თავი 22
დილის რვა საათზე ჩვეულ რეჟიმში დარეკა მაღვიძარამ, თუმცა მისი დარეკვის გარეშეც გავიღვიძებდი. უფრო სწორად საერთოდ არ მეძინა.
მთელი ღამე თეთრად გავათენე და წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი. ყოველ წამიერად ვიხსენებდი გუშინდელი საღამოს მოვლენებს და ცრემლებად ვიღვრებოდი.
შეიძლება სხვას ცრემლებს არასდროს არ დავანახებ, მაგრამ როდესაც ჩემს თავთან მარტო ვრჩები ნიაღვარივით მომდის ცრემლები. ჩემს თავთან მარტო სრულიად უმწეო, კუთხეში მიმწყვდეულ პატარა გოგონათ ვიქცევი. ემოციების დამალვის მიზეზს ვეღარ ვხედავ და ვაძლევ საკუთარ თავს სისუსტის უფლებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში გავგიჟდები...
ახლაც ლოგინზე ხუთად მოკეცილი და საბანში თავით ჩარგული ვწევარ და გამომშრალი თვალებით ვაშტერდები ერთ წერტილს.
სად გავიქცე არ ვიცი.
დღეს ორი რამ ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება:
1. მე და თეჰიონს დატრიალებული სკანდალის გამო წიხლით გვიკრავენ კომპანიიდან.
ან
2. იმხელა ჯარიმას დაგვიწერენ კონტრაქტის დარღვევის გამო, რომ ორივე თირკმელის გაყიდვის შემთხვევაშიც კი ვერ გადავიხდი.
და ერთი მეორეზე უარესი მოვლენების განვითარებაა. მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს.
საწოლიდან ნაძალადევად ავდექი, საბანი გადავიძრე და აბანოსკენ გავემართე. ონკანი მოვუშვი, დარჩენილი ტანსაცმელი გავიძრე და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი.
ფიქრებმა ისევ იმ .ადგილას მიმიყვანეს სადაც, თეჰიონს სიგარეტი გამოვართვი და მოვწიე. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ნათლად ვხატავდი წარმოსახვაში მომენტს, როდესაც ის ნაზად ეხებოდა ჩემს ბაგეებს და მისი ხელები სხეულზე მეკვროდა.
ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი წამსკდა და ცივ კედელზე ჩავიკეცე. გული უზომოდ მეწვოდა. იმიტომ არა, რომ დაგვიჭირეს და ეს ფოტოები ახლა მთელმა მსოფლიომ ნახა. არა. გული იმიტომ მტკივა, რომ მისთვის ეს კოცნა სრულიად არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის კი ეს ზღაპარივით იყო.
ისე ადვილად დაივიწყა ის მომენტი და კიდევ ძუკნა მიწოდა, რომელიც თურმე ნებისმიერთან მზად არის დასაწოლად.
კრეტინი.
თავიდან ფიქრები გავაგდე და ფეხზე წამოვდექი. 20 წუთის შემდეგ აბანოდან გამოვედი და რეპეტიციისთვის მოვემზადე. გადავწყვიტე, რომ სანამ არ დამიბარებენ დირექტორთან მაქამდე ჩვეულ რეჟიმში ვივარჯიშებ, როგორც ყველა.
***
- არა, არა, ასე მუშაობა არ შემიძლია!- ამოიხვნეშა ქორეოგრაფმა და შემომხედა- მია რა გჭირს თუ ღმერთი გწამს? მეოთხედ გეშლება ეს ნაწილი. ნუ დაფრინავ ღრუბლებში.
- ბოდიშით- ამის მეტი პირიდან ვეღარაფერი ამოვუშვი.
სონიმი კვლავ წინ მიტრიალდა და გააგრძელა ქორეოგრაფიის ახალი ნაწილის ახსნა.
- რა გჭირს?- მკითხა ჯესიკამ ჩუმად, რომ ხელი არავისთვის შეეშალა.
რა მეთქვა არ ვიცოდი. როგორც ჩანს სოციალური ქსელები ჯერ არ გაუხსნია, რახან არ იცის რა ხდება. მინდოდა მეთქვა მაგრამ აქ, ამ მომენტში არა. თავს ისედაც ცუდად ვგრძნობდი ამ ყველაფრის გახსენება კი აღარ მინდოდა. ვარჯიშზე იმიტომ მოვედი, რომ ყურადღება გადამეტანა და ამაზე ნაკლები მეფიქრა, მაგრამ ეს დიდად არ მშველიდა.
