13 страница26 июля 2024, 21:54

12

- კარგი ამის შემდეგ გვეცოდინება სად იქნები თუ გადაიკარგები. ჯიმინ იმაზე არ ინერვიულო, რომ ჩვენ იქ მოვალთ და თავს შეგაწყენთ, პირიქით შენს პირად სივრცეს პატივს ვცემთ და ვხვდებით რატომაც მოიქეცი ასე-ღიმილით უპასუხა თეჰიონმა და ჩაეხუტა ომეგას.

იმის მიუხედავად რომ ჯიმინის
საიდუმლო გამჟღავნდა გულის სიღრმეში რაღაც შვება მაინც იგრძნო, რომ ამის დამალვა აღარ უწევს.

- ჯიმინ შენი მანქანა გადასაგდებია, ახლის ყიდვაზე რა აზრის ხარ? - იკითხა უკვე ჯონგუკმა

- კარგი აზრია, მაგრამ ასე სად წავიდე

- შენ რა, გგონია ვინმე სადმე მარტო გაგიშვებს? არც იოცნებო სამივე გამოგყვებით - წამოდგა ფეხზე ჯონგუკი

- კარგი, მაშინ ხვალ წავიდეთ და ავარჩიოთ. ისე ძალიან გული მწყდება ჩემს "ძველ მანქანაზე" პირველი დღიდან ჩემთან ერთად იყო შვილივით ვუვლიდი - დრამატულად გადაწია თავი ჯიმინმა

- არაუშავს ჯიმინ ოდესღაც მაინც მოგიწევდა შეცვლა და აი ეს დღეც დადგა - გაამხნევა თეჰიონმა

- იუნგი შენც ხომ წამოხვალ ხვალ მანქანის ასარჩევად? - მიუტრიალდა თეჰიონი ალფას

- კი რა თქმა უნდა წამოვალ.

- მგონი ფილმის ყურება დაგვავიწყდა ლაპარაკში - ჩაიცინა ჯონგუკმა

საღამომ მშვიდად ჩაიარა, დრამებისა და სკანდალების გარეშე. მეორე დილას ყველა მზად იყო წასასვლელად ჯიმინს ჩაცმაში თეჰიონი დაეხმარა დაბლა ჯონგუკმა ჩამოიყვანა და უკვე მანქანაშიც მოთავსდნენ.

- თეჰიონ შენ არ გინდა მანქანა? - ინტერესით ჰკითხა იუნგიმ თეჰიონს

- არა იუნგი მართვის მოწმობა არ მაქვს.

იუნგი საეჭვოდ გაჩუმდა, რადგან ზუსტად ახსოვდა, რომ როდესაც თეჰიონს შორი მანძილიდან წერდა ნათქვამი ჰქონდა რომ
მომავალში მანქანის
ყიდვას აპირებდა და ლიცენზიაც აღებული ჰქონდა. ეს ყველაფერი ძალიან აფიქრებს ალფას, და თითქოს მის თავში პაზლი ნელ-ნელა იწყობა...

***

საბოლოოდ ჯიმინმა ბევრი ყოყმანის შემდეგ ეს მანქანა აარჩია

b4838fe12b3050907573a73e6d840b35.jpg

- შესანიშნავი არჩევანია ჯიმინ -გადაეხვია ჯონგუკი ჯიმინს - ხომ
დამსვამ ხოლმე?

- არც იოცნებო, აზრადაც არ გაივლო - უპასუხა ჯიმინმა

- მზერით ნუ მომკლავ და სულ ფეხით ვივლი. ისე სადმე ხომ არ გაგვესეირნა დიდი ხანია არსად გავსულვართ თან ფოტოების გადაღება უკვე მომენატრა რამდენიმეს გადავიღებ თვითერზე ასატვირთად

- კარგი აზრია გავისეირნოთ სადმე სანაპიროზე, უბრალოდ ჩემი ტარება მოგიწევთ

- ეგ პრობლემა არაა ჯიმინ აქ არ ვარ?? - ამაყად განაცხადა ჯონგუკმა - ოღონდ შენ მალე გამოჯანმრთელდი და შენს სახეზე ღიმილი დამანახე და სულ ხელით გატარებ

- ხედავთ?? თავის ძმას როგორ ხელის გულზე ატარებს და თავის ომეგას როგორ გაუფრთხილდება - სიამაყით თქვა ჯიმინმა და თან თეჰიონს თვალი თვალში გაუყარა.

ჯონგუკი მიხვდა ჯიმინმა ეს სიტყვები ვის გასაგონადაც თქვა და გულში სიხარულისგან დახტოდა.

- მანქანა აქ დავტოვოთ პარკი
აქვეა და გავისეირნოთ - თქვა თეჰიონმა.

