თავი 6
ათი წუთია, რაც ბიგ ჰიტის წინ ვდგავარ და ვათვალიერებ შენობას.
ხშირად მიწევს ამ შენობასთან გავლა, რადგან ასე ყველაზე მოკლე გზაა ჩემს სტუდიამდე. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ როდესმე ამ შენობაში შესვლა მომიწევდა.
უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც შესახვევიდან მისის კიმი და მასთან ერთად მომავალი, მაღალი, ქერა თმიანი გოგონა დავინახე.
მისის კიმმა ჩემს დანახვაზე გაიღიმა და გოგონას რაღაც ყურში ჩასჩურჩულა, რის შემდეგაც მანაც ჩემსკენ გამოიხედა და მისის კიმის მსგავსად გაიღიმა. ასე კიდევ უფრო ლამაზი მომეჩვენა.
როდესაც მომიახლოვდნენ, უხერხულად დავუკარი თავი ქალს და მის გვერძე მდგომ გოგონას.
-მია გამიხარდა შენი ნახვა- თქვა ქალმა და გოგონას მიუბრუნდა- გაიცანი ეს პარკ ჯესია. ის ბიგ ჰიტის მომავალი ჰგუფის ჯერ ჯერობით ერთადერთი დამტკიცებული წევრია- გაეცინა ქალს და მე გოგონას გავხედე. ისევ მიღიმოდა და ქალის სიტყვების გამო ლოყები ოდნავ ასწითლებოდა.
-სასიამოვნო- ვუთხარი და გავუღიმე. ძალიან საყვარელი ჩანს.- ჩემი სახელია ლი მია.
ვუთხარი და გოგონას სახეზე გაურკვევლობა შევამჩნიე. კითხვის დასვამდე, მე ვუპასუხე:
-გვარი შეცვლილი მაქვს.- გავუღიმე და გავაგრძელე- ჩემი ნამდვილი გვარი რთული და გრძელი იყო. ამიტომ კორეაში გადმოსვლანდე შევიცვალე.
გოგონამ უხერხულად გამიღიმა.
-მია არ გინდა სტაჟიორების რეპეტიციას დაესწრო?- მკითხა ღიმილით ქორეოგრაფმა- ჯესი შენობას დაგათვალიერებინებს და ერთგვარ ექსკურსიას მოგიწყობს.
არც ისეთი ცუდი აზრი იყო, თუმცა ჩემს წინ მდგარი გოგონას შეწუხება არ მინდოდა.
-კარგი აზრია- დავიწყე მე და ჯესის შევხედე- მაგრამ შენი შეწუხება არ მინდა. თანაც ალბათ საქმეები გაქვს- ჯესიმ ღიმილით გამაწყვეტინა.
-არანაირი შეწუხება.-თქვა და ჩემს გვერდით დადგა- აქ ისეთი არაფერი საქმე მაქვს.- მითხრა და შენობისკენ მიბიძგა
მასწავლებელი უკან მოგვყვა და კარს, რომ მივუახლოვდით მაღალი კაცი გადაგვეღობა შავი კოსტიუმით და სერიოზული მზერით. ყველა შეგვათვალიერა და ჩემზე გაჩერდა.
-უცხო პირთა შესვლა დაუშვებელია.- თქვა მკაცრად და მისი ასეთი ტონისგან ჟრუანტელმა დამიარა.
-ის ჩვენთან ერთად არის- სიმკაცრე ხმაში არც მისის კიმმა დაიშურა.- უფრო მეტიც ის ახალი ტრეინია.- თქვა და მე და ჯესის კარისკენ გვიბიძგა.
მამაკაცს სერიოზული სახით აღარაფერი უთქვამს და შენობაში შეგვიშვა.
შესვლის თანავე, ჩვენს წინ მყოფი კიბისკენ დავიძარით.
მეგონა, რომ შენობაში ბევრი ხალხი იქნებოდა, ტრეინი მენეჯერები, ვიზაჟისტები, და სხვა მომუშავე პერსონალი. თუმცა, როგორც ჩანს ასე არაა. შემოსვლისას მხოლოდ ორი ახალგაზრდა გოგო დავინახე ფოიეში სარეგისტრაციო მაგიდასთან.
