8 страница26 июля 2024, 18:37

7


ჯონგუკის სიტყვების შემდეგ ჯიმინმა კიდევ დიდ ხანს იტირა ბოლოს კი ჩაეძინა ალფა კი მასთან დარჩა და დაელოდა მის გაღვიძებას..

ერთი საათის შემდეგ ჯიმინმა გაღვიძება დაიწყო.

- ჯონგუკ? შენ ისევ აქ ხარ? მეგონა წახვიდოდი - დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა ჯიმინმა და თან თვალებს ისრესდა.

- როგორ შემეძლო ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატარა ომეგა მიმეტოვებინა და წავსულიყავი. ასეთს მიცნობ?

- არა ჯონგუკ! შენ საუკეთესო ხარ, ახლა შენი აქ ყოფნით ძალიან მეხმარები... როგორც იქნა ვიღაცასთან მაინც დავიცალე... მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და ვარ კიდეც.

- არ ინერვიულო ხომ გითხარი, მე შენს გვერდით ვარ და ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს.

- მგონი ჯობია წავიდეთ. შენი თავი თეჰიონ ჰიონს და იუნგი ჰიონს უნდა გავაცნო.

- აქამდე ჩემს შესახებ რატომ არაფერს უყვებოდი მათ? - დააინტერესა ალფას.

- ალბათ იმიტომ რომ ჩემგან მოშორებით ცხოვრობდი და უბრალოდ იმის საშუალება არ მეძლეოდა შენზე მომეყოლა.

- კარგი, არაუშავს სამაგიეროდ ახლა გავიცნობ. მაინტერესებს იმსახურებს თუ არა ის ბიჭი შენს ცრემლებს.

- ჯონგუკ!!

- კარგი კარგი ჩუმად ვარ.

- გთხოვ მათთან არაფერი შეიმჩნიო. შევთანხმდით?

- შევთანხმდით.

ბიჭები შენობიდან გამოვიდნენ.

- ძმაო ერთ დღეს დრიფტის მასტერკლასი უნდა ჩამიტარო.

- ახლა ვერ გაჩვენებ რაც შევისწავლე, მაგრამ სხვა დროს ამ ადგილას ისევ მოვიდეთ და ყველაფერს გაჩვენებ. - წარმოთქვა ომეგამ.

- აუცილებლად მანახებ.

- ჯონგუკ ეს შენი მანქანაა?? - თითით მიანიშნა ომეგამ მის წინ მდგარ შავ მანქანაზე.

- კი ჩემია. მამას ოფისში დავრეკე და ვუთხარი ჩემთვის გამოეგზავნათ, ისიც ვუთხარი რომ მამასთვის არაფერი ეთქვათ, რადგან მინდა მისთვისაც სიურპრიზი იყოს ჩემი ჩამოსვლა.

- კარგი მაშინ რაღას ველოდებით წავიდეთ.

ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და დაახლოებით 25 წუთში უკვე სახლის წინ იდგნენ.

ჯიმინი მანქანიდან პირველი გადმოვიდა და კარზე დააკაკუნა მალე ჯონგუკიც მივიდა და მის გვერდით დადგა.
კარი იუნგიმ გააღო.

- ჯიმინ? დაბრუნდი? ეს ბიჭი ვინ არის? შენი ალფაა?

- იუნგი ჰიონ ჯერ შემოგვიშვი.

- აჰ რა თქმა უნდა - იუნგი გაიწია და ბიჭები სახლში შემოატარა.

მისაღებ ოთახში შესულებს ყველა იქ დახვდა ჰოსოკმა კი მათ მხარეს მოიხედა.

-ჯონგუკ? შვილო როდის ჩამოხვედი? როგორ გამახარე. - ჰოსოკი სავარძელიდან წამოდგა და ალფას გადაეხვია.

- შვილო? - ერთ ხმაში წამოიძახეს იუნგიმ და თეჰიონმა.

- ჯიმინ რა ხდება? რატომ არ გვითხარი რომ ძმა გყავდა? - იკითხა თეჰიონა რომელიც აშკარად განაწყენდა.

- ჰიონ მოდი სხვა დროს მოგიყვები კარგი?

თეჰიონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- ჯონგუკ ან ჯიმინთან ერთად დაიძინებ ან თეჰიონი იუნგისთან ოთახში გადავა და მის ოთახში მოთვსდები. - წარომთქვა ჰოსოკმა

ჯონგუკმა ჯერ ჯიმინის გახედა შემდეგ კი თქვა:

- მამა ჩემ ძასთან ერთად ყოფნა მირჩევნია, მაინც დიდი ხანია არ მინახავს თან ალბათ თეჰიონისთვისაც არ იქნება კომფორტული ალფასთან ოთახში გადასვლა.

