12 страница26 июля 2024, 18:38

11

- ჯიმინ შეიძლება რაღაც გკითხო?

- ამ.. კი ჰიონ რა თქმა უნდა, რა გაინტერესებს? - ჯიმინს უკვე ეგონა რომ ალფა მოიკითხავდა, დაინტერესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მაგრამ..

- რატომ არ მითხარი რომ დრაივერი იყავი? მყუდრო ადგილი შეგირჩევია.

- ჰიონ შენ არც დაინტერესებულხარ. აბა გაიხსენე ბოლოს როდის დაინტერესდი და როდის მკითხე ჩემი ცხოვრების წესის შესახებ? - ბიჭის ხმაში აშკარად შეინიშნებოდა წყენა და იმედგაცრუება. ბევრის თქმა სურს მაგრამ ამასაც დაჯერდება.

იუნგიმ არაფერი უპასუხა, თითქოს იმ წამს ენა გადაყლაპა. ნარინჯისფერთმიანი მართალი იყო, იუნგი მისი ცხოვრების წესით არც დაინტერესებულა და ახლაც, როდესაც ის ასეთ მდგომარეობაშია
სულელურ კითხვას უსვამს იმის მაგივრად, რომ ელემენტარული მისი ჯანმრთელობის შესახებ იკითხოს. არადა არ აპირებდა ამ კითხვის დასმას სულ სხვა რაღაც აინტერესებდა, მაგრამ რომ უფიქრდება ხვდება, რომ ჯიმინი იმავე პასუხით გამოისტუმრებდა, რომელიც ახლა უთხრა.

- მე ჭიქას გავიტან.. - მხოლოდ ამის თქმა შეძლო შავთმიანმა ომეგასთვის.

შავთმიანმა ჭიქა აიღო ტუმბოდან და ოთახიდან გასვლისას კარი მთელი ძალით გაიხურა, რადგან საკუთარ თავზე ბრაზდებოდა.
ჯიმინს ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ ის ორი წინადადება იუნგისთვის საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყო თუ რამდენად არ აქცევდა ყურადღებას ომეგას.

*Jimin pov*

*ჯანდაბა უხეშად გამომივიდა, ალბათ გაბრაზდა ასეთი პასუხის გაცემის გამო, მაგრამმ იუნგიმ საიდან გაიგო ჩემი საიდუმლოს შესახებ ეს მხოლოდ მამამ და ჯონგ..ჯონგუკ
ჯანდაბა ხომ ვუთხარი არავისთვის ეთქვა. ის მოედანი ერთადერთი ადგილი იყო სადაც ჩემს თავთან მარტო დარჩენა შემეძლო..*

წოლა აღარ მინდოდა ისედაც თითქმის ერთი კვირაა საწოლს არ მოვშორებივარ ტელეფონიც
ახლოს არ მაქვს რომ ჯონგუკს დავურეკო, რომ ქვემოთ
სართულზე ჩამიყვანოს, ხოლო იუნგის არ დავუძახებ.
რა გაეწყობა დაველოდები ჯონგუკს.

*End jimin pov*

ცოტა ხანში თეჰიონი და ჯონგუკი ბევრი პარკებით ხელში მაღაზიიდან დაბრუნდნენ.

- თქვენ რა მთელი მაღაზია იყიდეთ? - შეიცხადა იუნგიმ, რომელიც კვლავ უხასიათოდ დივანზე წამოწოლილიყო.

- სახლში ოთხნი ვართ და სხვათა შორის შენ დგები შუა ღამეს და ჭამ - პასუხი მაშინვე დაუბრუნა ჯონგუკმა შავთმიანს და თან პარკებიდან პროდუქტებს აწყობდა.

- ჯონგუკ უბრალოდ განუტევე. - მიმართა შავთმიანმა.

- მოიცა რა დროს საჭმელია, იუნგი ჯიმინთან იყავი? რამე ხომ არ დასჭირდა? ავიდე მის ოთახში თუ ძინავს?

იუნგიმ ღრმად ჩაისუნთქა და ომეგას უპასუხა:

- კი. არა. რომ წახვედით მხოლოდ წყლისთვის დამიძახა. არვიცი. - მოკლე პასუხებით შემოიფარგლა ალფა.

- არ ელაპარაკე? - იკითხა მაცივრის კარებს ამოფარებულმა ჯონგუკმა.

- არა.

- და რატომ? არადა საავადმყოფოში კონცერტი გამართე რატომ არ მითხრაო.

- შენი საქმე არ არის. ჯერ საჭიროდ არ ჩავთვალე.

- გეტყობა ხასიათზე არ ხარ.

- ოხ მორჩით კინკლაობას. წავალ მე ჯიმინთან.

