8
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ💜
---------------------------------------
მომდევნო დილას ყველა სასაუზმოდ მაგიდას მიუსხდა ჯიმინის გარდა.
- ჯიმინი სად არის? - იკითხა თეჰიონმა
- ჯერ კიდევ ძინავს, წავალ და გავაღვიძებ - თქვა ჯონგუკმა.
- არა ჯონგუკ, შენთან რაღაც საქმე მაქვს და იუნგი წავიდეს და გააღვიძოს. - განაცხადა ჰოსოკმა.
იუნგი უხმოდ წამოდგა ფეხზე და მეორე სართულზე ავიდა.
კარზე დააკაკუნა და სანამ რაიმე სახის პასუხს მოისმენდა კარები შეაღო და მის წინ არსებულმა სურათმა დააბნია. ჯიმინი აბაზანიდან ახალი გამოსული იყო და ტანზე მხოლოდ გრძელი თეთრი პერანგი ეცვა.

იუნგის აქამდე არასდროს უნახავს ასეთი ჯიმინი, ის ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა და საერთოდ ვერ იტყოდი რომ ბეტა იყო.
- ჯიმინ? - თვალებზე ხელები აიფარა იუნგიმ - ქვემოთ ყველა გელოდება ჩამოდი და ისაუზმე.
ჯიმინის პასუხს კვლავ არ დაელოდა და ოთახიდან გავიდა თან ბოლოსთვის მიაძახა - კარი ჩაკეტე ხოლმე.
იუნგი ოთახიდან აფორიაქებული გამოვარდა
*ეს რა იყო? ჯიმინს რომ არ ვიცნობდე ომეგა მეგონებოდა და საკმაოდ მიმზიდველი ბიჭია, თვალები ჩაწითლებული რატომ ჰქონდა? კარგი ამას მერე ვკითხავ, მაგრამ მე რატომ ავწითლდი*
ალფამ სახეში შემოირტყა გონზე მოსასვლელად და დაბლა სართულზე სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა.
ამ დროს ჯიმინთან
- საერთოდ არ მოველოდი რომ ოთახში ვინმე შემოვიდოდა და მით უმეტეს ეს იუნგი ჰიონი იქნებოდა, ღმერთოო ეს რა ფორმაში მნახა... ნეტა რას იფიქრებს - თავისთვის დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა, ბოლოს კი მოწესრიგება და დაბლა ჩასვლა დააპირა.
ავტორის pov
დაახლოებით ათ წუთში ჯიმინი უკვე პირველ სართულზე ჩავიდა ყველას მიესალმა და მაგიდას მიუჯდა.
- ბავშვებო ისევ გვიწევს თქვენი დატოვება რამდენიმე დღით. იაპონიაში გამგზავრება და მნიშვნელოვან პირთან შეხვედრა გვიწევს. - თქვა ჰოსოკმა.
- არ იღელვოთ ნიშნობამდე
ჩამოვალთ - განაგრძო ჯუნმა
- და როდის მიფრინავთ? - იკითხა თეჰიონმა.
- ორ საათში - თქვა ჯინმა და გვერდიგვერდ მჯდომ ორ უმცროს ალფას მიუტრიალდა.
- იცოდეთ, ორ ნაზ არსებას გაბარებთ, ჯიმინს და თეჰიონს, ამიტომ თავიდან ერთი თმის ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეთ გასაგებია?
- კი გასაგებია. - ერთხმად უპასუხეს იუნგიმ და ჯონგუკმა.
საუზმის შემდეგ ყველა თავთავის ოთახში განაწილდა.
ჯიმინთან და ჯონგუკთან:
- ჯონგუკ ჩქარა მიხურე კარები.
- რა მოხდა? რატომ ხარ ასეთი აფორიაქებული ხარ? სახეზე ფერი არ გედო სასაუზმოდ რომ ჩამოხვედი.