- ხო მაგრამ შენც ხომ ალფა ხარ იქნებ არც ჯიმინისთვის იყოს კომფორტული. - უეცრად წამოიძახა იუნგიმ და თვისი ნათქვამით ყველა გააკვირვა.

- იუნგი რა გჭირს ის ხომ მისი ძმაა, მითუმეტეს ჯიმინი ბეტაა - უპასუხა თეჰიონმა.

- იუნგი გარეწარი არ ვარ, რომ საკუთარ ღვიძლ ძმას რამე დავუშავო, თეჰიონისთვის უფრო არ იქნებოდა კომფორტული შენთან

- იუნგი მაკვირვებ - წამოიძახა ბექიონმა.

- კარგი, ჯერ შუადღეა რა ვაკეთოთ? - იკითხა თეჰიონმა.

- ფილმს რომ ვუყუროთ? - აზრი გამოთქვა ჯინმა.

- არა ჯინ, შუადღეა რა ფილმი, ძალიან ბანალურია რამე სხვა მოვიფიქროთ. - განაცხადა ნამჯუნმა.

- სანაპიროზე გავისეირნოთ, თან კარგი ამინდია - თქვა ჯიმინმა.

საბოლოოდ ჯიმინის იდეას ყველა დაეთანხმა.

[სანაპიროზე]

- ბავშვებო თქვენ ისეირნეთ ჯინს ცოტა თავი ატკივდა, ალბათ მზეში სიარულის ბრალია, ჩვენ კაფეში დავსხდებით როდესაც მორჩებით სეირნობას იქ მოდით და შინ ერთად დავბრუნდეთ. - თქვა ნამჯუნმა.

- კარგი მამა თქვენ წადით ჩვენ კიდევ გავივლით. - უპასუხა თეჰიონა.

უფროსები კაფეს შენობისკენ დაიძვრნენ უმცროსებმა კი სიარული განაგრძეს.

- იუნგიი ნახე ბამბის ნაყინიი თან ვარდისფერიი წამოდი მიყიდეე - ხელზე მოქაჩვა დაუწყო თეჰიონმა.

- თეთე ამ სიცხეში არ ჯობია ჩვეულებრივი ნაყინი ჭამო?

- არა! მე ბამბის მინდა. - გაჯიუტდა შავთმიანი.

- კარგი, კარგი პატარავ ვიყიდოთ.

- ჯიმინ შენ გინდა ბამბის ნაყინი? - იკითხა იუნგიმ.

- უარს არ ვიტყვი.

- მაშინ წამოდით ვიყიდოთ. - განაცხადა იუნგიმ.

- თქვენ წადით მე და თეჰიონი აქ დაგელოდებით - წამოიძახა ჯონგუკმა.

-კარგი როგორც გინდათ, ჯიმინ წავიდეთ.

ბიჭებმა ბამბის ნაყინების ჯიხურთან მიირბინეს. იუნგიმ ჯიბიდან საფულე ამოიღო.

- გამარჯობა, თუ შეიძლება ოთხი ვარდისფერი ბამბის ნაყინი მოგვეცით.

- რა თქმა უნდა ყმაწვილო ახლავე.

ქალმა ოთხივე ბამბის ნახინი სწრაფად დაამზადა და ჯიმინს გაუწოდა.

- გემრიელად მიირთვით. - თქვა გამყიდველმა.

ბიჭები ის ისიყო უნდა წასულიყვნენ როდესაც გამყიდველი ქალის სიტყვებმა შეაჩერა.

- ლამაზი წყვილი ხართ, თქვენნაირ წყვილს იშვიათად თუ შეხვდები.

- არა ქალბატონო, თქვენ არასწორად გაიგეთ ჩვენ წყვილი არ ვართ... მეგობრები ვართ. - თქვა იუნგიმ.

- ბოდიშით შეიძლება შევცდი, მაგრამ ჩემი სიტყვები უცლელი რჩება ლამაზი წყვილი დადგება თქვენგან.

იუნგიმ ზრდილობის ნიშნად თავი დაუხარა გამყიდველ ქალბატონს და ჯიმინთან ერთად თეჰიონისკენ და ჯონგუკისკენ დაიძვრნენ.

- აი ჩვენც მოვედით - თქვა ჯიმინმა და ნაყინები ჩამოარიგა.

