თავისუფლება
თეჰიონი: ქუქ, რა გჭირს?
თან ეღიმება, რადგან მიზეზი იცის.
ქუქი: არაფერი მოდი ჩემთან, მომენატრები იცი?
თეჰიონი: ვიცი
ქუქი: არა, ვეჭვიანობ გარეთ, რომ ვინმე გაიცნო.
თეჰიონი: ჰო შეიძლება ვინმეც გავიცნო, მერე.
ქუქი: თეჰიონ რომ გადაგიყვარდე.
თეჰიონი ბოლო ხმაზე იცინის, თავს აქეთ იქით უქნევს ქუქს, ხელებს ლოყებზე უჭერს.
თეჰიონი: ჩემი სულელი, ყოველ კვირას მოვალ, ქუქ, მიყვარხარ,
ჩასჩურჩულა და წავიდა.
6 თვის შემდეგ
ჯიმინი: შე სულელო, სულ მე მაღვიძებ დილით, ახლა კი შენ არ დგები, დროზე მახინჯო, კი არ დაგელოდებიან.
ქუქი: რაა, რაა ხდება?
ჯიმინი: დროზე ადექი, თორემ ისე გცემ ციხიდან დამტვრევების გამო ვერ გახვალ.
ქუქი: ჯანდაბაა...
ჯიმინი: ჰოო, შენ ჯანდაბა, ტანსაცმელი აქ მოგიტანეს, დროზე ჩაიცვი და წადი.
ქუქი: ჯიმინ, შენ რომ აქ რჩები,
ჯიმინი: რეებს ბოდავ, წელიწად ნახევარში მეც გამოვალ, ალბათ თეჰიონი გარეთ გელოდება, დროზე ჩაიცვი გცემთქო.
ქუქი: ჰო, ჰო, ვიცმევ, ჯიმინ ჩამეხუტე, არ მჯერა აქედან გასვლისასაც თუ ვიტირებდი, მომენატრები, თავს გაუფრთხილდი, გთხოვ.
ჯიმინი: მეც მომენატრეები ძალიან, თეჰიონი მომიკითხე, გამომიარეთ ხოლმე.
ქუქიმ შორიდან კოცნა გაუგზავნა და გიჟივით გავარდა გასასველისკენ.
ქუქის ციხეში ბევრი იცნობდა, ბევრიც ულოცავდა, ეხვეოდა, ხელს ართმევდა, ერთი სული ქონდა ფარვის გარეშე, თავისუფალი ცის ქვეშ თეჰიონი ენახა და ჩახუტებოდა, დიდი კარიბჭე ახლა ქუქისთვის გაიღო, იმ წამსვე მოკრა თვალი ლამაზ ბიჭს, მას ვარდისფერი ტანსაცმელი ეცვა, ის ისეთი ლამაზი იყო, თოჯინას გავდა, პეპელა, მისი პეპელა გამოჩნდა, გააიქცა და ხელში აიყვანა.
თეჰიონი: მიყვარხარ, ჩემო ქუქ, ახლა ამდენი წლის შემდეგ, შეგვიძლია ერთად სიცოცხლის ბოლომე ვიყოთ გესმის, გესმის? გჯერა, რომ თავისუფლები ვართ.
ქუქი: გამომყვები ცოლად?
თეჰიონი: რათქმაუნდა.
***
ჯიმინის ნაწილი
იუნგის ლოგინზე მისე ფოტო დავდე, მე ქუქის ლოგინზე წამოვჯექი, პირდაპირ თვალებში ვუყურებდი იუნგის, გამეღიმა, ახლა აღარ მომიწევდა არაფრის დამალვა, როგორ მიხარია, რომ ქუქი წავიდა, იუნგი ახლა შეგვიძლია სამუდამოდ ბედნიერები ვიყოთ, მე სიზმრის გაგძელების ნახვას ვცდილობ ხან გამომდის, ხან არა, შენი სიტყვები ჩამესმის, ,, სიკვდილი არ მინდა,, და ,, დაგელოდები,, რას მიპასუხებდი, თუ გეტყოდი, რომ მე მინდა სიკვდილი. ახლა მხედავ, ხედავ როგორ შეშალე ჭკუიდან ჯიმინი? იუნგი აქ იყავი არ წახვიდე, დაბლა ჩავალ, შენ ვერ წაგიყვან თან, ისინი დაგინახავენ,
და მეჩხუბებიან , რომ ამდენიხანია გმალავ, აქ დარჩი იცოდე, შენი ლოგინიდან ფეხი არ მოიცვალო.
***
ექიმი: ჯიმინის ანალიზები თითქოს ნორმაშია მაგრაამ გონება დასუსტებული აქ, წარსულის ტრაამვა აქ, რის გამოც ერთ დროშია დარჩენილი, მას მკურნალობა ჭირდება, ხალხთან კონტაკტი, ჯანმთელობის გამო მისი ციხიდან განთავისუფლება მოგიწევთ...
- კარგით ექიმო.
