7 страница26 июля 2024, 18:37

6

რაც იუნგი თეჰიონს ხელი თხოვა მას შემდეგ სამი დღე გავიდა.
ამ სამი დღის განმავლობაში თეჰიონი ჯიმინთან დიდ დროს ატარებდა, ამავე დროს იუნგის შემოთავაზებაზე ბევრი იფიქრა და იუნგისთვის პასუხის გაცემას საღმოს აპირებდა.
იუნგის ჩანიოლმა ოფისში საბუთების მოწესრიგება სთხოვა, ამიტომ მთელი ეს დრო ამ საქმით იყო დაკავებული, ამსათან ერთად ინტერესი კლავდა რას უპასუხებდა თეჰიონი.

***

საღამოს ჯიმინი და თეჰიონი ტელევიზორში დორამას უყურებდნენ, მალე კი იუნგიც მოვიდა.

- თქვენ აქ ხართ? არ მოგბეზრდათ? მესამე დღეა გადაბმულად დორამებს უყურებთ. - უსაყვედურა ალფამ ბიჭებს

- არა იუნგი დორამების ყურება არასდროს მოგვბეზრდება. - თქვა თეჰიონმა და დივნიდან ფეხზე წამოდგა.

- მე ოთახში ავალ - თქვა ჯიმინმა და ოთახში გაიქცა, რადგან იცოდა რომ თეჰიონს იუნგისთან ამ საღამოს ლაპარაკი სურდა.

თეჰიონი იუნგისთან მივიდა და რაც გამბედაობა ჰქონდა მოიკრიბა და უთხრა - იუნგი.. იცი მე დავფიქრდი შენს შემოთავაზებაზე და მე... მე თნახმა ვარ მაგრამ... არიზ ერთი მაგრამ- ომეგა დაიმორცხვა და სახეზე ხელები აიფარა.

- რა მაგრამ თეჰიონ?

- მაგრამ იუნგი ზუსტად ამ თემაზე მინდოდა შენთნ საუბარი და უნდა გამიგო გთხოვ.

- განაგრძე.

- მიყვარხარ მართლა, და შენს შემოთვაზებაზე დავთნხმდი საკუთარივე ნებით, მაგრამ თუ რომელიმეს ცხოვრებაში მეწყვილე გამოჩნდება იძულებულები ვიქნებით ერთმანეთს დავშოედეთ, მაგრამ თუ ჩვენი მეწყვილეები არ გამოჩნდებიან ჩვენ ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ. თანახმა ხარ ჩემს შემოთვაზებაზე? ვიცი არ არის ადვილი ადამიანის მიტოვება, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ ვინ იქნება ჩვენი მეწყვილე, ალბათ გსმენია და იცი კიდევაც როგორი მტკივნეულია როდესაც მეწყვილეები ერთმანეთს შეხვდებიან მაგრამ ერთად არ იქნებიან.

-ყველაფერზე თანახმა ვარ შენს გამო - ამ სიტყვების შემდეგ ალფა ომეგას ტუჩებს დაეწაფა, ხანმოკლე კოცნის შემდეგ კი იუნგიმ ტელეფონი ჯიბიდან ამოაცურა და ზარი მამასთან განახორციელა.

იუნგი: მამა სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეთ ყველანი უკან.

ბექიონი: შვილო ნუ მაშინებ რა მოხდა რა გადაწვით?

იუნგი:კარგი რა მამა არაფერი გადაგვიწვავს, ეს თემა ტელეფონით სალაპარაკო არ არის ასე რომ აქ მაქსიმუმ ხვალ საღამოს უნდა იყოთ.

ბექიონი: ღმერთო ეს რა ინტრიგანი ბავშვია, კარგი რამეს მოვიფიქრებთ დანარჩნებსაც ვეტყვი და ხვალ ჩამოვალთ.

-ვის ელაპარაკებოდი? - დააინტერესა ომეგას.

