10 страница29 апреля 2026, 17:30

დამპირდი

1 კვირის შემდეგ 

როცა ერთი დღე უჩემოდ გათენდება, როცა ადამიანები, ჩემს გარშემო მგლოვიარენი გახდებიან, მაშინ მეცოდინება ზუსტად პასუხი, რომ სიცოცეს მხლოდ ტკივილი მოაქ, როცა ვერასდროს შევახებ მიწას ფეხებს, ისე როგორც ცოცხალი, მაგრამ ამავდროულად მიწა მშთანთქავს, როცა წვიმისგან თავის შესაფარებლად სად აარ გავქცეულვარ, ახლა გაუნძრევლად მომიწევს მაში ცურვა, მხოლოდ ახლა ვფიქრობ, რომ ეს უკიდეგანო ცა შეიძლება საცხოვრებელიც იყოს, სამყაროზე მშვენიერი, ციხეზე მშვენიერი, ოცნებაზე მშვენიერიც კი, მაგრამ არა ჩემი და ჯიმინის რეალობაზე ნამდვილი და მყარი, არა ჯიმინის თვალებზე ლამაზი...

***

როგორც იქნა მოსაღამოვდა, საათები მხოლოდ ჩემთვის ითვლიდნენ უკან, თუმცა მაინც ჩვეულებრივად ვუყურებდი ყველაფერს სანამ კარზე კაკნუნი არ გავიგე.
- დაბლა ჩამოდით.
ნელა გავდივარ, საკნიდან, ჯიმინს ველოდები მაგრამ არაუშავს, ალბათ ისევ პროკურორია, მნახავს საბოლოოდ, მაგრამ არა, წერილი მომცეს, დავხედე და გაკრული ხელით აწერია ავტორი.

იუნგი, შენ დილის გათენებას ელოდები, შეიძლება არც დაიძინო, მე არ ვიცი, ვერ გითანაგრძნობ რას ნიშნავს იცოდე, რომ ეს ღამის წყვდიადი შენთვის ბოლოა, მე არ ვიცი რას გრძნობ მართალია მაგრამ მე არ ველოდები დილის გათენებას, მე მეშინია როცა ვიცი სიახლოვეს ვერ გავბედავ შენთან, მეშინია რომ ბოლო წუთს ყველას თვალწინ ავქვითინდები, მე ვერ გავბედე შენთვის ეს მეთქვა, რომ დანაშაულის გრძნობა მკლაავს, ახლა ჩემს ვაჟს ვუყურებ რომელსაც ძინავს, რომელსაც თითს ვერავინ დაადებს, გესმის იმიტომ რომ მე ვყავარ, მაგრამ რატო ვერ დაგიცავი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემ, როცა ჩემ შვილს თავს შევაკლავ, რატო არ გავაკეთე ეს შენთვისაც? წარმოვიდგენ მას ასეთი ცხოვრების გადატანა რომ მოუწიოს, ახლა ისე ვიტანჯები, ძილი არ მეკარება, ზაფხულია და ისე მცივა ვიყინები, შენი საუბარი, შენი ცივი საუბარი მახსენდება, რომელიც მათბობს, პირველი ადამიანი ხარ ვინც ასე იმოქმედა ჩემზე, მაპატიე, თუ კი შეძლებ, გთხოვ მაპატიე, იქ სადაც წახვალ არ გამიხსენო, დამივიწყე რომ ვიღაც ნაბიჭვარი ასე მოგექცა, ძილში შენს სიტყვეებს ვნახულობ და შემდეგ გიჟივით ვიღვიძებ '' სიკვდილი არ მინდა'' მე მეშინიაა სიკვდილის იუნგი და შენ, ჩემზე პატარა , შენ უტვინო ბიჭო, იუნგი კოდევ მაპატიე, შეძელი რამენაირად არ გაიყოლო ჩემზე წყენა, მე თუ მეცოდინება რომ მშვიდად წახვედი, იქნებ როდესმე მშვიდად შევძლო სუნთქვა, რომ ჩემს შვილს მკვლელი არ ვეგონო, ან კითხვა არ გაუჩნდეს როგორი მამა ყავს, მე გემუდარები მაპატიო, რომ ასეთი ნაძირალა ვარ თვალებშიც ვერ გიყურებ ისე გთხოვ პატიებას. შენი პატიება ერთადერთია ახლა რაც მჭირდება...

