25 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 24

Flashback

წამიერად მეგონა, რომ დირექტორის სიტყვები მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მხოლოდ თეჰიონის სახე ამბობდა საპირისპიროს. თავის ფიქრებში წასულიყო და როგორც ჩანს საკუთარ თავთან კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდა.

- სწორად გავიგე? ანუ გინდათ თქვათ, რომ ახლა უნდა ავდგეთ და მთელი კორეის წინაშე გამოვაცხადოთ, რომ "სასიყვარულო" ურთიერთობებში ვართ?- იკითხა ცოტა ხნის შემდეგ თეჰიონმა.

- ზუტად- თქვა სრულიად მშვიდი გამომეტყველებით ბანმა, თითქოსდა სრულიად ჩვეულებრივ თემაზე ვსაუბრობდეთ.

- კი მაგრამ, ამით რას მოვიგებთ, განრისხებული ფანების გარდა?- ახლა უკვე მე ჩავები საუბარში.

- ო ძვირფასო, ბევრ რამეს- ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.

კედელზე დამონტაჟებული დიდი პლაზმური ტელევიზორი ჩართო და ზედ სქემა გამოისახა. წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ბიგ ჰიტის აქციების სქემა იყო.

- საღამოს დატრიალებული მოვლენების შემდეგ, ჩვენი კომპანიის აქციები 3%- ით გაიზარდა

- ანუ უბრალოდ აქციების გამო გამოგვიყენებთ? - იკითხა თეჰიონმა და განრისხებული სახით შეხედა ტელევიზორს.

- არა მარტო- თქვა და თავის სავარძელში კომფორტულად ჩაესვენა.- თქვენი ურთიერთობის გამოცხადების შემდეგ ვვარაუდობთ, რომ აქციები კიდევ გაიზრდება. თქვენი 2 სიმღერა დღეს მელონის ჩარტში, კვლავ ლიდერულ ადგილებზეა.

- დავიჯერო საწინააღმდეგო არაფერი მომხდარა?- ვიკითხე აღელვებულმა და ვიგრძენი, რომ თავი უეცრად ამტკივდა ამდენი ინფორმაციისგან.

- რათქმაუნდა- თქვა ბანმა და შემომხედა- მაგარამ ეს ყველაფერი უმნიშვენლოა.

რათქმაუნდა მთელი მსოფლიო შოკშია, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ აქციებმა 3%-ით იმატა.

- თანახმა ვარ.

ტანში უეცრად გამცრა. ყვაფერს ველოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა.

- ჭკვიანური გადაწყვეტილებაა თეჰიონ- თქვა კმაყოფილმა დირექტორმა.

- ამას მხოლოდ ჯგუფის გამო ვაკეთებ- თქვა სიბრაზით- რადგან არ მინდა ბიჭებს ვუღალატო.

ამის შემდეგ ფეხზე წამოდგა და მე შემომხედა.

- სხავა გზა არ გვაქვს არც მე და არც შენ- თქვა და კარისკენ დაიძრა და გავიდა კაბინეტიდან.

***

ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, როდესაც ჟურნალისტებით სავსე ოთახიდან გამოვედი. ჯესიკა მომიახლოვდა და აღელვებული სახე თავის ხელებში მოიქცია.

- მია ყველაფერმა კარგად ჩაიარა. - თქვა და გულში ჩამიკრა- ნუ ნერვიულობ ახლა ყველაფერი კარგად იქნება.

არაფერიც. არაფერი კარგად აღარ იქნება. ახლა იწყება წამება ჩემიც და თეჰიონის. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი.

შეიძლება ჩემი ნერვიულობა უბრალოდ პარანოიაა და ყველაფერი მართლაც არ არის ისე ცუდად, როგორც მგონია მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ასე მგონია რაღაც ძალიან სასირცხვილო ჩავიდინე და თავს ზუსტად ასე ვგრძნობ. უხერხულად.

- მანქანა მზადაა შეგვიძლია წავიდეთ- მოგვიახლოვდა მინა და თეჰიონი.

არ მინდოდა მისთვის შემეხედა. თავს ისედაც უხერხულად ვგრძნობ და მისი გამომწვევი მზერა სულ გადამრევს.

ამ წამიდან ოფიციალურად "წყვილი" ვართ... ცოტა აბსურდულად ჟღერს ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

- შენ და თეჰიონი ცალკე წახვალთ. გარეთ ფანები გელოდებიან.- თქვა მინამ.

