7 страница29 апреля 2026, 17:32

წესი პირველი


***
-კიდევ დიდხანს აპირებ ძილს?-უკვე კარგად ნაცნობი ხმა ჩაესმა რომელმაც აიძულა სიზმრების სამყარო მიეტოვებინა,თავი გადააბრუნა და მისი ნამძინარევი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ყავისფერ თვალებს შეხვდა

-ადგომის დროა ხომარ დაგავიწყდა დღეს შენი მუშაობის პირველი დღეა-დაავიწყდა?არა ახსოვდა უფროსწორად ახლა გაახსენდა უბრალოდ ადგომა არ სურდა ამავდროულად ძალიან უნდოდა საქმეს მალე შედგომოდა.როგორ გითხრათ...ეს ის სიტუაციაა როცა რამის გაკეთება გინდა მაგრამ დაწყება გეზარება

-ძილს თუ განაგრძობ მეც მომიპინტრიშებენ სამსახურიდან-ქერას საუბრისას ღიმილი შეეპარა თუმცა მალევე მოიშორა ბაგეებიდან,აქამდე გოგონასთან დახრილი წელში გასწორდა,და გოგონას საბანი გადახადა,მისი სითბოს ერთადერთი შემქმნელი შავთმიანი მაშინვე მოიკუნტა და ცდილობდა თავისთავთან ჩახუტებით აენაზღაურებინა წართმეული სითბო

-ათ წუთს გაძლევ მოსამზადებლად-ბიჭმა საბანი ძირს მოისროლა იმის გარანტიისთვის რომ გოგონა ვერ შეძლებდა კვლავ კომფორტის შექმნას

შავთმიანმა საბოლოოდ ვეღარ აიტანა სიცივე და სწრაფად მოირგო ტანისამოსი რის შემდეგაც კვლავ საწოლზე დაენარცხა

საბანი აღარ სჭირდებოდა უკვე უიმისოდაც თბილად იყო,მაგრამ კომფორტულად ნამდვილად არა

-არა ეს ალბათ მეხუმრება-გაღიზიანებულად ჩაიბურტყუნა კვლავ ოთახში დაბრუნებულმა ქერამ

-ეი ტანსაცმლიანი წოლა რომ არ შეიძლება არ იცი?-ბიჭი საწოლს მიუახლოვდა და მხარში ხელის ჩავლებით შავთმიანი ოდნავ შეანჯღრია

ნეტავ ვინმეს შეძლებოდა იმ მომენტში იქ მისვლა და თეჰიონისთვის იმის შეხსენება რომ ყოველღამე თავად იძინებს ტანსაცმლით ვინაიდან სამსახურიდან გვიან ბრუნდება და ძალაგამოცლილ ბიჭს იმდენიც კი აღარ შეუძლია ტანისამოსი გაიხადოს.მაშ თუ თვითონ ასეთია რატომ არ აცდის ახლა ამ გოგონას მშვიდად ძილი განაგრძოს

-ათჯერ გამეორებას არ ვაპირებ ადექი-ბიჭმა ამ სიტყვებზე პასუხად მხოლოდ მშვიდი სუნთქვა დაიმსახურა

-კარგი იცოდე ეს შენთვითონ მთხოვე-ქერამ ხელები დაიკაპიცა საწოლის ბოლოში დადგა და გეგონას ფეხებში სწვდა რის შემდეგაც შავთმიანი ერთი მოქაჩვით აღმოჩნდა ხალიჩაზე

-ეიიი!! მტკინვეულიააა-რათქმაუნდა მტკინვეულია ის ხომ პირველად გააღვიძეს ასე,აქამდე ვინ გაუბედავდა ბოლოსდაბოლოს ის არ არის რიგითი თინეიჯერი რომელსაც დედა საწოლიდან გადმოგდებით აღვიძებს რათა სკოლაში არ დააგვიანდეს

