ჩემგამო აღარ იტირო კარგი?
ქუჩებში მალევე ჩამობნელდა, წასასვლელი არსად მქონდა ამიტომ უაზროდ დავბორიალობდი, თავი ცოტათი მაინც რომ დამეცვა თებერვლის სუსხიანი ქარებისგან სუპერმარკეტებში შევდიოდი თავს ვიკატუნებდი თითქოს რამეს ვარჩევდი საათნახევარი სითბოში დავაბიჯებდი ჩემი ცისფერი კეტებით და როცა მომსახურე პერსონალის ეჭვის თვალს შევამჩნევდი შოკოლადის პატარა ბატონს ვყიდულობდი და სხვა სუპერმარკეტში შევდიოდი
-ფრთხილად არ დაამსხვრიო ძვირფასი ღვინოა-მომესმა ხმა როდესაც ერთ-ერთ მაღაზიას ჩავუარე სატვირთო მანქანაში ახალგაზრდა 14-15 წლის ბიჭი ღვინით სავსე ხის ყუთებს ტვირთავდა. შევნიშნე როგორ უჭირდა ყუთების სატვირთოში ატანა რადგანაც მარჯვენა ხელი ბინტით ჰქონდა შეხვეული და მაინც ზოგი რა გამოუვალ მდგომარეობაშია, იძულებულია ასეთ ასაკში ასეთ სიბნელეში და მდგომარეობაში იმუშაოს
სწრაფად მივედი მასთან და დახმარება შევთავაზე,თავიდან უარზე იყო მაგრამ როცა დარწმუნდა რომ არაფრის მოპარვას არ ვაპირებდი დიდი მადლობების მოხდით დამთანხმდა. მე სატვირთოში ავედი და მის მოწოდებულ ყუთებს აკურატულად ვალაგებდი ერთმანეთზე რომ არცერთი ბოთლი არ გამტყდარიყო
-მორჩა ეს ბოლო ყუთი იყო დიდი მადლობა დახმარებისთვის ნუნა
-არღირს სამადლობლად-ბოლო ყუთი დავდე და ხელები დავიფერთხე
-მე უფროსს უნდა დავუძახო მანქანა რამდენიმე წუთში დაიძვრება
-ა გასაგებია
ზურგჩანთის ასაღებად წავედი რომელიც სატვირთვოში ატანილ ყუთებთან მივაგდე რომ ხელი არ შეეშალა მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ერთ-ერთ ყუთს ლურსმნი ჰქონდა გამოჩვერილი თასმით გამოვედე და თავის დაღწევას ვეღარ ვახერხებდი
-ჯანდაბა ვინმე დამეხმარეთ თუშ...-სატვირთო უეცრად ბრახუნით დაიხურა და იქ სრულებით დაბნელდა მაშინვე დამცხა პანიკამ ამიტანა
-არა არა არა არა ვინმეს გესმით!!!???? გააღეთ მე ჯერკიდევ აქ ვარ არ ჩავსულვარ ეიიი გამომიყვანეეთთ
სატვირთო დაიძრა და შიშმა უფრომეტად ამიტანა ახლა რომარ გამიღონ ვინიცის სად წამიყვანენ
უაზროდ ვეჯაჯგურებოდი ხან თასმას ხან ლურსმანს მაგრამ როცა მივხვდი რომ ასეთი საქციელით ვერაფერს გავხდებოდი როგორც იქნა გადავწყვიტე ტვინი ჩამერთო
ის ყუთი გავხსენი რომელზეც ,,მიბმული ვიყავი,, ღვინის ბოთლი ამოვიღე და დავამსხვრიე მაპატიე 50 წლის დაძველების გემრიელო სასმელო ნამსხვრევი სახეზეც მომხვდა და ლოყა დამისერა ნაკაწრიდან სისხლმა ჩამოწვეთა და დაღვრილ ღვინოს დაეწვეთა ერთ-ერთი მსხვილი ნამსხვრევი ავიღე თასმა გავჭერი მაშინვე ფეხზე წამოვხტი და ხელებით ბრახუნი დავიწყე
-ვინმეს გესმიიითთთ გამიღეეეთთთ გეხვეწებით ჩასვლა ვერ მოვასწარი გამიღეეეთთთ გთხოვთ....გთხოვთ...