- როგორ ფანები? აქ არიან? ღმერთო- ნერვიულობისგან თვალების ცეცება დავიწყე და ხან თეჰიონს ვუყურებდი, რომელმაც ეს ინფორმაცია მშვიდად აღითქვა, ხან ჯესიკას და ხანაც მინას.

- კი. ნუ ნერვიულობ თქვენ არ მოგეკარებიან- მინამ გამიღიმა, როგორც ჩანს დამშვიდება სურდა.

შემდეგ ყველა პირველ სართულზე ჩავედით. უკვე კარებთან თეჰიონმა ნიღაბი გამომიწოდა, როდესაც გაკვირვებულმა ავხედე მის სახეზე ანალოგიური შავინიღაბი შევამჩნიე.

- გაიკეთე თუ გინდა.- მითხრა და ხელი ჩამკიდა.

აი ისევ ის სითბო ვიგრძენი სხეულში, რომელიც ინტერვიუს დროს ვგრძნობდი. მინდოდა მისი ხელის სითბო დიდხანს დამემახსოვრებინა გონებაში და ეს მომენტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. ისევ გავხედე და დავაკვირდი მის პროფილს. არ მეგონა ამდენად იდეალური გარეგნობის ადამიანები თუ არსებობდნენ.

როდესაც ჩენი მზერა შეამჩნია გამომხედა, ხელიდან ნიღაბი გამომართვა და გამიკეთა. გაშეშებული ვუყურებდი და ვერ ვაცილებდი თვალს. რამოდენიმე წამით ისიც გაჩერდა და თვალებში ჩამხედა. მისი თვალები ცალკე სამყაროს გავდა და ყოველი ამ სამყორიში ჩახედვის შემდეგ მიჩნდებოდა გრძნობა, რომ ეს სამყარო ჩემს მიმართ ცივი და მიუწვდენელი არ იყო არამედ, თბილი, ნათელი და... გაურკვეველი გრძნობებით სავსე.

როდესაც ლოყაზე მსუბუქი ტკივილი ვიგრძენი გამოვფხიზლდი. თეჰიონი ლოყაზე მექაჩებოდა და თან ბურტყუნებდა თავისთვის, მაგრამ მაინც ყველაფერი შეშანიშნავად მესმოდა.

- გამოშტერდი თუ რა გჭირს? - ხელზე დავარტყი, რომლითაც ლოყაზე მექაჩებოდა.- ღამის თევით კი არ ვართ, გამოადგი ფეხი.

თქვა და ხელი ისევ ჩამჭიდა.

კარი დაცვამ გაგვიღო და გარეთ გავედით. აქაც ზღვა ჟურნალისტები დაგვხვდა. ჩვენგან ხელ მარჯვნივ ფანები იდგნენ, რომლებსაც სპეციალური კონსტრუქცია აკავებდათ. რაღაცეებს ყვიროდნენ და თეჰიონს ეძახდნენ. ვცდილობდი მათთვის ყური არ დამეგდო, მეშინოდა რამე ცუდი გამეგო ჩემს მიმართ. თეჰიონი მხოლოდ ხელს უქნევდა და თან ჩემთანერთად მანქანას უახლოვდებოდა.

ვცდილობდი თავი არ ამეწია და თეჰიონის სწრაფ ტემპს ავყოლოდი.

მანქანამდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, როცა ორი გოგონა დავინახე, ჩვენსკენ მოიწევდნენ. ყველაფერი ისე მალე მოხდა გააზრება ვერ მოვასწარი ვერაფრის. მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ ერთერთმა ძლიერად გამომქაჩა თავისკენ და თეჰიონის ხელმა ვერ შემაკავა. მეორე გოგონას ხელში კი ბზინვარე დანა დავინახე, რომელიც შემდეგ სხეულზე ვიგრძენი.

_____

კარანტინში უსაქმურობის დროს გამახსენდა, რომ ფფს ვწერ და მგონი დროა უკვე ჩავიდე ბოლოში თორე ავა ეს ფფ 200 თავამდე 😂😂 უვარგისი ვარ ვიცი. ტყუილად ნუ შეიწუხებთ ამის წერით თავს. მიყვარხართ 💜 თავს მოუფრთხილდით, დარჩით სახლში 👌🙂

25 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!