14 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 14

ერთი კვირა გავიდა რაც ბიგ ჰიტის ტრეინი გავხდი. ხუთ საათიანი ვარჯიშები, ვოკალის და რეპის პედაგოგები, ეთიკის გაკვეთილები და კიდევ უამრავი მოსაწყენი, გრძელი მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილები უკვე ცხოვრების წესად მექცა.

კამპუსში ცოცხალ მკვდარი ვბრუნდები ხოლმე ამას კიდევ დიეტა ემატება, სულ ოთხ საათიანი ძილი, სრულიად შევსებული გრაფიკი, სადაც ერთი წუთიც კი არ მაქვს თავისუფალი და ბოლოს სკოლა, რომელშიც პრინციპში არ დავდივარ დროის უქონლობის გამო, ამიტომ ახლა სპეციალური პროგრამით, რომელიც სკოლამ შემომთავაზა ონლაინით ვსწავლობ. იდიალურია მოკლედ, რომ ვთქვათ.

ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აიდოლების და ტრეინების ცხოვრება ადვილია და უდარდელი, რომ მათ ყველა თავს ევლებიან და ფულები ჰაერიდან ცვივათ, როგორც ჩანს თვალით არ აქვთ ნანახი კორეა რუკაზე, აიდოლებსა და ტრეინიზე ცოტა ოდენ ინფორმაციაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ მაქვს.

ამ მძიმე კვირის შემდეგ, როგორც იქნა კომპანიამ კვირა დღე გამინთავისუფლა და დასასვენებლად გამომიყო.

ამ დღის გატარებას ძალიან საინტერესოთ ვაპირებდი: 24 საათიან ძილზე უკვე ერთი კვირაა ვოცნებობ. უბრალოდ "ვიდო" ლოგინზე და არ გავინძრე მთელი დღის განმავლობაში, თუმცა როგორც ჩანს ამ ოცნებას ახდენა არ უწერია.

კარზე ვიღაც ძალიან დიდი მონდომებით აკაკუნებს და როგორც ჩანს შეწყვეტას არ აპირებს. ვაი- ვაგლახით ლოგინიდან ვდგები და კარს ვაღებ.

- მია მეღადავები ხომ?! კიდევ არ ხარ მზად?- ცდილობს გაბრაზებული გამომეტყველება მიიღოს მაგრამ ამაოდ.- მალე, მალე საათ ნახევარში უკვე არენასთან უნდა ვიყოთ!- მაჩქარებს ჰერი და კარისკენ იძვრის.

- ღმერთო ჰერი, ძლივს დასვენების დღე გვაქვს! ახლა არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.- ვწმუკუნებ და ისევ ლოგინზე ვწვები თვალებს ვხუჭავ.

- არა, არა პატარა დიდ თვალება ახალგაზრდავ, ახლავე აწევ შენს ლამაზ დუნდულებს და 20 წუთში მომზადებული წამობრძანდები არენაზე, ჩვენი სომბენიმების მხარდასაჭერად!- ხელოვნური ღიმილით ცრის ჰერი და არჩევანს არ მიტოვებს, გარდა იმისა, რომ ავდგე და სააბაზანოსკენ წავიდე, არა უფრო გავხოხდე, პარალელურად მეასეჯერ ვინანო, თუ რატომ დავთანხმდი ამ ლამაზ თვალება დემონს მეგობრობაზე ერთი კვირის წინ.

ნახევარ საათში უკვე კომპანიის მანქანას რამოდენიმე გოგო, მათ შორის ჯესიკა, ჰერი, მე და ლია არენისკენ მივყავდით. ამ ერთ კვირაში მე ჯესიკა და ჰერი ძალიან დავმეგობრდით და სულ ერთად ვიყავით როდესაც ცოტაოდენი თავისუფალი დრო გამოჩნდებოდა ხოლმე. ორი უზომოდ საყვარელი, ნიჭიერი და პოზიტიური გოგო, რომლებიც ჩემთვის სამაგალითო ადამიანები და კარგი მეგობრები გახდნენ.

- გოგოებო მზად ხართ? ერთ კვირაში კომპანია მეორე წევრს დაამტკიცებს ჯგუფში.- გვეკითხება ჩვენ სამს ლია.

- არა მზად ნამდვილად არ ვარ- ჩაიცინა ჰერიმ და ჩვენც ავყევით.

- ჯესიკა შენ ერთადერთი დამტკიცებული წევრი ხარ ჯგუფში, ახალი გოგოს შესახებ რაიმე ხომ არ იცი?- გაბრწყინებული თვალებით იკითხა ლიამ და გოგონას გამომწვევად გახედა.

- არა.- მოკლედ მოუჭრა ჯესიმ და საუბარით კვლავ ჩვენ მოგვიბრუნდა.

ჯესის და ლიას შორის აშკარა დაპირისპირება იგრძნობოდა. ამის მიზეზი კი ჩემთვის უცნობია. ის ყოველთვის გვაფრთხილებს, რომ ლიასგან თავი შორს დავიჭიროთ, ჯესი დარწმუნებულია, რომ ლია ზედმეტად ამბიციური და თავში ავარდნილია ეს კი ადამიანის ყველაზე ცუდი თვისებაა.

