9
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ💗
გაფრთხილება! ბომბა თავია!
-------------------
დილით იუნგი და ჯიმინი ოთახიდან ერთდროულად გამოვიდნენ
- დილამშვიდობისა იუნგი ჰიონ.
- დილამშვიდობისა ჯიმინ. ჯონგუკს კიდევ ძინავს?
-ოთახში არ არის, ალბათ სავარჯიშოდ ადრე გავიდა.
- კარგი, მაშინ შენ თეჰიონი გააღვიძე მე კი დაბლა ჩავალ და ჯონგუკს მოვნახავ.
თანხმობის ნიშნად ჯიმინმა თავი დაუქნია და თეჰიონის ოთახისკენ წავიდა იუნგი კი დაბლა სართულისკენ დაიძრა.
- ჯიმინ აღარ არის საჭირო თეჰიონის გაღვიძება - დაიძახა ქვემოდან ალფამ
- ჯონგუკიც ვიპოვე და თეჰიონიც.
ომეგამ კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა და იუნგისთან მისაღებ ოთახში შევიდა რომელიც თეჰიონს და ჯონგუკს თავზე ადგა, ალფას ომეგასთვის ხელი ჰქონდა შემოხვეული საპასუხოდ ომეგას თავი ჯონგუკის მხარზე ჩამოედო და ტკბილად ეძინა.
- ამათმა ფილმს უყურეს და ჩვენ მოგვტეხეს? თან დივანზე ჩაძინებიათ - კომენტარი გაუკეთა სიტუაციას ალფამ.
- რომ გავაღვიძებთ მერე ვკითხოთ ყველაფერი.
ორივემ ჯონგუკის და თეჰიონის გაღვიძება დაიწყეს.
ომეგამ ჯონგუკის მხრიდან თავი ოდნავ ასწია, ცალი თვალი კი ზანტად გაახილა
- რა ხდება? იუნგი? ჯიმინ?
თეჰიონის გამოძრავების გამო ჯონგუკსაც გამოეღვიძა
- რა ხდება?
ალფამ და თავი ნელ-ნელა მარჯვნივ მიატრიალა და თეჰიონი დაინახა რომელიც ჯერ ისევ ვერ გამოფხიზლებულიყო.
- ფილმის ყურება თუ გადაწყვიტეთ ჩვენ რატომ არ გვითხარით? მით უმეტეს მოწყენილობისგან აღარ ვიცოდით რა გვეკეთებინა - უსაყვედურა ჯიმინმა
- ან აქ რატომ გეძინათ? - დაამატა იუნგიმ
როდესაც თეჰიონმა გააცნობიერა რა ხდებოდა, ფეხზე სწრაფად წამოხტა
- მოკლედ რომ გითხრათ, ღამით ცუდი სიზმარი ვნახე, ამიტომ დაბლა ჩამოვედი რომ ცოტა გამესეირნა ამ დროს სამზარეულოში ჯონგუკს შევეფეთე რომელიც წყალს სვამდა, მითხრა რომ ვერ იძინებდა ისევე როგორც მე ამიტომ გათენება გადავწყვიტეთ და საბოლოოდ ჩაგვეძინა, ეს იყო და ეს
- კი კი ნამდვილად ასე იყო - პატარა ტყულში მხარი აუბა ჯონგუკმა.
-კარგი, მაგრამ შემდეგში ჩვენც გაგვაღვიძეთ ხოლმე - თქვა იუნგიმ
- კარგი, მორჩა ეს დილის სანახაობა ახლა კი წამოდით ვისადილოთ რამეს მოვამზადებ - თქვა ჯიმინმა
×××
სადილის შემდეგ ოთხივე ფილმის საყურებლად მისაღებ ოთახში გავიდა.
- აჰჰ ეს ფილმიც დამთავრდა, ახლა რა ვაკეთოთ - ამოიბუზღუნა ჯონგუკმა
- რომ ვიცურაოთ? ცოტას გავგრილდებით - თქვა იუნგიმ
- მე არ მინდა მადლობთ. - მტკიცედ თქვა თეჰიონმა რადგან წუხანდელი ინციდენტი არ დავიწყებია.
- მაშინ გვიყურე - თქვა იუნგიმ და ომეგას ლოყაზე აკოცა, რის შედეგადაც ომეგა აწითლდა.
- ჯიმინ შენ რას იტყვი?
- დიდი სიამოვნებით ჯონგუკ, მაგრამ გასავლელი ვარ, მამამ ფილიალიდან საბუთების წამოღება მთხოვა და მალე დავბრუნდები.
- კარგი.
ჯიმინი სწრაფად გაემზადა და მალე სახლი დატოვა, ტაქსი გააჩერა და ქალაქის ცენტრში წავიდა, საბუთები გამოიტანა და შინ დაბრუნება გადაწყვიტა.
