თავი 18
- ჰერი, ცხვირიდან ნუ მღერიხარ- თქვა მასწავლებელმა სონ ბოკჯუმ და სტუდიური ყურსასმენები მოიხსნა- ეცადე არ ჩაახშო ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეკვა და სიმღერა ერთდროულად გაგიჭირდება.
რამოდენიმე საათია სტუდიაში ვართ და სიმღერას ვამუშავებთ. ჩემს გარდა, ყველამ ჩაწერა ხმა, მე მხოლოდ რამოდენიმე რეპ პარტია და მისამღერები დამრჩა, ამის შემდეგ იმედი მაქვს, როგორმე შეგვიცოდებენ და კამპუსში გაგვიშვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქვე ამ დივანზე დავიძინებ.
-კარგი.- თქვა სონმა და ჩემსკენ მოტრიალდა- მია, მიდი შენც და გაგიშვებთ.
როგორც იქნა. დივნიდან ავდექი და მასიური მინის მეორე მხარეს, მიკროფონთან დავდექი და ყურსასმენები მოვირგე. დიდხანს ჩაწერა არ დამჭირვებია, რადგან რეპ პარტიები არც ისე ბევრი მქონდა, ამიტომ საქმე მალე მოვითავეთ და ხუთივე სტუდიიდან გამოვედით. სანამ მანქანისკენ მივდიოდით აქტიურად ვსაუბრობდით განვლილ დღეზე და ზოგადად სხვა და სხვა რაღაცეებზე, თუმცა ლია ამ საუბარში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა.
მასთან საერთო ენა ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ იპოვა. ის ჩემს მიმართაც გულგრილობას იჩენს რაც ძალიან არ მომწონს, რადგან მასზე ყოველთვის კარგი შთაბეჭდილება მქონდა.
- ფეხებს ვერ ვგრძნობ- მგონი უკვე მეათეჯერ წაიკვნესა ჯესიმ, როდესაც გამოვდიოდით შენობიდან.
წინა საახალწლო განწყობა მთელს ქალაქს მოსდებოდა. ყველაფერი განათებული იყო გირლიანდებით, მაღაზიებში სადღესასწაულო სიმღერები ისმოდა და ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ნაძვის ხე დაედგათ. ჩვენს შენობაშიც იდგა ლამაზი ნაძვისხე და ეკიდა გირლიანდები. გარეთ გამოსვლისას სიცივისგან კიდევ უფრო ჩავძვერი სახით თბილ კაშნში.
- მალე ალბათ პირველი თოვლიც მოვა- თქვა ლინამ და ცას ახედა.
- გოგონებო საახალწლოთ რას აპირებთ?- უეცრად იკითხა ჰერიმ.
- რას ვაპირებ და ძილს- სიცილით ვუპასუხე მე.
- სერიოზულად.
- არ ვიცი. დედას საქართველოში უნდა ჩასვლა, რაც აქ ჩამოვედით სულ ერთხელ დავბრუნდით სამშობლოში.
- მე ალბათ ჩეჯუზე ბებიასთან და ბაბუასთან წავალ.- აიჩეჩა მხრები ჯესიკამ.
- გასაგებია, ანუ მარტო მე ვრჩები სეულში?- დაღონებულმა იკითხა ლინამ
- არა ძვირფასო, მეც შენს ბედში ვარ.- თქვა ლინამ და ჰერის მხარი შემოხვია.
უკვე მანქანაში ვისხედით, როდესაც ლიას უკმაყოფილო ხმა გავიგონეთ.
- თქვენი წარამარა ზუზუნისგან უკვე აღარ შემიძლია.
- ოჰ, მართლა?- სარკასტულად უპასუხა ჯესიმ და ცალი წარბი აზიდა - დიდი ბოდიშით თქვენო უდიდებულესობავ- თქვა და ჩვენ სიცილს ძლივს ვიკავებდით.
- ბოდიში მიღბულია.- თქვა მწარედ ლიამ და კვლავ ტელეფონს ჩააფრინდა.
დაახლოებით 00:30 უკვე კამპუსის ტერიტორიაზე ვიყავით. მანქანიდან გადმოვედით და უკვე შენობაში შესვლას ვაპირებდით, როდესაც კიდევ ერთი მანქანის ხმა გავიგონეთ უკნიდან და მივტრიალდით. დიდი ფურგონიდან შვიდი ბიჭი გადმოვიდა ნიღბებით და კეპებით შენიღბული. რთული მისახვედრი არ იყო ვინები იყვნენ. როგორც ჩანს ბითიესი სამ თვიანი ტურიდან დაბრუნდა. დრო ისე სწრაფად გავიდა, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ დავბრუნდი კონცერტიდან.
