24 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 23

კარი ფრთხილად მოვიხურე და ოთახში შევაბიჯე. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს გაბრუებული ვიყავი და ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ჩემი თავის გამიკვირდა, რომ ასე წყნარად აღვიქვი ნახევარი საათის წინ გაგებული გადაწყვეტილება.

ლოგინზე წამოვჯექი და ჩემს წინ მყოფ კედელს მივაშტერდი. ნახევარი საათი მომცეს, რომ მომზადებულვიყავი და შემდეგ კომფერენციაზე გამოვჩენილიყავი, რომელიც დირექტორმა სასწრაფო წესით დაგეგმა და უკვე განცხადების გამოქვეყნებაც მოუსწრია.

ქურთუკის ჯიბეში მყოფი მობილური ამოვიღე და კომპანიის წერილი ვიპოვე. პრინციპში არც გამჭირვებია. გადავწყვიტე ეს წერილი იქამდე წამეკითხა სანამ, გათიშული ვიყავი ამ ცხოვრებიდან. ასე ნაკლებად ვინერვიულებდი. ასე მეგონა ყოველ შემთხვევაში...

"გამარჯობა, ეს ბიგ ჰიტია.
გვინდა კომენტარი გავაკეთოთ წუხელ საღამოს დატრიალებული სკანდალის შესახებ, სადაც ჩვენი არტისტი იყო გახვეული.
ჩვენ ვადასტურებთ, რომ ბითიესის კიმ თეჰიონი და ბიგ ჰიტის სტაჟიორი ლი მია, სასიყვარულო ურთიერთობებში არიან. დღეს 14:00ზე ჩატარდება პრესკომფერენცია.
გმადლობთ ყურადღებისთვის."

ტელეფონი დავბლოკე და გვერძე დავდე. ჩამოვარდნილი ცრემლები მოვიცილე და ფეხზე წამოვდექი.

- მეტს აღარ იტირებ- შევძახე ჩემს თავს და სააბაზანოში შევედი, გრილი წყალი შევისხი სახეზე და სარკეში ჩავიხედე.

აღარ მივცემ ჩემს თავს ტირილის უფლებას. ცხოვრებაში მეტად რთული მომენტები გადამილახია ამ სისულელეზე, რომ არ ვღვარო ცრემლები. მამას სიკვდილი, დედას ავადმყოფობა, ახალი ქვეყანა და მომავლის შანსი, რომელიც ამ წერტილიდან იწყება. ამ ცხოვრების კიდევ ერთი გამოწვევის გადალახვიდან. თანაც ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება, მაქსიმუმ 3 თვე, შემდეგ უბრალოდ პუბლიკაზე გამოვაცხადებთ, რომ ვერ შევეწყვეთ ან რაიმე მაგდაგვარი და ეს ყველაფერი დასრულდება. იმედი მაქვს ამის...

***

მანქანიდან გადმოსვლის დროს ვიგრძენი ის რაც დიდი ხნის წინ უნდა მეგრძნო. თითქოს ცივმა, სუსხიანმა ჰაერმა გამომაფხიზლა და ამ ქვეყანაზე დამაბრუნა. უეცარმა პანიკამ კანში გამცრა და საფიქრალში ჩამაგდო. როგორ მოვიქცე? ეს ხომ ჩემი პირველი გამოსვლაა პუბლიკაზე. ჯერაც არ ვიცი რა რეაქცია ჰქონდათ ფანებს ამ ამბავზე, კომენტარები არ წამიკითხავს წერილის ქვეშ. იქნებ შემიძულეს და ჩემთვის რაიმის დაშავება სურთ? თეჰიონი? ნეტა ის რა დღეშია?

- მია- ფიქრებიდან ლინას ხმამ გამომაფხიზლა. გულში ჩარჩენილმა დარდმა უეცრად გადამიარა, როდესაც ჩემი გოგონები დავინახე. მათკენ გავემართე და ლინა გულში ჩავიკარი.

ისევ ტირილი დავიწყე. ისევ. ჩემი თავისთვის მიცემული პირობა ისევ დავარღვიე, მაგრამ არ ვნანობდი. ძალიან მინდა გავუზიარო მათ ჩემი ტკივილი და მხარდაჭერა მივიღო.

- პატარავ, ნუ ტირიხარ თორე ჩვენც ავტირდებით- თქვა ჰერიმ და ამჯერად მანაც ჩამიკრო გულში.

- არ მჯერა, რომ მოხვედით- სლუკუნით ვთქვი და თავი ჯესის მხარს დავადე.

- სულელო ასეთ რთულ მომენტში მარტოს არასდროს დაგტოვებდით. - თქვა ლინამ.

