ...

-მოდი გამოვიცნობ და შენ გინდა რომ ფული მისი სახელით გადარიცხო

-ზუსტად! ხომ გესმის ისინი ბედნიერები იქნებიან რადგან ეცოდინებათ რომ მამას ისინი არ დავიწყებია ჩემი სინდისი კი სუფთა იქნება

არშეიძლებოდა რამე ცუდად წასულიყო გეგმა იდეალურად მიდიოდა მაგრამ ბექიონი რის ბექიონია რომ არ დამინგრიოს ოცნების კოშკები

-კი შესანიშნავი აზრია მაგრამ ერთი მცირე დეტალი გავიწყდება....ანგარიშის ნომერი უნდა იშოვო

წამით გავჩუმდი
ეს ყველაზე ძნელი ნაწილი იყო თეჰიონის პირად ნივთებში ძრომიალი და იმ რაღაც იდიოტური ციფრების გროვის მოძებნა მომიწევდა

-კარგი მოვაგვარებ და შეგეხმიანები

-დაგელოდები

მობილური კვლავ ჯიბეში ჩავიდე და დავფიქრდი რამოხდებოდა თუ ქერა გამომიჭერდა
ოდნავი გაფიქრებაცკი ამაზე და ტანში მზარავდა

აზრები გონებიდან ამოვიგდე და კვლავ იქითკენ წავედი სადაც რამდენიმე წუთისწინ ის დავტოვე მაგრამ ქერა იქ აღარ დამხვდა
მიმოვიხედე არც ახლომახლო ჩანდა სადმე

ნუთუ დამტოვა და სახლში წავიდა
მობილური ამოვიღე რომ მისთვის დამერეკა და სახლისკენ ავიღე გეზი ვინაიდან ვფიქრობდი რომ მართლაც წავიდა
მაგრამ რაღაც წინაღობასთან შეჯახებამ გზის გაგრძელების უფლება არ მომცა

თავი ნელა ავწიე და მზერა ტელეფონიდან თვალებზე გადავიტანე რომლებიც მიცქერდნენ და რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო წარმოუდგენლად შავად მეჩვენებოდნენ არადა დარწმუნებული ვიყავი რომ ყავისფერები იყვნენ

-გამარჯობა,მიკლეკაბიანო

თავიდან ვერ გავაანალიზე რას ნიშნავდა ეს ,,მოკლეკაბიანო,, მეხომ იმწამს ჯინსები მეცვა მაგრამ შევდეგ გადავხარშე
მიკლეკაბა,ბარი,მთვრალი გიტარისტი

ამ მოგონებებმა რომლებიც არცისეშორეულები ჩანდნენ,მოულოდნელად იფეთქეს და წამის მეასედებში მოედნენ მთელს გონებას

-ასე ნუმეძახი!

ვეცადე რაც შეიძლებოდა მკაცრად მეთქვე ჩემზე თითქმის მთელი ერთითავით მაღალი ბიჭისთვის მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თუ როგორ ჩაიღიმა ჩემს ,,სიმკაცრეზე,, შემიძლია დავასკვნა რომ სასურველ ტონალობას ვერ მივაღწიე

-კარგი,თეჰიონის გოგოს დაგიძახებ

ამ სიტყვებზე რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა და ვერც აგიხსნით რაზეარ ვფიქრობდი იმწამს

-მისი გოგო არვარ!

ამჯერად დარწმუნებული ვიყავი,რომ საკმარისად მტკიცედ წარმოვთქვი თოთოეული სიტყვა მაგრამ შავთმიანი კვლავ წარბშეუხრელი იდგა

მეტიც,მან ჩვენს შორის შეჯახების შემდეგ დარჩენილი მანძილი კიდევ უფრო შეამცირა
ჩემს ყურთან დაიხარა და მხოლოდ ახლა ვიგრძენი მისი თავბრუდამხვევი არომატი
წინა შეხვედრისას სოჯუს  ვისკის და სიგარეტის მძაფრი სუნი ცხვირს მიწვავდა ახლაკი...

-ჩემთვისვე უკეთესი...

მისი ბოხი ჩურჩულისაგან მთელ ტანში ჟრუანტელმა დამაყარა მაინც რამდენს ბედავს ეს ღლაპი

ხელისკვრა მინდოდა მაგრამ ვიცოდი აზრიარჰქონდა ამხელა გიგანტის ადგილადან დაძვრა იოლი საქმე არიყო ამიტომ უბრალოდ ვიდექი  მის მშვიდ სუნთქვას ვუსმენდი და ვგრძნობდი როგორ მიხურდა ლოყები

-ჯონ ჯონგუკ!

ათინაბიჯის მოშორებით გაგონილმა ხმამ შავთმიანი ჩემს აღაჟღაჟებულ ლოყებს მოაშორა,ვიცოდი ვინც იყო და მადლობელი ვიყავი მისი

-გამარჯობა ჰიონ ზუსტად შენზე ვლაპარაკობდით

ჯონგუკისკენ ზურგით შევბრუნდი და ქერათმიანს თვალიგავუსწორე ხელში ვანილის და შოკოლადის ორი ნაყინი ეჭირა რომლებსაც უკვე დნობა დაეწყოთ

მზერა კვლავ შავთმიანზე გადავიტანე ის უდარდელი ღიმილით იღიმოდა

მგონი დეჟავიუ მაქვს...

____________________________________
არმოვმკვდარვარ :)
ფიკი კრძელდება :)
Ok bye

10 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!