- უკვე დაბრუნდნენ?- ჩუმად ჩაიბურტყუნა ლინამ.
- როგორც ჩანს.- თქვა ჯესიმ და მათკენ გაემართა.
ჩვენც გავყევით მას და მალევე ნამჯუნმა და დანარჩენებმა ნიღბები მოიძრეს და თბილად გაგვიღიმეს. შევეცადე თეჰიონისკენ არ გამეხედა მაგრამ ეს ძალზედ რთული აღმოჩნდა. თმა ქერად შეუღებია და... თუ არ ვცდები ცოტათი გახდა კიდევაც. სახეზე დავაკვირდი და უსიამოვნების გრიმასა შევამჩნიე, ასევე კვლავინდებურად დაღლილი თვალები.
- ჰეი გოგონებო- წამოიყვირა ჰისოკმა და საყვარლად გაიღიმა. მგონი ეს ადამიანი სულ პოზიტიურ ტალღაზეა.
- ჰობი~- წამოიჭრა ლინა და ჰოსოკს გადაეხვია.
დანარჩენი ბიჭებიც მოგვესალმნენ და ერთად გავუდექით კამპუსებისკენ. თეჰიონს ხმა არ ამოუღია, როდესაც ჩვენ აქტიურად ვსაუბრობდით და ვიცინოდით. დანარჩენ ბიჭებს ასევე ეტყობოდათ დაღლა, ჩვენც არანაკლებ დაქანცულები ვიყავით და ერთი სული გვქონდა, როდის დავისვენებდით, ამიტომაც დიდხანს არ შევაყოვნეთ და ჩვენ- ჩვენი შენობებისკენ გავემართეთ.
ოთახში შესვლისთანავე დავენარცხე ლოგინს და ტანზე გახდა არც მიფიქრია. უკვე ძილბურანში ვიყავი, როდესაც შეტყობინების ზარმა გამომაფხიზლა. მობილურს დავხედე და მინას შეტყობინება გავხსენი და კითხვას შევუდექი.
ბოდიში გვიანი შეტყობინებისთვის. ხვალე 13:00 ფოტოსესია გაქვს დანიშნული "PUMA"- სთვის. კომპანიამ შენ და ლინა აირჩია მოდელებად. დეტალებს ადგილზე განვიხილავთ. ტკბილი ძილი.
შესანიშნავია. დასვენების დღესაც არ გასვენებენ.
მინას მოკლე შეტყობინება გავუგზავნე და ასევე ტკბილი ძილი ვუსურვე. ორი წუთი ჩემს წინ აღმართულ კედელს მივაშტერდი და როდესაც მივხვდი რას ვაკეთებდი (უფრო სწორად იმას, რომ სულელივით კედელს ვუცქერდი) ავდექი, აბაზანაში შევედი, ხელ-პირი დავიბანე, გამოვიცვალე და როგორც იქნა საწოლში ჩავწექი და მომენტალურად გავითიშე.
***
- კამერას უყურე ძვირფასო.- უკვე მეათედ მეუბნება ფოტოგრაფი და მეც კამერას ვუყურებ და უკვე მეათასე პოზას ვიღებ.
ლინა ჩემს მოპირდაპირედ, სხვა ფოტოგრაფთან ერთად მუშაობს.
უკვე ორი საათია აქ ვართ და გაუჩერებლივ ვმუშაობთ. უკვე მეათე სპორტული კოსტუმი და ფეხსაცმელი გამოვიცვალე. ფოტოგრაფი ჩემი მუშაობით კმაყოფილი იყო, რაც რათქმაუნდა მახარებდა.
- კარგით,- თქვა ფოტოგრაფმა და კამერაში გადაღებული ფოტოების თვალიერება დაიწყო და პარარელურად გააგრძელა- ნახევარ საათიანი დასვენება გვაქვს, შემდეგ Couple კოლექციაზე გადავდივართ.
ამ მომენტს მთელი დღეა ველოდი. ლინასთან მივედი და ერთად გავემართედ პატარა შვედური მაგიდისკენ, სადაც წყალი და სხვა და სხვა წასახემსებლები იდო.
- დღეს მგონი არ გაგვიშვებენ- ჩაიცინა ლინამ და პონჩიკი ჩაკბიჩა.
- გეთანხმები- ვთქვი და სკამზე დავეშვი. ფეხები საშინლად მტკიოდა.
- ღმერთო ახლა კიდევ ბიჭებთან ფოტოსესია- შეწუხებული სახით წაიბუზღუნა ლინამ.
