21 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 20

ბოლოჯერ შევხედე ჩემს თავს სარკეში და როდესაც დავრწმუნდი, რომ კარგად გამოვიყურებოდი შავ კაბაში, რომელიც ოდნავ მუხლ ზევით იყო, ქურთუკი მოვიცვი და გოგონებთან გავედი.

ყველა ჯესიკას ოთახში იყო და ემზადებოდა. ჰერი სარკის წინ ტრიალებდა და ვერ გადაუწყვეტია შავი მაღალყელიანი ბათინკი ჩაეცვა თუ, მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი. ჯესიკა მაკიაჟს ისწორებდა და ცდილობდა ლაინერი ორივე თვალზე თანაბარი გამოსვლოდა.

რაც შეეხება ლინას ის მოწყენილად იჯდა კარადის გვერძზე მდგარ სკამზე და ელოდებოდა, როდის დაამთავრებენ გოგონები, რომ როგორც იქნა წავიდეთ, რადგან უკვე ერთი საათის წინ უნდა ვყოფილიყავით კლუბში.

- მე მზად ვარ- წამოდგა ჯესიკა და ტყავის ქურთუკი მოიცვა. დღეს ის განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა. წითელი ტანზე მომჯდარი კაბა ეცვა, რომელიც მის ლამაზ ფორმებს გამოყოფდა, თუმცა არა ვულგარულად, არამედ სექსუალურად.

ლინას შლაქსის მაღალწელიანი შარვალი და ლურჯი ტოპი ეცვა, რომელიც მას ძალიან უხდებოდა და ისედაც გრძელ ფეხებს, კიდევ უფრო უგრძელებდა. მაკიაჟი თითქმის არ ეკეთა, რადგან ლინა ის ადამიანია რომელიც სახეზე ნიღაბსაც 5 წუთზე მეტს ვერ იჩერებს.

ჰერიმ, როგორც იქნა გადაწყვიტა და მაღალყელიან ფეხსაცმელზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც მუხლს ზევით იყო და მოკლე კაბას იდეალურად ეხამებოდა.

- მადლობა ღმერთს- წამოხტა ლინა და კარისკენ წავიდა- მინა უკვე საათია ქვემოთ გველოდება.

- კაი ნუ წუწუნებთ სჯობს მალე ჩავიდეთ.

ქვემოთ მართლაც მინა იდგა და წინ და უკან დადიოდა, როდესაც დაგვინახა ხელები ზეცისკენ აიშვირა და "მადლობა დიდო ძალებო" წამოიყვირა

- მალე გოგონებო წვეულება უკვე დიდი ხანია დაიწყო და ყველა თქვენ გელოდებათ.- თქვა და მანქანისკენ გაგვიძღვა.

დიდი ხანი არ მოგვიწია გზაში ყოფნა და უკვე ნახევარ საათში
ჟურნალისტებით სავსე კლუბის შესასვლელის წინ ვიყავით.

- ამდენი ხალხი თუ იქნებოდა არ ვიცოდი- თქვა ჰერიმ და მანქანის მინიდან გაიხედა- აბა დახურული წვეულებააო კომპანიის სტაფისთვის??

- ასეცაა- უპასუხა მინამ- ჟურნალისტებს არ უშვებენ და შემსვლელებიც მკაცრად კონტროლდებიან!- მინამ რაღაცა უთხა მძღოლს და ამის შემდეგ ის მანქანიდან გამოვიდა და ჩვენი კარებისკენ დადგა.- აბა გოგონებო გავდივართ. თავდაჯერებულად იარეთ. არანაირი კომენტარები არ გააკეთოთ ჟურნალისტების კითხვებზე, სულ უმნიშვნელოსზეც კი. ეცადეთ თავები მაქსიმალურად დახაროთ და სახე არ გამოაჩინოთ.

ერთდროულად თავი დავუკარით და მინამ მძღოლს მიკროფონით ანიშნა კარი გაეღო.

როგორც კი კარი გაიხსნა ჟურნალისტები ჩვენსკენ წამოვიდნენ თითქოს სვავები ლეშსზე. პირველი მინა გამოვიდა და პიჯაკზე მიმაგრებული მიკროფონით დაცვას უხმო, რომლებმაც ჟურნალისტების ნაკადი უკან გაწიეს და გზა გაგვინთავისუფლეს.