- მამაჩემს. ვუთხარი რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ ყველანი, ჯერ არაფერი მომიყოლია მათთვის სიურპრიზი იქნება.

- წამოდი ჯიმინს ვახაროთ ჩვენი ამბავი - ომეგამ იუნგის ხელი დაავლო და ჯიმინის ოთახისკენ წაიყვანა.

-ჯიმიინ აქ ხარ - კარზე დააკაკუნა ომეგამ ჯიმინმა კი კარი სწრაფად გაუღო.

- კი ჰიონ რახდება? შემოდით. - ოთახში მიიპატიჟა ნარინჯისფერთმიანმა.

ბიჭები ოთახში შევიდნენ.
თეჰიონი და იუნგი ჯიმინის საწოლზე ჩამოსხდნენ.

-ჯიმინ იუნგის შემოთავაზებას დავთანხმდი - გახარებული ხმით უთხრა ომეგას და გვერდით მჯდარ იუნგის გადაეხვია.

- გ-გილოცავთ, ძალიან მიხარია რომ ბედნიერებს გხედავთ - ამოღერღა ჯიმინმა და ლამაზი ღიმილი აჩუქა მის წინ მჯდარ წყვილს და განაგრძო - ასე თუა საქმე მშობლებს არ ეუბნებით?

- უკვე დავურეკე და ხვალ საღმოს აქ იქნებიან შესაძლოა დილითაც. - ჩაერია საუბარში იუნგი.

- კარგია.

-ჯიმინ ჩვენ წავალთ ალბათ გეძინება და ძილი დაგიფრთხეთ, მაგრამ მინდოდა ეს ამბავი შენთვისაც ნეხარებინა. - წამოდგა ომეგა საწოლიდან და ალფასთან ერთად კარისკენ დაიძრა.

- ტკბილი ძილი - გასძახა ნარინჯისფერთმიანმა წყვილს გასვლის წინ.

ომეგამ კარი დახურა, ფანჯარასთან მივიდა გამოაღო და ზღვის სურნელით ფილტვები შეივსო...თავს კი აიძულებდა არ ეტირა, რადგან კარგად აცნოვიერებდა, რომ მისი ოცნება აუხდენელი დარჩებოდა... რომ მისი საყვარელი ალფა ახლო მომაცალში დაქორწინდებოდა, უკვე ტირილს აზრი აღარ ჰქონდა, არც მანამდე ჰქონია აზრი...

---
მეორე დილით ნარინჯისფერთმიანი თეჰიონმა გააღვიძა.

- ჰიონ ადექი მშობლები ჩამოვიდნენ ახლახანს, მოწესრიგდი ყველა დაბლა ვართ.

ჯიმინი საწოლიდან ზერელედ წამოდგა და თვალები ფრთხილად გაახილა, საერთოდ არ ჰქონდა ადგომის თავი რადგან გამოუძნებელი იყო, ღამით ვერ დაიძინა და მხოლოდ გამთენიისას მზის ამოსვლისას ჩაეძინა, მაგრამ ახლა როგორც არ უნდა ეძნებოდეს იძულებულია გამოფხიზლდეს და მამის სანახავად ჩვიდეს.
ჯიმინი სწრაფად მოწესრიგდა და დაბლა სართულისკენ გაემართა.

- დილამშიდობისა, როგორ ხართ - იკითხა ჯიმინმა და მამისკენ გაემართა.

- კარგად ვართ ჯიმინ - უპასუხა ბექიონმა ყველას მაგივრად ომეგას.

- ესეიგი ყველაფერი იცით იუნგიზე და თეჰიონ ჰიონზე?

-კი ჯიმინ, სანამ მოხვედი ყველაფერი გვიამბეს. ახლა კი ნიშნობის თარიღზე უნდა შევთანხმდეთ.

მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტეს ნიშნობა ორ კვირაში 10 ივლისს ჩაეტარებინათ.