-ასე ცოტა ხალხი რატომაა?- ვეღარ გავუძელი და ვკითხე მე გოგონას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერძე მომყვებოდა.
-პირელ სართულზე არასდროს არავინაა ხოლმე, გარდა იმ ორი ქალისა- თქვა და ჩაიღიმა- უცნაურია არა?- თავი თანხმობის ნიშნად დავუკარი და კიბეებზე ასვლა დავიწყე- ყველანი ზემოთა სართულებზე არიან განლაგებულები- თქვა და საჩვენებილი თითი კიბისკენ აიშვირა- მეორე სართულზე ერთგვარი დასასვენებელი ადგილია, ბუფეტი და ა.შ. მესამეზე დარბაზები და ხმის ჩამწერი რამოდენიმე სტუდია, მეოთხეზე ვიზაჟისტები და სტილისტები, ხოლო მეხუთეზე კაბინეტები და საკომფერენციო დარბაზები- ამიხსნა ჯესიმ და მეორე სართულზე ავედით. პატარა კარიდორის გავლის შემდეგ ბუფეტში აღმოვჩნდით სადაც რამოდენიმე ადამიანი მაგიდასთან იჯდა და რაღაცაზე საუბრობდა.
ჯესიკამ და მისის კიმმა თავი დაუკრეს. მეც არ გავხდი გამონაკლისი და უფროსებს მივბაძე. მისის კიმი ჩვენს წინ დადგა
-თქვენ ზემოთ ადით მე ცოტახანში მოვალ- თქვა და მაგიდისკენ დაიძრა.
მე და ჯესიმ გზა განვაგრძეთ თან პარალერულად ვსაუბრობდით სხვა და სხვა უმნიშვნელო თემებზე. მან თავის თავზე მომიყვა.
აღმოჩნდა, რომ ის ჩემზე მხოლოდ 1 წლით არის დიდი. სტაჟიორია უკვე 3 წლია და 5 თვეში დებიუტი აქვს, თუმცა ჯერ ჯერობით მხოლოდ ის დაამტკიცეს პირველ წევრად.
მესამე სართულზე ასვლისას მუსიკების ხმა მომესმა. "როგორც ჩანს აქ არის დარბაზი".
- ამ სართულზე სულ ორი დარბაზია- ჩემი ფიქრები გაახმოვანა და ცარიელისკენ მიმანიშნა- ეს ტრეინისაა- შემდეგ იმ დარბაზისკენ საიდანაც სიმღერები ისმოდა- ეს აიდოლების. უფრო სწორად, რომ ვთქვათ ბითიესის. კიდევ უფრო სწორად ჯერ ჯერობით- თქვა და გაიცინა მეც ავყევი.
ინტერესით გავხედე ოდნავ შეღებულ კარს საიდანაც ნაცნობი სიმღერების ხმა ისმოდა.
ჯესიკა კარისკენ დაიძრა და მეც უკან მივყევი.
უცებ გაჩერდა და ჩემსკენ შემობრუნდა.
-სულ დამავიწყდა მეკითხა- თქვა და სერიოზული სახით შემომხედა. ცოტა შევკრთი მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია- არმი ხომ არ ხარ?- თქვა და გააგრძელა- ცუდად არ გამიგო, უბრალოდ ახლა პრობლემები არ გვჭირდება.- თქვა და უხერხულად შემომხედა- ღმერთო ბოდიში ასე არ უნდა მეკითხა.
-ნუღელავ- გავაწყვეტინე და მივუახლოვდი- ქეიპოპს არ ვუსმენ- ვთქვი და ერთად გავიცინეთ.
ჯესიმ შეღებილი კარისკენ დარჩენილი მანძილი გადაკვეთა და ნათელ ოთახში შემიძღვა...
_______
ბოდიშით, რომ გუშინ არაფერი დამიდია 😞 (მადლობა შოთას თავისი 'შესანიშნავი' პოემისთვის)
კიდევ ბოდიშით მოკლე თავისთვის 🙄
შემდეგი თავი ძალიამ გემრიელი იქნება😏
პ.ს შესაძლოა ორიც🤫
