17 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 17

საკომფერენციო დარბაზიდან გამოვედით და მე კვლავ მსოფლიოსგან მოწყვეტილი ვიყავი. არ მჯერა. არ მჯერა. უბრალოდ არ მჯერა. ვინმეს, რომ ეთქვა ორი საათის წინ, რომ ბიგ ჰიტის ახალი ჯგუფის სავარაუდო წევრი მხოლოდ ორ კვირაში გავხდებოდი, ალბათ მაგრად დავცინებდი და სერიოზულად არ აღვიქვამდი ამ ადამიანს, მაგრამ ახლა... ახლა შესაძლოა სულ რამოდენიმე თვეში აიდოლი გავხდე.

- ღმერთო არ მჯერა- ხმა ამოიღო ჰერიმ, როდესაც უკვე კამპუსის გზაზე ვიყავით მანქანაში და ამით კვლავ დამაბრუნა რეალობაში.- ერთ ჯგუფში ვიქნებით ჩვენ სამნი. ეს ძალიან მაგარია.- თქვა და მე და ჯესიკას მოგვეხვია.

- ჯერ კიდევ საკითხავია ვინ დარჩება ამ ჯგუფში, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მეც ვარ დამტკიცებული სავარაუდო მემბერად!- ქედმაღლურად თქვა ლიამ და მხრებში გაიმართა.

- რა თქმა უნდა მახსოვს- თავდაჯერებულად უპასუხა ჯესიკამ- ისიც მახსოვს, რომ პირველი ჯგუფის წარმატებისთვის, ძლიერი მეგობრობა და ჰარმონიაა საჭირო.- ჩვენ გადმოგვხედა და გაგვიღიმა.

ლიამ ჩაიცინა და ოთხივეს სიძულვილით სავსე მზერა გვესროლა. ჯესი უთუოდ მართალი იყო, ლია ამ ორ კვირაში საოცრად შეიცვალა. ან შესაძლოა სულაც არ შეცვლილა და ახლა მისი ნამდვილი "მე" დაგვანახა და საყვარელი გოგონას ნიღაბი მოიძრო.

- ჯგუფის წარმატება დამოკიდებულია ნიჭზე, გარეგნობაზე და მსახიობობაზე და არა მეგობრობაზე. მთავარია ფანების და კამერების წინ შეასრულო საუკეთესო მეგობრის როლი ეს ძალზედ ადვილია.

- შენ, რომ გისმენ დასაცინადაც მეცოდები.- მწარედ გამოცრა ჰერიმ.

- კმარა, გეყოფათ- უეცრად ამოიღო ხმა ლინამ- ასე არაფერი გამოვა! საერთო ენა უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჯგუფი საერთოდ დებიუტის შანს დაკარგავს!- მკაცრად თქვა ლინამ და ყველას თვალი მოგვავლო.

- გეთანხმები- ვთქვი და ვეცადე ეს თემა საბოლოოდ დამეხურა- ჩვენ, ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვანახოთ. ჯგუფში დარჩენა ჩვენზე დამოკიდებული არ არის.- ვთქვი და ლიას შევხედე ის კვლავ მხრებში გამართული და სწერვა სახით იჯდა- უნდა ვეცადოთ საერთო ენის პოვნა.

ჩემმა ნათქვამმა გაჭრა და დარჩენილი გზა სიჩუმეში და დაძაბულობაში გავატარეთ.

***
ორი კვირის შემდეგ.

რაც სავარაუდი წევრი გავხდი, რეპეტიციები და გაკვეთილები კიდევ უფრო მომემატა. სარეპეტიციო დარბაზში თითქმის ექვს საათს ვატარებდით დღეში, ამას კიდევ ვოკალის გაკვეთილები ემატებოდა, ასევე სამსახიობო, ეტიკეტის და ინდივიდუალური გაკვეთილები. აჰ და ხო, დიეტა. დღეში მხოლოდ ორჯერ ვჭამდით. დილით და ექვსამდე. ოთახში ცოცხალ- მკვდარი შევდიოდი და ყოველგვარი გამოცვლისა და მომზადების გარეშე ვიძინებდი, თუმცა ეს ძილი მხოლოდ 3 სთ მიგრძელდებოდა, თუ გამიმართლა შესაძლოა ოთხი საათიც გადამება.

დღეს სანატრელი დასვენების დღე დაგვიდგა და გოგონებმა გადავწყვიტეთ ქალაქში გასვლა და სადმე მყუდრო კაფეში ადამიანურად გვესაუზმა და ესთეთიკურ ცენტრში შეგვევლო. ამ ორ კვირაში ყველა ძალიან კარგად დავმეგობრდით, გარდა ლიისა. ის კვლავ დისტანციას იჭერდა ჩვენთან და ჩვენი მასთან დამეგობრების მცდელობაზეც იაზვურად და მწარედ გვპასუხობდა. რაც შეეხება ლინას, ის ძალიან კეთილი და მხიარული გოგონაა. ყოველთვის გვაცინებს და გვამხიარულებს. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ და გავუგეთ. გვერდიდან სრულყოფილ ჯგუფს ვგავართ.