-ხომ გითხარი შენთვითონ მთხოვეთქო-მხრები უდანაშაულობის ნიშნად აიჩეჩა ქერამ და გოგონას წამოდგომაში დაეხმარა

-იჩქარე თორემ შენგამო დავაგვიანებ

თავის მოწესრიგების შემდეგ ორივემ დატოვეს სახლი,ჯერ მზეც არიყო ბოლომდე ამოსული ხალხს ჯერ კიდევ მშვიდი ძილით ეძინა იმ დროს როცა შავთმიანი გოგონა მთქნარებით და ქერა ბიჭი განუწყვეტლივ მაჯის საათის შემოწმებით ავტობუსის გაჩერებისაკენ მიიწევდნენ

ავტობუსი მალევე მოვიდა,სრულიად ცარიელი როგორც ყოველთვის

-დილამშვიდობის თეჰიონ-თბილი ღიმილით მიესალმა შუახნის ავტობუსის მძღოლი ქერას როცა მან ავტობუსში ააბიჯა

-დილამშვიდობის ბატონო ლი-ღიმილითვე(თუმცა ამ ღიმილს სითბოს ნაკადი არც კი დაჰკრავდა)უპასუხა თეჰიონმა და ფანჯარასთან ჩვეული ადგილი დაიკავა

-ეს ვინღაა ახალი სახე-ანიშნა მძღოლმა შავთმიანზე როდესაც მან ქერას გვერდით ადგილი დაიკავა

-ჩემი მსახურია-უემოციოდ ვითომც არაფერიო,ისე წარმოთქვა ქერამ რაზეც მძღოლის გაღიმება და გოგონას ,,რაა?,,მზერა დაიმსახურა

-შენი მსახური როდის აქეთ გავხდი?-იკითხა გოგონამ ბრაზნარევი ტონით

-ჩემს ხარჯზე ცხოვრობ შესაბამისად ჩემი მსახურიხარ-კვლავ უემოციოდ მიუგო ბიჭმა და ფანჯრის მიღმა სამყაროს ყურება დაიწყო

-აი თურმე როგორია-წუთიერი დუმილის შემდეგ ჩაიბურტყუნა გოგონამ უფრო თავისთვის ვიდრე ვინმეს გასაგონად ,,იყო ვინმეს მსახური,, უკვე ფიქრებში დააბოლოვა დაწყებული წინადადება და თავის ერთმანეთში მოთამაშე თითებს დაუწყო ყურება

-რას გულისხმობ-ბიჭის ყურადღება მიიბყრეს მისმა სიტყვებმა

-არა...არაფერს-სინამდვილეში კი ბევრ რამეს,იგი მთელი ცხოვრება მსახურების გარემოცვაში იზრდებოდა ისინი უმზადებდნენ,ულაგებდნენ,ურეცხავდნენ უუთავებდნენ...ფაქტობრივად მის ნაცვლად ცხოვრობდნენ ახლა კი თავად იყო ვიღაცის მსახური,რათქმაუნდა ბიჭს ეს სრული სერიოზულობით არ უთქვამს მაგრამ სიტყვები ,,ჩემი მსახური,, გოგონაში არეულ გრძნობებს იწვევდა

რამდენიმე გაჩერების შემდეგ ავტობუსი ნელ-ნელა შეივსო ხალხით,ფანჯრის მიღმა მზემ დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი ცაზე

რეიჩელს თვალები ეხუჭებოდა,და ეს სულ იმ ქერა ბიჭის ბრალი იყო მკერდთან ხელებგადაჯვარედინებული რომ იჯდა და ფანჯარას თვალს არ აშორებდა.მის გამო შავთმიანმა გამოძინება ვერ შეძლო თუმცა ბიჭის დადანაშაულებას აზრი არ ჰქონდა ეს ხომ მან შესთავაზა რამეში გამოსადეგი მინდა გავხდეო,ოხ ეს სულელური სინდისი და პრინციპები

