8 страница29 апреля 2026, 17:32

წესი მეორე

ოდესმე თუ შეხვედრილხართ ,,საზღვარზე მყოფ,, ადამიანს,რათქმაუნდა აქ არ იგულისხმება ადამიანი რომელიც ორ ქვეყანას შუა დგას

აქ იგულისხმება ადამიანი რომელსაც ვერ გაუგია ვინაა
საკმარისია მისმა პიროვნებამ წარმოაჩინოს რა ბუნების ადამიანია რომ მისი მეორე მხარე საპირისპიროს დაამტკიცებს

ასეთი ადამიანები ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს, მათში ორი ერთმანეთის მოქიშპე სამყარო იბრძვის,სწორედ ასეთ ტიპს მიეკუთვნება კიმ თეჰიონი

რაში გამოიხატა ეს ვფიქრობ თავადაც მიხვდით, ერთი შეხედვით ბიჭი ცივი და უგულოა,თითქოს არ ადარდებს შავთმიანი რეიჩელის ბედი, მაგრამ ამავდროულად სადღაც გულის კუნჭულში თავს მოვალედ თვლის მასზე იზრუნოს, ვინაიდან ეს გოგო სწორედ მის ფანჯარასთან დაეცა, როგორც ბეღურა ზამთარში.

და მაშინაც როცა ბართან იდგა და ვისკის ჭიქებს ამშრალებდა, მის ერთ მხარეს სულ არ ადარდებდა იუ რაეს პირველი დღე ახალ გარემოში, მეორე მხარე კი თვალებს აცეცებდა,ეშინოდა გოგონა შარში არ გახვეულიყო

-კიდევ ერთი დამისხი....ოე თეჰიონ გესმის კიდევ ერთი დამისხი!!!

დაუყვირა უფროსმა ბიჭმა უმცროს და თითები სახის წინ გაუტკაცუნა

-რა რაგინდა?

გონს მოსულმა ქერამ ჯიმინს ყურადღება მიაქცია

-კიდევ ერთი დამისხითქო

ქერამ უფროსის ჭიქაში ყელის მწველი სითხე ჩაასხა და უფროსმაც ერთი ყლუპით სასმლისგან დაცალა ჭიქა

-არ გეყოფა?ეს უკვე მეექვსე იყო

-მე გადავწყვეტ როდის მეყოფა

ქერამ მხოლოდ თავი გააქნია და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა

-თეჰიონ კლიენტები წუწუნებენ რომ ცოცხალი მუსიკა არ არის სად დაეთრევა ის ნაბიჭვარი

გაღიზიანებით მიუახლოვდა მენეჯერი ბარს და ქერას საყვედურებით სავსე თვალებით ჭამა დაუწყო

-არვიცი ახლავე დავურეკავ უფროსო

-ვის დაურეკავ რატომ დაურეკავ შენ რა მღალატობ???

გაბუტული ხმით ,,წამოიბღავლა,,ჯიმინმა და ბარზე ნიკაპით ჩამოდი თავი

-ოოო დაგეწყო უკვე?დალევ ორ ჭიქას და ურევ

თეჰიონმა უკმაყოფილოდ გახედა უფროსს და ჭიქა რომლის შევსებასაც ბიჭი ცდილობდა პირდაპირი მნიშვნელობით გამოდღლიზა

-რატომ არ მაცდი ცხოვრებას შე ლაწირაკოოო

ყვირილზე გადავიდა უფროსი და ფეხების ბაკუნი დაიწყო,ქერას ყურადღება არ მიუქცევია მისი გამომეტყველებისთვის მობილური ამოიღო და საჭირო პიროვნების ნომერი აკრიფა

-გისმენ

ყურმილის მეორე მხარეს ბიჭის მხიარული ოდნავ ბოხი ხმა გაისმა რომელსაც თან ხმაურიანი მუსიკა და სხვა ადამიანების გაუჩერებელი საუბარი ახლდა თან

-შეგიძლია ამიხსნა სად ჯანდაბაში ხარ

ქერას მკაცრი ტონი უკვე ყველასთვის ჩვეული მოვლენა იყო ამიტომ მეორე მხარეს მოსაუბრეს მის გაბრაზებაზე რეაქცია არ ჰქონია

-კაი რა მოგივიდა რას მეჩხუბები კლუბში ვარ სად ვიქნები

-ახლავე აწიე შენი ზარმაცი საჯდომი და სანამ წესივრად გელაპარაკები აქ გაჩნდი

თეჰიონმა ისე გათიშა არც მიუცია მოსაუბრისთვის საშუალება პასუხი გაეცა

-ვინ იყოოო???ვისთან მღალატობ მე რატო არ გაკმაყოფილეებბბ????

