9 страница29 апреля 2026, 17:32

საქმრო

ტელეფონი ზმუილს არ წყვეტდა ნეტავ ოდესმე მეღირსება გამოძინება?

ჯერკიდევ ძილბურანში მყოფი ტელეფონს ვწვდი და გულში უკვე დავიწყე ჩემი გამღვიძებლის წყევლა

-თავგასიებულო იცი მაინც რომელი საათია?!

რაც შემეძლო ხმამაღლა ჩავსძახე ჟღალთმიან ბიჭს ყურმილში და სულ გადამავიწყდა რომ სახლში მარტო არვიყავი

-იცი მაინც შენზე როგორ ვნერვიულობ?! ტელეფონს რატომ არ პასუხობ გუშინ მთელიდღე გურეკე

-გუშინ?...

წამიერი პაუზა, ჩემს თავში წინადღის მოგონებებმა იფეთქა და გაუცნობიერებლად შევიკურთხე

-გუშინ სამსახურში ვიყავი და ვერ გიპასუხებდი

ამჯერად წყნარი ტონალობით ვუთხარჯ თუმცა ყურმილის მეორე მხარეს გაგონილი გამაყრუებელი სოცილი ჩემს მშვიდ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერებას არ პროგნოზირებდა

-შენ???!!! შენ იუ რეიჩელი და მუშაობაა?!!!

კვლავ გამაყრუებელი სიცილი

-კარგი ხუმრობა იყო ახლა სერიოზულად, რატომ არ მპასუხობდი

-გითხარი უკვეეე სამსახურში ვიყავი

გაღიზიანებული და ოდნავ ნაწყენი ხმით ჩავიბურტყუნე
ნუთუ ასეთი ძნელი დასაჯერებელი იყო რომ მეც შემიძლია ვიმუშაო და თანხა გამოვიმუშაო
მერერა თუ მთელი ცხოვრება ფუფუნებაში გავიზარდე

-იუ რაე ამას სერიოზულად ამბობ? შენ მართლა მუშაობა დაიწყე?

აქეთ იქით გავიხედე როცა დავრწმუნდი ირგვლივ არავინ იყო და სხვა ოთახებიდანაც ხმა არ ისმოდა ოდნავ დამშვიდებულმა ჩურჩულით განვაგრძე

-ხომ მოგიყევი იმ ბავშვის ოჯახს რამენაირად უნდა დავეხმარო მეთქი

-მახსოვს მერე?

-ჰოდა იმ ბიჭთან ერთად ვმუშაობ

ყურმილის მეორე მხარეს ღრმა ამოსუნთქვა გაისმა როგორცჩანს ბექიონი რაღაცას ფიქრობდა ან მოსმენილის გადახარშვას ცდილობდა

-ასე ვერ დაეხმარები

ბიჭის ასეთი სერიოზული ხმა დიდი ხანია არ გამიგია როგორცჩანს ჩემს სიტუაციას მართლაც სერიოზულად მიუდგა
ოხ ეს იურისტული გენები
ცანცარაა მაგრამ რთულ სიტუაციაში ცივი გონებით აზროვნება სისხლში აქვს

-რა? რატომ???

-მაგ ხალხისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ახლა ფულია

ჩავფიქრდი
ბექიონი მართალი იყო იმ სამსახურით რასაც თეჰიონს ვუწევდი მაქსიმუმ პურისფული ეშოვათ არა აშკარად მეტის გაკეთება იყო საჭირო მაგრამ როგორ მოვქცეულიყავი? ხომ არ მივიდოდი და ხომარ ვეტყოდი აჰა გამომართვით უბრალოდ ფულს გჩუქნით ჩემი შენახვისთვის მეთქი

არა ასეთი საქციელით უამრავ კითხვას გამოვიწვევდი
მაგალითად ,,ამდენი ფული საიდან გაქვს?,, ,,ან თუ ბევრი ფულიგაქვს სასტუმროში რატომ არ წახვალ ჩვენთან რატომ ცხოვრობ,,

არა არა ეს ნამდვილად არიყო გამოსავალი

-ბექიონ როგორ მოვიქცეეე???

პატარა ბავშვივით წუწუნი დავიწყე აი რატომ იყო ჩემი ცხოვრება ასეთი ახლართულ დახლართული არშეიძლება ყველაფერი მარტივად იყოს?!

