16 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 16

მაღვიძარას საზიზღარმა ხმამ გამომაღვიძა და მეც დიდი ძალისხმევით თვალები გავახილე და ღრმად ჩავისუნთქე. სხეულის თითოეული წერტილი მტკიოდა და განძრევის ყველანაირ სურვილს მიქრობდა.

როგორღაც საწოლიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი. ზუსტად ნახევარი საათი ვიდექი თბილი წყლის ქვეშ იმ იმედით, რომ დაძაბულობას მომიხსნიდა და ენერგიას შემმატებდა, თუმცა ამაოდ.

დღეს რეპეტიციები გაგვიუქმეს და დაგვავალეს, რომ საკომფერენციო დარბაზში ზუსტად 10 სთ- ზე ვყოფილიყავით. დღეს მეორე წევრი მტკიცდება. არ ვნერვიულობ, ალბათ იმიტომ, რომ სანერვიულო არაფერი არ მაქვს. ორი კვირის აყვანილ სტაჟიორს არავინ არ დაამტკიცებს სადებიუტო ჯგუფში. უბრალოდ მანდ ყოფნა ყველა სავარაუდო ტრეინისთვის სავალდებულოა.

ეს ერთი კვირა მგონი ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჩვენს რეპეტიციასა და გაკვეთილს დირექტორი და კომპანიის მნიშვნელოვანი ხალხი ესწრებოდნენ იმისთვის, რომ აერჩიათ მეორე წევრი. ჩვენც რათქმაუნდა ამის გამო 190%- ით მეტს ვმუშაობდით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა. მათ შორის მეც.

თეჰიონზე თითქმის ყოველ დღე ვფიქრობდი და მასთან დალაპარაკება ძალიან მინდოდა. ერთი კვირის წინ, კონცერტის დამთავრებიდან სამ საათში უკვე თვითმფრინავში იჯდნენ და იაპონიაში მიფრინავდნენ, ამის გამო მასთან დალაპარაკება რათქმაუნდა ვერ მოვახერხე და მომავალი 3 თვეც ვერ მოვახერხებ რადგან აზიის ტური უკვე დაიწყო.

არ ვიცი რატომ მაგრამ მის გამო ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ამის ღირსი არ იყო. ალბათ ეს უბრალოდ ადამიანური გრძნობებია და ღელვა. იმ დღეს ძალიან შემეშინდა და შემეცოდა. მის თვალებში ტკივილის ოკეანე იდგა და ამან ძალიან შემაშინა. ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა კომპანიაში იმის შესახებ თუ რა სჭირდა მას, ზოგი თვლიდა, რომ ეს უბრალო გადაღლილობაა, ზოგიც კი მძიმე დაავადებებს აბრალებდა. მაგრამ რეალურად რა ხდებოდა არავინ იცოდა, მხოლოდ კომპანიის ყველაზე მთავარმა პირებმა.

ქუჩაში უკვე იდგა მანქანა, რომელიც გოგონებს გველოდებოდა. ლია და ჰერი უკვე ადგილზე იყვნენ და მინასთან ერთად რაღაცაზე საუბრობდნენ.

- ჰეი მია- ფართე ღიმილით მიქნევს ხელს ჰერი და მეც იგივეთი ვპასუხობ.

- ჯესი ჯერ არ მოსულა?- ვიკითხე და თან მანქანაში ჩავჯექით.

- ის უკვე კომპანიაშია- მიპასუხა მინამ და კვლავ ტელეფონში "ქექვა" განაგრძო.

მე და ჰერი ვსაუბრობდით და ვიცინოდით, როდესა ლიამ ხმა ამოიღო:

- მია, როგორ ფიქრობ შანსი გაქვს?- რაღაცნაირი ღიმილით მეკითხება ის.

- შანსი ყველას გვაქვს!- მოკლედ მოუჭრა ჰერიმ.

- ხო?! კომპანიაში უკვე მეოთხე წელია რაც ხარ, თუმცა ჯერ ისევ ტრეინი ხარ. აქედან გამომდინარე...- ჰერიმ არ დაასრულებინა, და ირონიულად გაუღიმა.