- მზად ხართ?- ბოლოჯერ გვკითხა მინამ და ჩვენი დასტურის შემდეგ
გაგვიღიმა და გვანიშნა გამოვსულიყავით.

პირველი ჯესიკა გავიდა, ჟურნალისტები ერთდროულად სხავადასხვა კითხვებს სვავდნენ და ფოტოების გადაღებას არ წყვეტდნენ. ჯესიკას უკან ჰერი მე და ბოლოს ლინა გავყევით.

ხელი ჰერის ჩავჭიდე და მაქსიმალურად სწრაფად დავიძარით შესასვლელისკენ. ჟურნალისტები კიდევ უფრო გვიახლოვდებოდნენ და დაცვა, რომელიც წრეზე გვეხვია ცდილობდა მაქსიმალურად შეეკავებინათ ისინი. სხვა და სხვა კითხვებს სვამდნენ, უმეტესობა არ გვესმოდა რადგან ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ. ყველაზე პოპულარული კითხვები იყო: "ბიგ ჰიტის სტაჟიორები ხართ?" "რა ურთიერთობებში ხართ ბითიესთან?" და უამრავი ამდაგვარი. ისმოდა ასევე უწმაწური კითხვებიც, რომლებიც შოკში მაგდებდა კიდევაც და მაოცებდა ჟურნალისტების ასეთი პიდაპირობა. მაგალითად "გამოძახებით ხართ?" და ა.შ. იყო ასევე კითხვები პირადად ჩემთვის "საიდან ხარ?" "რატომ ჩამოხვედი კორეაში?" "რა გინდა ევროპელს ბიგ ჰიტში?" და ა. შ.

თავი მაქსიმალურად ჩაღუნულები გვქონდა ყველას, რომ ჩვენი სახეები დიდად არ გამოჩენილიყო. დაცვამ შესასვლელის კარები გაგვიღო და შიგნით შეგვიშვა.

ნეონის შუქით განათებულ კორიდორში მოვხვდით, სადაც ორი მაღალი მამაკაცი დაგვხვდა შავ კოსტიუმებში და სათვალეებში.

მინა მიუახლოვდა და კისერზე დაკიდებული ბეიჯი უჩვენა, რის შემდეგადაც მამაკაცებმა ხმის ამოუღებლად გაგვიშვეს შემდეგი კარისკენ, გაგვიხსნეს და უკვე უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე შეგვიშვეს.

შიგნით შესვლისთანავე ცხვირში ძლიერი ალკოლოსია და სიგარეტის სუნი მეცა. კლუბში ყველაფერი წითელ და შავ ფერებში იყო მოწყობილი და ნეონის შუქებით იყო განათებული. კლუბს ეტყობოდა სიძვირე და ფუფუნება.

თვალი მოვავლე აქაურობას და მივხვდი, რომ კლუბებში სიარული არასდროს მომეწონება რამდენად ძვირიანი და მაღალი დონის არ უნდა იყოს. მეორე სართულისკენ ავიხედე მაგრამ ქვემოდან არ ჩანს რა ხდება ზევით.

- ჩვენი ადგილები ზემოთ VIP ზონაშია - თქვა მინამ და კიბისკენ დავიძარით.

ზემოთ ყველაფერი იგივე ფერებში იყო უბრალოდ განათება შედარებით ჩახშობილი იყო. ცენტრში გრძელი დივნები იდგა და პატარა მაგიდები სადაც სხვა და სხვა სახის ალკოჰოლი იდო. ერთ ერთ გრძელ ტახტზე ბიგ ჰიტის მთავარი თანამშრომლები იჯდნენ მათგან ოდნავ მოშორებით ბიჭები, ისინი სვამდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ.

მათკენ წავედით და მოპირდაპირე ტახტზე დავიკავეთ ადგილები.

- ჰეი, გოგონებო- თქვა მხიარულმა და ნასვამმა ჯიმინმა და გაგვიღიმა- მიხარია თქვენი დანახვა.