იუნგიმ წერილს ხელი მოუჭირა, ჩაიკეცა კედელთან და ზის, სიჩუმეში, თვალებს ხუჭავს და დღეების წსრმოდგენას ცდილობს, რომელშიც ის აღარ იქნება, კანკალი აუვარდა, დაცვა შემოვიდა და იუნგი გაიყვანეს.
მალევე გონზე მოვიდა პირველი რაც თქვა, ჯიმინის სახელი იყო.
იუნგი: ახლავე საკანში უნდა დავბრუნდე, ეს ჩემი ბოლო ღამეა.
მორბის სადაც ანერვიულებული ჯიმინი ხვდება...
ჯიმინი: სად იყავი?
იუნგი: პროკურორი ვნახე, ჯიმინ მინდა გელაპარაკო.
ჯიმინი: რაზე?
იუნგი: ბევრ რამეზე ამ ღამით მოდი არ დავიძონ,
ჯიმინი: რაც გინდა ის მთხოვე
იუნგი: მოდი მომიწექი, მინდა რაღაცეები მოგიყვე.
ჯიმინის ხელი ჩასჭიდა და თვალებში უყურებდა, ძალიან მშვიდად და აუღელვებლად დაიწყო თხრობა.
იუნგი: ჩაიწერე მისამართი, ეს ჩემი სახლია, მინდა მიხვიდე ნახო იქაურობა, ეს სახლი შენია, კიდევ მინდა ნახო ის ადგილი სადაც ვმუშაობდი, კაფე სადაც ხშირად დავდიოდი, იცხოვრე ჩემი ცხოვრებით სანამ არ მოგბეზდება, და სანამ სხვას არ გაიცნობ, აარ დაინტანჯო ჩემს გამო, მე მემახსოვრები, მე ვერ დავივიწყებ აქ გატარებულ 2 თვეს ვერასდროს, ახლა კი შენი ჯერია დაიფიცო, რომ ბედნიერი იქნები და კიდევ, არ მინდა ხვალ გნახო.
ჯიმინი ტირის
ჯიმინი: ნუ ლაპარაკობ ეგრე, იუნგი, გული მიჩირდება, შეწყვიტე ახლავე.
იუნგი: სატირლად არ მითქვამს ეს, მინდა რომ ძლიერი იყო, ბიჭი რომელიც თავს არავის დაუხრის, გესმის, შენი აამ საგიჟეთში დატოვება ყველაზე მატად მაგიჟებს, ჩემო პატარა, ჩემთვის მთავარია ვიცოდე, რომ ცხოვრებას განაგრძნობ,
ჯიმინი: შენთან წამიყვანე.
იუნგი: რას ამბობ, შენ წინ დიდი ცხოვრება გაქ კიდევ.
შუბლზე კოცნის
ჯიმინი: არა, შენთან წამოვალ იუნგი.
იუნგი: ეს არ გაიფიქრო, იცოდე გაგიბრაზდები, არა ჯიმინ ასე მხოლოდ სუსტი ადამიანები იქცევიან, რომლებიც პრობლემებსა და რეალობას ვერ ეგუებიან.
ჯიმინი: არაა ძლიერეები, მე ძლიერი ვიქნები, შენთან წამოვალ, ბედნიერების ძიებისთვის დავთმობ ყველაფერს, ან რომელ ყველაფერს, ამას ცხოვრებაც არ ქვია.
იუნგიმ ისევ შუბლზე აკოცა

იუნგი: არა, შენ წინ ბევრი რამე გელის, მე კი ყოველთვის დაგიფარავ, რომ უბედურება არასდროს შეგემთხვას.
ჯიმინმა მღვრიე თვალებით ახედა, იცით ის შეგრძნება როცა 40 დღის წინ ფიქრობდი ეს დრო მალე არ გავიდოდა, როცა 1 თვის წინ ფიქრობ რომ 10 დღე გავიდა, მაგრამ წინ კიდევ თვეა, როცა ახლა გათენებას 3 საათი აკლია, მაგრამ იმედს არ კარგავ, რომ ეს დრო არ დადგება, როგორი ოპტიმისტია ადამიანი,

232005b2acca07bfe374f3da81cd25c5.jpg

ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, ისიც ხანდახან.
ჯიმინი და იუნგი საუბრობდნენ, ბავშობაზე, ოცნებებზე, შიგადაშიგ იმ ცხოვრებაზეც რომელიც ერთად არ ექნებოდათ, ტიროდნენ, შემდეგ დამშვიდებას ცდილობდნენ.
ჯიმინი: გავათენეთ, მაგრამ ახლა 1 საათი დარჩა,
იუნგი: იცი გული სწრაფად მიცემს ძალიან, თითქოს არ მჯერა, არ მინდა და მოლოდინში ვარ, თუმცა ნამდვილად ვერ წარმომიდგენია.
ჯიმინი: იუნგი, ცუდათ ვარ
იუნგი: ჯიმინ, ჯიმინ, შემომხედე.
სახეზე ურტყაავს ფერდაკარგულ ჯიმინს, გული წაუვიდა, ახლა რა ქნას, როცა კარზე კანუნია, უნდა წაყვეს 1 საათში ყველაფერი დასრულდება მისთვის, მაგრამ ჯიმინისთვის დაიწყება.
იუნგი: ის, ის ცუდათაა მიხედეთ, წაიყვანეთ.
- მივხედავთ, თქვენ დაბარებული ხართ, გასამზადებელ ოთახში.

10 страница29 апреля 2026, 17:30

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!