-ეი არ ჩაგეძინოს ხელმეორედ შენს გასაღვიძებლად ომს არ ვაპირებ-ოდნავ მკაცრი ხმით გააფრთხილა თეჰიონმა გოგონა რომელიც უკვე თავსაც კი ვეღარ იმორჩილებდა ჩვეულ მდგომარეობაში

-არა არ ჩამეძინება უბრალოდ თვალებს დავასვენებ ხუთი წამით...სულ...ხუთი...-და....კვლავ გაითიშა

ავტობუსი სვლას განაგრძობდა ხალხის რაოდენობაც ამ დახურულ სივრცეში მატულობდა და მატულობდა,სწორედ ერთ-ერთი ფეხზე მდგარი მგზავრის ჩანთას დაუწყო ,,არა მძინარე,, რეიჩელმა თავის რტყმა რამაც მგზავრის შეწუხება გამოიწვია

-ახალგაზრდავ თუშეიძლება თქვენს შეყვარებულს მიხედეთ-მიმართა მან თეჰიონს რომელმაც თავისი ყურადღება ფანჯრიდან ჯერ მგზავრზე გადაიტანა შემდეგ რეიჩელზე რომელიც განაგრძობდა ჩანთისთვის თავის რტყმას და ბოლოს კვლავ უემოციოდ გაიხედა ფანჯარაში

-ის ჩემი შეყვარებული არაა

ჰო არ არის და არც ადარდებს რამოუვა რა ვალდებულია ვიღაც უცხო გოგოზე იყოს პასუხისმგებელი ის ხომ მისთვის არავინაა (ჯერჯერობით)

ქერამ თავის მკვახე პასუხზე მხოლოდ რაღაც უკმაყოფილო ბუტბუტი მიიღო პასუხად და ალბათ იმ ორს აღარც მიაქცევდა ყურადღება რომ არა უკმაყოფილო წამოკვნესა რომელმაც კვლავ აიძულა ბიჭი შავთმიანისთვის შეეხედა

აღმოჩნდა გოგონას უკმაყოფილო წამოკვნესების მიზეზი ნაკაწრი იყო საფეთქელზე რომ ემჩნეოდა ჩანთის ელვა შესაკრავზე კიდევ ერთი ჩამორტყმის შედეგად

-ღმერთო სერიოზულად ეს გოგო...-გაღიზიანებულმა ჩაიბურტყუნა ქერამ და რეიჩელის თავი ხელით თავის მხარზე გადაანაცვლა რაზეც უკვე შეწუხებული მგზავრის ,,ასეც ვიცოდი,, მზერა დაიმსახურა

ავტობუსი კვლავ მიდიოდა ხალხისგან თითქმის ჩაიცალა მხოლოდ ათიოდე ადამიანი თუ იქნებოდა შიგ,მათშორის იყო შავთმიანი გოგო თავი ბიჭის მხარზე რომ ედო და კომფორტულად ეძინა,რომ ვთქვათ ბიჭიც კომფორტულად იყო მეთქი ტყუილი იქნება ვინაიდან ყელში რეიჩელის თბილი,მშვიდი სუნთქვის შეგრძნებისას ქერას ყოველჯერზე ტაო აყრიდა(თუმცა არ იმჩნევდა)გულში კი ერთი სული ჰქონდა მათი გაჩერების ჯერი მალე მოსულიყო

-ეი გაიღვიძე მოვედით-მხარი ოდნავ აიქნია ქერამ და გოგონაც მაშინვე დენდარტყმულივით გაიმართა წელში

-არ მძინავს თვალებს ვასვენებ

-ჰო ვხედავ ადექი მძინარე ურჩხულო არ დაგვაგვიანდეს

ბიჭი უკვე ჩადიოდა ავტობუსიდან როცა გოგონამ უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა

-სხვათაშორის მძინარე მზეთუნახავია სწორი და არა მძინარე ურჩხული

-მძინარე მზეთუნახავი რომ დაგიძახონ საჭიროა ლამაზი იყო-უცოდველი ღიმილით გაუღიმა ბიჭმა და ჯერ კიდევ გამოუძინებელ შავთმიანს თვალი ჩაუკრა