- ვსო ეს გადაწყდა, თეჰიონი და იუნგი დაოჯახდებიან, მაგრამ ჯიმინ, შვილო შენ როდის აპირებ ჩვენს გახარებას? - იკითხა ჰოსოკმა.

ომეგა დაიბნა და არ იცოდა რა ეპასუხა მაგრამ სანამ პასუხს მოიფიქრებდა იუნგიმ წარმოთქვა:

- მაგაზე არ იღელვოთ ბიძია ჰოსოკ, ჯიმინს დავპირდი თუ თეჰიონი დამთანხმდებოდა კარგ ალფას მე მოვუძებნიდი. - ამაყად წარმოთქვა იუნგიმ.

- ძალიან კარგი - თქვა ჰოსოკმა.

- მოიცადეთ, ჩემ აზრს არავინ კითხულობთ? გითხარით არ ვარ მზად მსგავსი ურთიერთობისთვისთქო და გთხოვთ ნურავის 'შემომტენით' რომელი საუკუნეა... როდესაც მზად ვიქნები ჩემი ცხოვრების მეგზურს თვითონ ავირჩევ. იუნგი არ გეწყინოს გთხოვთ ყველას სწორად გამიგეთ. - წინადადება დაასრულა ომეგამ და ოთახში გაიქცა.

- არავინ გაჰყვეთ უკან ჯობია მარტო დავტოვოთ... - წარმოთქვა ჰოსოკმა.

- ოთახებში გადავნაწილდეთ - თქვა ნამჯუნმა და ყველა დაეთანხმა.

ჯიმინი ოთახიდან ზურგჩანთით ხელში ჩამოვიდა და მამას მიმართა.

- მამა, დღეს მეგობართან ვრჩები, და ხვალ შუადღით დავბრუნდები.

- კარგი შვილო, ფრთხილად იყავი და ჩემს ზარებს უპასუხე.

ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სახლი დატოვა.
რა თქმა უნდა არანაირ მეგოვართნ დარჩენას არ აპირებდა, მან ისევ თავის საიდუმლო ადგილას გადაწყვიტა წასვლა, რადგან ახლა მას დამშვიდება, ყველაფრის გაანალიზება და ყველაფრისგან დასვენება სჭირდება.

ნახევარ საათში ჯიმინი უკვე მართლაც მის პატარა მაგრამ მყუდრო სახლთან იდგა, დღეს არ აპირებს მანქანით დრიფტს რადგან გადაღლილია და ეძინება.
ომეგამ სახლის კარი შეაღო, ჩანთა პატარა სკამზე დადო თავად თხელი მოსაცმელი გაიხადა, ფანჯარასთან დაჯდა და წვიმიან ამინდს მიაჩერდა, თვალები დახუჭა და უბრალოდ მოეშვა, მოდუნდა სულ ცოტა ხნით ყველა პრობლემა დაივიწყა... მაგრამ დაახლოებით 15 წუთში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
ჯიმინს გაუკვირდა და ცოტა შეეშინდა, რადგან ამ ადგილის შესახებ არავინ იცის, მითუმეტეს ტყესთან იმყოფება და ეს უფრო აშინებს.
ჯიმინმა სახელური ფრთხილად ჩამოსწია და კარი გააღო მის წინ მდგარმა ადამიანმა კი შოკში ჩააგდო.

- ჯონგუკ? - ომეგა მაშინვე გადაეხვია კარებში მდგარ ალფას - შენ.. შენ. როდის ჩამოხვედი? რამდენი წელია არ მინახიხარ ძმაო, ეს ადგილი საიდან გახსოვს?

- ჯიმინ ყველაფერზე გიპასუხებ ჯერ სახლში შევიდეთ კარგი?

-კი რა თქმა უნდა - ბიჭმა ალფა სახლში შემოიპატიჟა.

