4
ომეგამ ცოტა ხნით განტვირთვა გადაწყვიტა და წიგნის კითხვა დაიწყო, როდესაც მის კარზე დააკაკუნეს.
- ჯიმინ შეიძლება შემოვიდე? - იკითხა იუნგიმ.
*იუნგი ჰიონს აქ რა უნდა? რატომ მოვიდა?კარგი ჯიმინ დაწყნარდი თავი ხელში აიყვანე* - ფიქრობდა ომეგა
იუნგი: ჯიმინ? აქ ხარ?
ჯმ: კ-კიი აქ ვარ შემოდი ჰიონ.
იუნგიმ კარი ფრთხილად გააღო და ოთახში შევიდა.
ჯმ: რამე მოხდა?
იუნგი: არა.. კიარადა კი... ანუ ესეიგი მოკლედ რომ ვთქვა შენი დახმარება მჭირდება.
ჯმ: დახმარება? რაში გჭირდება ჩემი დახმარება ჰიონ?
იუნგი: მინდა თეჰიონს სიურპრიზი გავუკეთო იქითა კვირის ბოლოს და შენ უნდა დამეხმარო, ჩემზე კარგად მაინც შენ იცნობ მას.
ნარინჯისფერთმიანი გაოცებული უყურებდა თავის ჰიონს და არ იცოდა რა ეპასუხა, რადგან მისთვის არ იქნებოდა ადვილი ამ თხოვნის შესრულება.
ჯმ: ამ..მე..რ-რათქმაუნდა დაგეხმარები -იუნგის დასანახად მკრთალად გაიღიმა ომეგამ.
იუნგი: მადლობა დიდი - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ წამებში იუნგი ჯიმინს ჩაეხუტა და თან უთხრა - მადლობა უარი რომ არ მითხარი.
ჯმ: ჰ-ჰიონ შენ უარს როგორ გეტყვი, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ - კვლავ ეს ჯიმინის მკრთალად მომღიმარი სახე, რომელსაც მოგვიანებით სევდა შეიპყრობს.
ჯმ: და რამე გაქვს გეგმაში რისი გაკეთებაც გინდა?
იუნგი: ჯერ არა და ზუსტად მაგიტომ გთხოვე დახმარება, ალბათ დიდიხანია იცი რომ თეჰიონი მიყვარს, მთელი ამ წლების განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტი არ გაგვიწყვეტია, რომ ვაკოცე მანა მიპასუხა ხვდები? MIPASUXA, ვფიქრობ, მასაც აქვს ჩემს მიმართ გრძნობები. აბა შენ რას ფიქრობ?
ჯმ: როგორც შენ ამბობ მართლა თუ ეგრეა ანუ მასაც მოსწონხარ ჰიონ.
იუნგი: ახლა ისე ვიქცევი თითქოს ომეგა ვარ რომელიც თავის მეწყვილეს შეხვდა - ჩაიცინა მინმა.
ჯმ: ანუ გამოდის რომ მეწყვილე არ გჭირდება ხომ?
იუნგი: რაში მჭირდება მეწყვილე როდესაც თეჰიონი მყავს, თან არ ვიცი სად ვეძებო ან ვიპოვი თუ არა მას.
ჯმ: ჰმ გასაგებია.
ჯიმინის სიტყვების შემდეგ ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა რომელიც იუნგიმ დაარღვია.
იუნგი: კარგი ჯიმინ მე მაშინ გავალ, მეძინება. თუ რამე მოგაფიქრდება სიურპრიზთან დაკავშირებით შემოდი ჩემთან ოთახში ან მომწერე.
ჯმ: კარგი ჰიონ.
იუნგიმ ოთახი დატოვა, არა მარტო ოთახი, არამედ უემოციო სახით მჯდომი ჯიმინი, რომელიც ერთ წერტილში იყურებოდა.
[ხუთი დღის შემდეგ]
ამ ხუთი დღის განმავლობაში ჯიმინმა და იუნგიმ ერთად მოიფიქრეს სიურპრიზი თეჰიონისთვის. იუნგიმ გადაწყვიტა ყველაფერი ზღვის სანაპიროზე მოეწყოთ, რადგან როგორც მისთვის ცნობილია თეჰიონი გიჟდება ზღვის არომატზე.
თეჰიონის და იუნგის ურთიერთობა უფრო რაღაც სერიოზულში იზრდებოდა, ასე იძახდა ჯიმინი რომელიც ამ ორ მომღიმარ სახეს უყურებს, მართალია გულის სიღრმეში გული სწყდება, მაგრამ თავისი საუკეთესო მეგობრის ბედნიერება აიძულებს გაიღიმოს.
ამ დღეების განმავლობაში ჯიმინი მთლიანად თეჰიონის სიურპრიზე გადაერთო, იმ დონეზე რომ დრაივინგიც კი არ გახსენებია.
