გაჩერდი, ნუ წახვალ
იუნგის მთლიანი პირი გამოტენილი ქონდა, მაგრამ მაინც გაყვა ქუქის.
თვალებში ჩაშტერებულები უყურებდნენ ერთმანეთს მონატრებული თეჰიონი და ქუქი, მათ შოროს ახლა გაბრაზებაც იგრძნობოდა, სიყვარულიც, მონატრებაც და ერთმანეთის წყურვილიც, ქუქი მიუახლოვდა, დაბნეულობისგან დაჯდომაც ვერ გაბედა, თავჩაქინდრული დადგა, ეს ესაა პირი უნდა გაეხსნა და თეჰიონი მაგიდიდან ადგა, სწრაფად უნდოდა გასცილებოდა იქნაურობას, ნევრიულობის და სისუსტის შიში კლავდა, რომ მის პატიებას შეძლებდა.
ჯიმინი: გაყევი რას დგახარ.
ქუქიმ ღრმად ამოისუნთქა და თეჰიონს გაყვა.
თეჰიონი: ყველაფერი დავამთავრეთ მე და შენ, ვიღაცეებს მიგზავნი? არავინ უნდა იცოდეს ჩვენს ურთიერთობაზე, მე მცხვენია, რომ შენნაირი კაცის მჯეროდა.
ქუქი: თეჰიონ, იცი რამდენიხანია ვნატრობ მხოლოდ დამლაპარაკებოდი, თუნდაც გაგელანძღე, მე ვნატრობდი ჩემთვის რამე გეთქვა, ჩვენი ერთმანეთთან დაახლოება გახსოვს თეჰიონ? გახსოვს აქ რომ პირველად ჩაგჭიდე ხელი, გულზე მიგიკარი და აქედან გაგიყვანე, მე ყველა წამი მახსოვს შენთან გატარებული თეე,
თეჰიონი: ნუღარ მეძახი ასე, ნუუ, არ შემიძლია.
ბიჭი ჩაიმუხლა კედელთან და ტირილი დაიწყო. ქუქი მივარდა, ხელები სახეზე მოკიდა და სახე ამოუწია.
ქუქი: ვერ ვუყურებ შენს ცრემლიან თვალებს, ვერ ვაპატიებ ჩემ თავს, რომ ისევ მე ვარ მათი მიზეზი, თეჰიონ შემომხედე, თეე, მე არ ვიცოდი სიყვარული, არ ვიცოდი, რომ მონატრება ადამიანს ანადგურებდა, რომ სიყვარულში სიამაყე არაა და ყველაფრის ფასად ვცდილობ დაგიბრუნო, ერთადერთი ნათელი ვარსკვლავი ხარ ჩემს ცხოვრებაში, შენი სუნთქვის რითმი ჩემი საყვარელი მუსიკაა, შენი სურნელი ჩემი საყვარელი სუნამო, შენი თითები ჩემი სიძლიერეა, რომელსაც შემიძლია ჩავეჭიდო, თეე, ისევ ისე მიყვარხარ როგორც ადრე, შემომხედე, შეხედე შენს ქუქის, როგორი შეცვლილია, თვალებში მიყურე და მითხარი, რომ ჩემი სიტყვების არ გჯერა, შეხედე შენს გარეწარ სიყვარულს, რომელმაც მიგატოვა, იმიტომ რომ სხვა ციხეში გადამიყვანეს, იმიტომ, რომ ჩემი სასჯელი არ იკმარეს და უარესად გამიმეტეს, ყოველდღე წამებაში გავატარე, იმ იმედით რომ გნახავდი, შენს თითებს ზურგზე ვიგრძნობდი ერთხელაც და ამით ფილტვებს გამითბობდი, ახლა კი მითხარი, რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ, რომ არ გიყვარვარ, არ შემიძლია თე შენს გარეშე, ამას ყველაზე გულწრფელად ვამბობ, რაც კი როდესმე მითქვამს.
თეჰიონი გაჩუმდა, თავი არ ჩაუხრია, გაშტერებული უყურებდა ქუქს, თვალები ცრემლებით ევსებოდა, დახამხამებასაც ვერ ბედავდა, ამ დროს ქუქმა თეჰიონს ხელი გაუშვა, სახიდან ცრემლები მოიწმინდა, ზემოდან დახედა, ის ყველაზე ფარხმალდაცემულ ადამიანს გავდა, რომელიც უიმედოდ გადიოდა ოთახიდან და ამ დროს.
თეჰიონი: გაჩერდი,
ქუქი გზას განაგრძნობდა ნელი ნაბიჯით.
თეჰიონი: ჯანდაბა გაჩერდითქო, ქუქი, გაჩერდი, ნუ წახვალ, აარრ შემიძლიაა..
წამოხტა იატაკიდან, ქუქის წინ გადაუდგა დაა ყველაზე ძლიერად, რაც კი შეეძლო აკოცა, თმებზე ექაჩებოდა, მთელი ძალით სხეულზე იკრავდა, ოხვრით ლაპარაკობდნენ.