გარეთ სასიამოვნო სიგრილე იყო სეირნობის დროს ბიჭები სხვადასხვა უმნიშვნელო თემაზე საუბრობდნენ ჯონგუკს ჯიმინი მოჰყავდა თეჰიონი და იუნგი გვერდიგვერდ მიდიოდნენ.

- ჯიმინ გცივა? - იკითხა შეწუხებული ხმით ჯონგუკმა

- ჯონგუკ მგონი სიცხე მაქვს არვიცი ცოტა თავიც მტკივა - შუბლზე ხელი მიიდო ჯიმინმა

- გინდა სახლში წავიდეთ?

- არა ჰიონ ძლივს გარეთ გამოვედი სუფთა ჰაერზე, არ მინდა სახლში. თან ფოტოების გადაღება გინდოდა

- სხვა დროსაც გამოვალთ გარეთ ჯიმინ ახლა შეუძლოდ ხარ და ჯობია წავიდეთ.

- ხომ მაგრამ..

სიტყვა არ დაუსრულებია ჯიმინს და იუნგიმ განაგრძო

- ჯიმინს სახლში მე წავიყვან ჯონგუკ. შენ და თეჰიონი დარჩით და ფოტოებსაც გადაიღებ ხომ გინდოდა, თან მარტოც არ იქნები თეჰიონი გაგიწევს კომპანიას, არა თეჰიონ?

- კარგი იუნგი, მაგრამ არ დაგავიწყდეს სახლის რომ მიხვალთ სიცხე გაუზომე ჯიმინს და დამწევი დაალევინე აუცილებლად, ჩაი მოუმზადე მურაბასთან ერთად და თბილად დააწვინე. - მორჩა დარიგებას თეჰიონი.

- არის კაპიტანო. ჯიმინ წავედით.

იუნგიმ ეტლი შეატრიალა და მანქანისკენ დაიძვრნენ.

- აი ჩემი მოსაცმელი მოიცვი მართალია სქელი არ არის, მაგრამ ცოტას მაინც გაგათბობს - არ დაელოდა იუნგი ჯიმინის პასუხს და თხელი მოსაცმელი უკვე ჯიმინის სხეულზე აღმოჩნდა.

მანქანაში ჩასხდმომამდე ხმა არცერთს ამოუღია. ორივე უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ ეს უხერხული სიჩუმე მანქანაში იუნგიმ დაარღვია.

- ჯიმინ რამე ჰობი გაქვს დრაივინგის გარდა?

- რატომ მეკითხები?

- უბრალოდ დამაინტერესა

- ვერ ვიტყვი რომ ჰობია, მაგრამ ზოგჯერ გიტარაზე ვუკრავ. იშვიათად, მაგრამ ჩემთვის თერაპიასავითაა.

- გასაგებია

- შენ გაქვს რაიმე ჰობი ჰიონ?

- ჩემი ჰობი კითხვაა, გიტარაზე მეც ვუკრავ ზოგჯერ, მაგრამ ელექტროგიტარაზე.

- საინტერესოა, ალბათ ოდესმე მეც ვცდი ელექტროგიტარაზე დაკვრას. - უპასუხა ჯიმინმა

- თავს როგორ გრძნობ ისევ გცივა? გათბობა ხომ არ ჩავრთო?

- არა არ არის საჭირო, პირიქით დამცხება.

სახლში მისვლის შემდეგ იუნგი თეჰიონის დარიგებას მიჰყვა ჯიმინი საწოლში ჩააწვინა ცხელი ჩაიც მიართვა მურაბასთან ერთად. სიცხე გაუზომა ძალიან მაღალი არ ჰქონდა, მაგრამ სიცხის დამწევი მაინც დაალევინა.

- მადლობა იუნგი. - გასვლის წინ უთხრა ომეგამ შავთმიანს

- არაფრის ჯიმინ, მე გავალ ჩაი ბოლომდე დალიე და დაისვენე, თუ დაიძინებ უკეთესი იქნება. თუ რამე დაგჭირდება მაშინვე დამიძახე აქ ვარ.

- კარგი. - უპასუხა ომეგამ და მეორე მხარეს გადაბრუნდა.

***

- კარგი იქნებოდა ჯიმინი და იუნგი ბოლომდე რომ ყოფილიყვნენ ჩვენთან ერთად მზის ჩასვლას ერთად ვუყურებდით - ამოიოხრა ჯონგუკმა - მაგრამ ამ შემთხვევაში ჯიმინის ჯანმრთელობა პრიორიტეტია.

თეჰიონიც დაეთანხმა მისი მზერა ჩამავალი მზისკენ იყო მიმართული. თეჰიონს ყოველთვის უყვარდა მზის ჩასვლის ყურება დღეს კი განსაკუთრებით ლამაზი იყო ეს სანაპირო.