დიდი დრო არ დასჭირვებიათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად,დანიშნულების ადგილს პატარა ბარი ძარმოადგენდა რომელიც 24 საათი მუშაობს,ხის დიდი კარი და დიდ შუშებს იქით გადაშლილი მყუდრო დაწესებულება ცოცხალი მუსიკით სასიამოვნო გარემოთი და დაგვიანებული ქერათმიანი მიმტანით რომელიც უკვე მენეჯერის წინ იდგა შავთმიან გოგონასთან ერთად და თავის დაკვრით ბოდიშს იხდიდა

-შენგან ამას არ მოველოდი თეჰიონ საუკეთესო ბარმენიხარ ვინცკი ოდესმე მყოლია არმინდა შენც გამიცრუო იმედები

-მაპატიეთ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა გპირდებით აღარ დავაგვიანებ-კიდევ ერთხელ დაუკრა ქერამ თავი უფროსს

გოგონასთვის უჩვეულო იყო მუდამ ცივი და თავდაჯერებული ბიჭის ასეთ ამპლუაში ნახვა,ალბათ სწორედ ამიტოვ ვერ აიტანა მისი მორჩილება და ქერას წინ გადაუდგა

-თეჰიონმა ჩემსგამო დააგვიანა თუ ჩხუბს აპირებთ მე მეჩხუბეთ-რაც შეიძლება თავდაჯერებულად თქვა რეიჩელმა და ორი წყვილი გაკვირვებული მზერა დააფიქსირა

-და თქვენ...-კითხვისნიშნით შეხედა მენეჯერმა ჯერ შავთმიანს შემდეგ კი ბიჭს,მან კი გოგონას ხელი მაჯაში ჩაავლო და კვლავ თავის უკან დააყენა

-მეგონა მიმტანი გჭირდებოდათ-ბიჭის სიტყვების შემდეგ მენეჯერმა რეიჩელი ჯერ შეათვალიერა შემდეგ კი წეღანდელთან შედარებით ბევრად რბილი ტონით განარგძო საუბარი

-რახან ასეა კიბატონო იმუშაოს შეუძლია დღეიდანვე დაიწყოს კარგად მოგიფიქრებია თეჰიონ მიმტანი სწორედრომ აღარგვყავს,გოგონა შენი სახელი

-რეიჩელი

-მაშასე რეიჩელ შენგან საუკეთესოს მოველი

მენეჯერმა მალევე დატოვა ახალგაზრდები და კაბინეტისკენ გაემართა.ბარი ჯერ ცარიელი იყო ამიტომ დროულად ვერავინ ანიშნა თეჰიონს რომ შეეძლო გოგონასთვის ხელი გაეშვა,როცა ეს შენიშნა უკვე გვიანი იყო უხერხული სიტუაციის თავიდან აცილება

-ემმ...ასეთ ფორმაში ვერ იმუშავებ ყოფილი მიმტანი გასახდელში ფორმას დატოვებდა შეგიძლია ის მოირგო

-გასაგებია

ორივე სხვადასხვა მხარეს წავიდა გამოსაცვლელად.
რა?მხოლოდ მიმტანს კიარ სჭირდება შესაფერისი სამოსი ბარმენიც არ უნდა ჩამოუვარდებოდეს იმიჯით დაწესებულებას,ეს თეჰიონისთვის უადვილესი იყო.მისი მამაკაცური ფორმების სახის ნაკვთების დაუვიწყარი მზერისა და მანერების წყალობით მასზე მათხოვრის ტანსაცმელიც კი როგორც ბრენდული სამოსი ისე გამოიყურებოდა.მართალია ბიჭს არ შეეძლო მოდური ძვირადღირებული სამოსით გაენებივრებინა თავი მაგრამ რაც ეცვა ისიც საკმარისი იყო გოგოების გულებზე საჭირო ეფექტის მოსახდენად

თითქმის ოც წუთში ყველა და ყველაფერი მზად იყო დაწესებულების გაღებისთვის,თეთრ პერანგში შავ ჟილეტზა და შარვალში გამოწყობილ თეჰიონს უკვე დაეკავა კუთვნილი ადგილი ბართან,თუმცა გაღებისთვის საჭირო მცირე დეტალი არ იყო ადგილზე.მიმტანი.

