თავი 19
- კარგი ახლა მხრებზე მოხვიეთ ერთმანეთს ხელები- უკვე მეათეჯერ ამოვატრიალე თვალები და თეჰიონს მხარზე ხელი გადავხვიე, მანაც ჩემს მხარზე ჩამოდო ხელი და ოროვემ კამერას გავუღიმეთ.
უკვე ნახევარი საათია ვტრიალებთ და ვეკრობით ერთმანეთს კამერის წინ. ამ დროის განმავლობაში ერთმანეთისთვის ორი სიტყვაც კი არ გვითქვამს, თუმცა მომაკვდინებელ მზერებს ვესვროდით ერთმანეთს. ამ ყველაფრის მიუხედავად საქმეს შესანიშნავად ვასრულებდით და ფოტოებიც საკმაოდ კარგი გამოდიოდა.
- თეჰიონ, მია ხელში აიყვანე ისე, რომ ფეხსაცმელიც გამოჩნდეს.
- სერიოზულად? ძალიან მძიმე იქნება!- ამოიკვნესა მან და შეწუხებულმა შემომხედა.
- ისე ცოდნისთვის, შენზე ბევრად უფრო მსუბუქი ვიქნები.- ვუპასუხე მე.
- კი, იოცნებე- ჩაიბურდღუნა თავისთვის. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ფოტოგრაფმა დამასწრო.
- რისთვის ვარჯიშობ ამდენს, თუ გოგონას აყვანაც კი არ შეგიძლია.
ამ სიტყვების შემდეგ თეჰიონმა კიდევ რაღაც ჩაიბურდღუნა თავისთვის და მე მომიტრიალდა. ერთი ხელი ზურგზე დამადო, ხოლო მეორე ფეხებზე მომავლო და უეცრად ამწია. სახე საკმაოდ ახლოს გვქონდე ერთმანეთთან და ამის გამო ცოტა თავი არაკომფორტულად ვიგრძენი.
- ხედავ?! თურმე შეგძლებია- თქვა ფოტოგრაფმა და კვლავ მოიმარჯვა ფოტოაპარატი.- ახლა ლამაზ პოზებში დადეგით და თქვენი სიყვარული დამანახეთ.
ამ ფრაზაზე ჩამეცინა, მაგრამ ვეცადე თავი შემეკავებინა და სამუშაოზე კონცენტრირება მომეხდინა. თუმცა ეს საკმაოდ რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ- ერთ ყველაზე სიმპატიურ და კრეტინ მამაკაცს ეჭირე ხელში და პლიუს ამას, ამ მამაკაცზე შეყვარებული გოგოს როლი მოგერგო. რთულია ხომ ასეა?
თეჰიონმა კამერასთან მუშაობა დაიწყო და მაქსიმალურად "ბედნიერი" და "შეყვარებული" ღიმილით შემომანათა, მეც იგივე გავიმეორე. ხელში უკვე ხუთი წუთია ვუჭერივარ, და ამ მომენტამდე ხმა არ ამოუღია იმის შესახებ, რომ დაიღალა ან რაიმე მაგდაგვარი. მაგრამ, როგორც ჩანს ძალებმა უმტყუნეს და ჩუმად ჩამჩურჩულა.
- დიეტა გჭირდება ლამაზო.- ეს თქვა და მეც თავში წამოვარტყი მსუბუქად, რაზეც მან განრისხებული სახე მიიღო.
- ვაუ, მახინჯიდან ლამაზზე გადავედით?- ვუთხარი და ხელებიდან დავუსხლტი და მიწაზე დავდექი.
თეჰიონმა მხოლოდ ჩაიცინა და მეტი აღარაფერი უთქვამს.
- კარგით ბოლო კადრებიც და გაგიშვებთ.
- როგორც იქნა- გამიხარდა მე და მგონი სულ ტყუილად.
- თეჰიონ, ლოყაზე აკოცე და ცოტა ხნით ეგრე იდეგით, სანამ რამოდენიმე ფოტოს გადავიღებ.- თქვა ფოტოგრამფა და მე და კიმმა ერთდროულად გადავხედეთ ერთმანეთს და დავიკვნესეთ.
ეს მინდოდა ახლა ზუსტად.
თეჰიონი მომიახლოვდა და ლოყაზე ტუჩები მომადო. არ ვიცი რატომ მაგრამ გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა და ამოვარდნას ლამობდა. თავს შევძახე დაწყნარებულიყო მაგრამ ამაოდ. მისი რბილი ტუჩები ლოყებს მიხურებდა და ყველა არსებულ ღმერთებს ვევედრებოდი ეს მას არ შეემჩნია. რამოდენიმე წამი ვიდექით ასე და ვიღებდით, როდესაც როგორც იქნა ფოტოგრაფმა გვამცნო, რომ დავასრულეთ და წასვლა შეგვეძლო. თეჰიონი მომცილდა და ჩემმა ლოყებმა უეცარი სიგრილე იგრძნეს.
- მგონი პირდაპირ მუწუკზე მქონდა მიდებული ტუჩები- დაიჯღანა თეჰიონი და ტუჩების ხელით გაწმენდა დაიწყო- იმედია არაფერი გადამედება.
უახლოესი სკამიდან სადაც ფეხსაცმელები ეწყო, ერთ- ერთი ავიღე და პირდაპირ მას ვესროლე. მუცელში გავარტყი. კარგი იქნებოდა ცოტა ქვემოთ მომხვდარიყო მაგრამ ამაზეც კმაყოფილი ვარ.
- იდიოტო, შენთვითონ ხარ ერთი დიდი მუწუკი- ვუთხარი და ორად მოკეცილს, გვერდი ავუარე და გასახდელში შევედი.
***
- შენ რას იცმევ?- მეკითხება ჰერი და თან სალათს მიირთმევს.
- ჯერ ისიც არ ვიცი წამოვალ თუ არა.
- კარგი რა- წაიწმუკუნა მან და მომეხვია- ყველანი მივდივართ, თანაც ასეთ წვეულებებს ჩვენი კომპანია ძალზედ იშვიათად აწყობს. უბრალოდ ვალდებული ხარ იქ იყო.- სერიოზული გამომეტყველებით ამბობს ის და დანარჩენებიც თავის დაკვრით ეთანხმებიან.
უკვე ერთი კვირაა ცდილობენ დამარწმუნონ, რომ ასეთი წვეულება მეორე აღარ იქნება და რომ ვალდებული ვარ იქ ვიყო. არ ვიცი რა მაჩერებს, ალბათ ის, რომ ეგეთი რაღაცეები არ მიყვარს. ალბათ ისიც, რომ კლუბში ნამყოფი არ ვარ და არც ალკოჰოლი არ მიყვარს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ხალხთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ან ცოცხალს წამათრევენ იმ კლუბში ან დაძინებულს "წამიღებენ" ამიტომაც, როგორც იქნა დავთანხმდი. ვნახოთ რა იქნება, შეიძლება ყველაფერი არც ისე ცუდად იყოს და გავერთო კიდეც...