ამის მიუხედავად, კვლავ მაქვს იმის შიში, რომ ჩემი დებიუტი ჯგუფს წარმატებას არ მოუტანს. ჩემი თავი სრულყოფილი არ მგონია, გარეგნობის გამო და ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს ჩემს თავში. ხალხის კრიტიკის მეშინია. იქნებ არ მოვეწონო? არ მიმიღონ? თვითოეულ გოგონას თავის ფანბაზა ექნება და მე? არავინ, რომ არ შემიყვაროს? ჯგუფი დაიშლება?

ეს ფიქრები თავს მტკენდნენ. არ მინდოდა ამაზე ფიქრი და გოგონებიც მხარს მიჭერდნენ, მაგრამ... შიში მაინც არ მეშვება.

- ყველაფერი მტკივა- წაიბურტყუნა ლინამ და ხელი წელზე დაიდო- ცოტაც და ალბათ გადაღლილობისგან გულიც წამივა.

- კიდევ 2 თვე და სანატრელი ერთ თვიანი შვებულებაც დაგვიდგება- თქვა ჰერიმ მეოცნებე ხმით.

ოფიციანტი მოგვიახლოვდა და ჩვენც ყავა და ნამცხვრები შევუკვეთეთ. აღარც მახსოვს რა გემო აქვთ...

დაახლოებით საათი ვისხედით სეულის მყუდრო კაფეში და შემდეგ სპა სალონში წასვლა გადავწყვიტეთ. მე და ჯესიმ ტაილანდური მასაჟი ავირჩიეთ, ხოლო ჰერიმ და ლინამ კანის ღრმა წმენდა.

პატარა გასახდელებში შევედით და საცურაო კოსტიუმები მოვირგეთ. გამოსვლისას ორი შუა ხნის ტაილანდელი ქალბატონი დაგვხვდა და სპეციალურ დივნებზე მიგვითითეს, როგორც ჩანს კორეული არ იცოდნენ რადგან, როდესაც რაიმეს ვეკითხებოდით გატეხილი ინგლისურით გვპასუხობდნენ.

დივნებზე მუცლით დავწექით და პროცედურაც დაიწყო. ერთბაშად ვიგრძენი, როგორ მომეხსნა სხეულიდან დაძაბულობა და, როგორ მოვითენთე.

- საოცარია- ამოიღულღულა თვალ დახუჭულმა ჯესიმ.

- გეთანხმები- ვთქვი და თვალები დავხუჭე.

თვალწინ იმ წამსვე თეჰიონი გამიჩნდა. ამას უკვე შევეჩვიე კიდევაც რაღაც მხრივ. ყოველთვის, როდესაც ცოტახნით მაინც ვათავისუფლებ გონებას სიმღერების ტექსტებისა და რეპეტიციებზე ფიქრისგან, თეჰიონზე ფიქრები ჩემს გონებაში, ურიგოდ შემოიჭრებიან ხოლმე.

კვლავ მისი უნაკლო სახე და ქედმაღლური, მაგრამ ასევე ძალიან ლამაზი ღიმილი მახსენდება. ამ ფიქრებს, კონცერტცერტზე მომხდარი შემთხვევაც მოსდევს თან და კვლავ მაძლევს საბაბს მასზე ნერვიულობისა, თუმცა არ ვარ ვალდებული ვიდარდო, რა სჭირს და რა ემართება. ყველაფრის მიუხედავად მაინც მაინტერესებს რატომ არის ასეთი... ასეთი... უემოციო? არც კი ვიცი რა დავარქვა ასეთ ადამიანს. იმ დღეს, კონცერტზე სცენაზე დგომის დროს, მისი თვალები ნამდვილად, უტყუვრად და ყოველგვარი ორპირობის გარეშე ანათებდნენ და ბედნიერებას ასხივენდნენ, მაგრამ როგორც კი ამ სამყაროში ბრუნდება და სცენიდან კულისებში ნაბიჯს დგამს, ბოლო დონის ნაბიჭვარს ემსგავსება.

ჯესის გავხედე, რომელიც განაბული წევს და სიამოვნებისგან კრუსუნებს. უკვე დიდი ხანია მინდა ვკითხო თეჰიონზე, თუმცა არ ვიცი სწორი სიტყვები, როგორ შევარჩიო.

- ჯეს- ნელა დავუძახე და მანაც ცალი თვალი გაახილა და შემომხედა.

