11 страница29 апреля 2026, 17:30

დაგელოდები

ჯიმინის ნაწილი
   10 წუთი გონზე ვერ მოვდიოდი, ვცდილობდი გამეღვიძა, მაგრამ არ გამომდიოდა, ვიცოდი ვიღაც მელოდებოდა და თითქოს ყვრიოდა, თან მეძახდა, იმწამსვევე გამახსენდა იუნგი, ისევ გამოღვიძებას ვცდილობ და არ გამომდის, სიზმარს ვხედავ,საჭესთან ვზივარ, გარშემო არავინაა, ხიდზე გადავდივარ და საჭე გამექცაა. ვიღვიძებ. გამოვრბივარ და ოთახს ვეძებ სადაც შეიძლება იუნგი იყოს, ერთ კარებთან ქუქი და თეჰიონი დავინახე, ისინი ბიჭს ეფარებოდნენ, მე იუნგის  დავაკვირდი, ის ისეთი გავიხსენე,  როგორიც ადრე მეგონა, ის დრო გავიხსენე როცა მასთან სიახლოვე არ ვიცოდი, მისთვის რომ ახლა ხელი არ ჩამეჭიდა, ამას ან მთელი ცხოვრება  ვინანებდი, ან მეც მასთან ერთად დავტოვებდი ამ უაზრო ცხოვრებას, კიდევ არ მჯერა, რომ ბედავს  და მიდის, სადაა ის ნაბიჭვარი პროკურორი, მაგრამ ახლა სიძულვილისთვის არ მცალია, ნელა, თითქოს არც მეჩქარებოდა, იუნგის წინ დავდექი, თვალებში ჩავხედე, მღვრიე თვალებში, ისინი ანათებდნენ, ისინი მეუბნებოდნენ რომ ვუყვარდი.

170b8e46a67306b4f0a3a1754cc82c3c.jpg

რომ მე მისი სიცოცხლის მიზეზი შემეძლო ვყოფილიყავი, თავი გვერძე გაავწიე, ჩავხარე, დავიჭყანე,  გვერდითა კედელს ვუყურებ, იმის ნაცვლად რომ იუნგის ვუყურებდე და მის ყოველ ნაკვთს ვიმახსოვრებდე, ისევ მაღლა ავწიე თავი, ისევ მის წყლიან თვალებს წავაწყდი, ცრემლი მომწმინდა, ჭრუანტელნა დამიარა მისი თითების შეხებამ, თითებზე ვაკოცე, ხელი სახეზე გავიჩერე, მეორე ხელიც მოვკიდე და ჩემ სახეს ვეფერები, ჩუმად ვბუტბუტებ, მიყვარხარ მინ იუნგი, მიყვარხარ.  ჩუმი ხმა მესმის.
იუნგი: დაგელოდები...
ჯიმინი: არააა, ხელი გაუშვით, აარ შეიყვანოთ,აარ შემიძლია, მისი დაკარგვა, ეს არ უნდა ხდებოდეს რეალობაში, გაუშვი მას ხელი შენ გეუბნები, არ გაქ უფლება ერთადერთი ბედნიერება წამართვა, აარავინ იცის რაას ვგრძნობ მე, არავინ იცის როგორ მტკივა   უგულო ადამიანებო, მეზიზღებით, მერამდენედ მექცევით უსამართლოდ, მეე მის გარეშე ჩემი თავის წარმოდგენა არ შემიძლია  ჩემი გულიც წააიღეეთ გთხოვთ, გაატანეთ, აარ მჭირდება მის გარეშე, გული რომელიც მას ეკუთვნის მაასვე მიეცით, გთხოვთ, აარ წამართვათ, არ შემიძლიაა,
  აღარავინ დგას დერეფანში ქუქის და თეჰიონია გარდა, მე ძირს მუხლებზე ვდგავარ და სხეული არ მემორჩილება,  თავი ჩაქინდრული მაქ და გული არ მიცემს, თვალწინ სიცოცლეს მართმევენ მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ.
  
- ბოლო სურვილი?
იუნგი: არ მაქ ბოლო სურვილი
გაღიმებული ბიჭი, თვალის გაშტერებით ამბობს.
- შეგიძლია რამე თქვა.
იუნგი: პროკურორს უთხარით, რომ ჯიმინის ცრემლებს არასდროს ვაპატიებ.
   სიჩუმე...
   

მონატრების სისუსტე სირცხვილი არაა ჯიმინ, მითუმეტეს როცა შენი არ ესმით,
მე მიყვარხარ,  ამის გამო ღირს ცხოვრება...