-ქერავ ის გოგო სადაა ცხრა საათია თითქმის-ბართან გაღიზიანებული მენეჯერი ჩამოჯდა და ბიჭს მაჯის საათზე ანიშნა

-გასახდელში იყო ახლავე დავუძახებ

გასახდელთან მისულმა ბიჭმა კარის სახელურისკენ გაიშვირა ხელი თუმცა გაახსენდა,რომ გოგოების გასახდელი იყო ამიტომ შეჩერდა და დააკაკუნა

-შენრა მანდ ცხოვრებას აპირებ?თუ ისევ ჩაგეძინა იცოდე თუ ჩაგეძინა მე...

-თეჰიონ....-გოგონას შეწუხებული ხმა გაისმა რამაც ბიჭი ორ რამეში მიახვედრა
1.მას არ ეძინა(მისთვისვე უკეთესი)
2.აშკარად კიდევ რაღაც მოხდა რაც მისი მოსაგვარებელი იქნებოდა

-რამოხდა?

-პრობლემა გვაქვს ასე ვერ გამოვალ...

-ასე?ფორმას გულისხმობ?

-ჰო...-ბიჭი შეეცადა გონაბაში ყოფილი მიმტანის ფორმა აღედგინა,ფორმა უბრალო იყო თეთრი პერანგი შავი კაბა და შავი ქუსლებიანი ფეხსაცმელი არაფერი ზედმეტად გახსნილი და შეუფერებელი

-ნორმალური ფორმაა რას ერჩი

-ამით არგამოვალ მეთქი!

-უკვე ნერვებს მიშლი მანახე რა სჭირს-ბიჭმა სახელური ჩამოსწია და კარის გაღება სცადა მაგრამ მეორე მხრიდან წინაღობა იგრძნო

-არა!არ შემოხვიდე!

-რატომ არა?!

-არ შემოხვიდე მეთქი!

რათქმაუნდა არც ღირს იმაზე დიდხანს საუბარი ამ კინკლაობაში ვინ გაიმარჯვა რათქმაუნდა რეიჩელი ძალიან მონდომებული გოგოა მაგრამ სამწუხაროდ ბიჭის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა რის შედეგადაც კარი გაიღო და რამდენიმე წამში ოთახში ქერა შევიდა რომელმაც ძლივს შეძლო სიცილის შეკავება

-ნუ იცინი!უშენოდაც ვხვდები რომ ზედმეტად მოკლეა

-ჰო მაპატიე დამავიწყდა რომ ყოფილი მიმტანი შენზე ბევრად დაბალი იყო-ჩაახველა ბიჭმა და კვლავ შეეცადა კვადრატული ღიმილი დაემალა

-ახლა რავქნა?

-როგორთუ რა გამოდი და იმუშავე

-ასეთ ფორმაში ვერ ვიმუშავებ!და მორჩი ჩემს თვალიერებას თვალები მაღლა მაქვს!

-ა ხო მაპატიე და ამისთვისაც მაპატიე

-ამისთვისაც?

გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ქერას მხარზე გადაკიდებული

-თეჰიონ რას აკეთებ დამსვი!ახლავე დამსვი!

-მაპატიე მაგრამ შენს გამო სამსახურის დაკარგვას არ ვაპირებ რახან თქვი უნდა შეასრულო კიდეც ასერომ გინდაც საცვლების ამარას მოგიწიოს მუშაობა მაინც იმუშავებ!