***
დღეს ჯიმინი და იუნგი მთელი დღეა მაღაზიებში დაიარებიან, რადგან იუნგიმ თავისთვის ტანსაცმელი უნდა შეარჩიოს და ასევე თეჰიონს უყიდოს საჩუქარი(ები). თეჰიონს კი ამ დროს გონია რომ ჯიმინი მეგობართან ერთად კაფეში წავიდა ხოლო იუნგი მამამისის ოფისში რომლის მონახულებაც გადაწყვიტა.
იუნგი: ჯიმინ როგორ ფიქრობ რომელი ფერი ჯობია შავი თუ იისფერი - იკითხა ალფამ რომელსაც ხელში ორი მაისური ეჭირა.
ჯმ: შავი უფრო გიხდება ჰიონ! - თქვა ამაყად ომეგამ.
იუნგი: რაა? ამას თეჰიონისთვის ვარჩევ ჯიმინ.
ჯმ: აა მაპატიე ჰიონ მე ვიფიქრე.. ვიფიქრე შენთვის არჩევდი. მაშინ იისფერი ჯობია თეჰიონს უხდება - გაიღიმა უხერხულად ნარინჯისფერთმიანმა.
იუნგი: კარგი, ამას შევაფუთინებ და წავიდეთ.
ომეგამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ათ წუთში კი ისინი უკვე მანქანაში ისხდნენ.
ჯმ: იუნგი ჰიონ ნერვიულობ ხვალინდელ საღამოზე?
იუნგი: რომ არ მოგატყუო ცოტა ვღელავ, არ ვიცი თეჰიონს რა რეაქცია ექნება ამასთან დაკავშირებით. შენ რომ არ დამხმარებოდი ალბათ საუკუნე მოვუნდებოდი მზადებას მადლობა ჯიმინ.
ჯმ: მადლობას ნუ მიხდი ჰიონ ჩვენ ხომ მეგობრები ვართ აი ნახავ თეჰიონი დაგთანხმდება.
იუნგი: იმედი ვიქონიოთ. ახლა კი სახლში წავიდეთ, ჯერ შენ შედი და მერე მე შემოვალ თეჰიონი რომ ვერაფერს მიხვდეს.
ჯიმინი მანქანიდან გადმოვიდა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარი გააღო.
თეჰიონი: ჯიმინ? უკვე მოხვედი?
ჯმ: როგორც ხედავ კი - გაიღიმა ომეგამ.
ჯმ: იუნგი ჰიონი სად არის? - კითიხა ჯიმინმა, რომ თეს ეჭვი არ გასჩენიდა.
იუნგი: აქ ვარ - თქვა ალფამ რომელიც უკვე შემოსასვლელში იდგა.
თეჰიონი: სანამ თქვენ არ იყავით მოვიწყინე და რამე ფილმს ვუყუროთ.
ჯიმინმა და იუნგიმ ერთმანეთს გადახედეს, ამის დრო საერთოდ არ ჰქონდათ, რადგან ხვალინდელი დღისთვის უნდა მომზადებულიყვნენ.
იუნგი: თე დაღლილი ვარ და მეძინება სხვა დროს რომ იყოს?
თე: იუნგიი ჯერ ხომ შვიდი საათია რა დროს ძილიაა თან თუ რამეს ვუყურებთ ხასიათზე მოხვალ, გთხოოვ...
იუნგი: კარგი, ხო კარგი ნუ მიყურებ ლეკვის თვალებით გამოვიცვლი და მოვალ.
ჯმ: მეც გამოვიცვლი და შემოგიერთდებით.
ჯიმინი და იუნგი მაღლა სართულზე ერთად ავიდნენ ხოლო შემდეგ თავიანთ ოთახებში შევიდნენ.
იუნგიმ ტელეფონი ამოიღო და ჯიმინს მიწერა რომ ცხრა საათზე სანაპიროსთან მისულიყო.
ათ წუთში ორივე პირველ სართულზე ჩამოვიდნენ სადაც თეჰიონი პოპკორნით და სასუსნავებით სავარძელში იყო მოკალათებული და ფილმს არჩევდა.
[ორი საათის შემდეგ]
თეჰიონს ფილმის ყურების დროს ჩაეძინა ჯიმინმა და იუნგიმ არ დაკარგეს დრო და სანაპიროზე წავიდნენ რაღაც ნივთებთან ერთად.
იუნგი: ვითომ მოეწონება?
ჯმ: ნუ ნერვიულობ, ძალიან მოეწონება აი მერწმუნე.
იუნგი: მგონი მართლა არ გამოვიდა ცუდი, ღირდა ამდენი ხანს წვალებად. საათი რომელია?
ჯმ: 02:47
იუნგი: რა დრო გასულა მოდი შენც დაჯექი ჩემს გვერდით - მიუთითა იუნგიმ.