ჯონგუკი სავარძელში მოკალათდა და დაიწყო

- საერთოდ არ შეცვლილხარ ისევ ისეთი საყვარელი ხარ როგორიც ოთხი წლის წინ იყავი. ამ ადგილს რა დამავიწყებს, შენ სულ მასზე მელაპარაკებოდი ასე რომ გადავწყვიტე აქ მენახე.

-საიდან იცოდი რომ აქ ვიყავი??

- როდესაც აეროპორტიდან გამოვედი და სახლისკენ მოვდიოდი დაგინახე, როგორ ჯდებოდი ზურგჩანთით ტაქსიში, ასე რომ უკან აგედევნე პირველ რიგიში შენი ნახვა მინდოდა. ძალიან მომენატრე.

- მეც ძმაო - გულწრფელად წარმოთქვა ომეგამ.

- შენს არომატს ვერ ვგრძნობ ისევ ბლოკატორები? - ჯიმინმა თავი დახარა, ჯონგუკმა კი განაგრძო - ანუ მართალი ვარ. ჯიმინ როდემდე აპირებ შენი არომატის დახშობას, ხომ იცი რომ საკუთარ თავს დიდ ზიანს აყენებ, ამ წყეულმა ბლოკატორების მიღებამ შეიძლება მომავალში ბავშვის გაჩენის ალბათობა შეამციროს...

- ვიცი ძმაო ვიცი, მაგრამ ჯერ არ შემიძლია, მართლა გპირდები შევეცდები ნაკლები დოზა მივიღო და შემდეგ საერთოდ შევწყვიტო მისი მიღება - ჩუმად ჩაიბურტყუნა ომეგამ.

- პირად ურთიერთობაში რა ხდება - ინტერესით იკითხა ალფამ.

ჯიმინმა ამ კითხვაზე ღრმად ამოისუნთქა.

- რამე მოხდა? შეგიძლია მომიყვე - ჯონგუკმა ჯიმინს მაშინვე შეატყო ხასიათის შეცვლა.

ჯიმინმა გაიფიქრა მოეყოლა თუ არა ჯონგუკისთვის ყველაფერი იუნგის შესახებ, მაგრამ ბევრი არ უფიქრია და გადაწყვიტა მოეყოლა რადგან იცოდა რომ უფროსი ძმა გაუგებდა...

-მოხდა.. - თავი უფრო ჩახარა ჯიმინმა.

- მოყევი.

- ძმაო არ ვიცი საიდან დავიწყო... მე.. მე იუნგი ჰიონი მიყვარს უკვე საკმაოდ დიდი ხანია, იმის მიუხედავად რომ შენ ყველაფერს გიყვებოდი და გიყვები ამის დამალვა შენგანაც კი გადავწყვიტე. მეგონა ჩემს გრძნობებს თავად გავაკონტროლებდი და არავისი რჩევა არ დამჭირდებოდა... მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვი ადრე უნდა მეთქვა შენთვის ყველაფერი... - ჯიმინი საწოლზე ჩამოჯდა ჯონგუკი კი გვერდით მიუჯდა

- რა მოხდა?

ტირილის ზღვარზე მყოფმა ჯიმინმა ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო.