-რაღაც იდეა გამიჩნდა მაგრამ მობილურით ამას ვერ გეტყვი უნდა შეგხვდე

-არ შემიძლია დღესაც სამსახურიმაქვს

-არ მაინტერესებს რამენაირად დაიძვრინე თავი შენს შეტყობინებას დაველოდები შეხვედრის ადგილს მეტყვი

-კარგი დროებით

უკმაყოფილო სახით მობილური მოვიშორე და ფიქრებში გართულმა ვერც შევნიშნე როდის გაიღო ოთახის კარი

-გაძვალტყავებულო გაიღვიძე ა უკვე გღვიძავს?

ქერათმიანის დანახვაზე მობილური ინსტინქტურად დავმალე ზურგს უკან

-ა ჰო ადრე გამეღვიძა ,,თავგასიებულმა გამაღვიძა,,

-კარგი ხომარ დაგავიწყდა დღეს შენი მუშაობის მეორე დღეა

ბიჭი კარის ზღურბლს მიეყუდა და ისეთი სახით გამომხედა რომ პირდაპირ მეუბნებოდნენ მისი თვალები ,,აბა გაუძლებ?😏,,

-ხო ჩავიცმევ და მოვდივარ

-კარგი

-..............იქნებ გახვიდე

ქერა ზღურბლს მოშორდა და კარი გაიხურა.გავიდა თუარა მობილურზე პაროლი დავადე რომ რამდენიმე დღისწინ მომხდარი სიტუაცია არ განმეორებულიყო რამდენიმე წუთში უკვე მზად ვიყავი ოთახიდან გამოვედი თუარა იუნჯი ჩამეხუტა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს კართან მიცდიდა

-ონნიიი....დილამშვიდობისაა

-დილამშვიდობის ასე ადრე რატომ გაიღვიძე

მასთან დავიხარე და სახეზე ჩამოშლილი აჩეჩილი თმა გადავუწიე

-მინდოდა შენთვის რაღაც მეჩვენებინა

გოგონამ ჯიბიდან ლამაზად დაკეცილი ქაღალდი ამოაძვრინა და სამ თვლაზე გაშალა

-ტადააამმმ როგორ მოგწონს

ნახეტზე სამი კაცუნა რაღაც კოლოფში იჯდა და მწვანე ხაზზე მიდიოდა

-ეეს???...

-ეს შენ ხარ ეს მე ეს კი თეჰიონ ოპა ჩვენ სამოგზაუროდ მივდივარდ ჯიმინ ოპას მანქანით

გონებაში მაშინვე არასასიამოვნო კადრებმა გამიელვეს თავი გავაქნიე და მათი თავიდან მოშორება ვცადე

-მშვენიერია ძალიან ნიჭიერიხარ მაგრამ...თუ ეს ჯიმინის მანქანაა თვითონ სად არის?

იუნჯიმ გაიხედ გამოიხედა შემდეგ კი მანიშნა ახლოს მივწეულიყავი

-ის ფეხით მოდის ღირსი არაა ჩვენთან ერთად იყოს არ მომწონს ეგ ტიპი

მის ნათქვამზე ოდნავ ჩამეცინა მაგრამ სახე წამეშალა როცა იუნჯის ზურგს უკან მკერდთან ხელებგადაჯვარედინებული თეჰიონი დადგა

-გამაღიზიანებელი ბიჭია სულ აღუასავით მექცევა

-იუნჯიიი...მგონი ჯობს გაჩუმდე...

-ვცდილობდი გოგონა გამეჩერებინა სანამ ის ჯიმინს ლანძღავდა თეჰიონი ხან მე მაპყრობდა მზერას ხანაც უმცროს დას

-და თან მისი ეს წვრილი ხმა ნერვებს მიწიწკნის

-იუნჯიი....

-პლუს ჩემზე ლამაზია როგორშეიძლება ბიჭი ჩემზე ლამაზი იყოს

-იუნჯი!

გოგონა როგორც იქნა გაჩუმდა სახეზე მთლიანად აწითლდა და ლეკვის თვალებით შემომხედა

-თეჰიონი ჩემ უკანაა არა?

თავი ნელა დავუქნიე და ვიზიარებ ღიმილით გავუღიმე

-დილამშვიდობის ოპა

-დილამშვიდობის საფრთხობელავ

-როგორ გეძინა?

-წადი თავი მოიწესრიგე ღლაპო

გოგონა სწრაფად გაეშურა თავისი ოთახისკენ და კარი ჯახუნით მოხურა

-აბა მზად ხარ?

