5
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ~💜
წინა თავიდან:
იუნგი: თეჰიონ... გახდები ჩემი ომეგა??-ბიჭმა პიჯაკის ჯიბიდან პატარა შავი ფერის ყუთი ამოაცურა, მუხლზე დადგა და ომეგას გაუწოდა.
~
თე:ი-იუნგი იცი მე ასე სწრაფად ვერ გეტყვი გთხოვ გამიგე, დაფიქრება მჭირდება - თქვა ისევ შოკში მყოფმა ომეგამ.
იუნგი: კარგი, რამდენ ხანსაც მეტყვი იმდენ ხანს დაგელოდები, ახლა კი მოდი დავსხდეთ.
ორივე ქვიშაზე დადებულ ბალიშებზე ჩამოსხდა. ალფამ თხელი მოსასხამი ომეგას ზურგზე მოახვია და თან ყურში ჩასჩურჩულა - არ გაცივდე.
შავთმიანი ოდნავ აწითლდა ალფას ამ ქმედებების გამო და თავი ჩახარა.
ნახევარი საათით სანაპიროსთნ ჯდომის შემდეგ 'წყვილმა' უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
სახლში დაბრუნებული ომეგა მაშინვე ჯიმინთან ავარდა ოთახში, რადგან ის რაც მოხდა ვინმესთვის აუცილებლად უნდა მოეყოლა და ეს რა თქმა უნდა ჯიმინი იქნებოდა.
თე: ჯიმინ! ჯიმიინ! კარი გამიღე სასწრაფოოდ საქმე მაქვს - კარზე ბრახუნი დაიწყო ომეგამ, ჯიმინი კი ამ დროს თავის საყვარელ დორამას უყურებდა.
ჯიმინი: ახლავე ჰიონ მოიცადე კარი არ შემომიმტვრიო - კედლის მეორე მხრიდან გაისმა ნარინჯისფერთმიანის ხმა.
ჯიმინმა კარები გააღო და თეჰიონიც მაშინვე ოთახში შევარდა.
ჯიმინი: არ იტყვი რა მოხდა?
თე: კი კი ზუსტად მაგისთვის მოვედი, ესეიგიი, მე და იუნგი რომ სასეირნოდ წავედით თურმე სიურპრიზის გაკეთება უნდოდა და პაემანი მოგვიწყო სანაპიროზე!!
ჯიმინი: მშვენიერია, ყოჩაღ იუნგი ჰიონს - გაიღიმა ომეგამ თითქოს არაფერი არ იცოდა.
თე: არ დამისრულებიაა!!
ჯიმინი: კიდევ მოხდა რამე? - ცოტა აღელდა ჯიმინი, რადგან მეტი იუნგის არაფერი მოუმზადებია...
თე: იუნგიმ.... იუნგიმ ხელი მთხოვა!!!! - ხმამაღლა წარმოთქვა ომეგამ და თავი ბალიშში ჩარგო.
ჯიმინი კი ერთ ადგილზე გაშეშდა და შოკისგან გამოსვლას ცდილობდა, მის თავში კი ათასმაა აზრმა თუ კითხვამ მოიყარა თავი
*ხელის თხოვნა..? კი მაგრამ იუნგი ჰიონმა მითხრა რომ მხოლოდ პაემნის მოწყობა უნდოდა არ მეგონა ასეთ მცირე დროში ამხელა ნაბიჯს თუ გადადგამდა ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ასე მალეც არა... *
ჯმ: შენ რა უპასუხე ჰიონ? - დააინტერესა უკვე გამოფხიზლებულ ომეგას.
თე: ვუთხარი რომ დრო მჭირდება - თავი ამოყო ბალიშიდან შავთმიანმა.
ჯმ: სწორად მოქცეულხარ.
თე: ხო? მეც ეგრე ვფიქრობ.
ჯმ: დრო დადგება როდესაც პასუხის თქმა მოგიწევს, რას უპასუხებ? ნამდვილად გიყვარს?
თე: სიმართლეს გეტყვი, თვიდან როდესაც მივხვდი რომ მოვწონდი მისი საქციელები ჩემს მიმართ რაღაცნაირად მაღიზიანებდა, რადგან მე როგორც ჩემი ალფა ან მეწყვილე ვერ წარმომედგინა. მაშინაც მიწერა რომ არ მინდოდა შენ გთხოვე მიგეწერა, რადგან არ მინდოდა გული დასწყვეტოდა, ისედაც ჩვენგან შორს იქნებოდა. როდესაც ვიდეო ზარით ვესაუბრებოდი ათას თემას გადავწვდებოდით ხოლმე. არ მეგონა რომ ამდენიხნის მანძილზე ასე შეიცვლებოდა, არც ის მეგონა და წარმომედგინა, რომ მისი გამოხედვა და ნაზი ტუჩები დამატყვევებდა. ერთის ის ვიცი რომ როგორც ძმას ვერ ვუყურებ, მინდა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდეს. არ ვიცი რა მოხდება თუ ჩემს მეწყვილეს ვიპოვი ან ის იპოვის მხოლოდ ეს მაბრკოლებს...
