სიცოცხლე მინდა
ოთახიდან გამოვედი, სახეზე ხელებს ვისმევ, თმა უკან გადავიწიე, კიბეებს ჩავუყევი, არ მინდოდა საკანში შესვლა მაგრამ კიბეების დაბლა ჯიმინი დავინახე, მომღიმარი, რა უნდა მექნა ახლა, ისე მოვქცეულიყავი, თოთქოს არაფერი მოხდა, თუ მისთვის ყველაფერი მეთქვა, ამის დროც მოვა ჯიმინ, ყველაფერს გაიგებ და შემიზიზღებ, რომ მიგატოვე,
ჯიმინი: რა გჭირს, პატარა? რა გითხრეს? ჰო არ დაურტყიათ?
თან ხელები მოკიდა სახეზე და აქეთ იქით უტრიალებს შრამებს ეძებს, არაფერი აქ.
იუნგი: კარგად ვარ, მოდი წავიდეთ, აქედან.
ჯიმინი: წამოდი, მაგრამ ცუდ ხასიათზე ხარ გეტყობა.
იუნგი: შენთან ერთად, ყველაფერს დავივიწყებ.
ჯიმინი: გვიანია, წამოდი დავიძინოთ...
იუნგის ნაწილი
ჩემს მკლავებში ჩაეძინა ჯიმინს, მის მხრებს ვეხვეოდი, არც ვირხეოდი, მის სუნთქვას ვუსმენდი, ყოველ ახალ დღეზე ვფიქრობდი, რა მოხდებოდა ხვალ, რა მოხდებოდა 2 თვეში? ჯანდაბა, ეს როგორ მემართება, გული მწყდება, შენს გამო ჯიმინ, მე არ მეგონა თუ ამას ვიტყოდი, მე არ მინდა ასე დასრულდეს ჩემი ცხოვრება, ვის გავახსენდები შენს გარდა? ჰობი დავკარგე მაგრამ ახლა შენ მყავხარ, ჩემი წასვლის შემდეგ, რომ სხვა გაიცნო, მასთანაც ასე, რომ იწვე, ასე რომ ეკვროდე სხეულზე და მის მკლავებს ეჭიდებოდე, ამას ვერ გავუძლებ, ღმერთო არ მჯერა, ისევ ვტირი, პირველი ცრემლი ცხვირზე დამეცა და მოწვეთავს ბალიშისკენ, მეორე ღაპაღუპით სწრაფად მომცილდა თვალიდან, თვალებს ვახამხამებ და უფრო მეტ სისველეს ვგრძნობ, ჯიმინ, არ მინდა სიკვდილი.
1 კვირის შემდეგ.
ჯიმინი: იუნგი, ადექი, ადექი.
იუნგი ნელა ახელს თვალებს, რა ხდებაა ვერც კი წარმოუდგენია, პროკურორი საკანში ქუქის ლოგინზე წამომჯდარა და მზერას არ აცილებს ორივეს.
პროკურორი: იუნგი, გაიღვიძე ბოლობოლო, საბოლოოდ უნდა ვისაუბროთ,
იუნგი: ჯიმინ გადი.
პროკურორი: ჰაა? არაფერი გითქვამს ჰომ მისთვის, არა ჯიმინ დარჩი.
იუნგი: ვერ გაიგე გადითქო.
ჯიმინი: რატო მიყვირი, აქ ვიქნები, რა გაქ ჩემთან დასამალი?
პროკურორი: საბოლოდ გეკითხები, თუ რამეს მეტყვი ახლა და აქვე, სასამართლოს დავნიშნავ, იქაც მოყვები და ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, დაბრუნდები შენს ცივ საკანში, თუ არადა და ახლავე მომიწერე ხელი, შენ 40 დღე დაგრჩება, ყველაფრისთვის.
ჯიმინი: რა 40 დღე? ათავისუფლებთ?
იუნგი: ჯიმიმ გადი ოთახიდან - ახლა უკვე ყვირილით უბრძანა, ჯიმინი გაბრაზებული გავიდა.
- ყველაფრის ახსნა მოგიწევს იუნგი''
იუნგი: ჯანდაბა, მასთან ერთად რომ არ გეთქვა არაა?
პროკურორი: უნდა იცოდეს, შენი აზრით არაა იმის ღირსი სიმართლე გაიგოს? ნუ იქნები ეგოისტი, მიეცი უფლება გამოგემშვიდობოს, შენზე ბედნიერი წუთები შეინახოს, მიეცი საშუალება ეს დაწყევლილი ადგილი შენზე მოგონებებით შეავსოს, იუნგი, გესმის, გესმის? ნუ ტირი, ჯანდაბა, ნუ ტირი, იუნგი ხმა გამეცი, ჯიმინთან წადი ჩაეხუტე.