თეჰიონი: ნაძირალა ხარ რომ მიმატოვე
ქუქი: მენატრებოდი, მენატრებოდი.
თეჰიონი: ეს ტუჩები, არც მე შემიძლია შენს გარეშე ქუქ.
ქუქი: უფრო მაგრად მაკოცე, დღეიდან შენს თავს ვერავინ წამართმევს.
თეჰიონი: მე ისედაც ყოველთვის შენი ვიყავი.
ქუქი: შენი კანი, შენ სუნს ვგრძნობ.
ქუქი თეჰიონის თითებს სახეზე იტარებს, კოცნის, ეთაყვანება, თეჰიონის კი ეცინება და საპასუხოდ ბედნიერებით სავსე ღიმილს ჩუქნის.
***
ჯიმინი: შუგა, ნეტა რას აკეთებენ?
იუნგი: არ ვიცი, მარა დიდი ხანი არ მოვა და მაღლა ჰო არ ავიდეთ.
ჯიმინი:იმის ნაცვლად, რომ, მეგობარს ეხმარებოდე, რეებზე ფიქრობ.
იუნგი: სულ მე ვარ ცუდი, შენ არ ფიქრობ მაგრამ ჩემზე მეტად გინდა.
ჯიმინი: გაჩუმდი საზიზღარო.
ჯიმინი და იუნგი ხელიხელ ჩაკიდებულები მიდიოდნენ, როცა ორი დაცვის თანამშრომელი შეამჩნიეს, დიდად კი ეკიდათ სხვისი აზრი მაგრამ ხელები გაუშვეს ერთმანეთს.იუნგის მოუახლოვდნენ და წაიყვანეს.
იუნგი: ააჰ ისევ ეს ოთახი, პროკურორო, უკვე სუნზე გცნობთ გაამოდით რას იმალებით.
პროკურორი: ახლა ვიფიქრებ, რომ მოგენატრე.
იუნგი: არის მაგ სიტყვებში რაღაც სიმართლის ნაპერწკალი, მაგრამ თქვენს საუბარს ვერ ვიტან, მაღიზიანებს.
პროკურორი: გაჩუმდი, მოკლედ სასამართლო იქნება ალბათ.
იუნგი: რატომ?
პორკურორი: შენ ჰომ ლაპარაკზე უარს ამბობ, ბატონო სიამაყევ.
იუმგი: და რაა მოხდება რაზე წამიყენებენ ბრალს?
პროკურორი: 4 ადამიანის მკვლელობა ჩვეულებრივად, სამუდამო, დამატებული სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარის გამო კი არ ვიცი, ალბათ სიკვდილი.
იუნგი: ხუმრობთ ხომ? რატომ სიკვდილი?
პროკურორო: აქამდე ეს არ გადარდებდა, როგორც მახსოვს, რა შეიცვალა ადამიან ყინულში?
იუნგი: სიკვდილზე მელაპარაკები, სადაც ქათამივით უნდა მომკლან, შენ კი მეხუმრები?
პროკურორი: შენი შეყვარებული?
იუნგი: მას არ შეეხო.
პროკურორი: მაას არ შევეხები, ის ჯერ კიდე ბავშვია, შეიძლება 8 ზე ცოტა დროშიც გემოუშვან, ასე რომ მასთან არ მაქ საქმე, მაგრამ შენ, არ ვიცი იუნგი, გული კი მწყდება მაგრამ ეს გარდაუვალია.
იუნგი: ანუ რამდენ ხანში შეიძლება ეს მოხდეს?
პროკურორი: ორ თვეში, ეს მაქსიმალური ვადაა.
იუნგი: მე არ მინდა ასე დავამთავრო ყველაფერი.
პროკურორი: არც იმ ოთხ ადამის უნდოდა.
იუნგი: მე შეყვარებული ვარ, მისი დატოვება ამ ცხოველებთან ერთად, არ შემიძლია.
პროკურორი: ვინ იფიქრებდა, რომ შენგან ასეთ სიტყვებს გავიგონებდი, ნახვამდის იუნგი.
ხმა ვერ ამოიღო, სასოწარკვეთილებისგან გაეღიმა, შემდეგ დასერიოზულდა, აფორიაქდა ჯიმინი წარმოიდგინა, შემდეგ ცარიელ ოთახში თავი ჩაღუნდა და ატირდა, მარტოობაში, ატირდა საკუთარ ცხოვრებაზე, როგორ ყველაფერი ქონდა, აქამდე, ახლა კი შეიძლებოდა ყველაფერი დასრულებულიყო, რა მოხდებოდა ჯიმინი აქამდე გაეცნო, ტკივილს გრძნობს გულის არეში, რაც მეტს ფიქრობს, უფრო და უფრო წვავს, ჭხვლიტავს, სწრაფად უცემს, ვერც ამშვიდებს, ვერც ტირილს წყვეტს, ახლა უკვე აღარაფერს აქ აზრი, გარდა ჯიმინისა...