- ზუსტად. აქედან გამომდინარი, გუშინდელ მოსულ ტრეინის ამ ჯგუფში დადებიუტების ყველაზე დაბალი შანსი აქვს.- თქვა და მე მომიტრიალდა- არ მიწყინო მია.

- გეთანხმები- ვეუბნები და ვუღიმი- ჯერ ძალიან ადრეა. თანაც მე არ მაქვს იმის იმედი, რომ დღეს ამირჩევენ. ყოველ შემთხვევაში ჯერ- ჯერობით!

ლიამ ერთი ჩაიფრუკუნა და ტელეფონში რაღაცის წერა დაიწყო.

ჯესი მართალი აღმოჩნდა. ლიას აშკარად თავში აუვარდა ის რომ ამ კომპანიაში სტაჟიორი გახდა, ეს კი მას კარგს არაფერს მოუტანს.

კომპანიაში დაგვიანების გარეშე მოვედით და საკომფერენციო დარბაზისკენ ავიღეთ გეზი. ყველანი ადგილზე იყვნენ. ჯესიმ ჩვენი დანახვისთანავე მოგვიახლოვდა და ორივე გულში ჩაგვიკრა და გაგვიღიმა.

- გოგონებო წარმატებები.- თქვა და ორივეს სათითაოდ თვალი მოგვავლო- ძალიან, ძალიან მინდა, რომ ერთი ჯგუფის წევრები გავხდეთ. ძალიან მიყვარხართ.

ამ სიტყვებმა გული აგვიჩუყა ორივეს და კიდევ ერთხელ ჩავეხუტეთ ერთმანეთს.

- მეც ეგ მინდა ყველაზე მეტად- თქვა ჰერიმ და ამ დროს ოთახიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა და შიგნით შესვლაზე მიგვითითა. ათივე გოგო შევედით და გრძელ მაგიდასთან ადგილები დავიკავეთ.

- მოგესალმებით ახალგაზრდებო- თქვა ბატონმა ბანმა, რომელსაც მისი კუთვნილი ადგილი ეკავა მაგიდის თავში.- დღეს მნიშვნელოვანი დღეა თქვენთვის და ასევე ჩვენი კომპანიისთვის. ძალიან კარგად იცით, რომ გასული ერთი კვირა გაკონტროლებდით და გაკვირდებოდით იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო- დირეკტორმა დარბაზს თვალი მოავლო და კვლავ გააგრძელა- მაგრამ, ასევე ჩვენ თქვენს ერთმანეთში ურთიერთქმედებას ვაკვირდებოდით. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯგუფის წინსვლაში, შესაძლებლობებისა და ნიჭის შემდეგ. იმისთვის, რომ ჰარმონიული და წარმატებული ჯგუფი შევქმნათ, რაც ჩვენი უპირველესი მიზანია, გვჭირდება მეგობრები ჯგუფის შიგნით. ისეთი მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის დაუჭერენ მხარს და არასდროს უღალატებენ. იმედია გესმით რასაც ვგულისხმობ?- თქვა და მოკლე მზერა ჩვენს სამეულს ესროლა.- როგორც იცით გეგმაში გვაქვს ჯგუფი ოთხი გოგონასგან. დღეს უკვე ავირჩიეთ ერთ- ერთი. მაგრამ ასევე შევკარით სავარაუდო ჯგუფი ხუთი გოგონასგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთ- ერთი დატოვებს კოლექტივს.

ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ გაოგნებისგან. ამისთვის მზად არავინ იყო. გამოდის, რომ ჯგუფი უკვე შეკრულია? ღმერთო, მაშინ ჩემი შანსები საერთოდ გამქრალა.

- ახლა ვიტყვი ოთხი გოგონას სახელს და ვთხოვ შემდეგ დანარჩენებს დაგვტოვონ.- თქვა ბატონმა ბანმა და ფურცლებში რაღაცის ძებნა დაიწყო.