- მმ- წაიზმუკუნა და შემდეგ ორივე თვალით შემომხედა.

- შეიძლება რაღაც გკითხო?

- მჰ- ესღა "თქვა".

- რამდენი ხანია ბანთანის ბიჭებს იცნობ?

- 4 წელზე მეტს. მაქამდე კიდევ ქუქის კლასელი ვიყავი.

-აა- ეს ღა ვთქვი და შემდეგი კითხვისთვის ყელი ჩავიწმინდე, რადგან ვნერვიულობდი- და... თეჰიონი... ანუ .... რატომ...- მან სიტყვა გამაწყვეტინა და ოდნავ ჩაიცინა.

- მოდი გამოვიცნობ, რატო არის ასეთი?

- ზუსტად- ჩავიცინე და მთელი გულისყურით დავიწყე ჯესის მოსმენა.

- ის ასეთი ადრე არ იყო.- დაიწყო ჯესიმ და ღიმილი იმ წამსვე გაუქრა- ადრე ძალიან ენერგიული და ხალისიანი ბიჭი იყო, ცოტა უცნაური, მაგრამ ვფიქრობ ზუსტად ეს ხდიდა მას განსაკუთრებულს. ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო WINGS- ის ტურის დამთავრების შემდეგ. ჯგუფის შიგნით რაღაც კონფლიკტები დაიწყო, რაც ალბათ გადაღლილობამ და სტრესმა გამოიწვია, ამის გამო ბიჭებს სერიოზული ჩხუბები მოსდიოდათ ხოლმე. ერთ დღეს ყველაფერი იმ დონემდე გამძაფრდა, რომ ნამჯუნმა თეჰიონი და ჯიმინი ერთმანეთს ძლივს დააშორეს. ამის შემდეგ ჰოსოკმა გამოთქვა ჯგუფის დატოვების სურვილი. ბოლოს უკვე დაშლაზეც კი წამოიჭრა საუბარი.- მისმა ამ ნათქვამმა გამაოცა. ნუთუ ბითიესს დაშლის საშიშროება ემუქრებოდა?- თეჰიონს სერიოზული პრობლემები დაეწყო, ფსიქოლოგიურიც და ფიზიკური. ცუდზე, რომ არ ეფიქრა, მისმა პირადმა ფსიქოლოგმა ურჩია ყურადღება რეპეტიციებზე ან რაიმე სხვაზე გადაეტანა, თეჰიონმა კი ეს რჩევა არასწორედ გამოიყენა და პირდაპირი მნიშვნელობით დარბაზში ათენებდა. ამის გამო ერთ დღეს საერთო რეპეტიციაზე გული წაუვიდა და ასე 3 დღე უგონოდ იწვა. შემდეგ არითმიაც დაუდგინეს. მოკლედ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო- ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, გულმა უსიამოვნოდ დამჭვალა. ყველა ჩემი ცუდი ნათქვამი მის მიმართ ვინანე.- ერთი წლის მერე ყველაფერი თითქოს და მოგვარდა. ბიჭები კვლავინდებურად გადასარევ ურთიერთობებში არიან ერთმანეთთან, ჯგუფის დაშლაზე ხომ, ლაპარაკიც კი ზედმეტია, მაგრამ თეჰიონი თავის თავში ჩაიკეტა. იმდენ დროს აღარ ატარებს მემბერებთან და აღარ ერთობა მათთან ერთად თავისუფალ დროს. ამ ყველაფერს ფანები ვერ ამჩნევენ, რადგან მას კარგად აქვს მორგებული "ბედნიერი აიდოლის" ნიღაბი. და ხო- ჩაიცინა მან და კვლავ განაგრძო- სწორედ SINGULARITY- ში აჩვენებს იმას, რომ ნიღაბი უკეთია და სინამდვილეში ის ცუდად არის და, რომ ამ ნიღაბის მოხსნა უნდა.(პ.ს ჩემი თეორია, დაიკიდეთ🤚🤣)

რამოდენიმე წამი არაფერი არ მესმოდა და ვერაფერს ვეღარ ვხედავდი გარდა, თეჰიონის ტკივილით სავსე თვალებისა. წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ ასე ძალიან უჭირდა. ამ მომენტში ძალიან მომინდა მისთვის, რაიმე გამამხნევებელი მეთქვა ან გულში ჩამეკრა. არც კი ვიცი საიდან გამიჩნდა ეს აზრები, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი. მინდა მას დავეხმარო, როგორც მეგობარი, და, საყვარელი გოგონა, არ აქვს მნიშვნელობა რა სახელით. მინდა დავინახო მისი ნამდვილი ღიმილი და ბედნიერებისგან მოციმციმე თვალები....

17 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!