- რა ლამაზია არა? - იკითხა თეჰიონმა, რომელსაც სანაპიროსგან თვალი არ მოუშორებია

- კი ძალიან ლამაზია - უპასუხა ჯონგუკმა რომელიც სანაპიროს მაგივრად თეჰიონს უმზერდა.

კი ჯონგუკსაც უყვარს მზის ჩასვლის ყურება, მის ფოტოაპარატში საკმაოდ ბევრი ფოტოა ჩამავალი მზის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩამავალი მზის სილამაზე მის თვალში თეჰიონის სილამაზესთან ახლოსაც ვერ მივა. ჯონგუკს სურვილი უჩნდება ტელეფონი აიღოს და ბევრი ლამაზი ფოტო გადაუღოს თეჰიონს , რასაც ზუსტად ამ წამს აკეთებს.

- რას აკეთებ? - მოტრიალდა თეჰიონი

- ფოტოს გიღებ, თუ წინააღმდეგ არ ხარ. - უპასუხა ჯონგუკმა და თან გადაღებული ფოტო აჩვენა.

- ძალიან ლამაზი კადრია ჯონგუკ. შეგიძლია კიდევ გადამიღო წინააღმდეგი არ ვიქნები, მითუმეტეს როცა პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ. - ჩაიცინა თეჰიონმა

- როგირც ინებებთ.

როდესაც გადაღებებს მორჩნენ ჯონგუკი თვითერზე პოსტის დასადებად ფოტოებს არჩევდა

- თეჰიონ შეხედე, შეიძლება შენი ფოტო დავდო? ძალიან ლამაზია - სიფრთხილით იკითხა ჯონგუკმა

- ჯონგუკ მართლაც საუკეთესო ფოტოგრაფი ხარ, დადე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა ფოტოს გამომიგზავნი

- რა თქმა უნდა.

18fb1e300f95945d33cd22bfca9c7888.jpg

fb479b4c826080370ac5d2ff28a4ea3a.jpg

- მგონი დროა სახლში წავიდეთ, ბნელდება - მიმართა თეჰიონმა ჯონგუკს.

- გეთანხმები, ტაქსის გამოვიძახებ და წავიდეთ.

***

იუნგი მთელი დღეა თეჰიონის სიტყვებზე ფიქრობს. თუ თეჰიონს მართვის მოწმობა არ აქვს და არც მანქანის ყიდვის სურვილი აქვს მაშინ რატომ წერდა იუნგის სულ, რომ მანქანის ყოლა სურდა და ერთ დღეს ამ ოცნებას აისრულებდა.. ან როდესაც ამ სახლში გადმოვიდნენ ზღვისპირა მხარეს ოთახი რატომ აირჩია ჯიმინმა და არა თეჰიონმა, რიცა იუნგიმ იცოდა რომ ზღვა თეჰიონს ამშვიდებს. ან რატომ იჭერს ჯიმინი მასთან დისტანციას, რატომ არ ენდობა. ეს ყველაფერი ჭკუიდან შლის ალფას ზედმეტად ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

ფიქრებიდან იუნგი კარზე ზარმა გამოიყვანა ალბათ ჯონგუკი და თეჰიონი მოვიდნენ.

-ჯიმინს ძინავს? - შემოსვლისთანავე იკითხა ჯონგუკმა

- არა ღვიძავს, ვურჩიე დაეძინა მაგრამ რომ
შევიხედე დაბლა ჩამოსვლამდე ისევ ეღვიძა, სიცხემ დაუწია.

- ძალიან კარგი წავალ გამოვიცვლი - თქვა ჯონგუკმა

- მეც წავალ - განაცხადა თეჰიონმა და გამოსაცვლელად ოთახში გაემართა

როდესაც ორივე უკვე გამოცვლილი დაბრუნდა ჯონგუკი სამზარეულოში გაემართა თეჰიონი კი იუნგისთან ჩამოჯდა დივანზე.

- თეჰიონ შენ რამე ჰობი გაქვს?

- კი, ზოგჯერ ვხატავ, რამდენიმე ნახატი დასრულებული მაქგს და მოგვიანებით დაგათვალიერებინებ.

და იუნგის გონებაში ამ სიტყვების შემდეგ თითქოს პაზლის ნახევარი აეწყო.

- მოხარული ვიქნები - მიმართა ალფამ უკვე ჩაფიქრებულმა

- ცოტა დავიღალე წავალ დავწვები - განაცხადა იუნგიმ და მეორე სართულზე ავიდა.

თუმცა თავის ოთახში შესვლამდე ჯიმინის ოთახის კარი შეაღო.

- ჯიმინ ამდენი ხნის მანძილზე თეჰიონის მაგივრად შენ მწერდი?

______

🤡

13 страница26 июля 2024, 21:54

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!