11 страница26 июля 2024, 18:37

10

- ბატონ პაკს ანალიზები ავუღეთ და აღმოჩნდა რომ იგი დიდი რაოდენობით ბლოკატორებს სვამს. თქვენ იცით ამის შესახებ? ომეგისთვის ასეთი დოზით ბლოკატორების მიღება არ შეიძლება, რადგან შეიძლება მისი დაორსულების შანსი მინიმუმამდე დაიყვანოს.

- ომეგა? - იკითხა გაოცებულმა იუნგიმ

- დიახ, არ იცოდით?

- აჰ არა რა სისულელეა, რა თქმა უნდა ვიცოდი, უბრალოდ ახლა ძალიან დაბნეული ვარ.

- გთხოვთ, როდესაც ბატონი პაკი გონს მოვა დაელაპარაკეთ და გაარკვიეთ ის მიზეზი, თუ რატომ იღებდა ასეთი დიდი დოზით ბლოკატორებს. აუცილებლად გადააფიქრებინეთ მისი მოხმარება.

- აუცილებლად, ეგრე მოვიქცევი.

- ახლა კი უნდა დაგტოვოთ, გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

ექთნის წასვლის შემდეგ იუნგი მოტრიალდა და დაინახა ჯონგუკი თეჰიონთან ერთად, რომლებიც მისკენ მიდიოდნენ.

- რაიმე სიახლე ხომ არ არის? - იკითხა ჯონგუკმა.

- თქვენ იცოდით რომ ჯიმინი ომეგა იყო? - იკითხა კვლავ შოკში მყოფმა იუნგიმ.

- რა? საიდან გაიგე? (თეჰიონი)

- ანუ იცოდით, მე რატომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ! რატომ დამიმალეთ! ან ჯიმინმა რატომ დამიმალა?!

- ამ ყველაფერზე თავად ჯიმინმა უნდა გაგცეს პასუხი იუნგი, ტყუილად ყვირი!
ახლა ამის დრო არ არის! (ჯონგუკი)

- კი მაგრამ ასეთი რა მიზეზი უნდა ჰქონდეს! ახლა ვხვდები რატომ ვერ ვიგრძენი მისი არომატი როდესაც ჩამოვედი.

- დამიჯერე, ყველაფერი ისე ადვილად არ არის როგორც გგონია. გაიხსენე ბავშვობა, ის პერიოდი როდესაც ამერიკაში გაემგზავრე და იქნებ პასუხიც იპოვო! ახლა კი თუ ნერვებს ვერ იოკებ შეგიძლია სახლში წახვიდე.(ჯონგუკი)

- ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ. (იუნგი)

ჯონგუკს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ექიმის ხმა გაიგონა, რომელიც პალატიდან გამოვიდა.

- ახალგაზრდებო, ბატონი ჯიმინი რამდენიმე დღე გონს ვერ მოვა და ვერც მის სანახავად შეგიშვებთ ამ ეტაპისთვის, ამიტომ შეგიძლიათ წაბრძანდეთ სახლში და დაისვენოთ თუ რაიმე სიახლე იქნება აუცილებლად მაშინვე შეგატყობინებთ.

- კარგით.

×××

ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ჯიმინი ავარიაში მოყვა, ოთხი დღე გავიდა რაც იუნგიმ შეიტყო იმის შესახებ, რომ ჯიმინი ომეგაა.
ეს ოთხი დღეა იუნგი თავის თავს აღარ ჰგავს, ძალიან დააფიქრა ჯონგუკის იმ სიტყვებმა და ცდილობს გაიგოს რა იგულისხმა, მაგრამ ვერ ხვდება.
ნუ თუ მისი ბრალია ის რომ ჯიმინმა ასეთი რამ დაუმალა, ისინი ხომ ბავშვობიდან მეგობრობენ. ნუთუ იუნგიმ გააფუჭა ყველაფერი და დაკარგა ჯიმინის ნდობა. ჯიმინი, მისი ბავშვობის მეგობარი იმ დონემდე არ ენდობა რომ მოატყუა და უთხრა რომ ბეტა იყო?
ალფა ცდილობს ყველა იმ კითხვის პასუხი საკუთარ თავში და წარსულში ეძებოს რომლებიც არ ასვენებს, მაგრამ მგონი ძიება ცუდად გამოსდის.

07:37am

იუნგი ტელეფონის ზარმა გააღვიძა.

- ვინ უნდა იყოს ასე ადრე - ჩაიბურდღუნა ალფამ და ზერელედ აიღო ტელეფონი

- გისმენთ

- ბატონო იუნგი, დილამშვიდობისა ბატონი პაკი გონს მოვიდა ნახევარი საათის წინ და მისი ნახვა ნებადართულია, შეგიძლიათ მობრძანდეთ.

- კარგით, მადლობა.