უეცარმა ნერვიულობამ ამიტანა. თუმცა მოიცადეთ, ამ ნერვიულობას აზრი არც აქვს. კომპანიაში მოსვლის თანავე ვიცოდი, რომ მე დადებიუტების შანსი არ მქონდა და ალბათ ახლო მომავალში არც მექნება. ჰერიმ მაგიდის ქვეშ ხელი ჩამჭიდა მე კი მეორე მხრიდან ჯესის. ერთმანეთს გადავხედეთ და გავუღიმეთ.

- მაში ასე- თქვა მცირე პაუზის შემდეგ დირექტორმა და ფურცლებიდან თავი :
"ამოყო"- ვთხოვ დარბაზში პირველ რიგში და რჩეს უშუალო ჯგუფის წევრი და ლიდერი პარკ ჯესი- თქვა და ჯესის გახედა.- ახლა კი მეორე დამტკიცებული წევრი ჩონ ლინა.

ყველამ მზერა ლინაზე გადავიტანეთ. როგორც ჩანს ის შოკში იყო ამიტომაც გაფართოვებული თვალებით აკვირდებოდა დირექტორს და ხმას ვერ იღებდა.

ლინა მაღალი ტანადი და ძალიან ლამაზი 18 წლის გოგონა იყო. მასთან არც ისეთი ახლო ურთიერთობა მქონდა მაგრამ ვიცი, რომ ის ძალიან კეთილი და მხიარული გოგონაა. მისი პოზიცია ჯგუფში უდაოდ ვოკალისტია. მისი ხმა იმდენად უნიკალური, სუფთა და ლამაზია, რომ მისი მოსმენა უსასრულოდ შეიძლება. ის ნამდვილად იმსახურებს დებიუტს.

- გილოცავთ მისის ჩონ- გაუღიმა ბატონმა ბანმა, რის გამოც ეტყობა ლინა გამოფხიზლდა და თავის დაკრობებით მადლობები გადაუხადა და ატირდა კიდევაც.

ჩვენც არ ჩამოვრჩით და გულწრფელი ღიმილით მოვულოცეთ გოგონას.

- კარგით ახლა დავასახელებ სავარაუდო სამ გოგონას. რის შემდეგაც დაიწყებთ მზადებას უშუალოდ, როგორც ჯგუფი.- ჰერიმ მაგიდის ქვეშ ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ.

- მისის კიმ ჰერი, გილოცავთ თქვენც უერთდებით დამტკიცებულ წევრად.- ჰერის გავხედე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე, ცოტა ხანში ჯესიც შემოგვიერთდა და ერთად ავტირდით.

- მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, იმედებს არ გაგიცრუებთ- თქვა აცრემლიანებულმა ჰერიმ და ჩვენც კვლავ ჩვენი ადგილები დავიკავეთ.

მართლაც ძალიან გამიხარდა. ის შესანიშნავი რეპერია და იმსახურებს ამ ადგილს ჯგუფში.

- იმედი მაქვს- თქვა და ახლა დარჩენილ გოგონებს გადახედა.- ახლა ცეკვის პოზიცია. იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატი ამ პოზიციაზე ორი გვყავს, დაგაკვირდებით მომდევნო სამი თვე და შემდეგ უკვე ზუსტ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მისის კიმ ლია- თქვა და გაბრწყინებულ და ამაყ ღიმილიან ლიას გახედა. შემდეგ მე შემომხედა და გამიღიმა. ამ მომენტში მგონი გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა, ხოლო მისი ნათქვამი სიტყვების მერე, მგონი სულ შეწყვიტა ცემა- მისის ლი მია, თქვენ გაქვთ სამი თვე, რომ დამიმტკიცოთ, ვინ იმსახურებს ამ ჯგუფში მოცეკვავის პოზიციას....

_________

მგონი ყველაზე დიდი თავია რაც კი ოდესმე დამიწერია 🤣🤣🤣 დაავოუთეთ და დააკომენტარეთ თქვენი მოსაზრება ბიჩეზ 💜🤗

16 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!