ჯიმინმა პატარა ბავშვივით დაიწყო ხელების ბარის მაგიდაზე ბრახუნი

-ღმერთო ნეტავ ახლა ის გოგოები გხედავდნენ ვისთანაც დადიხარ ხოლმე

ქერამ ერთი ჩაიცინა და მთვრალი მეგობრისგან მზერა შავთმიან გოგოზე გადაიტანა რომელიც ბართან ჩამოჯდა და ჯიმინივით მანაც ჩამოდო თავი მაგიდაზე

-შენ რაღა მოგივიდა ეხლა ართქვა მეც დავლიეო

რეიჩელს გახედა ბიჭმა და ცივი წყლით სავსე ჭიქა დაუდგა წინ

-არა არ დამილევია საშინლად დავიღალეეეე

ხმამაღალი წუწუნის შემდეგ გოგონამ ჭიქა მთლიანად გამოცალა და მხოლოდ შემდეგ შენიშნა მის გვერდით მჯდარი ჯიმინი

-ამას რა მოუვიდა?

-სიყვარულის ცეცხლში იწვის

უმნიშვნელოდ უთხრა ქერამ და უკვე გათიშულ ბიჭს თავი ხელსახოცებზე დაადებინა

-სხვათაშორის აქ ჯდომაში არ გიხდიან ფულს წადი ნაგავი გადაყარე

-მაგრამ ჯერ ამწამს ჩამოვჯექი რამდენიმე საათია აქეთ-იქით დავდივარ.....

-ანუ ცოტას კიდევ გაივლი

სარკასტული ღიმილით უთხრა ბიჭმა და უკანა გასასვლელისკენ ანიშნა სადაც ურნა იდგა

თავისთვის ბურტყუნის ჩხუბის და წუწუნის შემდეგ რეიჩელმა ორ დიდ პოლიეთილენის პაკეტს დაავლო ხელი და უკანა გასასვლელისკენ ძლივს ძლივობით გაათრია

რათქმაუნდა ძლივს ძლივობით თვითონხომ ამ პარკებზე მძიმე არც იყო

ყველაზე რთული მათი აწევა და ურნაში ჩაგდება იყო,სამი მცდელობა და სამჯერვე გოგონა მიწაზეა წამოსკუოებული თავისი მეხუთე წერტილით

შავთმიანი ერთხელაც ადგა ტომარასავით პარკი ხელში აიღო და უკან უკან წასვლა როცა დაიწყო წელზე ვიღაცის ძლიერი ხელი იგრძნო რომელმაც საშუალება მისცა წონასწორობა შეენარჩუნებინა

რამდენიმე წამი და მაღალმა შავთმიანმა ბიჭმა ორივე პარკი ერთი ხელის მოქნევით ურნაში გაისტუმრა

-დიდი მადლობა დახმარებისთვის

ტანსაცმელი დაიფერთხა იუ რაემ და შავთმიანს გაუღიმა

-არაფერს მაგრამ...იქნებ მდლობა სხვანაირად გადაგეხადა

შავთმიანმა ნელ-ნელა მიახლოება დაიწყო სანამ გოგონა მასსა და კედელს შუა არ აღმოჩნდა მოქცეული

-უკაცრავად?!

აქამდე გაღიმებული გოგონა ახლა მკაცრ იუ რაეთ იქცა იმ იუ რაეთ რაც ქერას გაცნობამდე იყო

გოგონამ ბიჭს ხელი კრა როცა მათშორის მანძილის ნაკლებობამ უკვე პიკს მიაღწია

თუმცა ამან არ უშველა შავთმიანი ხარივით ძლიერი აღმოჩნდა,გოგონას ორივე მაჯა ერთ ხელში მოიქცია მეორე კი სახიდან ლავიწებდე ჩამოატარა

-შესახედავად არცისე ცუდიხარ

პირდაპირ მის სახესთან დაიჩურჩულა და რეიჩელს მაშინვე უსიამოვნოდ მოხვდა სიგრეტისა და ალკოჰოლის ცხვირის მწველი სუნი