არვიცი რამდენხანს ვყვიროდი და ვაბრახუნებდი მაგრამ ერთირამ ფაქტია ამ ყვირილ წივილში დავიღალე ხელები დამილურჯდა რტყმისგან, ჩავიკეცე და დამეძინა
***
-ნუნა აქ როგორ მოხვდი???
ნაცნობი ბიჭის ხმამ გამაღვიძა სასწრაფოდ წამოვხტი და სატვირთოდან ჩავედი ჩაბნელებულ ქუჩაში ვიყავით გაჩერებული რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ფანარი და სატვირთოს ფარები ანათებდნენ თუმცა ამ სიბნელეშიც კი შემეძლო დამეფიცა ჩემთვის აქამდე უცნობ ადგილას ვიყავით
-სა...სადვართ
-თეგუში ნუნა
-რა???!!!კიმაგრამ...ჯანდაბა!!!
იქვე ჩავიკეცე და თმაში შევიცურე ხელები
-ნუნა ვწუხვარ რომ ჩაგკეტე მართლა ვერ შეგნიშნე
-სეულში მალე დაბრუნდებით??
-არა ჩვენ სხვადასხვა მაღაზიებში მივდივართ სხვადასხვა ქალაქებში ღვინის დასარიგებლად
-ანუ აქ გავიჭედე
***
საშინლად აცივდა,ისევ წვიმა წამოვიდა მეკი ქუჩაში მივაბიჯებდი,ჩემს თავს ვეხუტებოდი ხელებით და მთლიანად ვცახცახებდი.ცალ ფეხზე თასმები გაჭრილი მქონდა ვერ ვიკრავდი ამიტომაც ყოველ მეექვსე ნაბიჯზე ცივ ასფალტზე ვეცემოდი რისგამოც შარვალი მუხლის არეში მთლიანად გაიცრიცა.კაპიშონი მეფარა მაგრამ იქიდან გადმოყრილი შავი თმის ბოლოები მაინც სველი მქონდა.ქუჩაში არავინ იყო ჩემი და რამდენიმე უპატრონო ძაღლის გარდა.აზრი არქონდა რომელიმე კარზე დაკაკუნებას და დახმარების თხოვნას ვინ გაუღებდა კარს ან ვინ შეუშვებდა სახში ბიჭის ტანსაცმელში გამოწყობილ სველ და დაცემისგან ხელებატყავებულ გოგოს.არა ჩვენდროში ასეთი დახმარების იმედიც კიარუნდა გქონდეს კაცს
კერძო სახლების უბანში ჩავიარე არვიცოდი სად მივდიოდი გზა საერთოდ არვიცოდი ერთადერთი რაცმინდოდა ახლა სადმე ღამის გასათევის პოვნა იყო.უეცრად კატის კნავილის ხმა გავიგე ერთ-ერთ სახლთან შევჩერდი რომლის ღობესთანაც ათობით ყუთი ეყარა.ყუთები გადავწიე და იქიდან პატარა მწვანეთვალა შავი კნუტი ამოვიყვანე ისიც ჩემსავით კანკალებდა და თრთოდა.
-რაიყო შენც დაიკარგე?
პალტოში გავახვიე და გულზე ავიკარი როგორც ჩანს ისეთი გაყინულიც არ ვყოფილვარ რადგან კატამ იგრძნოთუარა ჩემი სხეულის სითბო მაშინვე კრუტუნი დაიწყო მეკი იქვე ყუთებზე ჩამოვჯექი და ვეცადე პატარა ცხოველი უფრო გამეთბო.მისი კრუტუნის ხმაზე ლამის ჩამომეძინა მაგრამ შემაწუხებელმა ნათებამ იძულებული გამხადა აზრზე მოვსულიყავი
-შენ ვიღახარ?!