- დილით ოთახიდან რომ გახვედი ცოტახანში მეც გამეღვიძა და შხაპის მიღება გადავწყვიტე, სულ არ დავკვირვებულვარ რომ ოთახის კარი ჩაკეტილი არ იყოო, ზუსტად მაშინ როდესაც ყველანაირი პროცედურა დავასრულე ჩაცმა გადავწყვიტე, მაგრამ შორტები ოთახში დამრჩა და აბაზანაში მხოლოდ პერანგი გამოვიყოლე... ხო დაა - რაც შეეძლო წელავდა ჯიმინი სათქმელს
- მერე?
- ხოდაა მეც მხოლოდ ეს პერანგი ჩავიცვი და აბაზანიდან გამოვდიოდი როდესაც ოთახის კარგი გაიღო და შემოდის მინ ჯანდაბა იუნგი! გესმიის? იუნგი. ი უ ნ გ ი - დამარცვლა ჯიმინმა
- რა რეაქცია ჰქონდა?
- თვალებზე ხელები აიფარა და მითხრა კარი ჩაკეტე ხოლმეო.
- აა ანუ მაგიტო ჩამოვიდა დაბნეული დაბლა? გეფიცები იუნგი რომ ვყოფილიყავი პირიქით მოვიდოდი და.. - ჯიმინმა არ დააცადა წინადადების დასრულება და ბალიში ესროლა
- ფუ ჯონგუკ ჩემი ძმა მაინც არ იყო
- უნდა მეთქვა რომ შორტებს მოგაწოდებდი შენ რა იფიქრე? უზრდელო.
- კი კი გვჯერა - ირონიით უპასუხა ჯიმინმა.
***
ბიჭებმა მშობლები გააცილეს. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ სავახშმოდ გამოვიდნენ ოთახებიდან.
უკვე ძილის დროც მოვიდა.
02:14
თეჰიონი ოთახიდან ჩუმად გამოვიდა და აივანზე გავიდა.
მალევე თეჰიონი მაღალი ალფის მკლავებში აღმოჩნდა.. ეს ჯონგუკი იყო რომელსაც ხელები ომეგას წელზე შემოელაგებინა
- მაინც მოხვედი..
- არ შემეძლო არ მოვსულიყავი - უპასუხა ომეგამ.
- თეჰიონ... ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ, მგონი შენც კარგად ხვდები რომ მეწყვილეები ვართ ვიცი რომ ჩემი მწარე შოკოლადის არომატი თავბრუს გახვევს... მე კი შენი ალუბლის არტომატი მაგიჟებს, მინდა მხოლოდ ჩემი იყო, მინდა ჩემთან ერთად იღვიძებდე და იძინებდე, მინდა შენთან ერთად ვიყო მთელი ცხოვრება... - ყურთან ახლოს დაბალ ხმაზე უთხრა ჯონგუკმა
- ჯონგუკ, ჩემი პასუხი მგონი ნათელია არა? თვითონაც იცი რომ სხვასთან ერთად ვერ ვიქნები, მინდა შენი ვიყო და სხვა არავისი
თეჰიონი ჯონგუკის ტუჩებს მიუახლოვდა და უნდოდა მისთვის კოცნა ეჩუქებინა როდესაც გამოეღვიძა.
- ეს რა ჯანდაბა იყო ახლა? მგონი ჯობია ცოტა გავიარო აშკარად აღარ დამეძინება ასეთი სიზმრის შემდეგ.
ჩუმად ამოიბუტბუტა სიცარიელეში თეჰიონმა და ოთახიდან გამოვიდა.
ჩაფიქრებულმა კი თითქმის მთელი დაბლა სართული შემოიარა, ბოლოს აუზთან გასვლაც გადაწყვიტა.
- ღმერთო ასეთი სიზმარი რატომ დამესიზმრა ან რა ჯონგუკი ან რა მეწყვილე, არვიცი ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იუნგი მიყვარს და მალე ნიშნობა გვექნება - ფიქრობდა თეჰიონი და თან აუზს წრეს ურტყავდა.
უნებურად თეჰიონს ფეხი დაუცდა და აუზში გადავარდა.