ბიჭმა პერანგის ღილების გახსნა დაუწყო პირველი.... შემდეგ მეორე...გოგონას თავის დაღწევის ყველა მცდელობა უშედეგო იყო უკვე მესამე...შავთმიანის ხელი ლავიწებიდან წელზე ჩასრიალდა და გოგონა მთლიანად მიიკრო სხეულზე კისერთან დაიხარა და სველი კოცნების დატოვება დაიწყო
როდესაც ვიღაცამ უხეშად მოქაჩა და რეიჩელს მოაშორა

თეჰიონინმა აწ უკვე მისკენ შებრუნებულ და ,,გასართობს,, მოწყვეტილ ბიჭს მკვლელი მზერა ესროლა

რეიჩელი ღილებს სწრაფად იკრავდა და ელოდა როდის დაარტყავდა ბიჭს ქერა, როდის გაიგდებდა იგი მას წიხლქვეშ და როდის ანანებდა ასეთ მოპყრობას მაგრამ ამის ნაცვლად...

-სად დადიხარ იცი რამდენხანს გელოდე მამაშენი ცეცხლ მოკიდებული ბომბივით დადის და ყოველ ხუთწუთში ველი როგორ ამაფეთქებს

-მაპატიე ჰიოოონნნ

შევთმიანი ბიჭს მოწყვეტით ჩაეხუტა და რამდენიმე წამის წინ ნაპოვნი ,,სათამაშო,,სულ გადაავიწყდა

-კარგი კარგი ვისკის სუნათ ყარხარ წადი სახეზე წყალი შეისხი და საქმეს მიხედე

ბიჭი უსიტყვოთ დაემორჩილა,რამდენიმე წამში კარს მიღმა თვალს მიეფარა

რეიჩელი ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდა ხან კარს ხან ქერას

-რაღას დგახარ წადი საქმეს მიხედე

ოდნავ უხეში ტონით უთხრა ბიჭმა და იუ რაეც მაშინვე დაწესებულებაში შევიდა

***

-სად არის ჩვენი შეკვეთა რამდენ ხანს უნდა ველოდოთ?!

ერთ-ერთ მაგიდასთან კაცის უკმაყოფილო ყვირილი და მუშტის მაგიდაზე დაკვრის ხმა გაისმა

-მაპატიეთ დაგვიანებისთვის ინებეთ

შავთმიანმა ლანგარიდან საჭმელი მაგიდაზე გადაალაგა და როცა შემდეგი შეკვეთის მისატანად უნდა წასულიყო რაღაც ხმამ შეაჩერა

მთელს დაწესებულებაში გიტარის სიმებთან შეხების ხმა გაისმა,სიმებს ვიღაცის მამაკაცური თუმცა ამავდროულად საოცრად ნაზი ხელები ეხებოდნენ წამები და ამას სიმღერა მოყვა

რამდენიმე ბგერა და იქაურობა სავსე იყო რაღაც საოცრად მშვიდი ნოტებით

იუ რაემ ,,მუსიკალურ ობიექტს,, რომ გახედა თვალები გაუფართოვდა.წუთებისწინ გალეშილი მობარბაცე უხეში მანიაკი რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა ახლა იჯდა სცენაზე ხელში გიტარა ჰქონდა მომარჯვებული და ისეთი ხმით მღეროდა ალბათ მოგალობე ანგელოზებს შეშურდებოდათ

ძნელი იყო იუ რაეს მზერა შეგემჩნია,მომღერალმა ბიჭმა თვალი გაუსწორა ტუჩის კუთხით გაუღიმა და თვალი ჩაუკრა

შავთმიანიც მაშინვე გამოცოცხლდა და საქმეს დაუბრუნდა

***
-ჰიონ ადექი სახში წადი უკვე ვიკეტებით

მეასედ შეანჯღრია ქერამ ჯიმინი თუცა უფროსს ისე ტკბილად ეძინა ხელსახოცებზე რომ სულარაპირებდა განძრევას

-მე წავიყვან

ლუდის ბოთლი გადადო შავთმიანმა უფროსი მეგობრის ხელი მკლავზე გადაიხვია და ერთი მოქაჩვით ფეხზე დააყენა