                    გაზაფხული

  ქუქის ნაწილი

ზამთარმა განვლო, იუნგის გარეშე, ისე ციოდა სეულის საკანში, ვერაფერი გაგათბობდა ლოგინში გათოშილ კაცს, ყველაფერი უფრო და უფრო მოსაწყენი გახდა, დროც მარტივად გადიოდა, ჯიმინი? ის ბევრს ტირის,  ექიმებიც ხშირად არიან ჩვენს საკანში,  ჯიმინს ნერვიულობის და ტირილის გამო შემოტევები უფრო და უფრო უხშირდებოდა, ხან ვერ სუნთქაავდა, ხან ძილში სახეს იკაწრავდა, ბოდავდა, შეშინებული იღვიძებდა, ნამდვილი კოშმარი გადავიტანეთ მე და ჯიმინმა ერთ საკანში, ერთი ადამიანის მონატრებით, ახლა უკვე თითქოს იმხელა დრო გავიდა, იუნგისგან მხოლოდ ის მაინტერესებს რას აკეთებს მაღლა, რას აფუჭებს, მეცინება, ისს ბიჭი უზომოდ მენატრება, ჩემი ძმაა მენატრება, როგორ დავკარგე არ ვიხსენებ, არც ჯიმინის ცრემლების გახსენება მინდა, გაზაფხულის მოსვლამ ახალი იმედები და ოცნებები გამიჩინა, ახალი წელი თეჰიონთან ერთად, დღითიდღე უფრო და უფრო ბედნიერები ვიყავით,   მინდა მალე გავიდეს 5 წელიწად ნახევარი.

  5 წლის შემდეგ

  ჯიმინის ნაწილი

   5 წელიწადი გავიდა, რაც იუნგი არ მინახავს, ზუსტად 5 წლის წინ ამ დღეს, დილის 10 საათზე, ხელიდან გამომგლიჯეს მისი თავი, იმის მერე აღარ გამიგია როგორ სუნთქავს, მაინტერესებს როგორა, ან თუ ვახსოვარ? ვეჭვიანობ კიდევაც მის ფოტოზე, ვფიქრობ იქნებ ჰობი ნახა? ყოველდღე ვწმინდავ და ვიხუტებ მის სურათს, წამით არ დამვიწყებია მისი გარეგნოდა, პირიქით ბედნიერი ვიხსენებ ერთად გატარებულ 2 თვეს, ამ დროში არაფერი ხდებოდა საინტერესო, თავიდან როცა ყველა მხედავდა ზოგს სიბრალულის გრძნობა ქონდა ჩემს მიმართ, ზოგს აარ აინტერესებდა, ზოგი იუნგის ცუდათაც მოიხსენიებდა, შევიცვალე, არ ვიცი ახლა რომ იუნგის ვენახე ალბათ არც მოვეწონებოდი, ისევ ისეთიც აღარ ვარ, წლები მომემატა, იუნგი კი სამუდამოდ  ახალგაზრდა დავიმახსოვრე,მართლა ყველაფერს ეჩვევა ადამიანი 2 წელიწადში  მეც გავალ აქედან და ვერ წარმომიდგენია რა უნდა ვაკეთო, საიდან დავიწყო იუნგისთვის მიცემული პირობების შესრულება.
თავიდან იუნგის ხშირად ვხედავდი, ხანდახან ღამე ფერებას ვგრძნობდი, ხან  შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა, შეიძლება ეს ჩემი  ბრალიცაა, არ  ვუშვებდი ჩემი ფიქრებიდან, სიზმარში ვნახულობდი, რომ კარგად იყო, შემდეგ სიზმარს ვნახულობდი ხიდზე, ვერაფერს ვხვდებოდი, საბოლოოდ   უნდა ავდგე ლოგინიდან, ქუქი დაბლა მელოდება.
    ჩქარა ჩავდივარ, რადგან ძალიან მშია, ქუქი მხვდება მარტო, სადაა თეჰიონი? ნუთუ იჩხუბეს?  მაიმცდამაინც რატომ ახლა? როცა სულ რამდენიმე თვეში ქუქის გაათავისუფლებენ.
ჯიმინი: ქუქ როგორ ხარ? რა გჭირს?
ქუქი ფხიზლდება და აცრემლიანებული ჯიმინს უყურებს.
ქუქი: ჯიმინ, შენ როგორ ხარ? კარგად ხარ?
ბიჭს ეხუტება.
ქუქი: დღეს, ჰომ იცი დღეს რა დღეცაა.
ჯიმინმა გაუღიმა.
ჯიმიმი: რათქმაუნდა, ვიცი მახსოვს, ახლა უკეთ ვარ ქუქ, ვეგუები რეალობას, ველოდები თავისუფლებას და ვოცნებობ ისეთ ცხოვრებაზე რომელსაც ვიმსახურებ.
ქუქი: მიხარია, ჯიმინ.
მოწყენით თავი ჩაღუნა.
ჯიმინი: შენც ნუ იქნები მოწყენილი გთხოვ, მომიყევი რა გჭირს?
ქუქი: არაფერი დღეს უბრალოდ.
ჯიმინი: ჯანდაბა თეჰიონი, ახლა გამახსენდა.
ქუქი: კი, კი ის წაიყვანეს, ამდენი წლის შემდეგ ის თავისუფალი იქნება, მაგრამ ეს დარჩენილი ექვსი თვე ჩემი კოშმარი.
ჯიმინი ხმამაღლა იცინის,
ჯიმინი: რა სულელი ხარ, მოვა გნახავს ხოლმე, ეჭვიანობ? როცა გახვალ, მთელი ცხოვრება წინ გაქვთ.
ქუქი: რათქმაუნდა, მთელი ცხოვრება.
თეჰიონი შემოვიდა.

11 страница29 апреля 2026, 17:30

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!