ყველას ძინავს.
თეჰიონმა ცურვა არ იცის.
აუზი საკმაოდ ღრმაა.
ბევრი ცდის მიუხედავად თეჰიონი გონებას კარგავს და აუზის ფსკერისკენ მიდის, მაგრამ როდესაც გონს მოდის ჯონგუკს ხედავს. ჯანდაბა ის ჯონგუკს ხედავს.
- მადლობა ღმერთს გონს მოხვედი, ასე გვიან აქ რას აკეთებდი? და რომ ვერ მომესწრო... - თქვა ანერვიულებულმა ალფამ.
- მე უბრალოდ უცნაური სიზმარი ვნახე და ძილი გამიტყდა, ამიტომ გასეირნება გადავწყვიტე.. შენ რატომ არ გეძინა? - იკითხა ინტერესით ომეგამ
- წყლის დასალევად ჩამოვედი, ოთახში აღარ იყო შემდეგ აუზის მხრიდან ხმა მომესმა და დავინტერესდი რომელმა სულელმა გადაწყვიტა ამ დროს აუზში ბანაობა-მეთქი..
- მადლობა... - დაბალ ხმაზე თქვა ომეგამ.
- მთავარია ახლა კარგად ხარ. ასეთი რა სიზმარი ნახე რომ არ დაგეძინა?
- ისეთი არაფერი, დაივიწყე ხდება ხოლმე.
სინამდვილეში კი ომეგას რა თქმა უნდა ამ სიზმრის შესახებ მოყოლა არავისთვის უნდოდა მით უმეტეს მისი სიზმრის მთავარი გმირი, ჯონგუკისთვის.
- კარგი, მაგრამ იცოდე აუზისგან შორს დაიჭირე თავი, არ მინდა როდესაც უფროსები დაბრუნდებიან გამგუდონ ომეგას ყურადღება ვერ მიაქციეო.
- კარგი, გავითვალისწინებ - გაიცინა ომეგამ - გთხოვ ამის შესახებ იუნგის არ მოუყვე, თორემ ინერვიულებს..
- არაფერს მოვუყვები, არ იდარდო.
- არ გეძინება? - იკითხა ომეგამ
- უკვე აღარ. არ მგონია დაძინება შევძლო.
ამ სიტყვების შემდეგ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს სიჩუმე თეჰიონმა დაარღვია.
- შენც იცი რომ ჯიმინი დიდი დოზით იღებს ბლოკატორებს ხომ?
- კი, ვიცი და მასზე ძალიან ვნერვიულობ, არ მინდა მომავალში ამის გამო პრობლემები შეექმნას.. რაც ჩამოვედი ყოველდღე ვუმეორებ რომ თუ ვერ მოეშვება უფრო ნაკლები დოზა მაინც მიიღოს..
- ხშირად ვეკამათები მაგ თემაზე, მაგრამ მოსმენა არ სურს. იუნგი ჰიონსაც კი მოატყუა რომ ბეტაა.
- მინდა ჩემი ძმა სამუდამოდ შეეშვას ბლოკატორების მიღებას და მინდა დახმარება გთხოვო..
- კი რა თქმა უნდა დაგეხმარები შენს გვერდით მიგულ, მითუმეტეს ჯიმინი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მისი ჯანმრთელობა ძალიან მაღელვებს.
- მგონი დღეს ნამდვილად არ გვიწერია ძილი, გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?- უხერხულად გაიღიმა ალფამ.
- უარს არ ვიტყოდი.
თეჰიონის თანხმობის შემდეგ ორივე მისაღებ ოთახში გავიდა და ფილმის არჩევა დაიწყეს. საბოლოოდ ომეგას დაჟინებით ფანტასტიკა ჩართეს, მაგრამ იმის მიუხედავად რომ თეჰიონს ეს ფილმი ძალიან აინტერესებდა ბოლოსკენ მაინც ჯონგუკის მხარზე ჩამოეძინა, მაგრამ ამაზე უკვე ცოტა მოგვიანებით...
---------------