-დარწმუნებულიხარ?უკვე გვიანია თანაც შენც კაი ნაყლაპიხარ

ქერამ მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა და ორივე ეჭვისთვალით შეხედა

-არინერვიულო ჰიონ კარგი ბიჭი ვიქნები და ჯიმინ ჰიონსაც უსაფრთხოდ მივიყვან

თვალი ჩაუკრა შავთმიანმა და გალეშილი მეგობარი დაწესებულებიდან გაიყვანა

-ნაბიჭვარი ლაწირაკი ოე ჩვენი წასვლის დროცაა

თეჰიონმა მხოლოდ ახლა შენიშნა რომ მისი ზარმაცი კომპანიონი პოსტზე აღარ იყო ის ერთ-ერთ მაგიდასთან იჯდა და ცოცხთან ჩაძინებულს ეძინა

-,,მინდა რამეში გამოგადგე დამასაქმე,, ,,მე ყველაფერს შევძლებ,,

თეჰიონმა წვრილი ხმით მძინარე იუ რაეს გააჯავრა და გოგონას შუბლში თითი ატაკა

-ოე გაიღვიძე

-ძალიან ვწუხვარ

ჯერ კიდევ მძინარემ ჩაიბურტყუნა გოგონამ და დახუჭული თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა

-რას ბოდავ ოღონდაც გამაგებინე

რამდენიმე წამში გოგონა დამაყრუებელმა ბრახუნმა გააღვია თანაც ისეთმა მოულოდნელმა ბრახუნმა რომ იგი სკამიდან გადმოვარდა როცა მისი ძილის დამრღვევ ობიექტს შეხედა თეჰიონი დაინახა ქვაბებოს თავსახურებით ხელში

-გაიღვიძე? ძაან კაი შენ თრევას არ ვაპირებდი ადე და წავიდეთ მეძინება

რამდენიმე წუთში ორი ძალაგამოცლილი სხეული მთვარის შუქით განათებულ ცარიელ ქუჩებში ნელა მიიწევდნენ

-ავტობუსით რატომ არ მივდივართ?!

წუწუნით თქვა გოგონამ და ბიჭს გაცედა რომელიც რამდენიმე ნაბიჯით მასზე წინ მიდიოდა

-იმიტომრომ ასეთ დროს აღარ დადიან

იუ რაემ ბოლო ძალები მოიკრიბა რომ ქერას დასწეოდა როცა ეს მოახერხა მათ ფეხებს დახედა მისი ორი ნაბიჯი ბიჭის ერთს უდრიდა თავისდა გაუცნობიერებლად შავთმიანმა ფეხის აყოლა სცადა

ქერას გაეღიმა როცა ეს შენიშნა ნელ-ნელა ნაბიჯს შეუნელა რომ გოგონას ფეხის აყოლა გაადვილებოდა და ახლა უკვე ბნელ ქუჩებში ორივე ერთნაირი ნაბიჯებით მიაბიჯებდა

ქერა მოწყენილობისგან თუ უბრალოდ ინტერესის გამო თვალს არ აშორებდა მათ ერთნაირ ტემბრში სიარულს და მხოლოდ ახლა შენიშნა გოგონას მთელი დღის მანძილზე ქუსლებიან ფეხსაცმელში გატარებული დღის მტკინვეული კვალი

რატომღაც მხოლოდ ახლა შენიშნა ოდნავ როგორ კოჭლობდა შავთმიანი

-ღმერთო სერიოზულად?!

თავისთვის ჩაიბურტყუნა ქერამ იუ რაეს წინ გადაუსწრო და მისკენ ზურგით ჩაიმუხლა

-რას აკეთებ?

-ზურგზე შემომაჯექი

უემოციო ხმით უთხრა მან და ყელიდან შარფი მოიხსნა რომ შავთმიანს ხელების შემოხვევა გაადვილებოდა

-რაა?

-მალე სანამ გადავიფიქრე

გოგონა ნელა მოკალათდა ბიჭის ზურგზე ქერას კი იუ რაეს ცივი ხელების შეგრძნებაზე გააჟრჟოლა

ჰაჰ არად ამბობდა შენს თრევას არ ვაპირებო

-წესი მეორე დაშავება ცუდად გახდომა და მსგავსი რაღაცეები გეკრძალება არმინდა ჩემი მოსავლელი გახდე

8 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!