- ამ ამბის შესახებ როგორც კი გავიგეთ, ეგრევე მოვედით. - თქვა ჯესიმ და თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი.

გულში სასიამოვნოთ დამჭვალა. ამდენი მხარდაჭერა აქამდე არ მიგვრძვნია, სორას გარდა, რომელიც ჩემთან ეთად ათენებდა ხოლმე საავადმყოფოში, როდესაც დედას რთულ ოპერაციას უკეთებდნენ. ეს ოთხი ადამიანი რომ არა, ჩემს თავს დავკარგავდი ალბათ.

- გოგონებო შენობაში შედით. - თქვა მინამ, რომელიც თან მახლდა.

ოთხივე შიგნით შევედით და მეოთხე სართულზე ავედით, სადაც ყველა პრესკომფერენციები ტარდებოდა ხოლმე.

ჰოლში გავედით და წინ ნამჯუნი, ჯიმინი და თეჰიონი დავინახეთ, რომელიც მენეჯერს და ჩემთვის უცნობ ადამიანებს ესაუბრებოდნენ.

თეჰიონის სახის გამომეტყველებას დავაკვირდი, რომელზეც აშკარა უკმაყოფილობა ეწერა. არ ვიცოდი რა მექნა, რა მეთქვა, საერთოდ თვალებში როგორ ჩამეხედა მისთვის.

მათკენ დავიძარით და ყოველ ნაბიჯზე გული ძლიერ მიფეთქავდა. ხელის გულები გამიოფლიანდა. ხშირად მემართებოდა ასე ნერვიულობის დროს.

- გამარჯობათ ბატონო ჯიჰიონ- მიესალმა მენეჯერს მინა და დაიხარა ჩვენც მისი მოძრაობა გაბიმეორეთ. ბიჭებმაც იგივე გაიმეორეს და სათითაოდ მოგვესალმეს. მათაც ეტყობოდათ, რომ განერვიულებულები და დაღლილები იყვნენ.

თეჰიონს წამით გავხედე და თვალი ავარიდე, როდესაც მივხვდი, რომ თვალს არ მაცილებდა.

- გამარჯობათ- მოგვესალმა ჯიჰიონი და მე მომმართა- წამომყევით თქვენ ორნი, ადგილზე აგიხსნით რა უნდა თქვათ და რა არა.

მენეჯერს უკან გავყევით ორი დაკარგული ლეკვივით და ვცდილობდით ერთმანეთისთვის არ შეგვეხედა.

- პირველი და უმთავრესი- დაიწყო ჯიჰიონმა- ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ამ მომენტში ჟურნალისტებისთვის იქნება ის, თუ როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა. თქვენ პასუხობთ 2 თვის წინ- თქვა და გამოგვხედა- გასაგებია?

- დიახ- ერთდროულად ვუპასუხეთ მე და თეჰიონმა.

- შემდეგი ასევე მოსალოდნელი კითხვა იქნება ის, თუ როგორ გაიცანით ერთმანეთი. აქ ჩვეულებრივ სიმართლე უთხარით. აჰ და კიდევ - თქვა, შეჩერდა და მე გამომხედა.- ლაპარაკობს მხოლოდ თეჰიონი, რადგან მან იცის, როგორ დაარწმუნოს ხალხი.- ხელი ჩემს გვერძე მდგომისკენ გაიშვირა- შენ მხოლოდ თავს აქნევ და მოკლე პასუხს სცემ. გასაგებია?

- კი- ვუთხარი და თავი ჩავღუნე. ჩუმად ყოფნა ყველაზე კარგად გამომდის.

- არანაირ შემთხვევაში არ პასუხობთ გამომწვევ კითხვებს. ეს ერთადერთი შენიშვნაა. და კიდევ, ეს სახეები მოიშორეთ, რომ შეხვალთ.

ამდენ ლაპარაკში უკვე კარის წინ ვიყავით. ისევ ნერვიულობა დავიწყე, როდესაც შუშის კედლების მიღმა ზღვა ჟურნალისტები დავინახე. ორი ახალგაზრდა გოგონა მოგვიახლოვდა. ერთი ჩემთან მოვიდა და მაკიაჟის შესწორება დაიწყო. მეორე თეჰიონთან მუშაობდა.

- როდესაც მზად იქნებით მაშინ გადით. - გვითხრა მენეჯერმა.

- მზად ვართ- თქვა თეჰიონმა.

პანიკით სავსე თვალებით გავხედე. ახლა გასვლისთვის ნამდვილად მზად არ ვარ.

- ორის მაგივრად ნუ ლაპარაკობ.- ვთქვი და ნერწყვი გადავყლაპე. ასე კარგა ხანია არ მინერვიულია.- მოვიცადოთ ერთი 2 წუთი დავლაგდეთ, რაიმე ტექსტი შევა...

