6 страница29 апреля 2026, 17:32

არმინდა ზედმეტ ტვირთად დაგაწვე

Pov.avtor
გოგონა კვლავ გაუნძრევლად იდგა და უყურებდა კარს საიდანაც რამდენიმე წამისწინ ქერა ბიჭი გავიდა,ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია,მაგიდასთან მივიდა მობილური აიღო და რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ ზარს უპასუხა

-გისმენ ბექიონ

-ღმერთოჩემო იუ რაე სადხარ ამდენხანს იციმაინც რამდენი შეტყობინება დაგიტოვე მითხარი სადხარ მოგაკითხავ მე დავბრუნდი უკვე-ბიჭის ხმაში ნერვიულობა ბოლო სიტყვების თქმისასკი პოზიტივი იგრძნობოდა

-არაა საჭირო-და აი ამ წამს დაბრუნდა ის რეიჩელი რომელსაც ბიონ ბექიონი იცნობდა მკაცრი,ცივი,უემოციო,როგორც ჩანს რეიჩელი ვერც აანალიზებს როგორ იცვლება იმ ადამიანებთან ურთიერთობისას რომელთა სახლშიც გუშინ დარჩა.იუ რაესგან განსხვავებით ისინი ემოციებით არიან სავსენი

-როგორთუ არაა საჭირო

-ახლა ვერაფერს გეტყვი დაწვრილებით უბრალოდ იცოდე რომ კარგად ვარ ახლა იმ ბიჭის სახლში ვარ ვის....-გოგონამ მიმოიხედა იმაში დასარწმუნებლად რომ მარტო იყო რის შემდეგაც ყოველი შემთხვევისთივ ჩურჩულით განაგრძო წინადადება

-ვის დასაც დავეჯახე

-რაა??! მანდ რაგინდა მისამართი მითხარი და წამოგიყვან

-ბექიონ მე არ წამოვალ

-შენ მემგონი სიცხეგაქვს

-მისმინე ამ ხალხის წინაშე დიდი დანაშაული ჩავიდინე იცოდი რომ ის გოგო მოციგურავე იყო?! შესაძლოა წინ დიდი კარიერა ჰქონდა მეკი...მეკი სულელივარ მათ არ მოვშორდები სანამ ამ ოჯახის წინაშე დანაშაულს არ გამოვისყიდი

-მაინც როგორ აპირებ ამას

-ჯერ არვიცი-წუთიერი დუმილის შემდეგ უთხრა გოგონამ რაზეც ყურმილის მეორე მხრიდან ბიჭის ირონიული ჩაცინება დაიმსახურა

-რეიჩელ უნდა გნახო-თავისას არ იშლიდა ბიჭი

-დღეს არშემიძლია ბექიონ მაგრამ გპირდები როგორცკი მოვახერხებ დაგიკავშირდები
-კარგი შეხვედრამდე,და ჰო მართლა ანგარიშზე 200 მილიონი ვონი ჩაგირიცხე (დაახლოებით 170 000$)ვიცი ბევრი არაა მაგრამ იმედია ცოტახანს გეყოფა

-კარგი მადლობ ბექი-გოგონამ მობილური გათიშა და შარვლის ჯიბეში ჩაიდო

-ახლა რა ვაკეთო ვერც გარეთ გავალ არადა მშვენიერი ამინდია ვერც ვინმეს გამოველაპარაკები ჯობია მოვიფირო რა გავაკეთო ისეთი ამ ხალხს რომ ვასიამოვნო-ცოტახნის ფიქრის შემდეგ რეიჩელმა გადაწყვიტა საჭმელი მოემზადებინა მაგრამ ერთი პრობლემა იყო მან მომზადება არ იცოდა.

სამზარეულოს უჯრებში რეცეპტების წიგნი იპოვა და მისი ხელმძღვანელობით ტაკპოკის გაკეთებას შეუდგა ახლაკი წარმოიდგინეთ განებივრებული გოგონა რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ყავაც კიარ მოუდუღებია თავისით ტაკპოკის ამზადებს.

რათქმაუნდა ეს ექსპერიმენტი კრახით დასრულდა როცა საქმე ადუღებულ წყალთან მივიდა.წყალი მას ხელზე გადაესხა და დამწვრობის კვალმაც მაშინვე იჩინა თავი

-ყოჩაღ იუ რაე ხო მიიღე რაც გინდოდა რა ძალა გედგა

Pov.raichel

დამწვარი მაჯა ცივ წყალს მივუშვირე დაზიანებული ადგილის დამუშავება ცხოვრებაში არ მიცდია ამიტომ გადავწყვიტე არც მეცადა რათა უარესი არ გამეკეთებინა როგორც ეს საჭმლის მომზადების პროცესში მოხდა.არ მინდოდა კიდევ რამე მეკეთებინა და პრინციპში არც შემეძლო ამიტომ უბრალოდ ტელევიზორი ჩავრთე და სავარძელში მოვკალათდი

****
-ეს მართალია?ჩემს დას მართლა შენ დაეჯახე- ქერათმიანის წინაშე ვიდექი დამნაშავე ბავშვივით და ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა

-ეს შემთხვევით მოხდა მაპატიე თეჰიონ

-შემთხვევით?!იცი მაინც რამხელა ბზარი გააჩინე რვა წლის გოგოს ცხოვრებაში-ქერათმიანი ყვირილზე გადავიდა რაზეც ოდნავ შევხტი

-ვიცი და ბოდიშს ვიხდი გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ რომ დანაშაული გამოვისყიდო-როგორც იქნა გავბედე და თაფლისფერ თვალებში ჩავხედე

-ყველაფერს?-ხმა მოულბა ქერას

-ჰო ყველაფერს-ჩემში იმედის სხივმა გამოანათა მისმა ხმის მოლბობამ დამარწმუნა იმაში რომ შეეძლო ჩემთვის ეპატიებინა

-გაიხადე-და აი იმედის სხივიც მოკვდა ჩემში. ყველაფერს ველოდი მაგრამ ასეთ სიტყვებს არა თეჰიონისგან არა ჩემს მიმართებაში არა
-რ..რა თქვი??