ჯიმინის pov:
შინ დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილი მქონდა მაგრამ უეცრად გადავიფიქრე, რადგან მანქანა და საერთოდ დრაივინგი ძალიან მომენატრა ამიტომ ჩემს საიდუმლო ადგილას წასვლა გადავწყვიტე.
არავინ გამიფრთხილებია რადგან ტელეფონი დამიჯდა, ისედაც დიდხანს არ გავჩერდები თუ რაიმეს მკითხავენ ვეტყვი რომ საცობში მოვხვდი.
ავტორის pov:
ჯიმინი დანიშნულების ადგილამდე მალე მივიდა, როგორც წესი ომეგა თავის უსაყვარლეს ადგილას კვირაში სამჯერ მაინც მოდიოდა, მაგრამ ახლა მეორე კვირა დაიწყო რაც ამ ადგილას არ ყოფილა და დრაივინგი ძალიან მოენატრა, ამასთან ერთად მარტო ყოფნაც, ამიტომ თავისი საქმიანობით ისე გაერთო, რომ სულ არ შეუმჩნევია რომ მოსაღამოვდა მას კი წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ როგორ განიცდიდნენ მეგობრები მის სახლში არ გამოცხადებას.
სახლში
- იუნგი და იქნებ რამე მოუვიდა? იქნებ ავარიაში მოყვა ან უარესიც ვინმემ გაიტაცა? - თითქმის ტირილით მოთქვავდა ომეგა
- ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება თეჰიონ, არაფერი მოუვა არ ინერვიულო, ხომ გახსოვს წინაზეც ანალოგიური მოხდა და სახლში უვნებელი დაბრუნდა.
- ხომ მაგრამ ახლა მხოლოდ საბუთების გამოსატანად წავიდა და გვითხრა რომ მალე დაბრუნდებოდა, ყოველ ჯერზე ასე ხომ არ მოხდება? იქნებ ახლა მართლა რამე დაემართა გული ცუდს მიგრძნობს - ახლა უკვე ტირილით თქვა თეჰიონმა და თავი იუნგის მკლავებში ჩარგო.
- ჯონგუკ გაარკვიე რამე?
- არა იუნგი. ტელეფონს არ პასუხობს, გათიშული აქვს ფილიალში დავრეკე და მითხრეს რომ ექვსი საათის წინ დატოვა შენობა, ახლო მეგობარი ვინც ჰყავდა ყველას დავურეკე, მაგრამ მათთან არ არის... სადმე წასვლა რომ დომოდა გამაფრთხილებდა, ადგილს ვერ ვპოულობ ძალიან ვნერვიულობ თეჰიონის არ იყოს გული კარგს მეც არაფერს მიგრძნობს.
- თეჰიონს შენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ, შემთხვევით ჯიმინს რაიმე ისეთი ადგილი ხომ არ აქვს სადაც უყვარს წასვლა? - იკითხა იუნგიმ.
- არა, არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ უთქვამს
იუნგის სიტყვებზე ჯონგუკს, ჯიმინის საიდუმლო ადგილი გაახსენდა, თუ შინ არ დაბრუნდა ესე იგი იქ არის და თუ არც იქ არის... ჯონგუკი ფეხზე წამოხტა და გასასვლელისკენ გაიქცა
- ჰეი სად მიდიხარ?
- იუნგი ახლავე უნდა წავიდე, მგონი ვიცი სად შეიძლება იყოს
- ჩვენც მოვდივართ.
- არ არის საჭირო თეჰიონ...
- არა! ჩვენც მოვდივართ. თემა დახურულია წავედით - მტკიცედ განაცხადა ომეგამ.
- ამ შემთხვევაში თეჰიონს ვეთანხმები - თქვა იუნგიმ.
- კარგი რა გაეწყობა მაშინ სწრაფად წავიდეთ.
ბიჭები სახლიდან გავიდნენ, და ჯონგუკის მანქანაში ჩასხდნენ.
მანქანა წამებში მოსწყდა ადგილს.
- და სად მივდივართ? - ინტერესეით იკითხა ომეგამ.
- რომ მივალთ გაიგებ.
ოც წუთში ბიჭები დანიშნულების ადგილას მოვიდნენ.
- ეს რა ადგილია?
- თეჰიონ გადმოდი მანქანიდან - უხმო იუნგიმ.
- ტყე? სერიოზულად? აქ ჯიმინს რა უნდა? - იკითხა გაკვირვებულმა იუნგიმ.
- ამ ბილიკს რომ ჩავუყვებით ყველაფერს გაიგებ.
ჯონგუკი სწრაფი ნაბიჯით წინ გაიჭრა
უკან კი იუნგი და თეჰიონი მოყვნენ.
როდესაც ბილიკი დასრულდა მათ წინ დიდი მოედანი გადაიშალა რომელზეც წითელი სპორტული მანქანა 'დაქროდა' ოდნავ მოშორებით კი პატარა სახლი იდგა.