- დამიჯერე- მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა- რაც მალე გავალთ, მით უფრო მალე გამოვალთ.

და მეც დავუჯერე. ხელი ჩამჭიდა და კართან მდგომ დაცვას ანიშნა. ჩვენს წინ მდგარ მაგიდა მივუახლოვდით. შესვლისთანავე აწკაპუნდა ჟურნალისტების კამერები. გული ამოვარდნას ლამობდა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. "გაუძელი, უბრალოდ გაუძელი" შევძახე ჩემს თავს და ვეცადე წყნარი გამომეტყველება მიმეღო. რაღაც მაგდაგვარი მადლობა ღმერთს გამომივიდა. პატარა დახრით მივესალმეთ ჟურნალისტებს. ახლაღა მივხვდი, რომ თეჰიონს ისევ ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული და არ მიშვებდა. მის სითბოს ვგრძნობდი. მაგრა მიჭერდა ხელს და ეს თითქოსდა სიმშვიდეს მისადგურებდა გულში.

სკამებზე ჩამოვჯექით თუ არა ეგრევე ხელი გამიშვა, რამაც ცოტა დამამწუხრა. მისი ხელი ერთგვარ სიმშვიდეს მაგრძნობინებდა, ახლა კი ისევ სიცივეს ვგრძნობ სხეულში. წამიერად ავხედე და მანაც, როგორც ჩანს, მზერა იგრძნო და გამიღიმა. წამიერად მეგონა, რომ ამ ღიმილში რაღაც სითბო იყო. მეც გავუღიმე და ორივემ კვლავ ჟურნალისტებს მივუბრუნდით.

უეცრად დიდი ხმაური ატყდა. ყველა რაღაც კითხვებს სვამდა. ესრთმანეთს არ უსმენდნენ და ცდილობდნენ პირველი კითხვა მათი ყოფილიყო.

- ძალიან გთხოვთ, სათითაოდ ისაუბრეთ.- თქვა თეჰიონმა და ჩაიცინა. ვერაფერს ვიტყვი მსახიობი იყო უმაღლესი. ორი წუთის წინ კაცის მოკვლა შეეძლო ახლა კი, ანგელოზივით იღიმის.

- თქვენ- თითი ერთერთი მამაკაცისკენ გაიშვირა.

დარბაზში ყველა გაჩუმდა და ჟურნალისტის კითხვას დაელოდნენ.

- ყველასთვის ალბათ საინტერესო კითხვაა.- დაიწყო ახალგაზრდა მამაკაცმა- რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?

- 2 თვე- თქვა თეჰიონმა და დარბაზში ოხვრა გაისმა.

გასაოცარი ამბავი, კიმ თეჰიონი 2 თვეა მალავდა ურთიერთობებს. დღეს ყოველ მეორე საიტზე ასეთი სათაურით იქნება დაწყებული სტატიები.

- და ერთმანეთო როგორ გაიცანით?- დასვა კითხვა ქალბატონმა მკაცრ კოსტიუმში.

- მაშინ, როდესაც კომპანიაში მოვიდა.

ამდენი კითხვისგან უკვე თავბრუ მესხმოდა. 20 წუთი თეჰიონი სხვა და სხვა კითხვებს სცემდა პასუხს. მეც მისმევდნენ კითხვწებს და მათ მოკლე და კონკრეტულ პასუხებს ვცემდი. თეჰიონი მართლაც გამძლე ადამიანი ყოფილა. არც კი ვიცი რამხელა ნებისყოფის მარაგი აქვს ამ ბიჭს. როგორმე მადლობას გადავუხდი, რომ ამდენ კითხვის პასუხის გაცემას ამაცილა.

შემდეგი კითხვა მე დამისვეს და ამ კითხვამ ჩამაფიქრა და ამანერვიულა ერთდროულად. არ ვიცოდი მეპასუხა თუ არა.

დავფიქრდი და გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. ამას არამარტო ჟურნალისტებს არამედ ჩემს თავსაც ვეუბნებოდი. მხოლოდ თეჰიონისთვის იქნება ეს თამაში კამერებზე. მაგრამ ჩემთვის აღიარება...

- როდის მიხვდით, რომ თეჰიონი გიყვარდათ?

- მაშინ, როდესაც გავიგე რა იმალება ნიღბის ქვეშ.

______

სასტიკი უძილობა მჭირს და ვოტ, მთელი ღამეა ამ თავს ვწერ 🤷‍♀️ იმედია მოგეწონათ უძილო ტვინზე ნაჩალიჩები თავი 🤣💖

24 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!