- ჯონგუკ შეყვარებული გყავს? - დააინტერესა თეჰიონს.

- არა არ მყავს მეწვილეს ველოდები. - მაშინვე უპასუხა ალფამ.

- და რომ ვერ იპოვო შენაბერა რჩები? - იკითხა იუნგიმ.

- რატომღაც მგონია რომ მეწყვილეს მალე ვიპოვი. სხვა არავინ მჭირდება.

- არადა მეგონა ომეგები მოსვენებას არ გაძლევდნენ.

- ეგრეც არის, მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან.

- რით ხარ გატაცებული? - ისევ იკითხა ალფამ.

- ხატვით და ფოტოგრაფიით.

- მართლაა?! ძალიან კარგი, მოდი ერთი ფოტო გადამიღე. - თქვა თეჰიონმა და იუნგის ტელეფონი გამოართვა.

- იუნგი ჩემი სახლში დამრჩა შენით გადამიღოს.

ალფამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

ჯონგუკმა კამერა ჩართო, თეჰიონი კი თავისთვის სასურველ პოზაზე დადგა.
სულ რამდენიმე წუთში ჯონგუკმა უკვე დარედაქტირებული [დაედითებული] ფოტო თეჰიონს გაუწოდა.

ფოტო:

39e6a2743a9e78c7f97758a14fca51db.jpg

-ჯონგუკ, ძალიან მომწონს მადლობა. - თეჰიონმა მას ოთხკუთხედი ღიმილი აჩუქა.

***

მოსაღამოვებულს, სანაპიროდან დაბრუნებულებმა ივახშმეს და ოთხებში დანაწილდნენ. ფილმის ყურება უნდოდათ მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან დაღლილად გრძნობდა ყველა თავს.

[ჯიმინის და ჯონგუკის ოთახი]

- ჯიმინი როგორ მოგეწონა დღევანდელი დღე? - იკითხა ალფამ.

- დღეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა მშობლების ჩამოსვლა.. იუნგის და თეჰიონის ნიშნობა შენი ჩამოსვლა...უჩვეულო დღე იყო, გადავიღალე.

- ჰომ.. მართლაც განსხვავებული დღე იყო.

-ჯიმინ, რაღაც მინდა გკითხო. შენ და იუნგი რომ ბამბის ნაყინის საყიდლად იყავით, უკან დაბრუნებისას პომიდორივით წითელი რატომ იყავი?

- იმ გამყიდველმა ქალმა გვითხრა რომ ლამაზი წყვილი ვიყავით და ერთმანეთს ვუხდებოდით... - თავი დახარა ომეგამ, რომლის ხმა ოდნავ დანაღვლიანდა.

- სინართლე უნდა ითქვას, იმ ქალმა მართალი თქვა. მართლა ლამაზი წყვილი იქნებოდით...

- ჯიმინ იცი ჩემი მეწყვილე სადღაც ახლოსაა და ვგრძნობ...

- მაგარია ჰიონ, იმედი მაქვს მალე შეხვდები მას. - თავი აწია ომეგამ და გულწრფელი ღიმილი აჩუქა ძმას.

- ბლოკატორებთან დაკავშირებით რა ხდება? დღეს ისევ დალიე? - იკითხა ალფამ.

- ჯონგუკ ხომ გითხარი, ჯერ მის დალევას ვერ შევწყვეტ ხოლო დოზის შემცირებას ხვალიდან დავიწყებ.

- იცოდე გაკონტროლებ.

- ჯონგუკ არ გეძინება? მოდი დავწვეთ რა. - აწუწუნდა ომეგა და საწოლში ჩაწვა

ჯონგუკმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და გვერდით მიუწვა ომეგას.
ცოტა ხნით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, არცერთი ხმა არ ისმოდა, სინამდვილეში კი არცერთს არ ეძინა.

- ჯიმინ... მასზე ყოველ ღამე ფიქრობ? - სიჩუმე დაარღვია ჯონგუკმა.

- კი ჯონგუკ.. მასზე გამუდმებით ვფიქრობ მითუმეტეს ძილის წინ... ძილისწინ წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი მომავალი... ჩვენი მომავალი შვილები... მე სახელებიც კი მოვუფიქრე მათ... ზოგჯერ საკუთარი თავი ფსიქოფატი, შეშლილი ადამიანი მგონია, რადგან ჩემი ფანტაზიით შექმნილ ცხოვრებაში, თუნდაც სიზმრებში დარჩენა მსურს...

________

8 страница26 июля 2024, 18:37

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!