ქერა პასუხს არც დალოდებია ისე გაემართა გასასვლელისკენ მეც მორჩილი კრავივით გავეკიდე

გზაში ჩუმად მივდიოდით არცერთი ჩვენგანი ხმას არ იღებდა
ჩენთვის ეს საკმაოდ უხერხული სიტუაცია იყო ქერას კი როგორც ჩან სეს სულ არ აწუხებდა

ხმა მხოლოდ მაშინ ამოვიღე როცა ავტობუსის გაჩერების საპირისპირო მიმართულებით წავედით

-ჩვენრა ავტობუსით არ ვაპირებთ წასვლას?

-ავტობუსით მხოლოდ მაშინ ვმგზავრობ როცა ბარში მივდივარ დღეს კი სხვა სამსახურში გველოდებიან

ვიგრძენი როგორ გამომესახა სახეზე გაკვირვება თუმცა მაინც კვლავ კუდივით ავედევნე უკან

სხვა სანსახური დათვის კოსტუმში ფლაერების დარიგებას წარმოადგენდა
ორივეს იმდენი ფლაერი მოგვცეს ხელები ადგილზე რომ შერჩა მიკვირს საუბედუროდ მხოლოდ ერთი კოსტუმი იყო და მისი ჩაცმაც მე მომიწია

ქერა კარგა ხანს იდგა უაზროდ მიყურებდა და ცდილობდა ღიმილი დაეფარა რაც არცისე კარგად გამოსდიოდა

-აუცილებელია ეს მეცვას?

გაღიზიანებული ღმით ამოვიწუწუნე და იქვე დათვის თავი მოვიშორე

-რახან უფროსობამ თქვა კიო ესეიგი კი

ქერა მკაცრი სახით მომიახლოვდა მოხნილი კოსტუმის ნაწილი თავზე ჩამომაფხატა და ფლაერები მომაჩეჩა

-აბა წარმატებები

თვალები გადავატრიალე გაღიზიანების გამოსახატად თუმცა...აზრი?!იმხელა ჯაბახანაში სულ არ ვჩანდი

ჩემი სამსახური პარკში ბოდიალით და გამვლელებისთვის ფლაერის მიჩეჩებით შემოიფარგლებოდა
შორიახლო თეჰიონიც დადიოდა რა უსამართლობაა ის ჩვეულებრივ სამოსში იყო მეკი...

მხოლოდ ეს არიყო გამაღიზიანებელი
როცა ჩემს მიერ გაწვდილი ფლაერი ვიღაც ტიპებმა დაკუჭეს და თავში მესროლეს სიბრაზემ ამავსო კინაღამ ის ვიფიქრე დაცვისთვის დამეძახა ჩემიძმა იმ ნაბიჭვრებს ამ მცირედი საქციელისთვის ცხოვრებას გაუმწარებდა მაგრამ ჰაჰ მეხომ ახლა ჩვეულებრივი ადმიანი ვარ

თეჰიონს ჩემდა გასაკვირად საქმე ბევრად უკეთ მისდიოდა, საკმარისი იყო ერთი გაეღიმა თავისი კვადრატული ღიმილით რომ გოგოები არამარტო ფლაერებს ტელეფონის ნომერსაც სთხოვდნენ ყველაზე საინტერესო კი ის იყო რომ მის ღიმილსა და გამოხედვაზე არამარტო გოგოები ბიჭებიცსაღი აზროვნების უნარს კარგავდნენ
ჰოომმ...ეს ბიჭი ნამდვილი ლავილასია
უკარება ლავილასი

საქმე უცვლელად მიდიოდა როცა ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა

ბექი:ველოდები კოორდინატებს სად გინდა შეხვედრა

ეს ბიჭი ისე იქცევა გეგონება საიდუმლო დავალებაზე ვიყოთ და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას ვაპირებდეთ

იუ რაე:მთავარ ქუჩასთან ახლოს პარკია ფანტანთან შეგხვდები

მობილური სწრაფად ჩავიდე ჯიბეში რომ თეჰიონს არ შეემჩნია
ბექიონი დაახლოებით 20 წუთში აქ იქნებოდა ამიტომ უნდა მომეფიქრებინა როგორ დამეძვრინა თავი

უფროსობა პრობლემა არიყო არაფერი დაშავდებოდა თუ ფლაირებს ნახევარი საათით გვიან დავარიგებდი
პრობლემა თეჰიონი იყო

როგორ ამეხსნა მისთვის სად დავიკარგე.
უეცრად გონებაში ერთმა აზრმა გამიელვა მე და ბექიონი ასე ხშირად ვაკეთებდით როცა დაცვისგან თავის დაღწევა გვინდოდა

-კარგი ამინდია არა?