გრძელ პალტოში ჩაცმული კაცი მოაბიჯებს, ციხის დერეფანში, ოთახის კარის ფანჯარაში იჭყიტება და დაახლოებით 28 წლის მამაკაცს ხედავს, ბოლოს რო ნახა წვერიც არ ამოსდიოდა, სიყვარულით და ტკივილით სავსე ადამიანის თვალები დაკარგვოდა, ახლა ცივი გამოხედვაღა იყო მასში, აქეთიქით აცეცებდა თვალებს, უხილავ სხეულებს ეძებდა, ხანაც ესაუბრებოდა, ხან ტიროდა, ხან აგრესიული იყო, სახეზე ხელი ავიფარე, სათვალე მოვიხსენი, რომელიც მხოლოდ შესანიღბად მჭირდებოდა, ცრემლები მოვიწმინდე, მაღლა ავიხედე და ამოვიოხრე.
- ეს რაა ჩავიდინე იუნგი...
წელიწადნახევრის შემდეგ
ეს მე ვარ ჯიმინი, მე მკურნალობის კურსი დავასრულე, თავს უკეთ ვგრძნობ, სასჯელის დროც ამომეწურა, ჩემი ნივთების შეგროვებას ვიწყებ, იუნგის სურათს საფულეში ვიდებ, მისი ნივთების წაღების უფლებაც მომცეს, ჩანთა ავიკიდე და საბოლოოდ, სამუდამოდ გავდივარ აამ ადგილიდან, ჯანდაბა რა გავაკეთო ახლა პირველი? მშია, კიი, კიი, ძალიან მშია, ფურცელს ვიღებ სადაც კაფის მისამართია, გაჩერებაზე ვდგავარ და ავტობუსს ველოდები, როგორც იქნა კარგად მოვთავსდი სკამზე, ეს ჩემთვის იმდენად სანატრელი რამ იყო, ქუჩებს ტურისტივით ვათვალიერებდი, ჩემი გაჩერებაც მალე მოვიდა, ჩამოვდივარ და ვხედავ კაფეს დიდად აწერია awake, ნელა შევდივარ და ფანჯარასთან მყოფ ადგილს ვიკავებ, აქეთ იქით თვალებს ვაცეცებ, ვფიქრობ რა უყვარდა ამ ადგილში იუნგის. მალე გამოვდივარ, გარეთ წვიმას ვებრძვი, ფურცელი მიკავია ხელში და სახლის მისამართს ვეძებ, გამვლელი მინდა გავაჩერო მაგრამ არავინ დადის ამ ამინდში, დიდ კორპუსთან მივედი, შესასვლელში ვიკითხე რომელ სართულზე შეიძლებოდა 123 ოთახი ყოფილიყო, გასაღები მომცეს, როცა სახელი და გვარი ვუთხარი. შევდივარ სახლში და ავეჯს თეთრი ნაჭრები აკრავს, ეტყობა, რომ დიდი ხანია აქ არავის უცხოვრია, ისეთი ლამაზი სახლი გადაიშალა ჩემს წინ, თვალის მოვლა ვერ მოვასწარი. ოთახებში დავდიოდი აქეთ იქით ერთ განსკაუთრებულ ოთახსაც მივაგენი, კარადა გამოვალაგე და იუნგის ტანსაცმელს ვათვლიერებდი, რამდენი კარგი რამ ქონდა გარდერობში, ჯანდაბა ის მართლა ძალიან მდიდარი იყო, სახლის გასაღებს, მისი მანქანის გასაღებიც თან ახლდა, უკვე დაღლილი ვარ, იუნგის ლოგინზე გადავეშვი თითქოს ზღვაში ვაპირებდი შეცურვას, ხელებ გაშლილი დავვარდი რბილ საწოლზე, მაღლა ავიხედე, თვალები დავხუჭე და იუნგი წარმოვიდგინე, ბოლო ღამე, რომელზეც ვოცნებობდით, ვსაუბრობდით იმ ცხოვრებაზე , რომელიც ერთად არ გვექნებოდა, მე შენს ლოგინში მარტო ვიწექი, ეს კი ყველაზე მეტად მაგიჟებდა, ღამე გაიწელა, რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა, სიზმარი, ზღვას ვხედავ, ჩემს წინ ლურჯ ზღვას, ახლა გავარჩიე, ნაწვიმარია, მე საჭესთან ვზივარ, არ ვიცი რა მანქანაა, ძალიან ლამაზი მანქანაა შიგნიდან და ამდროს მეღვიძება, შეშინებული, დაბლა ჩამოვდივარ, სახლში არაფერია, გამახსენდა მაღაზიაში შესვლისას ყავა ვიყიდე, გავიმზადე და ჩამოვჯექი, დიდი ტელევიზორის წინ, იუნგის ნივთების თვალიერებით ვერ ვძღებოდი, მალევე გათენდა, ისევ გავათენე, ისევ ვერ დავიძინე, ახალი დღე ახალი გეგმებით, გამოვეწყვე და ამ უზარმაზარი კორპუსის ავტოფარეხში ამაყად მივაბიჯებ, მანქანის პულტს თითს ვაჭერ ყველა მიმართულებით, და ამ დროს ჩემს წინ შავი ფერის, საკმაოდ ძვირფასი მანქანა განათდა, თუ ეს მანქანა იუნგის დარჩა, არამგონია იაროს, მაგრამ თუ ვინმემ ხელი შეავლო, მაშინ უნდაა დაქროდეს, საჭეს მივუჯექი და სიმღერის ჩართვას თითი მივაჭირე, ჩაირთო სიმღერა awake...
