15 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 15

- ათ წუთში ვიწყებთ!- აცხადებს ქალი მიკროფონით, რომელიც გვერდს დიდი სიჩქარით გვივლის.

- კულისებში ვიჯდებით?- ვეკითხები ჰერის და ისიც თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.

- უსაფრთცოება და ბლა ბლა ბლა- იცინის და მეც ვყვები.

სცენას რაც შეიძლება ახლოს ვუახლოვდები და ისე ვდგები, რომ არ გამოვჩნდე.

ტრიბუნები ბოლომდე გადავსებულია. მაქსიმუმ 200 ადგილი თუ იქნება შეუვსებელი, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმ რაოდენობასთან შედარებით რაც ტრიბუნებზეა. ყველა ყვირის, მღერის და ბიჭების სახელებს თანმიმდევრობით იძახიან. ლაისტიკები იისფრად ღებავს ადამიანებისგან შექმნილ ტალღას და ეს სანახაობა, რაღაც მაგიურს და არა ამ ქვეყნიურს მოგაგონებს. იმდენად ლამაზია ეს სანახაობა, რომ ჰაერის უკმარისობას და სითბოს გრძნობ. წარმომიდგენია რას განიცდიან სცენაზე მდგომი ბიჭები... ალბათ შვებას, რადგან მათი შრომა აი ასეთ წუთებში, ამ ხალხის შეძახილებითა და ცრემლიანი თვალებით ფასდება. და სიამაყეს რათქმაუნდა, ეს ხალხი სეულში სხვა და სხვა ქვეყნებიდან და რაიონებიდან, მათ სანახავად არიან ჩამოსულები.

- სამი წუთი- კვლავ ვიღაცის შეძახილი კულისებიდან.

ჯესის და ჰერის ვუბრუნდები, რომლებიც ცალკე ადგილებზე ზიან და რაღაცაზე აქტიურად საუბრობენ. მათკენ მივდივარ და ამის გამო იატაკზე დაგდებულ სქელ შნურს ვერ ვამჩნევ და დიდი სისწრაფით მივდივარ იატაქთან შესახვედრად, მაგრამ ამის უფლებას ჩემს წელზე შემოხვეული ძლიერი ხელები არ მაძლევს. ვიხედები და ჩემს "გადამრჩენელს" თვალებში ვუყურებ. ერთგვარი ბედის ირონია...

- წინ იყურე, თორემ შემდეგ ჯერზე შეიძლება გვერდით აღარ ჩაგიარო და იატაკს აკოცო- ყურში მიჩურჩულებს კიმი და ხელებს უხეშად მიშვებს ისე, რომ წავბორძიკდი, თუმცა ამჯერად თავი შევიკავე.

- მადლობა ნაგავო- მივაძახე და გოგონებისკენ გზა განვაგრძე, როდესაც მესმის:

- არაფრის, მახინჯო.

დაწყებამდე რამოდენიმე წამი იყო დარჩენილი, როდესაც ბიჭებს მივუახლოვდით და წარმატებები ვუსურვეთ, შემდეგ კვლავ ჩვენი ადგილი დავიკავეთ და კონცერტიც დაიწყო. პირველი, ახალი ალბომის სიმღერები შეასრულეს. თვალს ვერ ვწყვეტდი იმდენად ეფექტური და პროფესიონალურად შესრულებული და დადგმული ნომრები იყო. თითოეული თავის მაქსიმუმს აჩვენებდა პუბლიკას და ეს უკანასკნელიც არ რჩებოდა და ძლიერი შეძალხილებითა და აპლოდისმენტებით უზიარებდა თავის ენერგიას და სიყვარულს. და ეს თითქოს და მათ მეტ ძალას ჰმატებდა. ერთგვარი ჰარმონიაა.

კონცერტი უკვე დაახლოებით საათ ნახევარი გრძელდებოდა და ყველა ცნობილი ჰიტი უკვე შესრულებული ჰქონდათ, როდესაც სოლო სიმღერების დრო დადგა. პირველი ლიდერმა შეასრულა თავისი სიმღერა შემდეგ ჰოსოკმა და დანარჩენებმაც. ახლა კი თეჰიონის SINGULARITY- ს დროც დადგა.

პირველივე წამებიდან გავშრი... თეჰიონი სრულიად შავებში იყო შემოსილი და ზემოდან მუქი ლურჯი გრძელი მოსასხამი ეცვა, ტყავის შარვალი და ქამრები შავ პერანგზე. ერთგვარ დემონს მახსენებდა, რომელიც ერთი თავისი გამოხედვით, გულის ცემას შეგაწყვეტინებს და ფილტვებიდან ჰაერს ამოგაცლის. ახლაც ზუსტად მაგას უკეთებს მთელს არენას და არა მხოლოდ. მისი მზერის ქვეშ მეც აღმოვჩნდი და ამიტომ ახლა მგონი აღარც ვსუნთქავ.