ალფამ ტელეფონი გადადო და საწოლიდან წამოდგა.
არა, ნუ იფიქრებთ რომ ჯიმინის სანახავად გაეშურება, გაფრინდება, გაიქცევა ან რაიმე მსგავსი. ალფა არსად წასვლას არ აპირებს, ჯერ ისევ გაურკვევლობაში იმყოფება და ჯიმინის ნახვა ამ ეტაპისთვის არც თუ ისე კარგი აზრი იქნება, რადგან ომეგა ახლახანს მოვიდა გონს, ალფას კი მასთან წესიერად სურს დალაპარაკება, ახლა რომ წავიდეს შეიძლება ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდეს, ამიტომ ჯობია არსად არ წავიდეს და დაელოდოს ომეგას გამოჯანმრთელებას.

ალფა ჯონგუკის გასაღვიძებლად გაემართა.

- ჯონგუკ ადექი, ჯიმინი გონს მოვიდა ექიმმა დამირეკა.

ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ჯონგუკი საწოლიდან 'წამოფრინდა'

- რა? მართლა? ახლავე უნდა წავიდე! თეჰიონს უთხარი?

- არა, წავალ გავაღვიძებ.

×××

ცოტახანში თეჰიონიც და ჯონგუკიც მზად იყვნენ და მისაღებ ოთახში იდგნენ.

- იუნგი შენ არ მოდიხარ? - იკითხა ომეგამ.

- არა, არ მინდა წამოსვლა.

- რა? რატომ?

- კარგი თეჰიონ შეეშვი, ამ ეტაპისთვის ასე აჯობებს, სწორად იქცევა. - მიუგო ჯონგუკმა.

×××

*თეჰიონი და ჯონგუკი მანქანაში*

- თეჰიონ, მოდი ჯიმინს ნუ ვეტყვით იმის შესახებ, რომ იუნგიმ ყველაფერი გაიგო. ახლახანს მოვიდა გონს და არ მინდა ინერვიულოს. ჯობია როდესაც გამოწერენ მაშინ წესიერად დაელაპარაკონ ერთმანეთს.

- კარგი ჯონგუკ, არაფერს ვეტყვი ჯიმინს. ჯობს თვითონ პირისპირ დაილაპარაკონ.

- ჯონგუკ, და ჯიმინმა რომ იკითხოს იუნგი სად არისო? რა ვუპასუხოთ?

- ჯერ მანქანიდან გადმოდი და გეტყვი.

ომეგა მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და ორივე საავადმყოფოს შენობისკენ წავიდა.

- თუ ჯიმინი იკითხავს სად არის იუნგიო, ჩვენ ვუპასუხებთ რომ მამამ დაურეკა და ოფისიდან საუბუთების გამოტანა სთხოვა.

- არადამაჯერებლად ჟღერს.

- მენდე, დაიჯერებს.

ბიჭები სწრაფად მივიდნენ ჯიმინის პალატასთან და კარები შეაღეს, შიგნით კი ომეგა დაინახეს რომელიც იწვა და ერთ წერტილში იყურებოდა.

- ჯიმინ! როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ. - ერთხმად იკითხეს 'მნახველებმა'

- თეჰიონ! ჯონგუკ! როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა რაც გონს მოვედი მას შემდეგ გელოდებით მარტო ყოფნა ძალიან მოსაწყენია. ახლა უკეთესად ვარ.

- ძალიან ვღელავდით შენზე ძმაო.

- ამ.. იუნგი ჰიონი სად არის?

- იუნგიმ ვერ მოახერხა მოსვლა მამამ ოფისში გაგზავნა საბუთების მოსაწესრიგებლად, მაგრამ მალე გამოჯანმრთელება გისურვა. - თქვა ალფამ.

- ჯიმინ რატომ არ გვითხარი იმის შესახებ რომ დრაივერი ხარ? - იკითხა თეჰიონმა

- ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუროთ, კარგი?

ომეგამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- აქ წოლა არ მინდა, სახლში მინდა ხომ ხედავთ კარგად ვარ, უბრალოდ ფეხი და ხელი მაქვს მოტეხილი. - დაიწყო წუწუნი ომეგამ. - ჯონგუკ, თხოვე ექიმს დღესვე გამწეროს, სახლში განვაგრძნობ მკურნალობას.

- არ მომეშვები ხომ?

- რა თქმა უნდა არა, ამიტომ შეგიძლია გახვიდე პალატიდან და ექიმს დაელაპარაკო. - არ დაიშალა თავისი ომეგამ.

ალფას სხვა გზა არ ჰქონდა, ამიტომ ორი ომეგა პალატაში დატოვა დ ათავად ექიმის სანახავად წავიდა.

*ექიმის და ჯონგუკის საუბარი*

- ექიმო შეგიძლიათ ჯიმინი დღესვე გაწეროთ? გვინდა სახლში განაგრძოს მკურნალობა.