- ნეტა ვინები იქნებიან.- ჩაფიქრებულმა წარმოვთქვი, თან პიცას შევექციე.
ჩემი ნათქვამის მერე, ლინამ ისე შემომხედა თითქოს რაღაც ძალიან იდიოტური ხუმრობა ვთქვი. რამოდენიმე წამის შემდეგ კი სულაც გადაიხარხარა.
- რა სულელი ხარ მია.
გაკვირვებული შევხედე და ვკითხე.
- ვითომ, რატომ?
- იმიტომ, რომ ამ ბრენდის სახე ბითიესია, აქედან გამომდინარე მათთან ერთად გვექნება ფოტოსესია.- მან კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა პონჩიკი და გამოტენილი პირით გააგრძელა- მგონი კიდევ ხუთი გოგო შემოგვიერთდება სხვა და სხვა კომპანიიდან. სტაჟიორები.
კიდევ უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ და გადაღებულ ფოტოებსაც გადავხედეთ და ფოტოგრაფეფთან ერთად საუკეთესოების არჩევა დავიწყეთ.
ხუთი სტაჟიორი გოგონაც მოვიდა და მალევე შემოსასვლელში ბიჭებიც გამოჩნდნენ, როგორც ყოველთვის შენიღბულები თავიდან ბოლომდე.
- ძალიან კარგი ყველანი ადგილზეა- თქვა მენეჯერმა და ფოტოგრაფთან ლაპარაკი გააგრძელა.
ლინას მივუახლოვდი და გვერძე დავუდექი, ის ამ დროს ჯონგქუქს ელაპარაკებოდა და თან ორივე რაღაცაზე იცინოდნენ.
- ჰეი- ვთქვი და უხერხულად გავიღიმე. ორივემ მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა და ჯონგქუქმაც იმ წამსვე გამიღიმა.
- ჰეი, მია, გილოცავ შენს წარმატებებს კომპანიაში.- მითხრა მან.
- მადლობა.
- აქეთ მობრძანდით ყველა- თქვა ოთახის მეორე კითხიდან მენეჯერმა და ჩვენც საუბარი შევწყვიტეთ და მასთან მივედით. თოთხმეტნივე მის წინ ვიდეგით. - ახლა დაგაწყვილებთ და თქვენთვის გათვლილ სამოსსაც მოგიტანენ, შემდეგ კი ფოტოსესიასაც შევუდგებით.
თქვა მან და ფოტოგრაფმს დაუძახა, მან კი რაღაც ფურცელი მისცა. მენეჯერმა უცებ მოავლო ფურცელს თვალი და კვლავ ჩვენ მოგვიბრუნდა.
- მაშ ასე დავიწყოთ.
სულ რამოდენიმე წამში უკვე ვიცოდით სამი წყვილი. ჯიმინი და ნანა, საყვარელი გოგონა იაპონიიდან, Stone Ent.- ის სტაჟიორი. ჯინი და ჯიჰო SM- ის სტაჟიორი მაღალი გოგონა და ბოლოს, ჰოსოკი და ჩეიონი ასევე SM-ის სტაჟიორი.
- შემდეგი, იუნგი და ლინა- თქვა მენეჯერმა და იმ წამსვე მათთან სტილისტი მივიდა, რომელსაც ხელში ტანსაცმლის პარკები ეჭირა- შეგიძლიათ გასახდელში მიბრძანდეთ.
დარჩენილ ბიჭებს გადავხედე და უნებლიედ მზერა თეჰიონზე გავაჩერე, რომელიც ტელეფონს იყო ჩაფრენილი და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს და საერთოდ არ აინტერესებს მის გარშემო რა ხდება. ფიქრებიდან მენეჯერის ხმამ გამომიყვანა, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო რაღაცას გვმაცნობდა.
- თეჰიონ და მია. გელოდებით 10 წუთში გამზადებულებს...
_________
მადლობა 1.19k-სთვის💣💥💕💓💕💗💖💜
ხო ვიცი, რომ ცუდი ავტორი ვარ 🙄 უბრალოდ ეს თვე საერთოდ არ მქონდა მოტივაცია და არც ფანტაზია 😭 ეს ორი დღე ჩავუჯექი და რაღაცა მივაფუჩეჩე 😂 სამაგიეროდ დიდია. უკვე მომივიდა კაი აზრები სიტუაციის განვითარების ამიტომ ელოდეთ💜💜
პ.ს იმედია ასეთი გაჭედვები ფანტაზიაში აღარ მექნება 😅😂
პ.ს.ს დაალაიქეთ და დააკომენტარეთ, რომ გავიგო მოგწონთ თუ არა.💜💖ლავ იუ გაის
