13 страница29 апреля 2026, 17:30

გელოდებოდი (დასასრული)

საჭესთან ვზივარ და სიმღერას ვუსმენ,  მხოლოდ ეს სიმღერა აქ იუნგის მანქანაში.ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია რათქმაუნდა თეჰიონი და ქუქი უნდა ვნახო, გზად ხიდი დავინახე, წამიერად მანქანა ძლიერად დავამუხრუჭე, ჯანდაბა ეს ხიდი, ჩემი სიზმარი, სუნთავა შემეკრა, მანქანიდან გადმოვედი და ბაბლა ჩავიხედე, ძლიერი დინება იყო, დავფიქრდი, შემდეგ მაღლაა ავიხედე, გავიფიქრე თუ მიყურებდა, თუ მადევნებდა თვალს იუნგი, ისევ საჭეს მივუჯექი, არ დავმშვიდებულვარ მაგრამ მობილური  ამოვიღე.

ჯიმინი: ქუქ როგორ ხარ?
ქუქი: მოიცა, მოიცა, ეს ხმაა არ მელანდებაა? შენ მოჩვენებაა არ ხარ? ჯიმინ? სად ხაარ? მე ციხეში მოვდიოდი შენ იქ არ იყავი, თქვეს კლინიკაშიაო, იქ არავის შესვლა არ შეიძლებოდა, ჯიმინ გეძებდი, როგორ ხარ?
ჯიმინი: კიი, ძმაო მე ვარ, გამოვედი, მომენატრეთ, როგორ ხართ შენ და თეჰიონი?
ქუქი: კარგაად ჯიმინ, სად ხარ? დროზე ჩვენთან მოდი, მისამართს ტელეფონზე გამოგიგზავნი.
ჯიმინი: კარგი გელოდები.
ქუქი: თეჰიონ ჯიმინი, გამოვიდა, ჯიმინი, გესმის ახლა ჩენთან მოვა.
თეჰიონის სიხარულს საღვარი არ ქონდა.
თეჰიონი: ახლავე რამეს გავაკეთებ, მშიერი იქნება, ერთი სული მაქ როდის მოვა.
მისამართს მარტივად მივაგენი, კარებზე დავაკაკუნე დაა ორივე ერთად დამხვდა კარებში, მიხაროდა, რომ ერთად იყვნენ, ისევ ისეთი ბედნიერები, მჭყლიტავდნენ რიგრიგობით, მეხუტებოდნენ, სახეზე მეფერებოდნენ, შიგნით შევედით.
თეჰიონი: ჯიმინ როგორ ხარ? რატომ იყავი კლინიკაში?
ჯიმინი: ამას ვერავინ ხვდებოდა არ ვიცი, მითხრეს დიდიხანია სტრესი მქონდა, მე იუნგის ვნახულობდი, მგონი, ახლა არაფერი მახსოვს. კარგად ვარ, ჯანმრთელი, გამოვედი და იუნგიმ რაც მითხრა შევასრულე.
ქუქი: რა გითხრა? -  თვალები აემღვრა
ჯიმინი: მან მისამართი მითხრა თავისი სახლის, ბოლო ღამეს, როცა მის ლოგინზე ჩახუტებულებმა ლაპარაკში გავათენეთ, შემდეგ მისი საყვარელი კაფე მითხრა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი როცა გამოვიდოდი ციხიდან, ყველაფერი შევასრულე როგორც უნდოდა, მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მის ლოგინში მეძინა, ახლა მხოლოდ ერთი რამ დამრჩა გასაკეთებელი, მისი საფლავი უნდა ვნახო.
ქუქი: დარმწუნებულო ხარ, რომ კარგად იქნები?
ჯიმინი: რათქმაუნდა, მუშაობას დავიწყებ, რამენაირად გავძლებ, ყველაფერი მაქ იმისთვის, რომ ფიქრები იუნგიზე ამაყად შევინახო, მაქვს მისგან დატოვებული 2 თვე, მისი სახლი მისი ტანსაცმელი, მე ბედნიერი ვარ.
თეჰიონი: რამე ჭამე
ჯიმინი: არა არ მინდა, თქვენი ნახვა მინდოდა, ხვალ გნახავთ, ეს ჩემი ნომერია, ახლა უბრალოდ წავალ, საფლავზე მინდა ასვლა, არ იდარდოთ ჩემზე, ყველაფერი კარგად იქნება.
თეჰიონის და ქუქის სახლის კარები გამოვიხურე, მანქანაში ჩავჯექი და ახლა უკვე ამ სიმღერის მისამღერი დავიზეპირე,  ყვავილების მაღაზიასთან გავჩერდი, დიდი ხანი ვარჩევდი ყვავილებს, როგორც იქნა ვიყიდე და ისევ მანქანაში დავბრუნდი, გზაში ახლაა უკვე სიტყვებიც დავიმახსოვრე, ჩახვეულად მოსმენის გამო, ყოველ ახალ მოსმენაზე უფრო და უფრო ვწვდებოდი ამ სიმღერის შინაარს, სასაფლაოსთან მივედი, ყვავილები გადმოვიღე ღრმად ჩავისუნთქე და ფეხი შევადგი, აქეთ იქით ვიხედებოდი, ბოლოს კი დავინახე რასაც ვეძებდი, გავიღიმე, იმის ნაცვლად რომ მეტირა.
ცივ მარმარილოში საკუთარ ანარეკლს ვხედავდი, ყავავილები იქვე დავდე, ჩამოვჯექი, 