-ეს რა მოპყრობაა სათამაშო კიარვარ დამსვი მეთქი!

-ნუ ფართხალებ მომტყდა კისერი

-ფეხებს დაგატეხავ თუარ დამსვავ!

-მორჩი ყვირილს მაღიზიანებს

ჩხუბს აზრი არ ჰქონდა როგორც უკვე ითქვა ბიჭის ძალის წინააღმდეგ მოკლეკაბიანი ვერაფერს გახდა

***
-თქვენი შეკვეთა-კიდევ ერთი შეკვეთა მიიტანა რეიჩელმა შემკვეთთან და შეეცადა კვლავ შეუმჩნევლად ჩამოეწია კაბა

ვინც ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში გეცოდინებათ რა საშინლად არაკომფორტული და მოუხერხებელია ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე კაბის შესწორება

-რეიჩელ მეხუთე და მეექვსე მაგიდებისთვის შეკვეთა მზადაა

-ახლავეე

სანამ შავთმიანი შეკვეთის მისატანად კაბის წევით გაემართა თეჰიონის წინ ბართან კიდევ ერთი კლიენტი ჩამოჯდა

-რას ინებებთ-მობეზრებით იკითხა ქერამ და ჭიქა რომელსაც წამის წინ წმენდდა გვერძე გადადო

-ერთი მარტინი და ცოტა სინდისი თუ გაქვთ

-რაგინდა ჯიმინ-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა ქერამ და უფროსს მობეზრებით შეხედა

-ხომ გითხარი შენი სინდისის ნახვა მინდა მეთქი დავიჯერო ასეთი ძნელი იყო გასვლა და იმ გოგოსთვის თავისი ზომის ფორმის მოტანა

-შენი დარიგებებიღა მაკლდა-კვლავ ჭიქის წმენდა განაგრძო მან

-არაუშავრს არაფერი მოუვა ბოლოსდაბოლოს თვითონ მოინდომა მუშაობა

ბიჭმა თავის მკვახე საუბარზე საპასუხოდ მხოლოდ უფროსის უკმაყოფილო ამოსუნთქვა მიიღო და შავთმიან გოგონას გახედა რომელიც სამზარეულოდან ლანგრებით დატვირთული გამოვიდა და აწითლებული ლოყებით დაჰყურებდა თავის ფორმას რომელსაც კვლავ არ სურდა წესიერი გოგოსთვის შესაფერის ზომაზე დარჩენა

ბიჭს სურდა უბრალოდ მოეშორებინა თვალი მშვიდად გაეგრძელებინა მუშაობა და არ მიექცია ყურადღება ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომი ბიჭების ჯგუფისთვის რომლებიც შავთმიანის შემხედვარე იღიმოდნენ და რაღაცას ჩურჩულებდნენ მაგრამ....

-ღმერთო სერიოზულად?!

ქერამ ჯიმინის კუბოკრულ მოსაცმელს დაავლო ხელი და ოდნავ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გოგონასკენ რომელიც იმ მომენტში დაკავებული ხელებით კარის დაკეტვას ცდილობდა და მისკენ მიმავალი ბიჭი ვერ შენიშნა

Pov.reichel

ვცდილობდი სამზარეულოს კარი დამეკეტა მაგრამ ეს არცისე ადვილია როდესაც ორივე ხელი საჭმლით სავსე ლანგრებით გაქვს დაკავებული უეცრად ვიგრძენი წელზე რაღაც როგორ შემომეხვია როცა დავიხედე ნატიფი ხელები დავინახე რომლებმა კუბოკრული ზედა შემომახვიეს წელთან შეკრეს და ამ საქციელით ჩემი მოკლე კაბაც დაფარეს მომდევნო რაც ვიგრძენი კისერთან ცხელი სუნთქვა და ყურთან ბოხი ხმა იყო

-წესი პირველი...მოკლე კაბებით ჩემგარდა არავინ დაგინახოს

7 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!