- ჩვენც- გაუღიმა ლინამ- აბა როგორ ერთობით?

- ბევრს ვსვამთ, აი ჩვენი გართობა- უპასუხა ჰობიმ და ყველამ გავიცინეთ.

ოფიციანტი მოგვიახლოვდა და ჭიქები მოგვიტანა და გვკითხა თუ რას მივირთმევდით. ამის შემდეგ კვლავ დაგვტოვა.

- აბა გოგონებო ვისკი თუ სოჯუ ან იქნებ "სისხლიანი მერი"?- გვკითხა ჯინმა და ჩამოსხმა დაიწყო.

- ემმ... მე არ ვსვამ, მადლობა- გავუღიმე და ჭიქას ხელი დავაფარე, როდესაც დასხმას აპირებდა.

- კაი რა მია, როგორც იქნა ნორმალურად დასვენების შანსი მოგვეცა. აქედან ფხიზელი მაინც ვერ გახვალ ამის პირობას გაძლევ- ჩაიცინა ჰერიმ და ვისკი მოსვა- ან შენით დალევ ან ძალით ჩაგასხავთ.

- კარგი ხო- ვუთხარი და ჭიქას ხელი ავაცალე და ჯინმა ეშმაკური ღიმილით დამისხა სოჯუ.

გადავწყვიტე, ეგრევე "ქართველურად" გადამეკრა, რომ რაც შეიძლება მალე დამელია. სითხემ ყელი ჩამწვა მაგრამ რამოდენიმე წამის შემდეგ სასიამოვნოთ გამაჟრჟოლა მთელს სხეულში და ოდნავ თავბრუ დამეხვა. ხო... ადვილად დათრომის ოსტატი ვარ.

- ბავშვებო თე სად არის?- იკითხა ჯესიმ.

- საპერფარეშოშია- თქვა იუნგიმ.

ახლაღა შევამჩნიე, რომ თეჰიონი არ იყო. მის ხსენებაზე ჯესის სიტყვები გამახსენდა და უეცრად თეს მიმართ დაბადებული სინანული კვლავ ვიგრძენი, თუმცა ვეცადე ეს ფიქრები თავიდან გამექრო. რაც არ უნდა იყოს ადამიანების მიმართ ნაბიჭვარული ქცევები კარგი საქციელი არ არის. მითუმეტეს ადამიანის მიმართ, ვისაც საერთოდ არ იცნობ.

ოცი წუთია რაც აქ ვართ და როგორც იქნა თავი კომფორტულად ვიგრძენი ბიჭებთან ლაპარაკის და სიცილის შემდეგ. თავს ბედნიერად ვგრძნობდი. არ ვიცი ალკოჰოლის გამო, რომელმაც უკვე ჯიგრულად დამათვრო თუ ჯიგრული მეგობრების გამო, ან შესაძლოა ორივე ერთად, მაგრამ იმ მომენტში თავს მშვიდად და ხალისიანათ ვგრძნობდი.

- აბა რა გამოვტოვე?- როგორც იქნა გამოჩნდა თეჰიონი და ჯიმინის გვერდით მოსკუპდა. ჩემს პირდაპირ...

- არაფერი ისეთი, გოგონებს ჩვენს სასაცილო ინციდენტებს ვუყვებოდით- უპასუხა ჯიმინმა და კიდევ ერთი ვისკის ჭიქა ჩაცალა. როგორც ჩანს დალევის მოყვარულია ეს ბიჭი.

- ვაუ საინტერესოა- უპასუხა ოთხკუთხედი ღომილით და სოჯუს ჭიქა ჩაცალა.

ეტყობა უკვე კარგად მთვრალი იყო, იქიდან გამომდინარე თუ როგორ უბრწყინავდა ალკოჰოლისგან თვალები და იღიმოდა... ლამაზი ღიმილი აქვს...

არა!

რეებს ვბოდავ. თავი გავაქნიე და რაღაც ძალიან გემრიელი კოქტეილი მოვსვი.