ჯმ: თეჰიონ~ა გრძნობებში გარკვევა და დაფიქრება მართლაც გჭირდება, რაც შეეხება მეწყვილეს.. კარგად იცი რომ თუ ის შენს ცხოვრებაში გამოჩნდება მის გვერდით მოგიწევს ყოფნა, მის გარეშე კი დაიტანჯები მითუმეტეს 'პერიოდის' დროს (ფიფოლ ვისაც ომეგავერსი არ გაქვთ წაკითხული თავის ბოლოში მცირე ინფორმაციას დაგიტოვებთ ომეგების თვისებებზე) , მაგრამ თუ თქვენი მეწყვილეები თქვენს ცხოვრებაში არ გამოჩნდებიან თქვენს ერთდ ყოფნას ხელს ვერავინ შეუშლის... ამ თემაზე იუნგის აუცილებლად უნდა დაელაპარაკო.
თე: მართალი ხარ ჯიმინ, ახლა წავალ და დავიძინებ თორემ ძალიან დავიღალე ტკბილი სიზმრები მოჩი.
ჯმ: ტკბილი ძილი ჰიონ.
შავთმიანი ოთხიდან ჯიმინმა გააცილა, მისი წასვლის შემდეგ კარი დახურა და ღრმად ჩაისუნთქა, ახლა უკვე ომეგა ჯანსაღად აცნობიერებს, რომ მისი საყვარელი ადამიანი მისსავე საუკეთესო მეგობარზე დაქორწინდება, ომეგას თეჰიონის თეთრი შურით შურს, ვერ წარმოიდგენთ ახლა როგორ უნდა მის ადგილას ყოფნა, როგორ უნდა იუნგის ბაგეებს დაეწაფოს...
ომეგამ, არ იცის მომავალში რა ელის არც ის იცის სადამდე დამალავს იმ ფაქტს რომ ომეგაა...
ახლა მხოლოდ ის იცის რომ ტირილი მისთვის შვებაა, ტირილი მისთვის ერთადერთი გზაა რის საშუალებითაც სტრესს ოდნავ მაინც იმსუბუქებს.
გადის ერთი საათი მაგრამ ომეგა ისევ გაუნძრევლად 'დევს' საწოლზე ცრემლგამოცლილი და ერთ წერტილში იყურება, ფიქრობს... ბევრ რამეზე ფიქრობს.
[ამ დროს იუნგის ოთახში]
სახლში დაბრუნების შემდეგ კმაყოფილი ალფა ოთახში წავიდა შხაპის მისაღებად. გამოსვლის შემდეგ საწოლზე დაენარცხა და იმის გაანალიზება დაიწყო რაც მოხდა, ახლა წევს და პირველად შეყვარებული ომეგასავით იცინის, მაგრამ ეს ამ ეტაპზე ნაკლებად ადარდებს, რადგან როგორც იქნა სიყვარულში გამოუტყდა იმ ადამიანს, რომელიც ამდენი წელია უყვარს.
ალფა ისე გაერთო ფიქრებში რომ უკვე წარმოდგენაც კი დაიწყო ზუსტად როგორი ქორწილი ექნებოდათ, მაგრამ უეცრად გონებაში ჯიმინი ამოუტივტივდა რომელსაც ალბათ ახლა აინტერესებს რა მოხდა სანაპიროზე.
იუნგიმ ჯიმინითან წასვლა ყველაფრის მოყოლა და ასევე კიდევ ერთხელ მადლობის თქმა გადაწყვიტა.
ალფა საწოლიდან წამოდგა და მალევე გვერდით ოთხის კართან აღმოჩნდა, ბიჭმა დამაკუნების გარეშე სახელური ჩამოსწია იმის დასადგენად ჩკეტილი იყო თუ არა, მაგრამ კარი გაიღო.
იუნგი: ჯიმინ? ჯიმინ გძინავს? - ოთახში თავი შეყო ალფამ.
ჯმ: იუნგი ჰიონ? აქ რას აკეთებ? - საწოლიდათ თვალების მოფშვნეტით წამოხტა.
იუნგი: გაგაღვიძე?
