თავი 21
- მინდა- ვთქვი და პირველად ცხოვრებაში გავსინჯე სიგარეტი. ვეცადე ჩემი მთვრალი გონებით, თავი მაგრად დამეჭირა და მეჩვენებინა თითქოს და ეს პირველი ღერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.
თეჰიონი თვალს არ მაცილებდა. წამითაც კი. მიყურებდა და თითოეულ ჩემს მოძრაობას აფიქსირებდა. ალბათ ფხიზელი, რომ ვყოფილიყავი თვალს ავარიდებდი ან თავს უხერხულად ვიგრძნობდი, მაგრამ არა ახლა, როდესაც ჩემს გონებას ალკოჰოლი და მისი შავი თვალები აკონტროლებდა. გამომწვევად ვპასუხობდი მის მზერას და ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო.
მენთოლიანი გემოს მქონე კვამლი შევისრუტე და როდესაც გამოშვება დავაპირე, თეჰიონმა შემაჩერა.
- არ ქნა!
შემდეგმა მისმა მოქმედებამ უბრალოდ შოკში ჩამაგდო და სრულიად გამაგიჟა.
იმ წამსვე მომიახლოვდა და მისი ტუჩები ჩემსას შეეგება.
წამიერად გავშრი და უნებლიედ პირი გავაღე რის შედეგადაც კვამლი თეჰიონს გადავეცი.
ვერ ავღწერ რას ვგრძნობდი მაგ მომენტში.
მისი ტუჩები...
ღმერთო სიტყვები არ მყოფნის, (ან შესაძლოა არც არსებობს) რომ ავღწერო თუ რამდენად ტკბილი და რბილი ტუჩები აქვს. ჯერ არასდროს არ მქონია კოცნა ამაზე ტკბილი და ემოციური. შესაძლოა სასმელის ბრალიცაა მაგრამ იმ ფაქტს ვერ შევცვლი, რომ უდიდეს ეიფორიას ვგრძნობ და მინდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს.
ხელები წელზე მომხვია და ნელი მოძრაობით უახლოეს კედელთან "ამაყუდა" ისე, რომ ტუჩები არ მოუცილებია.
მესმის, რომ ეს შეცდომაა.
მესმის, რომ ეს ალკოჰოლია.
მესმის, რომ ეს არაფერს ნიშნავს.
მაგრამ ჯანდაბა ეს ყველაფერი ზედმეტად ზღაპრულია, რომ რეალობა იყოს.
მისი რბილი ტუჩები, რომლებიც ჩემსას ვნებიანად კოცნიდა და ეფერებიდა. ხელები, რომლებიც სხეულზე მოძრაობდა და თითოეულ წერტილს იკვლევდა. ყველაფერი თავბრუს დამხვევი იყო და ამაღელვებელი.
ხელები კისერზე მოვხვიე და შემდეგ უხეშ თმებში შევუცურე და ოდნავ უკან გავქაჩე, რის შედეგადაც ტუჩებიდან ხანმოკლე კვნესა ამოუშვა და სხეულით კიდევ უფრო მომეკრო.
ტუჩები წამიერად მოვაცილეთ ერთმანეთს და ჰაერის ხარბათ ყლაპვა დავიწყეთ. მისი თვალები აღზნებულად მიყურებდნენ და მეც იგივეთი ვპასუხობდი.
თვალებში ყურება დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა თეჰიონი ყელზე მომეკრო და სველი კოცნების დატოვება დაიწყო, რამაც საბოლოოდ ამომაგდო კალაპოტიდან და ყოველგვარი საღი აზრი დამაკარგვინა. ტუჩებიდან ჩემდა უნებლიედ მსუბუქი კვნესა ამოვუშვი, როდესაც მისი ხელი მარჯვენა ბარძაყს შეეხო და ზემოთ დაიძვრა, რის შედეგადაც კაბა კიდევ უფრო ზევით ამეწია და მისთვის კიდევ უფრო მეტი ტერიტორია გაიხსნა შესასწავლებლად.
ყველაზე მეტად ახლა მასთან ერთად ყოფნა მინდოდა. არ მინდოდა ეს მომენტი როდესმე დამთავრებულიყო.
მაგრამ, ყველაფერს კარგს უკან ცუდი მოსდევს.
ფოტოაპარატის წკაპუნის ხმებმა წამებში გაფანტა ის ეიფორია და ვნება, რომელიც აქამდე ჩვენს შორის ტრიალებდა. მომენტალურად დავშორდით ერთმანეთს. ღრმად ვსუნთქვადით და დიდი ხანი არ დაგვჭირდა იმის მისახვედრათ თუ რა მოხდა ამ წამს.
დაგვიჭირეს.
- ამის დედაც- შეიგინა თემ, ხელი ჩამჭიდა და შენობაში სირბილით შევვარდით.
ცივ კედელს ავეყუდე და წამიერად თვალები დავხუჭე, რომ ცოტა გამოვფხიზლებულვიყავი.
წამის შემდეგ თვალები გავახილე და აღელვებულ თეჰიონს შევხედე.
- შენი აზრით გიცნეს?- ვკითხე და ვცდილობდი სუნთქვა ამეღდგინა და აღზნებულობა ჩამეხშო- შენ ხომ ზურგით იდექი თან...