თეჰიონმა კიბეებზე სწრაფად აირბინა და ჯიმინის ოთახში დაუკაკუნებლად შევარდა.

- როგორ გრძნობ თავს ჯიმინიი~ მოწყენილი რატომ ხარ? მოხდა რამეე?

- არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ მოვიწყინე. საწოლიდან ვერ ვდგები, ვერც ტელეფონს მივწვდი და ვერც ტელევიზორის პულტს - ამოილაპარაკა ჯიმინმა.

- კარგი ამიერიდან სანამ ფეხი არ მოგირჩება შენს კომფორტზე მე ვიზრუნებ ჯიმინიი~

- რა მეშველებოდა შენს გარეშე. სანამ ჩემს კომფორტზე ზრუნვას შეუდგები ჯონგუკს დაუძახე ამოვიდეს რაღაც მაქვს მისთვის სათქმელი.

- ისეთი სერიოზული ტონით თქვი ხომ მშვიდობაა? ცოცხალს ვნახავ კიდე?

თეჰიონი საწოლიდან წამოდგა და ჯონგუკს დაუძახა, ისიც მყისვე ჯიმინის ოთახში გაჩნდა.

- თეჰიონ შეგიძლია მარტო დაგვტოვო? რაღაცის თქმას ვაპირებ მისთვის.

- კი ჯიმინ რა თქმა უნდა. თქვენ აქ ისაუბრეთ მე კი იუნგის ჩავხედავ და საჭმლის მომზადებასაც შევუდგები.

ამის თქმის შემდეგ თეჰიონმა კარები გაიხურა და წავიდა.

- რა ხდება ჯიმინ? რის თქმას აპირებ?

- საიდან აღმოჩნდა იუნგი ჩემს მოედანზე? - ლამის დამარცვლით წარმოთქვა ჯიმინმა და მის წინ მდგომ ძმას კოპებშეკრულმა შეხედა.

- ვხვდები საითაც მიგყავს ლაპარაკი და ბარემ თუ ჩხუბი გინდა იმასაც გეტყვი რომ თეჰიონიც იქ იყო.

- რა? სულ გადაირიე ხომ? როგორ აღმოჩნდნენ ისინი შენთან ერთად? ხომ იცი რამდენს ნიშნავს ჩემთვის ის ადგილი. მინდოდა ყველასგან საიდუმლოდ მქონოდა.. მხოლოდ მანდ შემეძლო მშვიდად ყოფნა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

- ჯიმინ არ იყო ჩემი ბრალი.. უბრალოდ რომ არ გამოჩნდი ძალიან ვინერვიულეთ ყველგან დავრეკეთ და არსად იყავი ბოლოს ის ადგილი გამახსენდა, დარწმუნებული ვიყავი რომ იქ იქნებოდი და ბიჭებს ვუთხარი რომ უნდა წავსულიყავი და მათ დაიჟინეს ჩემთან ერთად წამოსვლა ვერაფრით გადავაფიქრებინე..

- ეხ კარგი...რა გაეწყობა რაც არის არის.

- ჯიმინ რაღაცის თქმა მინდა შენთვის, მეც ახლახანს შევამჩნიე და ძალიან აფორიაქებული ვარ...

- ეგეთი რა მოხდა რომ თვით ჯონ ჯონგუკი აფორიაქდა?

- მოკლედ მე და თეჰიონი რომ მაღაზიიდან გამოვედით ალუბლის არომატი ვიგრძენი გესმის?? ალუბლის არომატიი - თითქმის დამარცლით წარმოთქვა გახარებულმა ჯონგუკმა.

ჯიმინი შეკრთა. ანუ რა გამოდის თეჰიონს ალუბლის არომატი აქვს და ჯონგუკმა იგრძნო?

- და ვის ეკუთვნოდა ალუბლის არომატი? - ფრთხილად იკითხა უმცროსმა.

- არ ვიცი იმ ადგილას ბევრი ხალხი იდგა და ვერ მივხვდი, არადა ვგრძნობდი რომ ახლოს იყო, ძალიან ახლოს.

- ჯონგუკ..ის ალუბლის არომატი თეჰიონს ეკუთვნის

- რა? როგორ? აქამდე რატომ ვერ ვგრძნობდი?

- ალბათ იმიტომ, რომ არომატი გაუძლიერდა, რადგან მალე პერიოდი აქვს

- ხო მაგარამ.. მას ხომ იუნგი უყვარს თან მალე ნიშნობა ექნებათ. - ჯონგუკს ხასიათი წამსვე შეეცვალა.

- არ ვიცი ჯონგუკ რა გითხრა, მაგრამ ის ვიცი, რომ მეწყვილეს დიდი ხანია ეძებ. თეჰიონმა რამდენიმე ხნის წინ მითხრა, რომ იუნგის ელაპარაკა ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ მეწყვილეებს იპოვიდნენ ერთმანეთს დაშორდებოდნენ, რადგან შენც კარგად იცი რომ სხვაგვარად ვერ იცხოვრებენ.