- გახსოვს რომ მოგიყევი თეჰიონის ექაუნთიდან იუნგის მე ვწეთქო? ზუსტად მაგ პერიოდიდან დაიწყო ყველაფერი...
ვერც კი გავაცნობიერე ისე შემიყვარდა, მისი ყოველი მოწერილი ესემესი სითბოს მღვრიდა გულში, იმის მიუხედავად რომ ყველაფერს სხვისი სახელით ვწერდი და მასაც თეჰიონი ვეგონე... ყოველთვის ყველგან ჩემს წარომსახვაში იყო და არის კიდევაც...
დაახლოებით ერთი თვის წინ იუნგი ჰიონი სეულში ჩამოვიდა... მის ჩამოსვლას სულმოუთქმელად ველოდებოდი, კარებში პირველი დავხვდი მაგრამ გვერდი არიარა და მხოლოდ თეჰიონის ნახვის შემდეგ მომიახლოვდა მაშინ ძალიან დამწყდა გული... როდესაც მნახა მკითხა ჩემი არომატი რატომ არ იგრძნობოდა, ნაწყენმა კი ვუპასუხე რომ ბეტა ვიყავი... იმის მიუხედავად რომ მისთვის ყველაფერის მოყოლას ვაპირებდი მოვატყუე... დავუმალე ჩემი ვინაობა.. ვიცი დებილურად მოვიქეცი, მაგრამ ჩემს სიტუაციაში რომ ყოფილიყავი დარწმუნებული ვარ იგივეს გააკეთებდი...
ერთი კვირის შემდეგ გასეირნება გადავწყიტეთ კაფეშიც შევიარეთ... მე საპირფარეშოში შევედი, მაგრამ როდესაც იქიდან გამოვედი... დავინახე როგორ დაეწაფა იუნგი თეჰიონის ბაგეებს, თავი საშინლად ვიგრძენი ძალიან ნაწყენი და გულნატკენი ვიყავი ამიტომ იქიდან წამოვედი და აქ მოვედი შემდეგ კი მთელი ღამე ვტიროდი... დიახ ვტიროდი შეშლილი შეყვარებული ადამიანივით... რამდენიმე დღის შემდეგ იუნგიმ დახმარება მთხოვა, უნდოდა თეჰიონისთვის სანაპიროზე პაემანი მოეწყო მეც დავეხმარე... მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ მისთვის ხელის თხოვნას გადაწყვეტდა ეს მეც არ მითხრა... მოველოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ასე სწრაფად არა, ჯონგუკ უბრალოდ გული ძალიან მტკივა, აღარ არის შენი ძლიერი ომეგა ძამიკო რომელიც ყველაფერს უმკლავდებოდა... - ომეგამ უკვე ცრემლევი ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო ჯონგუკმა კი გულში ჩაიკრა, ომეგამ კი განაგრძო - ჯონგუკ ძალიან მაკლდი ამ დროის განმავლობაში... არავისთვის შემეძლო ამ ყველაფრის მოყოლა არც შენი მოცდენა მინდოდა სამსახურისგან... ახლა კი აქ ხარ და როგოეც იქნა ჩემი გული გადაიშალა...
ჯონგუკ მე უბრალოდ მათ ერთად ყოფნას შევეგუები, უფლება არ მაქვს მათ ურთიერთობაში ჩავეეიო, სხვა გზა არ მაქვს... რადგან ჩემთვის ორივე ძვირფასია, მაგრამ აი ამას რა ვუყო - გულთნ ხელი მიიტანა - ამ თითქოს და პატარა გულს რა ვუყო? რომელიც ყოველი მისი დანახვის დროს გამალებით ცემს... მისი ერთი გამოხედვაც კი საოცარ ეუფორიაში მაგდებს...მისი ყურებით ვერ ვტკბები..

- ჩემო პატარავ, ამდენად თუ შეყვარებული იქნებოდი არ წარმომედგინა, შეგეძლო გეთქვა ჩემთვის ჯანდაბაშიც წასულა ის სამუშაო მთვარი შენ ხარ, ჩემთვის მთვარია შენ ბედნიერი იყო, ეს ცრემლები შენს ლამაზ სახეს არ უნდა ასველებდეს... ახლა უბრალოდ იტირე და რისი თქმაც გინდა აყველაფერი თქვი გულო გადამიშალე და მომიყევი, რადგან მოგეშვება თავს უკეთესად იგრძნობ.

ჯონგუკის სიტყვების შემდეგ ჯიმინმა კიდევ დიდ ხანს იტირა ბოლოს კი მოითენთა და ჩაეძინა... ალფა კი მასთან დარჩა და დაელოდა უმცროსის გაღვიძებას...

_____________

7 страница26 июля 2024, 18:37

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!