ჯიმინი იუნგის გვერდით ჩამოჯდა და ახლა ორივენი ერთად უყურებენ საოცრად მშვიდ ზღვას ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან ერთად.
უხერხულად ჩამოვარდნილი სიჩუმე კვლავ იუნგიმ დაარღვია.
- ჯიმინ შენ არავინ მოგწონს?
ომეგა დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა მის კითხვაზე. ხომ არ ეტყოდა რომ ადამიანი, რომელიც მას მოსწონდა და უფრო მეტიც უყვარდა ახლა მის წინ იჯდა...
ჯმ: არა - მშრალად უპასუხა ომეგამ რადგან არ უნდოდა რამე ეეჭვა იუნგის.
იუნგი: იმედი მაქვს შენს მეორე ნახევარს მალე იპოვი - გულწრფელი ღიმილი აჩუქა ალფამ ჯიმინს და ფეხზე წამოდგა.
იუნგი: წავიდეთ, თორემ ძალიან შეგვაგვიანდა.
ჯიმინმა ბოლოჯერ შეისუნთქა ზღვის არომატი, ფეხზე წამოდგა და იუნგის უკან გაჰყვა.
[მეორე დღეს]
ჯიმინს ამჯერად არც წვიმა აღვიძებს და არც მზის სხივები,მას თვით მინ იუნგი აღვიძებს.
- ჯიმინ.. ჯიმიინ ადექი გაიღვიძე სამის ნახევარიაააა - ჯანჯღარი დაუწყო ჯიმინის მხრებს.
- რრ...აა რა ხდება? რომელი საათია? იუნგიი ჰიონნ?? აქ რას აკეთებ - თვალების ფშვნეტით კითხვების დასმა დაიწყო ნარინჯისფერთმიანმა.
-ადექი სამის ნახევარიააა და თუ გახსოვს მოსაფიქრებელი გვაქვს როგორ მივიტყუოთ თეჰიონი იქნამდე.
ჯიმინი ზანტად ადგა საწოლიდან მოქესრიგდა და დაბლა ჩავიდა. თეჰიონი ტელეფონზე ლაპარაკობდა იუნგი კი აქეთ-იქით დადიოდა სამზარეულოში.
იუნგი: ესეიგი თითქმის ყველაფერი მზად არის მხოლოდ მთავარი ობიექტის დანიშნულების ადგილამდე მიყვანაღა დაგვრჩა - ამაყად განაცხადა ალფამ.
ჯიმინი: თეჰიონს ადვილად დაითანხმებ.
თეჰიონი: რაზე ლაპარაკობთ?
იუნგი: რაზე და ჯიმინმა მკითხა მოიმატა თუ არა.
თეჰიონ: ისევ შენსას აგრძელებ ჯიმინ? არ ხარ მსუქანი არაა.
იუნგი: თეჰიონ შეიძლება ცალკე დავილაპარაკოთ?
თე: კი რა თქმა უნდა.
ჯიმინი სამზარეულოდან გამოვიდა, ხოლო იუნგიმ ლაპარაკი განაგრძო.
იუნგი: თეჰიონ დღეს საღამოს სანაპიროზე გავისეირნოთ და ცოტა განვიტვირთოთ რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით?
თე: კარგი აზრია თანახმა ვარ. რომელ საათზე?
იუნგი: შვიდზე.
თე: კარგი - ომეგამ ალფას გაუღიმა და სამზარეულოდან გამოვიდა.
________
[ცოტა ხნის შემდეგ]
იუნგი: თე მზად ხარ?
თე: კი მზად ვარ იუნგი ახლავე გამოვალ - გამოსძახა შავთმიანმა ოთახიდან.
თე: აი მეც მოვედი.- თეჰიონმა იუნგისთან მიირბინა.
- წავედით? - იკითხა იუნგიმ
თე: წავედით.
იუნგი და თეჰიონი სანაპიროზე გავიდნენ ხოლო ჯიმინი ორივეს თვალებით აცილებდა თავისი ოთახის აივნიდან.
~
თე: იუნგი ეს რა არის? ეს ჩემთვის არის? აქ თეჰიონი წერია... ეს მართალ ჩემთვსი არის? რა ლამაზიაა

[ წარმოიდგინეთ სადმე თეჰიონის სახელი დიდათ არის დაწერილი ;)) ]
იუნგი: კი თეჰიონ შენთვის არის, მართლა მოგწონს?
თეჰიონი: კიი იუნგი ძალიან ლამაზია - გახარებული იძახდა შავთმიანი.
იუნგი: თეჰიონ ეს ყველაფერი ტყვილა არ მომიწყია და მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გითხრა.
თე: გისმენ.
იუნგი: თეჰიონ... გახდები ჩემი ომეგა??-ბიჭმა პიჯაკის ჯიბიდან პატარა შავი ფერის ყუთი ამოაცურა, მუხლზე დადგა და ომეგას გაუწოდა.
_____
🍿🍿