- გასაგებია, მაგრამ თეჰიონმაც უნდა იგრძნოს ჩემი არომატი, სხვაგვარად არ გამოვა.

- მაშინ შეეცადე თეჰიონთან უფრო ახლოს იყო, იმას არ გეუბნები კალთაში ჩაისვი-მეთქი, უბრალოდ მასთან ახლოს იყავი რომ შენი არომატიც იგრძნოს და დავრწმუნდეთ, რომ შენი მეწყვილეა.
ყველაფერი ისე გააკეთე, რომ არ დაეჭვდეს არც თეჰიონი და მით უმეტეს იუნგი.

- არის სერ! - უკვე ღიმილით უპასუხა უფროსმა. - გინდა დაბლა ჩაგიყვანო?

- კი მინდა. ისედაც უნდა მეთხოვა, თორემ მოწყენილობისგან მოვკვდები.

ჯონგუკმა უმცროსი ხელში აიყვანა და ქვემოთ სართულზე ფრთხილად ჩაიყვანა.

- თეჰიონ ვახშამი მალე იქნება?

- კი ჯიმინ თითქმის მოვრჩი, თან მე და ჯონგუკმა ჩიფსებიც ვიყიდეთ და რამე ფილმს ვუყუროთ ოთხივემ.

- კარგი მაშინ მე ფილმს ავარჩევ.

- ჯონგუკ გთხოვ ადი და იუნგის დაუძახე ჩამოვიდეს. მაგიდაზე თეფშების დალაგება დამრჩა და შეგვიძლია ვივახშმოთ.

ჯონგუკი ოთახში ავიდა თეჰიონმა კი ჯიმინს საჭმელი დივნის წინ მდგარ მაგიდაზე დაუწყო.

- ეი მე თქვენთან ერთად მინდოდა ჭამა - ამოიბუზღუნა ჯიმინმა.

- ჯიმინ იმ სკამზე არაკომფორტულად იგრძნობ თავს, ამიტომ ჯობს დივანზე იჯდე. მაინც სწრაფად შევჭამთ და მერე ფილმს ჩავუჯდეთ. აი იუნგიც მოვიდა - ამოილაპარაკა თეჰიონმა.

ჯიმინმა იუნგის არ შეხედა, თავად ალფაც უხერხულად გრძნობდა თავს.

***

ბიჭებმა ივახშმეს და უკვე ჯიმინთან ერთად დივანზე მოთავსდნენ. ჯონგუკი ისე მოიქცა, როგორც უმცროსმა დაარიგა და თეჰიონის გვერდით დაჯდა, თეჰიონის გვერდით კი იუნგი იჯდა ხოლო ჯონგუკის მარჯვენა მხარეს ჯიმინი.
იუნგის არ სურდა ფილმის ყურება მაგრამ თეჰიონმა დააძალა და ამიტომ ზის ახლა დივანზე კოპებშეკრული.

ჯიმინმა კომედია შეარჩია და დიდ ტელევიზორში ჩართო. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ შემდეგ თეჰიონმა ინტერესითიკითხა:

- ჯიმინ ისე რატომ არ გვითხარი რომ მანქანის ტარება იცოდი მით უმეტეს ასე კარგად? - ამ კითხვის გაგონებაზე იუნგიმ ოდნავ თავი წამოყო.

ჯიმინს ეს კითხვა უკვე მეორედ ესმის, მაგრამ ამჯერად პასუხობს:

- ჯერ არ ვაპირებდი თქვენთვის თქმას მინდოდა ჩემთვის საიდუმლო ადგილი მქონოდა სადაც განვიტვირთებოდი იმდღესაც უეცრად გადავწყვიტე წასვლა არ ვიცოდი რომ ტელეფონი დამჯდარი იყო არ დამიხედავს, უკან მობრუნებასაც აზრი აქ ქონდა უკვე ნახევარი გზა გავლილი მქონდა, მეგონა სწრაფად მოვრჩებოდი და დავბრუნდებოდი შინ, მაგრამ როგორც მიხვდით ძალიან შევყევი. დრაივით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, ამიტომ როდესაც სრულწლოვანი გავხდი მართვის მოწმობა ავიღე ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ მამამ იცოდა, ამიტომ ტყესთან ის მიწა შეისყიდა პატარა სახლი და დრაივისთვის საკმაოდ დიდი სივრცე მოაწყო და სიურპრიზი გამიკეთა.. ჯონგუკმაც შემთხვევით გაიგო.

_____________

💘

12 страница26 июля 2024, 18:38

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!