-  იუნგი, 8 წელი გავიდა რაც გაგიცანი, 8 წელი რაც მხოლოდ შენზე ვფქრობდი, მაინც დამტოვე, მაინც წახვედი, როგორ ხარ პატარავ მანდ? -  მისი საფლავის ხელით გასუფთავება დავიწყე -  იუნგი როგორც შენ მთხოვე, ძლიერი ვიყავი, შენი წასვლის შემდეგ, არავისთვის თავი არ ჩამიხრია, მე და ქუქი ერთად ვცხოვრობდით, შემდეგ მე წამიყვანეს და ჩემი საკანი უკვე წელიწადნახევარია არ მინახავს, ახლა ალბათ შენს საწოლზე ვიღაც წევს, არც მინდა წარმოვოდგინო, ნელნელა ბნელდება და შენს სურათსაც ვერ ვხედავ, მოიცადე სანთელს ავანთებ, გავანათო იქნებ ეს ბნელი ადგილი. იუნგი, შენს სახლშიც ვიყავი, შენს ტანსაცმელს ვეფერებოდი, რომლებიც ოდესღაც შენს სხეულს ეკვროდა, შენი ალბომები ვნახე, რამდენი რამ არ ვიცოდი ალბათ შენზე და ალბათ არც მექნება იმის საშულება რომ გავიგო, თუ გახსოვარ მანდ?

0ff7cfa938549a87ec8a93063728b423.jpg

მგონია გახსოვარ რადგან მე არ გიშვებ ჩემი გულიდან, ჩემი ფიქრებიდან ვერასდროს დაახწევ თავს, ამით მგონია უფრო მეტად გიჭერ, რომ არ დამივიწყო, იუნგი გიხაროდეს, რომ ისევ ისეთი მშვენიერი მახსოვხარ, მე აღარ ვარ ალბათ ისევ ის ჯიმინი რომლის სილამაზითაც ტკბობა გიყვარდა ღამ-ღამობით, არაა, არაა ახლა გამახსენდა ყოველი ღამე, შენთან ერთად ჩახუტებული წოლა, პირველი შეხება, ის კედელი სადაც მთელი ძალით აგეკარი და ხელს არ გიშვებდი, შენი ამღვრეული თვალები მახსოვს, როცა უკანასკნელად გნახე, მაპატიე რომ მეც იგივე ვერ ვიგრძენი რააც შენ იგრძენი უკანასკნელი წუთების დასრულებისას, მე შენი პროკურორი ვნახე, ვლანძღავდი, ბოლოს კი კარგად მივიღეე, რადგან სიძულვილი არ შემიძლია, მხოლოდ შენს გამო, ის წუხდა, დღითიდღე ცუდათ ხდებოდა, როცა შენზე საუბარს ვიწყებდი, მართალი იყავი როცა ამბობდი დანაშაულის გრძნობა აქვსო, მან წერილზე მიამბო, რომელიც შენ დამიმალე, ის არ იყო ცუდი, ან იქნებ იყო, შენც ცუდი იყავი მაგრამ გამოსწორდი, ალბათ ისიც იმსახურებდა შანს, ტირილი შეიძლდბა? შეიძლდბა დავდნე ტირილად? ააქვე? არ მინდა ისეთი რამე გავაკეთო რომ გაწყენინო იცი, მინდა შორიდანად მოგიფრთხილდე, მინდოდა ისეთი ბედნიერები ვყოფილიყავით როგორც ქუქი და თეჰიონი არიან, ვიცი მესმის შენი ხმა რომ გიხარია მათი ბედნიერება, ახლა რა დაგვრჩა, რა დამრჩა ამ სამყაროში აღარც ის ვიცი, სადაა ჩემი ადგილი, გამოვედი და ოჯახი არ მინახავს, არ ვიცი როგორ მიმიღებენ, როცა 8 წლის განმავლობაში ერთხელ არ მოსულან ჩემთან, მათ ჰომ არ იციან რომ უდანაშაულო ვიყავი მთელი ეს დაწყევლილი 8 წელი, ცივ ქვას ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე, ღიღინი დავიწყე, ჩუმად ვმღეროდი მის სიმღერას, მის ერთადერთ სიმღერას, რომელიც გონებაში ჩამივარდა, ავიკვიატე და დავიზეპირე, ცრემლები მომდიოდა ყოველ ამოსუნთქვაზე და თანდათან სიმღერაც მიჭირდა, სიცივემ დამძრა, ტელეფონს დავხედე ხა დილის 5 საათია, ჯანდაბა აქ ჩამეძინა, 3 გამოტოვებული ზარი ქუქისგან, ინერვიულა ალბათ იცოდა, რომ აქ მოვდიოდი, იუნგი, მე ისევ მოვალ და გულში ჩაგიკრავ, არ ვიცი რატო ვგრძნობ ამას მაგრამ მგონია მალე გნახავ, რა სისულელეა, შენ მოდი ჩემთან სიზმრებში, მომელაანდე, მე ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ნიშანი მომეცი, რომ გახსოვარ.
სასაფლაოს ჭიშკარი დავხურე და მანქანაში ჩავჯექი, თავი საჭეს დავადე, წამოსვლა არ მინდოდა, გულიც სწრაფად მიცემდა, ბალახი ცვარიანი მეგონა გამთნიისას,არადაა თურმე შეუმჩნევლად წვიმდა, თანდათან იმატა, სადაცაა გათენებას აპირებს, ჩაფიქრებული ვზივარ საჭესთან, ალბათ მზის ამოსვლასაც რამდენიმე წამი აკლდა, რამდენიმე წამი და დავინახავდი რომ განათდა ყველაფერი, მაგრამ ნამდვილად განათდა რაღაც, ხიდი, ეს დაწყევლილი ხიდი, წვიმამ იმატა, შეჯახება ვიგრძენი, საჭიდან ხელები ავიღე შეშინებულმა, ფეხი გამექცა, როცა მანქანის სახურავს თავი ავარტყი, მანქანა გვერძე გასრიალდა და ახლა ჩემს თვალწინ ხედი გადაიშალა, მზე ამოდიოდა, მზე დავინახე დაა წყალი, პირი დამეგუბა, ვერც კარები გავაღე,  ცურვაც არ ვიცი, მაღლა ავიხედე, ნელნელა ვშორდებოდი წყლის ზედაპირს, მზის სხივმა წყალში ჩამოაღწია, თითქოს მეშველებოდა მაგრამ ბოლოს იმანაც ვერ შეძლო ასე შორს ჩამომყოლოდა.