თეჰიომს წამიერად გავხედე და დიდად გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მივხვდუ, რომ თვალს არ მაცილებდა. იმ წამსვე თვალი ავარიდე და კვლავ ჩავერთვე მეგობრებთან საუბარში, მაგრამ მის მწავევე მზერას კვლავ ვგრძნობდი და ძალზედ უხერხულად ვიგრძენი თავი. ლოყები ამიხურდა და თვალების ცეცება დავიწყე იმისთვის, რომ გამოსავალი მეპოვა და ვიპოვე კიდეც.

- მე გავალ ორი წუთით- ვუთხარი მხიარულად მოლაპარაკე მეგობრებს და ავდექი.

- თავს ცუდად ხომ არ გრძნობ? სულ გაწითლებული ხარ.- მკითხა აღელვებული სახით ნამჯუნმა.

- არა უბრალოდ ცოტათი სუფთა ჰაერი მჭირდება.

- კარგი. მალე ამოდი- მითხრა ლინამ, რაზეც თავი დავუკარი თანხმობის ნიშნად გავუღიმე, რომ მეგობრები დამემშვიდებია.

მის მზერას კიბეებამდეც ვგრძნობდი. პირველ სართულზე უამრავი ხალხი ენერგიულ მუსიკაზე ცეკვავდა, რის გამოც უკანა გასასვლელისკენ გასვლა გამიჭირდა, თუმცა რამოდენიმე წუთიანი "ჭყლეტვის" შემდეგ გარეთ აღმოვჩნდი.

გამიმართლა არავინ არ იყო. არც ჟურნალისტები, არც თანამშრომლები.

ბორდიურზე ჩამოვჯექი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. რამოდენიმეჯერ ლოყებზე ხელები შემოვირტყი მსუბუქად, რომ გამოფხიზლებულვიყავი და ლოყებიდან სიწითლე გამექრო.

მგონი 20 წუთია რაც აქ ვზივარ და უბრალოდ წინ მივშტერებივარ ხეს. ფიქრებიც კი არ მიტრიალებდა თავში, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. უბრალოდ ხარბათ ვისუნთქავდი საღამოს სუფთა ჰაერს.

როდესაც მივხვდი, რომ უკვე გავითოშე, წამოვდექი და შენობისკენ დავიძარი, როდესაც ნაცნობმა ხმამ გამაჩერა.

- არ გეშინია, რომ გაცივდები?- იკითხა თეჰიონმა და პირიდან სიგარეტის კვამლი გამოუშვა.

- არ ვიცოდი, თუ ეწეოდი- დასმული კითხვა დავაიგნორე და ყურადღება მის ხელში მყოფ სიგარეტზე გავამახვილე, რომელიც ახლა უკვე პირთან მიჰქონდა.

- ბევრმა არ იცის- თქვა და პირიდან კვლავ გამოუშვა მომწამლავი კვამლი.

მასთან ლაპარაკის გაგრძელების სურვილი აღარ დამრჩა, მითუმეტეს უკვე რიგიანად გავიყინე, იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბერში მოკლე კაბით ცივ ბორდიურზე ვიჯექი. ამიტომ კარებს ხელი ჩავჭიდე და გაღებას ვაპირებდი, როდესაც მან კვლავ გამაჩერა.

- გინდა?- მკითხა და დარჩენილ ღერზე მიმითითა.

არ ვიცი რისი ბრალია, ინტერესის თუ სიმთვრალის (დიდი ალბათობით ორივესი) მაგრამ მივუახლოვდი და სიგარეტის ღერი გამოვართვი.

- მინდა- ვთქვი და პირველად ცხოვრებაში გავსინჯე სიგარეტი. ვეცადე ჩემი მთვრალი გონებით, თავი მაგრად დამეჭირა და მეჩვენებინა თითქოს და ეს პირველი ღერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.

მენთოლიანი გემოს მქონე კვამლი შევისრუტე და როდესაც გამოშვება დავაპირე, თეჰიონმა შემაჩერა.

- არ ქნა!

შემდეგმა მისმა მოქმედებამ უბრალოდ შოკში ჩამაგდო და სრულიად გამაგიჟა.

იმ წამსვე მომიახლოვდა და მისი ტუჩები ჩემსას შეეგება...

_________

ანუ... თავისუფლად შეგიძლიათ მაგინოთ 🤗

21 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!