ჯმ: ა-არა არ მძნებია.
იუნგი: შეიძება დავილაპარაკოთ?
ჯმ: კი რა თქმა უნდა ჰიონ.
იუნგი: კარგი, ესეიგი - საწოლთან მდგა სავარძელზე ჩამოჯდა და განაგრძო - სანაპიროზე თეჰიონს ხელი ვთხოვე - თვალდახუჭულმა ალფამ სწრაფად წამოთქვა და ჯიმინის რეაქციას დაელოდა.
ჯმ: ვიცი. თეჰიონ ჰიონმა მომიყვა. ძალიან გამიკვირდა ჰიონ, მე მეგონა მხოლოდ პაემანზე მიგყავდა, რატომ არ მითხარი? - უსაყვედურა ომეგამ.
იუნგი: ვიცი, რომ გადაწყვეტილება ძალიან მცირე დროში მივიღე მაგრამ მინდოდა ყველასთვის სიურპრიზი ყოფილიყო, შენ რა არ გაგიხარდა?
ჯმ: სულელო, ეგ არ მითქვამს - იუნგის მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა.
იუნგი: ასეთ სიბნელეში რატომ ვზივართ - იუნგი ფეხზე წამოდგა ჩამრთველთან მივიდა და შუქი აანთო, რაზეც ჯიმინმა თვალებზე ხელები აიფარა. (ნამტირალევი და რამე)
იუნგი: ჯიმინ ხელები რატომ მიიფარე სახეზე?
ჯმ: მ-მე უბრალოდ.. - იუნგიმ სიტყვის დასრულება არ აცადა და ხელები სახიდან მოაშორა.
იუნგი: ჯიმინ შენ რა იტირე?!
ჯმ: მე უბრალოდ.. დორამას ვუყურებდი და ცუდი დასასრული ჰქონდა...
იუნგი: ემმ.. გასაგებია მაგრამ აღარ იტირო ტირილი არ გიხდება - ამ ფრაზაზე ჯიმინი დაიმორცხვა და თავი ოდნავ დახარა.
იუნგი: ჯიმინ
ჯმ: გისმენ
იუნგი: რადგან ბეტა ხარ, მაინტერესებს თუ საიდუმლო არ არის შენს მომავალ შეყვარებულთნ თავი პასივად წარმოგიდგენია თუ აქტივად?
ჯმ: საიდან ასეთი კითხვები? - ჯიმინი ჯიმინი დაიბნა არ უნდოდა ალფას რაიმე ეჭვი გასჩენოდა ამიტომ სწრაფად უპასუხა - რა თქმა უნდა აქტივად.
იუნგი: *იცინის* ჩემი აზრით დომინანტობა შენი საქმე არ არის ამისთვის ზედმეტად საყვარელი ხარ.
ჯმ: კომპლიმენტად მივიღო თუ?
იუნგი: როგორც გინდა, მაგრამ ჩემი აზრით ომეგა რომ ყოფილიყავი ბევრი ალფა აგეკიდებოდა, ასე რომც ყოფილიყო მე ხომ აქ ვარ, მე დაგიცავდი
მათგან.
ჯმ: თავის ქებებს არ ვართ, საკუთრ თავს ისედაც მშვენივრად ვიცავ - ოდნავ ჩაიღიმა ომეგამ.
იუნგი: იცოდე თუ თეჰიონი დამთნხმდება ქორწილის შემდეგ შენთვის კარგი ალფის არჩევაზე მე ვიზრუნებ. - ამაყად წარმოთქვა ალფამ.
ჯმ: ჰიონ ხომ ვთქვი ჯერ ურთიერთობები არ მჭირდება.
იუნგი: მე კი ვამბობ რომ გჭირდება. ვსო თემა დაიხურა ახლა მეძინება შენ დაიძინე ტკბილი სიზმრები.
ჯმ: ტკბილი ძილი იუნგი ჰიონ - თქვა ჯიმინმა უკვე ცარიელ ოთახში რადგან ის უკვე ოთახიდან გასულიყო.
________________
________________
________________
ომეგები არიან პასივები (ბოთომები) ეს შეიძლება იყოს ქალიც კაციც რომლებსაც გააჩნიათ ბავშვის გაჩენის უნარი ასვე 'პერიოდი/თვიური' რომლის დროსაც მათი მეწყვილეს არომატი ზედმეტად აუცილებელია რადგან თუ ამ დროს მეწყვილე მათთან ერთდ არ არის ეს პოროცესი ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს [ხოლო ალფასთნ ფიზიკური კონტაქტის დროს მსუბუქდება]