სცენაზე მდგომი, ამ წამს ის იმდენად ესთეტიკურია, მისი ილეთები და ხმა თავბრუ დამხვევი და მომაჯადოვებელია. რომ არ ვიცოდე, როგორიცაა სინამდვილეში, სცენისა და კამერების მიღმა ალბათ ტრიბუნაზე მჯდომი გოგონებივით, რომლებიც ხმის ჩახლეჩვამდე ყვირიან "თე გვიყვარხარ", ალბათ იმ წამსვე შემიყვარდებოდა, მაგრამ არა. ეს მხოლოდ ნიღაბია, რომელიც ზუსტად ამ წამს მას ხელში უჭირავს და სახეზე იდებს. ის უბრალოდ კარგი მსახიობია, რომელმაც იცის, როგორ უნდა გოგონების და ბიჭების მოხიბვლა და ფანების გაბედნიერება. ეს არაა რეალობა!

ნომერი მთავრდება და თითქოს დრო ისევ იწყებს მოძრაობას და მეც ვფხიზლდები. ჯესი და ჰერი განვლილ ნომრებზე ლაპარაკობენ და ბიჭებს აქებენ.

ორ საათიანი კონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ.

ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. სახე გადათეთრებული ჰქონდა და სულ სველი იყო.

- კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს.

- ახლა შენ დამიჭირე- ესღა თქვა, თვალები ამოუტრიალდა და ხელებში ჩამივარდა. მასთან ერთად ჩავიკეცე და თავი მუხლებზე დავადებინე.

- თეჰიონ, თვალები გაახილე- ვეუბნები და სახეზე ხელებს ვურტყავ, რომ გამოვაფხიზლო.- ვინმე დამეხმარეთ.- დავიყვირე და კვლავ ბიჭს მივუბრუნდი, რომელიც ხშირად სუნთქავდა.

რამოდენიმე გოგონა მომვარდა და სასუნთქი აპარატი პირზე მოუქციეს.

თეჰიონი ისევ ისე ხშირად სუნთქავდა და გონზე ვერ მოდიოდა. პერანგზე დავხედე და მივხვდი, რომ ქამრები, რომლებიც შემოხვეული ჰქონდა გულმკერდზე ძლიერად უჭერდა, რაც ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ იმ წამსვე აკანკალებული ხელებით შეხსნა დავუწყე, ქამრებს პერანგიც მივაყოლე და მანაც ნელ -ნელა გონზე მოსვლა დაიწყო.

ორი ძლიერი მამაკაცი მოგვიახლოვდა და თეჰიონი ხელში აიტაცეს და საგრიმიოროს მიმართულებით წაიყვანეს. მე ისევ იატაკზე ვიჯექი და ღრმად ვსუნთქავდი. თვალ წინ დედაჩემი დამიდგა და ის საშინელ დღე, როდესაც კინაღამ ხელებში ჩამაკვდა...

- მია- დამიძახა ჯესიმ და ადგომაში დამეხმარა.- რა მოხდა რატომ ზიხარ იატაკზე?

- თ...თეჰიონი ის ცუდად გახდა- ენის ბორძიკით ამოვილუღლუღე და ჯესისთან ერთად ქუჩაში გამოვედით სადაც უკვე გველოდებოდნენ ლია, ჰერი და მინა.

- სად დადიხართ ამდენ ხანს?- შეწუხებული სახით გვეუბნება ჰერი, მაგრამ როდესაც ასეთ მდგომარეობაში მამჩნევს ეგრევე მეხვევა- რა მოხდა?

- თეჰიონი ისევ ცუდად გახდა- ეუბნება ჩემს მაგივრად ჯესი.

- ისევ? ღმერთო! - ოხრავს ჰერი და მანქანაში მსვავს.

გზაში ცოტათი აზრზე მოვდივარ მაგრამ თეჰიონის დაღლილი თვალები ისევ თვალ წინ მიდგას. ანუ ეს პირველი შემთხვევა არ არის? კიდევ რამდენჯერ დამართნია ასეთი რამ? ხშირად? თუ ახლა დაეწყო? ეს კითხვები მთელი გზის განმავლობაში თავიდან არ გამქრომია. კამპუსში შევედით და ოთახებში დავიშალეთ. აბაზანიდან გამოვედი და ლოგინზე ძალ გამოცლილი დავეშვი. კვლავ თეჰიონი დამიდგა თვალ წინ და მისი დაღლილი და გამოფიტული თვალები...

__________

მგომი დღეს აფრიკაში მოთოვა 😂 ორი თავი ერთ დღეში... საღოლ მე 😂🤚 იმედია მოგეწონათ💗 დაავოუთედ და დააკომენტარეთ, რომ გავიგო მოგწონთ თუ არა, გავაგრძელო წერა თუ არა💜
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ😭💗💗💗

15 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!