იუნგი: მეე, არ შემიძლიაა სხვებზე საუბარი, პროკურორო, აარ შემიძლია, გესმით. ჯიმინი ისს...
პროკურორი: შენ არ შეგიძლია, პროკურატურა კი ითხოვს ეს განაჩენი გამოვიტანო იუნგი, ელაპარაკე ჯიმინს, 40 დღე დაგრჩა, საათი უკან ითვლის ამ წუთიდან შენთვის, არაფერი შეიცვლება ახლა უკეთესობისკენ, მხოლოდ ის შეგიძლია გააფერადო ეს დღეები მისთვის და შენთვის. მე დაგტოვებ, ბევრი გაქ მოსაყოლი მისთვის.
პროკურორი საკნიდან გავიდა და მუხლებზე დაცემული ჯიმინი დაინახა, ერთ წერტილს მიშტერებია, ხელები ყურებზე ქონდა აფარებული და ყრუდ ბუტბუტებდა, პროკურორმა დაინახა მაგრამ არ შეიმჩნია, ისე გაირა. იუნგი საკნიდან გამოდის და ჯიმინს ხედავს.
იუნგი: ყველაფერი მოისმინე? პასუხი გამეცი, რატომ იყავი აქ, ჯიმინ რაატოო.
ბიჭი წამოაყენა, მკლავებზე ხელები მოკიდა და ძლიერად აქანავებს.
სახე სიმწრისგან გაწითლებოდა იუნგის, ცრემლები მოსდის, ჯიმინის დანახვაზე, ბრაზდება საკუთარ ცხოვრებაზე, გულის სტკივა რადგან სიცოცხლე უნდა.
იუმგი: ხმა გამეცი, ისმედნი ჰო, ახლაა რაას იზაავ, მიმატოვებ ჰო.
ჯიმინი: ჰო.
იუნგი: გაიმეორე რა თქვი?
ჯიმინი: შეგეძლო გეთქვა რასაც გთხოვდა, მაგრამ ისევ შენი სიამაყე, იუნგი, არ ვარ როგორც ჩანს ასეთი მნიშნელოვანი, დამცინი 40 დღე გვერდით მყავდე, გიხუტებდე, შენი სურნელით ვიძინებდე და ვსუნთქავდე და 40 დღის შემდეგ ვინ ჩავიხუტო, როგორ დავიძინო? ვის ვალაპარაკო, იუნგი აარ გაინძრე, მგონი ჭკუიდან ვიშლები, ამის გაფიქრებაზე გული აღარ მიცემს, მე სულში ჩემი თავი მაკვდება შენს გარეშე, შენ კი სიცოცხლეზე თქვი უარი და ჩემზე, ვისში ვეძებო ახლა ყველაფერი რაც შენში მიყვარს, მჭირდები იუნგი, ვერ დაგთმობ, ამას მთელი ცხოვრება ვინანებ, ამის გამო მთელი ცხოვრება დავიტანჯები, თუმცა ახლა უკვე დაიწყო ტანჯვა, შენ, ჩემ სიზმრად გაქცევ, ან საგიჟეთში ჩამკეტავენ, ალბათ, რა მოხდება შენს მერე, თუ კი ჩემს გულს ამოვიღებ და გაგატან, თან წაიღებ იუნგი? წაიღებ ჩემი სხეულის ნაწილს და არასდროს არ გაუშვებ ხელიდან? გეკითხები ნაბიჭვარო, გეკიითხეებიი.
იუნგი გაშეშებული უყურებს, არც ცრემლები ინდობენ მას და არც ცხოვრება, არც ჯიმინი, არაფერი არაა მის მხარეს,
იუმგი: ჯიმინ, ერთი იცოდე, რომ მიყვარხარ, მეტს ვერაფერს გეტყვი.
ხელები გაუშვა და უკან დაიხია, შეტრიალდა და ჯიმინის ხმა გაიგო.
ჯიმინი: ჰოო წადი, ეს შეგიძლია, რატო 40 დღე? რატო ახლავე არა? იუნგი ვიცოდი რომ მიმატოვებდი, ვგრძნობდი შენს საშიშ მხარეს, მაგრაამ ასე თუ მიმატოვებდი აარ მეგონა, მშიშარა, წადი, არ გამიხსენო, არ იტირო როცა გაგახსენდება, რომ აქ დამტოვე, ამ სიცივეში, სულ მარტო, შენი მფარველობის გარეშე...