ერთ-ერთ პარკში მჯდარ გოგონას მივუჯექი რომელიც თითქმის ჩემი ტოლი ჩანდა

-საქმე არ გაქვს?

მკვახედ მიპასუხა და ტელეფონში თავით გადაეშვა

-უბრალოდ რაღაცის კითხვა მინდოდა

გოგონას ხმა არ ამოუღია ამიტომ მეც მშვიდად განვაგრძე

-აი იმ ქერა ბიჭს ხომ ხედავ? არ ფიქრობ რომ რომელიღაც აიდოლს გავს?

ტელეფონის ჭიამ თვალი ჩემს მიერ გაშვერილ თითს გააყოლა რომელსაც თეჰიონზე ვანიშნებდი
რამდენიმე წამი ჩუმად აკვირდებოდა შემდეგ კი ეჭვნარევი სახით გააქნია თავი

-კარგად დააკვირდი გამოხედვა მიმოხრა საუბრის მანერა ღიმილი...აშკარად აიდოლია მაგრამ მე შოუბიზნესში არცისე ვერკვევი და წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება იყოს

გეგმა წარმატებულად მიდიოდა გოგონას ეჭვი შეეპარა თავისივე სიტყვებში რაზეც ის მზერა მეტყველებდა რომლითაც ბიჭს აკვირდებოდა

-ანუუ...გინდა თქვა რომ უეჭველი აიდოლია მაგრამ არ იცი ვინ?

თავი დავუქნიე და ანგელოზის უცოდველი სახით გავუღიმე რასაც რათქმაუნდა ჩემი ,,ჩაფხუტის,, გამო ვერ დაინახავდა

მოულოდნელად ის გოგო წამოდგა და იქვე მდგარ თინეიჯერების ტრიოსთან მიირბინა რომლებიც სელფების გადაღებით ირთობდნენ თავს

მანძილის გამო ვერ გავიგე რაზე საუბრობდნენ თუმცა მათმა ტელეფონის კამერებმა რომლებიც მოულოდნელად ჩემი კოლეგისკენ მიმართეს დამარწმუნა რომ ოინმა გაჭრა

რამდენიმე მათგანმა გაბედა და კამერის გაწევის გარეშე თეჰიონს მივარდა კითხვებით ,,მართლა აიდოლიხარ??,, ,,რომელი კგუფის წევრიხარ?,, ,,შეიძლება შენთან ფოტოს გადაღება??,, არასოდეს დამავიწყდება ქერას გაოგნებული სახე როცა გაგონილი კითხვების გამო დაინტერესებული კიდევ ოცამდე გოგონა მივარდა და კამერა დაუმიზნა

მე რათქმაუნდა ამასობაში დრო ვიხელთე და შეხვედრის ადგილისკენ მოვკურცხლე

როგორც კი ფანტანს მივუახლოვდი შევნიშნე რომ დამაგვიანდა ჟღალთმიანი მანქანის კაპოტზე ჩამომჯდარი ხან საათს შეხედავდა ხანაც აქეთ იქით იწყებდა თვალების ცეცებას

მასთან მივირბინე და მანქანას დავეყრდენი რომ დაღლილს სული მომეთქვა

-ფლაერი არ მჭირდება წადი ერთ ნაშას ველოდები

-ნაშას მოგცემ მეშენ!

ქუდი მოვიხადე და ჟღალთმიანს მხარში ჩავარტყი

-იუ რაე??? ეს რაგაცვიაა???

ბიჭის გამაყრუებელმა სიცილმა მთელი პარკი მოიცა
ჟღალთმიანი უკვე ისტერიკაში ვარდებოდა სიცილისგან მე კი ვუყურებდი და ველოდებუდი სიცილით როგორ მოიგუდებოდა თუმცა საუბედუროდ რამდენიმე წუთში დაწყნარდა წელში გაიმართა და ძლიერად ჩამეხუტა

-ქაჯო როგორ მანერვიულე

მეგონა დაცინვის ზეიმი დასრულდა მაგრამ არა ჩახუტებას მორჩა თუარა მუქი ჯინსის ჯიბიდან მობილური ამოიღო და რამდენიმე ფოტო გადამიღო

-რას აკეთებ?!