აზრის დასრულება არ მაცალა და განრისხებულმა შემომხედა. ტანში არასასიამოვნოდ გამაჟრჟოლა და თვალი ავარიდე. ეტყობოდა, რომ ორი წუთის წინანდელი აღზნებულობის ნატამალიც აღარ დარჩა.
- ვერ მიცნობენ?- იკითხა და მწარედ ჩაიცინა. ხელები თმაზე გადაისვა და მომიახლოვდა- ეს სირები თმის ღერითაც მიცნობენ, და ჩემი დამწვარი ფერფლითაც კი გამომარჩევენ ათასობით ადამიანის ფერფლიდან!
- კომპანია ყველაფერს მოაგვარებს და ეს ფოტოები ინტერნეტში არ გავ...
- კომპანია ვერაფერს მოაგვარებს გესმის?- მისი ტონი უკვე კონკრეტულად მაღიზიანებს. ისე მელაპარაკება თითქოს მე გადავიღე ეს ფოტოები და ახლა ვაშანტაჟებ- დარწმუნებული ვარ უკვე ყველა ცნობილ რესურსზე დევს მე და შენი... ამ... ამ ინციდენტის ფოტოები. ახლა მთელი ინტერნეტი აჭრელებული იქნება სხვა და სხვა დასახელების სტატიებით მათზე მიმგრებული ფოტოთი, სახელად: "კიმ თეჰიონი ზასაობს უცნობ გოგოსთან"
- და ამიტომ ახლა ჩემზე უნდა იყარო ჯავრი? თუ იმას იტყვი, რომ პირველმა მე გაკოცე და ყველაფერი ჩემი ბრალია?- ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო და ნერვები აფეთქებას ლამობდა.
- არა! იმას ვიტყვი, რომ ერთი ჩვეულებრივი ძუკნა ხარ, რომელიც მზადაა ნებისმიერს ჩაუხტეს ლოგინში.
ჩემს შესახებ ბევრი "საინტერესო" სიტყვები მაქვს მოსმენილი და არც ერთს არ უმოქმედია ისე, როგორც ამ ნაბიჭვრისას.
არავითარი. საერთოდ არანაირი ისტერიკა, ცრემლი ან რაიმე მაგდაგვარი. არა! რა სისულელეა!
მივუახლოვდი და ერთადერთი რაც გავაკეთე მწარე (იმედი მაქვს) სილა გავაწანი.
მან რეფლექსურად სახე გვერძე გაწია და შოკირებულმა ლოყაზე ხელი მიიდო. არ ვაპირებ მასთან შემდგომ ლაპარაკს და მითუმეტეს ისტერიკების გამართვას. ასეთი კატეგორიის გოგონებს ნამდვილად არ მივეკუთვნები. ასი წელი...
სულელი ვარ. სულელი ვარ. ღმერთო რა სულელი ვარ.
ვენდე. ადამიანურად. გრძნობები დავანახე, რომლებიც იმ მომენტში ისახებოდა ცემში, როდესაც მისი ტუჩები მეხებოდა და რა?
ახლა თურმე ბოზიც გამოვედი!
- ერთადერთი ძუკნა აქ შენ ხარ!
ესღა ვუთხარი და ჩქარი ნაბიჯით წავედი ჯერ კიდევ მოქეიფე სასტავთან.
ჩემს დანახვაზე ყველამ წამოიყვირა და მათკენ მიხმეს, რომ ერთად გაგვეტარებინა დარჩენილო დრო.
არაფრის სურვილი არ მქონდა. არც იმაზე ვიზრუნე, რომ მეგობრებს დავმშვიდობებოდი. პირდაპი მინასკენ წავედი, რომელიც სხვა მენეჯრებთან ერთად რაღაცაზე საუბრობდნენ.
- მინა სახლში მინდა!- ვუთხარი და ვეცადე ხმაში აგრესია ან წყენა არ გამომჩენოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჩემს თვალებში მღელვარება მაინც ჩანდა.
- რამე მოხდა?- მკითხა და ეჭვიანი თვალი შემავლო.
- არა უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობ და დასვენება მინდა.
- კარგი მძღოლს ვეტყვი და კამპუსში მიგიყვანს!
გამიხარდა, რომ ზედმეტი კითხვების დასმა არ დაიწყო და თავი ადვილად დავიძვრინე.
უკან მეგობრების მაგიდისკენ გავიხედე, რადგან ისევ მისი მზერა ვიგრძენი თვალი მოვარიდე და ამ ამაზრზენი კლუბის გასასვლელისკენ დავიძარი.
***
ოთახში შესვლისთანავე ლოგინზე დავენარცხე.
არაფერზე და არავისზე ფიქრის არც სურვილი და არც ნერვი მქონდა.
კაბა გავიძრე და პირდაპირ ჩავწექი თბილ ლოგინში.
ერთადერთი რაც ძილისწინ გავაკეთე იყო ის, რომ ინტერნეტში შევედი.
ისევ შეცდომა დავუშვი.
ნეტავი უკვე მერამდენედ ამ ღამეს?!
ყოველ მეორე საიტზე ერთი და იგივე ფოტო და წარწერა...
" ვინ არის გოგონა, რომელსაც ცნობილი ბოიბენდის BTS-ის წევრი კიმ თეჰიონი ვნებიანად კოცნიდა?!"...
_________
უუ რა ტელემუნდო პრეზენტო იქოქება 😂😂😂 აბა მოგეწონათ?? ღამით უფრო მომდის ბრაზილიური სერიალისთვის შესაფერისი იდეები😝