ჩემსწინ მანქანა შეჩერდა და იქიდან ბიჭი გადმოვიდა.ღრმა და უკვე ნაცნობმა ხმამ რაღადაგიმალოთ და გამაოგნა ნამდვილად არ ველოდი იმ ქერა ბიჭის იქ ნახვას თავი სწრაფად ავწიე და თაფლისფერ თვალებში დავიკარგე როგორც მჩვევია
-კითხვა გაგიმეორო? ჩემ სახლთან რასაკეთებ ასე გვიან
ვერაფერს ვამბობდი ან რაუნდა მეთქვა სწრაფად წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯით გავტრიალდი მაგრამ ბიჭი პალტოში მწვდა და თავისკენ შემატრიალა
-რა გაქვს მანდ დამალული?!
თვალებით მკერდთან აკრულ ხელებზე მანიშნა სადაც კნუტი მეჭირა
-არაფერი მომიპარავს
როგორციქნა მოვახერხე ხმის ამოღება მაგრან მის თავდაჯერებულ და მკაცრ ტონთან შედარებით ჩემიხმა დაჩაგრული ბავშვის ჩურჩულს გავდა
-გგონია დავიჯერებ?!შუაღამისას ზიხარ ჩემი სახლის ღობესთან და რაღაცას მალავ მაჩვენე რაგაქვს მანდ!
ქერამ უხეშად ჩამავლო ხელები მხრებში და შემანჯღრია მეკი რეფლექსურად კნუტს ხელი გავუშვი და ისიც კნავილით დახტა ძირს არმოეწონა მყუდრო სამალავის დატოვება.ქერამ ხელები გამიშვა და ტუჩის კუთხით გაეღიმა
-კატა?შენრა პატრონი არგყავს ამწვიმაში კატებს რომ დასდევ?! წადი
თავით მანიშნა წავსულიყავი და მანქანისკენ შებრუნდა მეკი ერთიანად მძიმე ლოდი მომეშვა მადლობაღმერთს ვერ მიცნო თუმცა რას მიცნობდა რამდენჯერაც შევხვდით კეპში კაპიშონში და პირბადეში ვიყავი ძირს დავიხედე რომ კნუტი ისევ ამეყვანა მაგრამ იქ აღარ იყო მივიხედ-მოვიხედე წასულა საწყალი ეხლა ჩემსავით უნდა გაილუმპოს და სულ ამ ტიპის გამო
მანქანის უკანა კარი გააღო და იქიდან რაღაც თუ ვიღაც ხელში აყვანილი გამოიყვანა ქურთუკი გაიხადა და იმ რაღაცას/ვიღაცას შემოახვია რომ დავუკვირდი ხელში მძინარე ბავშვი ეჭირა სულელია?! რატომ წამოიყვანა საავადმყოფოდან ჯერხომ მკურნალობა სჭირდება!