- მერე მოგიყვები- ესღა ვუთხარი და მასწავლებელზე გადავიტანე ყურადღება.
ამ დროს დარბაზის კარები გაიღო და მინა შემოვიდა.
ვიცოდი რატომაც...
- მია- მკაცრად შემომხედა და მეც უსიტყვოდ გამოვედი დარბაზიდან.
დირექტორის კაბინეტამდე ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, და ამისთვის მადლობელი ვიყავი. ამასთან დაკავშირებით, არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა
დირექტორის ასისტენტთან მივედით და მან შემდგომ აცნობა ბატონ ბანს, რომ მოვედით.
- ბატონი შიჰიოკი გელოდებათ- თქვა სუსტი აღნაგობის გოგონამ და კაბინეტში შეგვიძღვა.
შიგნით მხოლოდ დირექტორი და ის იყო. მინა არ შემოსულა და როგორც მივხვდი საუბარი მხოლოდ ჩვენ სამს გვექნებოდა.
დირექტორის მაგიდას მივუახლოვდი და მის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი. თავი არ ამიწევია არც ერთის სახის დანახვა არ მინდა. განსაკუთრებით თეჰიონის.
- ამიხსნით ეს რა არის- თქვა ბანმა და მაგიდაზე მდგარი ლეპტოპი ჩვენსკენ შემოატრიალა.
ისევ ის წყეული სტატია და ფოტო. თავი შევიკავე, რომ ამ წამსვე არ დამელეწა კომპიუტერი.
- ეს შემთხვევითობაა- ამოიღო ხმა თეჰიონმა. გავბედე და მისკენ გავიხედე. უემოციო სახით იჯდა და დირექტორს უყურებდა, ისე იქცეოდა თითქოს აქ საერთოდ არ ვარ.
დირექტორმა ამოიხვნეშა და თავის ადგილზე დაჯდა. ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო მაგრამ თავს იკავებდა, რამაც ოდნავ დამამშვიდა.
- არ ვაპირებ ნერვების მოშლას, არც ჩემსას და არც თქვენსას.- თქვა და ორივეს თვალი შეგვავლო.- მესმის, ახალგაზრდები ხართ და ა.შ. მაგრამ მაინც უპასუხისგებლოდ მოიქეცით.- თავები ამჯერად ორივემ ჩავღუნეთ.- სამი გამოსავალია ამ სიტუაციიდან. პირველი- და მე შემომხედა- შენ იბარგები და მიდიხარ კომპანიიდან- შემდეგ კი თეჰიონს გახედა- ხოლო შენ უკან მიყვები და ტოვებ ჯგუფს.
სუნთქვა შემეკვრა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გვერძე მჯდომიც დაიძაბა მასაც. ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია. აშკარად ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება ეთქვა.
- მეორე- ისევ მე შემომხედა- მია, შენ არ დებიუტდები და უბრალოდ რჩები კომპანიაში, როგორც ბექ მოცეკვავე ან სურვილისამებრ ტოვებ ბიგ ჰიტს. ხოლო, შენ თეჰიონ- ახლა ჩემს გვერდით მჯდომს შეხედა- გელის პრესკომფერენცია, საბოდიშო წერილის წერა, ჯარიმა კონტრაქტის დარღვევის გამო და ჯგუფის საქმიანობაში დროებითი შეფერხება, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება.
არც ეს არ იყო კარგი მოვლენების განვითარების გზა. ახლა ვერ დავკარგავ იმას რაზეც ამდენ ხანს ვმუშაობდი, დებიუტის შანს. იმის მიუხედავად, რომ თავიდან არ მინდოდა.
- მესამე და ყველაზე კარგი ვარიანტი ორივესთვის- თქვა და ორივემ სმენა დავძაბეთ იმ იმედით, რომ მართლა რაიმე კარგს გავიგებდით- საჯაროდ გამოვაცხადებთ თქვენი ურთიერთობების შესახებ.
ყველაზე მეტად ამ მომენტში, ჩემს მოპირდაპერედ მყოფ ფანჯარაში გადახტომა მომინდა. და როგორც ჩანს მარტო მე არა.
ერთდროულად შევხედეთ მე და თეჰიონმა ერთმანეთს თვალებში და უსიტყვოდ ამოვიკითხეთ მათში შოკი...
