მენატრები
იუნგი: გარყვნილი პატარა ბიჭი.
ჯიმინი: მე ვარ გარყვნილი? რა გამიკეთე...
იუნგი: შენ რას აკეთებდი, არ ველოდი ასეთ აქტიურობას.
ჯიმინი: იცი რომ ეს საოცრება იყო?
იუნგი: ასე იწექი რა, არც ჩაიცვა, დილით მინდა ასეთი დაგინახო, ჩემს მკლავებში, მინდა ბოდავდე, რომ მხოლოდ მე მეკუთვნი.
ჯიმინი: მარტო შენი მინდა ვიყო.
უნდა ეკოცნა ჯიმინისთვის როცა შეამჩნია რომ ლამაზს ჩასძინებია. დაიღალე ჰოო. შიშველ მხრებზე ხელი მოკიდა, მიიხუტა და ჩაეძინა.
***
ჯანგუკის ნაწილი
ეს ესაა საკანში შესვლა გადავწყვიტე და რას ვხედავ, ბოლი გამოვა სადააცაა, ღმერთო რა დავაშავე, არც ის მინდა მაგათი ყურებისგან მთელი ღამე აფორიაქებული ვიწვე ჩუმად, საკანში თუ არ შევალ და დამინახავენ პრობლემები შემექმნება, მაგრამ ჯანდაბას. კიბეებს ჩამოვუყევი დაბლითა სართულზე ერთ საკანთან გავჩერდი, მამშვიდებდა იმის შეგრძნება რომ თეჰიონი იქ მარტო იყო, ვერ გავბედავდი ვინმე შეესახლებინათ მისთვის, ალბათ ძინავს, სულ დამივიწყა.მე ჰომ არ ვიმსახურებ მას, ყოველი დღე იმით იწყება, რომ სასადილო ოთახში დავინახავ მის მშვენიერ სახეს, მის თეთრ კანს, მის დაბნეულ სიარულს, ფორმა დიდი აქ, ამიტომ მკლავებს და შარვლის ტოტებს იკეცავს, ან თუ ჩაეძინა და აგვიანდება, ფარფატით შემოდის.
მისი კანი, სურნელი, ხვეული თმა. მე კი ცხოველი ვარ. როგორ შემეძლო ასე მოვქცეოდი, მან ჰომ ყველაფერი ძვირფასი მომცა, მითხრა, რომ მხოლოდ ჩემი გახდებოდა და მე.
მეე იმ ღამეს სამახსოვროდ ვინახავ თეჰიონ, ყოველ ღამეს ძილისას ბალიშს ძლიერად ვიხუტებ, თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ, რომ კიდევ მექნება იმის შესაძლებლობა შენი ყურებით დავტკბე, გიჩურჩულო, რომ სამყაროს მირჩევნიხარ, ან შენი მონატრებული ტუჩები გავსინჯო, მენატრები ჩემო პეპელა, არ არსებობს შენზე მშვენიერი ჩემთვის არაფერი, ასე მიმეძინა მის საკანთან მიყუდებულს, უკუმფორტობის გამო მალევე გამეღვიძა სანამ ვინმე დამინახავდა და ჩემს საკანში ავედი, ერთად ეძინათ იუნგის ლოგინზე, შევედი და ჩუმად დავწექი, მალევე გავაგრძელე ძილი, თვალებზე ცრემლები მოვიწმინდე და დავიძინე.
***
დილით ვიღაცის ირონიულ მზერას ვგრძნობ, მინდა თვალი გავახილო და ჯიმინს დილის კოცნა დავუტოვო მაგრამ რას ვხედავ, ქუქი წამომჯდარი ზის საწოლზე, საცველბი აცვია მარტო და იღიმის,
ქუქი: აბა როგორი იყო?
იუნგი: გადი აქედან.
ქუქი: შენ ზრდილობა ვერ გასწავლე, რომ ჩემი საკნიდან ვერ გამაგდებ, სასტუმრო კი ნუ გგონიათ აქ.
ჯიმინი:კარგი შეეშვი იუნგი ავდგეთ, მაგრაამ.
იუნგი: გაიხედე მაინც ცოტახნით.
ქუქი: ააჰ ამოყრიან ახლა რაც არ მინახავს, მიდი მიდი მალე ქენით საქმე მაქ თქვენთან.
სწრაფად წამოდგა იუნგი, ფორმა ამოიცვა და ჯიმინს ჩაცმაში ეხმარებოდა.
ქუქი: მოკლედ, უნდა დამეხმაროთ,
ჯიმინი: რააში?
ქუქი: თეჰიონი უნდა შევირიგო.
იუნგი: რა დააშავე ასეთი?
ქუქი: ერთ დღეს მარტო ვიჯექი და ვჭამდი. სასადილოში ატირებული, ხვეული გაწეწილი თმით ბიჭი შემოვარდა, თვალები ჩაცრემლიანებული ქონდა.
ვუყურებდი ბიჭს რომელსაც ყველზე მშვენიერი ტუჩები ქონდა ვინც კი მინახავს, ყველაზე ლამაზი თითები. როგორ მოკიდა კოვზს ხელი და ეგრევე გაუშვა, აქვითინდა, თავი ჩაყო და არავის დანახვა არ უნდოდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს არსება ყველაზე უსუსური და მშვენიერი იყო. ჩაქინდრული იჯდა მთელი სადილის განმავლობაში, თავი არ აუწევია, როცა დრო ამოიწურა ნელა ადგა და უცნაური ნაბიჯებით გავიდა, ერთ წამს უკან შემოიხედა რადგან აქაურმა ნაბიჭვრებმა რაღაც მიაძახეს, ბოლოჯერ ამოისუნთქა თითქოს, სახეზე ხელი გადაისვა და ნელა გავიდა სასადილოდან, მე კი ვერ ვჭამე, მივაჩერდი როგორი განადგურებული მიდიოდა, თითქოს ცხოვრება არ უნდოდა და არც აზრი ქონდა.
იუნგი: პოეტი ხარ ძმაო, ეს სიტყვები მოიყევი და შეგირიგდება ახლა შეგვეშვი.
ჯიმინი: გაჩუმდი, მოუსმინე, შემდეგ ქუქი? შემდეგ განაგრძე...