არენასთან მიახლოებულებმა თვალები გამიფართოვდა ხალხის რაოდენობისგან. მთელი სტადიონის პერიმეტრზე ხალხი არ წყდებოდა და ამის გამო მთავარი გზები გადაკეტილი იყო. ფანები ჯგუფის წევრების სახელებს და ცნობილ ფრაზებს გაჰყვიროდნენ. სტადიონიდან ცოტათი მოშორებით კარვები იდგა სადაც სხვადასხვა ნივთებს ყიდიდნენ ჯგუფის ინიციალებითა და მემბერების სახელებით. ახალგაზრდა გოგო ბიჭები წრეებს კრავდნენ და რიგრიგობით პოპულარულ სიმღერებზე ცეკვავდნენ. ეს მართლაც ამაღელვებელია, როდესაც თვალებ გაბრწყინებულ და კუმირებთან შეხვედრის მოლოდინით აღელვებულ და ბედნიერ ხალხს ხედავ.

მანქანა არენის უკანა შესასვლელისკენ დაიძრა და სულ რამოდენიმე წუთში უკვე შიგნით ვიყავით. არენის შიგნიდანაც იგივე სიტუაცია აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად შეყვარებული ფანების მაგივრად არენისა და ბიგ ჰიტის თანამშრომლებით იყო აქაურობა სავსე. ყველა დარბოდა რაღაცას გაიძახოდნენ. ყველა დეტალს და ტექნიკას ამოწმებდნენ რომ ნებისმიერი სახის პრობლემა აიცილონ. ეს კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბითიესისთვის, რადგან აზიის მსოფლიოს ტური დღეიდან, ამ არენაზე იხსნებოდა, ამიტომ კონცერტმა იდიალურად უნდა ჩაიაროს.

- გოგონებო მიხარია, რომ მოხვედით- ამბობს ბატონი ჩო ჯიჰიონი და ჩვენსკენ მოემართება- ახლა ცოტათი არ მცალია, ბიჭებს უნდა მივხედო, თქვენ შეგიძლიათ მოსაცდელ ოთახში ან კულისებში დაიცადოთ ნახევარ საათში კონცერტიც დაიწყება- თბილი ღიმილის შემდეგ დაგვემშვიდობა და წინ და უკან მოსიარულე თანამშრომლებში გაუჩინარდა.

- მაშ ასე გოგონებო მოდით კულისებს განახებთ, რადგან ვთვლი, რომ ეს ყველაზე საინტერესო ადგილია.- ამბობს მინა, რომელიც ახლახანს შემოვიდა დანარჩენ გოგონებთან ერთად.

კულისებისკენ დავიძარით და თან ვცდილობდი არენა კარგად შემეთვალიერებინა უამრავი კარიდორები და დიდი ოთახები აგრეთვე გასასვლელები უშუალოდ ტრიბულებთან.

ცოტახანში დანიშნულების ადგილას ვიდექით და სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოწყობილ უშველებელ სცენაზე გავედით, სადაც ყველა მხრიდან დიდი ეკრანები იყო მოწყობილი, სცენის კიდეებზე კი ფეიერვერკები იყო ჩამონტაჟებული.

სუნთქვა შემეკრა, როდესაც ცარიელ ტრიბუნებს გავხედე და წარმოვიდგინე ხალხით სავსე დარბაზი, თუმცა წარმოდგენა საჭიროც არ იყო. სულ მალე ეს ტრიბულები ბედნიერი ადამიანებით იქნება სავსე, როგორც კორეელებით ისე სპეციალურად ჩამოსული უცხოელებით. მათ ყველას ერთი მიზანი აქვთ დღეს... ოცნებები აიხდინონ და მათი შთაგონებისა და ბედნიერების შვიდი მიზეზი ცხოვრებაში ნახონ, მოისმინონ და დაუვიწყარი გრძნობები განიცადონ, რომელსაც უდაოდ ცხოვრების ბოლომდე ჩაინიშნავენ გონებაში და მეხსიერებაში, როგორც საუკეთესო მოგონებას და დღეს.

სცენაზე ვდგავარ და ვხვდები, რომ ამ გრძნობაზე სასიამოვნო არაფერია, როდესაც შეგიძლია დამუხტო ხალხი შენი ენერგიითა და აურით, ანახო მათ რა შეგიძლია და რამდენად ძლიერად გიყვარს ის რასაც სცენაზე აკეთებ. ეს შეუდარებელი გრძნობაა, როდესაც ხალხი ფეხზე დგას და ტაშს გიკრავს, შენს სახელს გაჰყვირის და შენთან ერთად ცეკვავს. სცენაზე დგომა და მაყურებლის გულის მოგება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, მაყურებელთან ენერგიის მიღება და შემდეგ ორმაგად გაცემა მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ. ეს გრძნობა შეუდარებელია, როდესაც კონცერტი ან ნომერი მთავრდება და დარბაზი აბლოდისმენტებით და შეძახილებით ფეთქდება. ანუ გაღიარეს, ესეიგი მათი გული მოგებულია...

წამიერად ამ უშველებელ არენაზე ჩემი თავი წარმოვიდგინე. ჩემს ჯგუფთან ერთად ვდგევარ და სიმღერას ვასრულებ და უდიდესი ფერადი ტალღა ჩვენთან ერთად მღერის და ჩვენს სახელებს გაჰყვირის. ამ წამს ამ სცენაზე მდგომმა ერთი მნიშვნელოვანი რამ გავიაზრე საკუთარ თავში... ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ დღესაც ამ უზარმაზარ არენაზე დავდგე და ხალხს ვანახო ვინ ვარ მე... და ვინ ვართ ჩვენ, მე და ჩემი გოგოები... ჯესი, მია და ჰერი... ახალი ჯგუფი, რომელიც მუსიკალურ ისტორიაში კვალს დატოვებს...

14 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!