3 დღის შემდეგ

3 დღე გავიდა და არ ჩანს, სამაშველოები დღე და ღამე დაეძებენ, ზარია.
- გამარჯობა, მინდა გაცნობოთ, რომ ცხედარი იპოვეს, ამოსაცნობად მინდა დაგიბაროთ.
ქუქმა ტელეფონს ხელი გაუშვა, თეჰიონს გახედა და ატირდა, უთქმელად მივიდა თეჰიონი და ქუქს ჩაეხუტა.
ქუქი: რატომ, რატომ გაწირა ცხოვრებამ აასე ძლიაან ორივე, რა დააშავეს ასეთი.
თეჰიონი მანქანას მიუჯდა, გვერდით სასოწარკვეთილი ქუქი თვალგაშტერებული უზის, მანქანიდან გადმოყავს და პროკურატურაში შეყავს. იქვე ჩამოხლულ კაცს დაინახავდით, რომელიც მოთქვამდა, იჭყანებოდა ისე ტიროდა, თმებს იწიწკნიდა, მთელი ხმით ქვითინებდა, ამ ხმაურზე ქუქი გამოფხიზლდა და  კაცს შეხედა:
ქუქი: პროკურორო...

ავარიის ღამე
ეს არც სიზმარია, არ ფილმი. სად ვარ, ღრუბლებზე დავდივარ, თუ ასეთი თეთრი იატაკია? მოიცადე კედლებიც ისეთი თეთრია, თუ კედლები საერთოდ არ აქ აქაურობას?ეს ჰორიზონტს მაგონებდა, მოიცა სად ვარ? რა მოხდა? მანქანა წყალში დავტოვე და მე ამოვედი ნაპირზე? მეშინია, იუნგი, მეშინია სად ვაარ არ ვიცი, აქ რომ შენს კვალს ვერ მივაგნო ეს რა სამყაროა?

ამ დროს უკნიდამ ძლიერი ხელები ჩახუტებას გრძნობს. შეშინებულ ჯიმინს  ცრემლი წამოუვიდა, როცა ნაცნობმა ხმამ ყურში ჩასჩურჩულა.

იუნგი: გელოდებოდი.

86b6283a6932ef4be55803a13d542a16.jpg


შეგიძლიათ უყუროთ რავი

https://www.youtube.com/watch?v=C763YdPTqmw


13 страница29 апреля 2026, 17:30

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!