- გაწერა შეგვიძლია, მაგრამ ბატონი ჯიმინი ჯერჯერობით სუსტადაა მით უმეტეს ხელის და ფეხის მოტეხილობა აღენიშნება, ამიტომ საუსურველი იქნება ეტლით გადაადგილდეს, ასევე ორ დღეში ერთხელ შემოწმებაზე უნდა მოიყვანოთ რომ არაფერი გამოგვეპაროს.

- კი რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ.

- რამდენიმე წამალსაც გამოგიწერთ რადგან ტკივილები მაინც ექნება.

×××

ექიმთან საუბრის შემდეგ ჯონგუკი პალატაში დაბრუნდა და ექიმის ნათქვამი გადასცა ბიჭებს.
ჯიმინის გაუხარდა რომ დღესვე სახლში დაბრუნდებოდა.

უკვე მანქანაში მჯდომმა ჯიმინმა სიჩუმე დაარღვია და თქვა:

- იუნგი ჰიონს შეატყობინეთ რომ გამომწერეს?

- არა, არაფერი გვითქვამს, სიურპრიზი იქნება, გაუხარდება.

- კარგი ჰიონ.

ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოუღია ისე მივიდნენ სახლში.

თეჰიონმა მანქანიდან ეტლი გადმოიღო, ჯონგუკმა კი ჯიმინი შიგ ჩასვა და სახლში შევიდნენ.

- წავალ იუნგის დავუძახებ. (თეჰიონი)

- მოიცა თეჰიონ ჯერ ოთახში ამიყვანეთ.

- ჯიმინ, არ გინდა სანამ ფეხი მოგირჩება პირველ სართულზე რომელიმე ოთახში დარჩე? მგონი ასე აჯობებს.

- არა ჯონგუკ, მე ჩემი ოთახი მიყვარს სხვაგან არ დავრჩები.

- შენი ჯიუტობა დაგღუპავს, აქედანვე გაფრთხილებ. - ჩაიბურდღუნა ჯონგუკმა და ჯიმინი ხელში აიყვანა.
(თავი ჯიგუკის ფიკში მგონია ვხვ)

- ჯიმინ, მე და თეჰიონი გავალთ მაღაზიაში პროდუქტებს ვიყიდით სახლში თითქმის არაფერია თუ რამე დაგჭირდა იუნგის უთხარი. თეჰიონ წადი გააღვიძე.

ომეგა გვერდით ოთახში თავის ალფასთან შევიდა.

- იუნგი, იუნგი გაიღვიძე! ჯიმინი გამოწერეს და მოვიყვანეთ.

- რა? - თავი წამოყო ალფამ

- რა დროს მისი გამოწერა იყო?

- სახლში გააგრძელებს მკურნალობას.
მე და ჯონგუკი მაღაზიაში უნდა გავიდეთ პროდუქტებზე, ამიტომ იცოდე ჯიმინს შენ გაბარებთ, თავის ოთახშია.

- კარგი.

ომეგა ოთახიდან გავიდა და მალევე ჯონგუკთან ერთად დატოვა სახლი.

ჯიმინის pov.

ჯონგუკმა იქამდე სანამ წავიდა ტელევიზორი ჩამირთო და ცოტა ხნით მას ვუყურებდი მაგრამ მალევე მომბეზრდა, მით უმეტეს პირი გამომიშრა და წყალი მომინდა ჯანდაბა, ეტლიც ჩემგან შორს დგას და არც ტელეფონი მაქვს თან.
მხოლოდ ის დამრჩენია იუნგის სახელი დავიყვირო რომ მოვიდეს.
ნეტავ საერთოდ არ ღელავს ჩემზე? ელემენტარული გვერდით ოთახშია და თავისი სურვილითაც კი არ გამოსულა რომ მოვენახულებინე.

- იუნგი ჰიონ! იუნგი ჰიონ! - დავიწყე ყვირილი ხმამაღლა რომ ხმა მიმეწვდინა მისთვის.

ავტორის pov

ჯიმინის ყვირილზე ალფა სწრაფად შევარდა გვერდით ოთახში.

- რა ხდება? გადმოვარდი? რამე გეტკინა? - იკითხა აფორიაქებულმა.

- არა ჰიონ უბრალოდ წყალი მინდა
-

ღმერთო მერე ასეთი განწირული ხმით რა გაყვირებდა

- მეგონა ვერ გაიგონებდი და ხმამაღლა ვიყვირე. ახლა შეგიძლია წყალი მომიტანო?

- კი ახლავე.

იუნგიმ სწრაფად მოუტანა ომეგას წყალი.

- მადლობა - ჯიმინმა წყლით სავსე ჭიქა გამოართვა ალფას და მოსვა.

- ჯიმინ შეიძლება რაღაც გკითხო?

- ამ.. კი ჰიონ რა თქმა უნდა, რა გაინტერესებს?

¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶¶

8f10838f205f2b02adcd2d87da9274e6.jpg


P.s. ამ ფანარტმა გამანადგურა.

11 страница26 июля 2024, 18:37

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!