მძღოლის კარიც გაიღო და იქიდან შედარებით დაბალი თუმცა საოცრად ლამაზი ბიჭი გადმოვიდა ქოლგა გაშალა და იმ ორის მაღლა დაიჭირა რომ გოგონა არ დასველებულიყო გვერდით ჩამიარეს და სახლში შევიდნენ ქერას ჩემთვის აღარც შემოუხედავს მხოლოდ მეორე ბიჭის წამიერი გაკვირვებული მზერა დავაფიქსირე
ფანჯრიდან ვხედავდი როგორ შეიყვანეს მძინარე გოგონა,როგორ დააწვინეს მისაღებში დივანზე ვიღაც ჭაღარა ქალი გამოჩნდა ჯერ გოგონა ჩაკოცნა შემდეგ ქერა ბიჭს ჩაეხუტა მთელიძალით ბოლოს იმ მეორესაც გადაეხვია ოთახიდან პლედები გამოიტანა და გოგონას გადააფარა
არვიცი რატომ მაგრამ ასე დაკვირვება ძალიან მომწონდა პირველად ვნახე ასეთი მხურვალე ჩახუტება ბექიონიც მეწებება ხომლმე მაგრამ ეს სულ სხვა ჩახუტება იყო ჩანდა ამქალის სიყვარული გოგონას და ქერა ბიჭის მიმართ.ის სამნი კარგა ხანს იჯდნენ და საუბრობდნენ მეკი ამ ხნის მანძილზე ფანჯრიდან ვაკვირდებოდი იმის ნაცვლად რომ წავსულიყავი და სადმე მოფარებული ადგილი მენახა რომარ გავლუმპულიყავი
არმახსოვს ასე რამდენი ხანი ვიდექი მაგრამ ვიგრძენი რომ ფეხებში ძალა გამომელია ყელი საშინლად მტკიოდა და თებერვალში წვიმაში საშინლად მცხელოდა.ბოლო რაც ვიგრძენი ცივი მიწა იყო
-ეი გესმის ჩემი?არ დახუჭო თვალები გესმის?! თვალები არ დახუჭო!
ძილბურანში მყოფს ნაზი და ამავდროულად მამაკაცური ხმა ჩამესმოდა რომელსაც არ დავუჯერე და თვალები მაინც დავხუჭე
***
Pov.autor
-თეჰიონ საავადმყოფოში ხომარ წავიყვანოთ?
იკითხა ნაცრისფერთმიანმა ბიჭმა და ქერას გვერდით ჩამოჯდა
-არა ბავშვებო ჩემი ბალახეული ნებისმიერ საავადმყოფოს წამლებს ჯობია
ჭაღარა ქალმა ამაყად დაჭრა რაღაც ბალახები და ცხელ წყალში სურნელოვან ზეთთან შეაზავა
-თეჰიონ მოდი აქ ეს ნაჭერი ნაყენში კარგად ამოავლე და გოგონას შუბლსა და ყელზე წაუსვი მეკი სპეციალურ ბულიონს მოვამზადებ
ქერა ბიჭმა უხმოდ აიღო ნაჭერი სითხეში ამოავლო და გოგონას ლავიწებზე ნაზად უსმევდა როდესაც მისი წამწამების ფახუნი და შეშმუშნული სახე დაიანახა
-ბებია აქ მოდი მოდი მგონი იღვიძებს
-რა ყარს ასე
გოგონა იდაყვებზე წამოიწია და არასასიამოვნო სუნის წყაროს ძებნა დაიწყო მაგრამ ამისნაცვლად ორი ბიჭის სახეს წააყდა რომლებიც მას აკვირდებოდნენ
-გაიღვიძე? ძალიან კარგი აგე ხო გითხარით ჩემი ბალახები...
-ჩვენს ფანჯარასთან რას აკეთებდი?!
უხეშად შეაწყვეტინა თეჰიონმა ჭაღარა ქალს და მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა
გოგონა დიდხანს იყო ჩუმად და ხელში პლედის კუთხეს ათამაშებდა რომელიც ეფარა როცა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, ოთახში ორი პატარა ფეხის ბაჯბაჯი და ჯოხის კაკუნის ხმა გაისმა
-ოპა არ მეძინება
ყველამ ოთახში შემოსული გოგონასკენ შეაბრუნა თავი როცა ბავშვის და რეიჩელის მზერები ერთმანეთს შეხვდნენ პატარამ მას გაუღიმა როგორც დიდი ხნის ნაცნობს
-ო ისევ მოხვედი?ნუღელავ მე უკეთ ვარ ჩემგამო აღარ იტირო კარგი?
ბავშვმა ხალისით სავსე ხმით უთხრა გოგონას მივიდა და გადაეხვია
დააკომენტარეთ გავაგრძელო?