-ამას ჩემს გვერდზე ავტვირთავ მინდა ხალხმა ნახოს რომ მარტო ლამაზ გოგოებთან კიარა გასიებულ ქალბატონებთანაც ვმეგობრობ

ანგელოზის ღიმილით გაიღიმა და კოსტუმის ღიპზე ხელი მომითათუნა

-იდიოტო! კარგი ცოტა დრო მაქვს ამოღერღე რა გეგმა გაქვს

ბიჭს სახე მაშინვე დაუსერიოზულდა

-როგორც გითხარი კაპიკებით იმ ხალხს ვერ დაეხმარები საჭიროა დიდი თანხის გადაცემა მაგრამ მიზეზების გამო რომელთა ჩამოთვლაც მეზარება ამის გაკეთება გაგიჭირდება...

-ეგ ისედაც ვიცი რას მთავაზობ?!

-ნუ მაწყვეტინებ თუ შეიძლება

ჟღალთმიანმა ისეთი სახით გამომხედა ცხოვრების ბოლომდე ხმის ამოღებას აღარ ვაპირებ რომ მას არ შევაწყვეტინო

-ჩვენ ანონიმურად გადავრიცხავთ ბავშვების ანგარიშზე თანხას

-და როგორ აპირებ მაგის გაკეთებას?

-ანგარიშის ნომერს გაარკვევ

-მეე???ვინმე მეგობარი ჰაკერი გეყოლება და იმას სთხოვე

-პირველ რიგში ამის გაკეთება ნებართვის გარეშე არც ისე კარგი საქმეა მეორეც ამის გამო ისედაც პრობლემები მექნება და ვინმეს რომ საიტის გატეხვა და ბაზიდან მათი ანგარიშის ნომრის ამოღება ვთხოვო ციხე არ აგვცდება არც მე არც მას ასერომ ...

წამიერად ჩავფიქრდი ერთისმხრივ ცუდ საქმეს ჩავდიოდი უკანონოდ ვიქცეოდი მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხომ მათივე საკეთილდღეოდ კეთდება

-კარგი თანახმა ვარ ოღონდ დრო დამჭირდება

-შემატყობინე როცა ნომერს იშოვი

-რეიჩელ?

ნაცნობი ხმის გაგონებაზე ტანში გამცრა მთლიანად დამბურძგლა და ცივმა ოფლმა დამასხა

ნელა შევბრუნდი და ქერა თმიანი ბიჭის გაოგნებული სახე დავინახე

-აქ რას აკეთებ ეს ვინაა?

მზერა ბექიონზე გავაპარე რომელიც ,,ოი დაგერხა,, სახით მიყურებდა.ჰაჰ ამასაც მეგობარი ჰქვია

-არ გესმის?რახდება ვინაა ეს?

გონებაში განგაშის სიგნალები მქონდა ჩართული ვერ ვიაზრებდი რა უნდა მეთქვა ცივი გონებით მსჯელობა ნამდვილად არ გამოვიდოდა ამიტომ პირველი რაც მომადგა ენის წვერზე ის წამოვროშე

-ჩემი საქმროა!

-ვინ არის?

-ვინ ვარ?

ბიჭების გაკვირვებული...არა უფრო გააააკკვირვეებბუულლიი მზერა საკმარისი იყო იმის მისახვედრად რა იდიოტობაც ვთქვი

მაგრამ რაც ითქვა უკან ვეღარ წაიღებ ასერომ მომიწია თამაში გამეგრძელებინა

-ჰო...გახსოვს გითხარი ოჯახი ძალით მათხოვებს მეთქი...მოკლედ აი ამაზე მათხოვებენ

ბექიონს მუდარით აღსავსე თვალებით გავხედე ახლა ყველაზე მეტად მისი მსახიობური ნიჭი მჭირდებოდა მის სახეზე მაშინვე ამოვიკითხე პასუხად ,,ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდი,,

-ანუ საქმრო?

-ჰო საქმრო ვარ პრობლემაა?!

ორივე მათგანს შეშინებული ვუყურებდი მათი მტრული გამოხედვით თუ ვიმსჯელებდით ამწამს დიდ შარში ვიყავით...

To be continued...
თავი დიდი გამოვიდა და შეცდომების გამსწორება დამეზარა რისთვისაც ბოდიში😅😁❤💜

9 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!