ჯონგუკის გარდა დანარჩენები შოკში იყვნენ, გასაკვირი ისაა რომ თეჰიონი სწრაფად მიხვდა ყველაფერს, მაგრამ იუნგის ამ ყველაფრის დაჯერება გაუჭირდა.
- ჯონგუკ, ეს ნამდვილად ჯიმინია? - იკითხა იუნგიმ რა დროსაც ჯიმინის და მისი მზერა ერთმანეთს შეხვდა
ჯიმინის pov:
*იუნგი? აქ რას აკეთებს? რა ჯანდაბა ხდება?*
როდესაც იუნგის გავხედე, როგორც შევამჩნიე გაკვირვებული მიყურებდა ამ დროს კი გონება გამეფანტა და საჭე ვეღარ დავიმორჩილე მანქანა ბიჭებისკენ 'მიფრინავდა' წამის მეასედებში როგორღაც მისი მოტრიალება შევძელი, მაგრამ მოხვევის დროს მანქანა ამოტრიალდა
შემდეგ კი სიბნელე.
ავტორის pov:
ყველაფერი ისე უეცრად მოხდა რომ ბიჭებმა თვალის დახამხამებაც კი ვერ მოაწრეს.
- რა ჯანდაბაა! ჯიმინ! - დაიწყო ყვირილი ჯონგუკმა - თეჰიონ სასწრაფოში დარეკე სწრაფად!
თეჰიონმა სასწრაფოში დარეკა, უთხრეს რომ ადგილზე სწრაფად იქნებიან.
- კი მაგრამ ასე უეცრად როგორ? ჯიმინააა!!! - ყვიროდა იუნგი - ჯანდაბა! ჯანდაბა!
მალე სასწრაფოც მოვიდა, ბიჭებს მხოლოდ უმოქმედოდ ყოფნა შეეძლოთ რადგან ახლოს მანქანასთან არ უშვებდნენ.
- კარგად არის? ხომ კარგად იქნება? - ნერვული ტონით იკითხა ჯონგუკმა
- ბატონო ბიჭი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში იქ კი ყველაფერს გეტყვიან.
ამ სიტყვების შემდეგ ჯიმინი მანქანაში გადაიყვანეს და სწრაფად წავიდნენ მათ კი უკან მანქანით ჯონგუკი თეჰიონი და იუნგი აედევნა.
×××
დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ ექიმი პალატიდან გამოვიდა.
- ექიმო ჩემი ძმა როგორ არის? ხომ აკრგად იქნება
- ბატონ ჯიმინს ხელის,ფეხის და ნეკნის მოტეხილობა აქვს ასევე მრავლობითი დაბეჟილობა და ტვინის შერყევა. თავის ტვინის ქერქის ზედა ფენა მნიშვნელოვნად დაზიანდა რის გამოც იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
- გონს ხომ მოვა? - იკითხა ომეგამ რომელიც ამ ხნის განმავლობაში არ გაჩუმებულა და ტიროდა
- ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ჩანს ბატონი პაკის ორგანიზმი ძლიერია,ჩვენ ვცდილობთ მის გამოღვიძებას მაგრამ უმეტესწილად მასზეა დამოკიდებული ყველაფერი.
- გთხოვთ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ ჩემი ძმა გონს მოვიდეს
ექიმმა თავი დაუქნია და გავიდა.
- აქვე მაღაზიაა და გავალ წყალს ვიყიდი - თქვა ჯონგუკმა.
- თეჰიონ შენც გაყევი, ბევრი ინერვიულე, ცოტა რომ დაწყნარდე სუფთა ჰაერზე გადი და გაიარე, მე აქ ვიქნები რამე სიახლე თუ იქნება შეგატყობინებთ.
თეჰიონმა და ჯონგუკმა შენობა მალევე დატოვეს იუნგი კი ისევ პალატის წინ იჯდა და ჩაფიქრებული იყო. იკითხავთ რაზე ჩაფიქრდაო და მე გიპასუხებთ, რომ იუნგი ჯიმინის იმ გამოხედვაზე ჩაფიქრდა, გაიხსენა ის საბედისწერო მომენტი, გაიხსენა წამები იმ კატასტროფამდე.
- ბატონ ჯიმინთან თვენ ბრძანდებით? - იკითხა ექთანმა.
- დიახ რა ხდება, რამე სიახლეა? - სწრაფად წამოდგა სკამიდან იუნგი
- ბატონ პაკს ანალიზები ავუღეთ და აღმოჩნდა რომ იგი დიდი რაოდენობით ბლოკატორებს სვამს. თქვენ იცით ამის შესახებ? ომეგისთვის ასეთი დოზით ბლოკატორების მიღება არ შეიძლება, რადგან შეიძლება მისი დაორსულების შანსი მინიმუმამდე დაიყვანოს.
- ომეგა? - იკითხა გაოცებულმა იუნგიმ
----------------
აი აქედან იწყება ნამდვილი ისტორია.
ვაიმე ხალხოოოო ახლა ვიწივლეეებ!!!!
მარიამობას გილოცავთ💗