-რაც გაიგე თუგინდა დანაშაული გამოისყიდო გახდა დაიწყე-ბიჭმა თავიდან ფეხებამდე შემათვარიელა და დის დაშავების გამო განცდილი ტკივილი სადღაც უკვალოდ გაუქრა ასეთ თეჰიონს არ ვიცნობდი თითქოს ეს მეორე მხარე იყო მისი პიროვნების, მხარე რომელიც ჩემში გაკვირვებას და შიშს იწვევდა

-დიდხანს გელოდო?!-არ ვიცი იმ მომენტში რაზე ვფიქრობდი არვიცი სად გაქრნენ ჩემი პრინციპები ან თავმოყვარეობა შესაძლოა იმდონეზე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ რომ ამ საქციელზეც ვერ ვამბობდი უარს ამიტომ მაისურის ბოლოებს ხელი მოვკიდე და ის იყო უნდა გამეხდა რომ რაღაცის დავარდნის ხმა გავიგე....

თვალები გავახილე და ლამის სავარძლიდან გადმოვარდი როცა გავაანალიზე რაც მოხდა კინაღამ სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა

-ასეთი რამ რამ დამასიზმრა-მწარედ ჩავიცინე და ხელით თმა ავიჩეჩე მხოლოდ ამის შემდეგ შევნიშნე ბინტით აკურატულად შეკრული ჩემი დამწვარი ხელი. ფიქრებიდან თუ ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა კვლავ იგივე ბრახუნის ხმამ გამომაფხიზლა,სამზარეულოსკენ გავაპარე თვალი და ქერათმიანი ბიჭი შევნიშნე რომელიც ქვაბს ეომებოდა(?)

-ეემმ..თეჰიონ რას აკეთებ?-სიცილნარევი ხმით ვკითხე ბიჭს და კარის ზღურბლს მივეყრდენი

-შენს გაფუჭებულს ვაკეთებ ვერ ხედავ?მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ აწი როცა მოგშივდება რამიონი მოიმზადე-სარკასტული ღიმილით მითხრა მან და ტაკპოკით სავსე თეფში მაგიდაზე დადგა

-რაღას დგახარ მეგონა გშიოდა-ქერა მაგიდას მიუჯდა და ისე მადიანად ჭამდა ძნელი იყო არ მოგშიებოდაამიტომ მეც გვერდით მივუჯექი და ჭამას შევუდექი

-სიმართლე გითხრა მომზადება იმისთვის არ გადამიწყვეტავს რომ თავად მეჭამა

-აბა?-მკითხა ბიჭმა ისე რომ საჭმლისთვის თვალი არ მოუშორებია

-მინდოდა რამე კარგი გამეკეთებინა რახან აქ დარჩენის უფლება მომეცი-უეცრად თეჰიონს ხველა აუტყდა რასაც ჩემდეგ ჩაცინება მოჰყვა აშკარა იყო ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა ასე

-ჰო ნუ გიკვირს მინდა რაღაცაში გამოგადგე არმინდა ზედმეტ ტვირთად დავაწვე შენ ოჯახს-ქერას სახე სერიოზული გახდა რამდენიმე წუთს ფიქრობდა შემდეგ კი კითხვა შემომიბრუნა

-გინდა რამეში გამომადგე?-საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე

-თუ გავითვალისწინებთ რომ ელემენტარული საჭმელი ვერ მოამზადე არამგონია საოჯახო საქმეები გეხერხებოდეს-ხმა არ ამომიღია პასუხი ისედაც გასაგები იყო

-მაშინ...იქნებ სამსახურში წამომყოლოდი სადაც მე ვმუშაობ მიმტანი სჭირდებათ იმედია თეფშის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა მაინც შეგიძლია-სარკასტულად ჩაიღიმა მან

-კი კი შემიძლია-მართალია არასოდეს მიცდია მაგრამ ძნელი არუნდა იყოს

-მაშინ კარგი ხვალ წავიდეთ

-კარგი და თეჰიონ...-კვლავ მოვწყვიტე ბიჭი საჭმელს

-გისმენ

-მადლობა-გავუღიმე ბიჭს და დამუშავებულ მაჯაზე ვანიშნე

-არაფერს-მანაც გამიღიმა ჯერჯერობით ყველაზე თბილი ღიმილით რაცკი მისგან მიმიღია

ვიცი ეს თავი ბევრი არაფერია (სუფთა კოშმარია)ორი თავი გაერთიანებული მქონდა და ძალიან დიდი გამოვიდა ამიტომ მომიწია ეს თავი და ამის მომდევნო ცალ ცალკე გამომექვეყნებინა ერთხელ მომიტევეთ სიბანძე გპირდებით შემდეგი თავი უკეთესი იქნება💜

6 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!