თავი 5
დილით როგორც ყოველთვის 6:30 დარეკა მაღვიძარამ.
ადგომა ისე გამიჭირდა, როგოც არასდროს. "ასე გვიან აღარასდროს დავწვები" გავიფიქრე მე, და გამახსენდა, რომ დიდი ალბათობით, მომავალი 3-4 წელიწადი გამოძინება არ მეღირსება.
დავთანმხდები. სტაჟიორი გავხდები. ეს გადაწყვეტილება უკვე გუშინ მივიღე დედასთან საუბრის დროს, უბრალოდ ახლა, ჩემს თბილ და ფუმფულა საწოლში ვაღიარე.
ტრეინის კონტრაქტი არც ისეთი მკაცრია, როგორიც აიდოლის. თუ ვერ გავქაჩავ ან არ მომეწონება უბრალოდ წამოვალ. განა ჩემი რა მიდის? დედამ დამარწმუნა, რომ ძალიან კარგად გრძნობს თავს, ამას გამოკვლევების ანალიზებიც ადასტურებს.
ეს მე მაქვს უბრალოდ ჩახვეული, რომ დედას რაღაც შეიძლება დაემართოს და მე გვერძე არ ვეყოლები. ალბათ იმიტომ, რომ კორეაში ჩამოსვლიდან 2 წელი კოშმარში ვცხოვრობდი.
წარსული უნდა უკან მოვიტოვო. მათ შორის ჩემი ტარაკნები თავში.
საწოლიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი. წყალი გადავივლე და თმა გავიშრე.
ოთახში შევედი და სკამზე, ლამაზად დაკეცილი სკოლის ფირმა მოვირგე.
სარკეში ჩახედვა არ მინდოდა. ვიცოდი თვალების ქვეშ დიდი ლურჯი ტომრები მეყრებოდა და არც შევმცდარვარ. ავიღე კონსილერი და თვალების ქვეშ წავისვი.
სამზარეულოში შესვლის თანავე თვალები სიხარულისგან რამის ამიცრემლიანდა.
დედა სამზარეულოში ჭადებს აცხობდა. ჭადები. ღმერთო. მეგონა ამ დღეს ვერ მოვესწრებოდი. 4 წელია ქართული საჭმელი არ მიჭამია. სეულში არის ერთი "სახინკლე", მაგრამ იქ იმდენად საზიზღარ ხინკლებს აკეთებენ, რომ ჩემი შესვლა და გამოსვლა მაგ რესტორნიდან ერთი იყო.
იქვე მაგიდაზე სულგუნი და სხვა პროდუქტებიც დავინახე. დედას სიხარულით მივვარდი და თითქმის ვიწივლე.
-ეს ყველაფერი საიდან?- დედა შეხტა ჩემი წამოკივლების გამო და განზე გადგა.
-რას წივიხარ გოგო- გულზეხელდადებულმა მითხრა დედამ- არა რა- თქვა და ჭადებს მიუბრუნდა- კიბომ თუ არ მომკლა, ერთ დღეს შენ მომიღებ ბოლოს- თქვა და ჩაიცინა.
-ჰაჰა- სარკასტიკულად ჩავიცინე, თეფშიდან ჭადი და ყველი ავაცალე და მაგიდსთან სკამზე მოვსკუპდი.
ენით ვერ აგიღწერთ რამხელა კაიფს ვგრძნობდი თითოეული ლუკმის ჩაკბეჩის დროს. ღმერთო ასე თუ მომენატრებოდა ქართული სამზარეულო არასდროს მეგონა. მითუმეტეს კორეული დიდად არასდროს მომწონებია.
-მაინც სად იშოვე სეულში ქართული პროდუქტი?- ლუკმა გადავყლაპე და ბოლოს შევეკითხე დედას
-დეიდაშენმა გამოგვიგზავნა გუშინ- ჩაიცინა დედამ- თქმა კი სულ გადამავიწყდა- გასქურა ჩააქრო და მაგიდასთან შემომიერთდა- აბა რა გადაწყვიტე- მკითხა და ჭამას შეუდგა. ლუკმა, რომ გადაყლაპა, გააგრძელა- სტაჟიორობა თუ ქუჩაში ცხოვრება- თქვა და თითქმის გადაბჟირდა.
-ჰა ჰა ჰა- ისევ სარკასტული სიცილი ვუბოძე და გავაგრძელე- ქუჩაში ცხოვრების პერსპექტივა არც ისე მომხიბვლელია.
დედაჩემს თვალები გაუნათდა და ჩემთან გადმოჯდა. ჩამეხუტა და ლოყაზე მსუბუქი კოცნა დამიტობვა.
-ყველაფერი გამოგივა- თქვა და მომცილდა- მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.- გამიღიმა თავისი ეშმაკური ღიმილით და გააგრძელა- უფ რა კარგია ცოტახნით შენგან დავისვენებ- ამ სიტყვების მერე თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებამდე სიცილი წამსკდა.
კლასში შესვლისთანავე ჩემი ადგილი დავიკავე და ველოდებოდი, როდის შემოვიდოდა სორა, რომელიც როგორც ყოველთვის იგვიანებდა.
სორაზე გაფიქრების დროს გამახსენდა, რომ მასაც უნდა ვუთხრა სტაჟიორობის შესახებ... ერთი წუთით... მე ხომ სტაჟიორი ბიგ ჰიტში ვხვდები... ანუ... ო არაა.... მის წივილს მთელი კორეა გაიგებს დარწმუნებული ვარ.
საქმე ისაა, რომ სორა ბითიესის იმდენად დაქნეული და გადარეული ფანია, რომ ეგეთი ჯერ მეორე არ დაბადებულა. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ბითიესი ბიგ ჰიტს ეკუთვნის... მოკლედ ცუდათაა ჩემი საქმე.
ფიქრებიდან სორამ გამომიყვანა, რომელიც ჩემს გვერდით მოსკუპდა და გადამკოცნა.
-როგორ ხარ?- მკითხა მან.
-კარგად, შენ?- ვკითხე მე ცოტა დაბნეულმა.
-რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს.- შემომხედა აღელვებულმა- ცუდად ხარ?
-არა უბრალოდ რაღაც მინდა, რომ გითხრა- ვუთხარი და პერანგი შევისწორე.- ოღონდ დამპირდი, რომ არ იკივლებ, გული არ წაგივა, ცუდად არ გახდები და მოკლედ ზედმეტ ემოციებს არ გამოხატავ. ყოველ შემთხვევაში აქ.- ვუთხარი და კლასს თვალი მოვავლე. არ მინდა დროზე ადრე ეს ამბავი ვინმემ გაიგოს
-მია ძალიან გთხოვ ნუ მაშინებ- თქვა და აშკარად დაიძაბა.
რა მჭირს? ამ თემაზე ლაპარაკის დაწყებამდე ყველას დროზე ადრე რატომ ვანერვიულებ?
-ღმერთო დამშვიდდი- ვუთხარი და ჩავიცინე- უბრალოდ...- და აქ გადავწყვიტე სათქმელი მიმეყარა- ბიგ ჰიტში სტაჟიორი ვხვდები.
სორა გაშრა. პირდაპირი მნიშვნელობით.
ცოტა სხვა რეაქციას ველოდი. აშკარად არა იმას, რომ სორა ქვასავით გაუნძრევლად იქნებოდა.
ცოტა მაშინებს კიდევაც...
-სორა ხომ კარგად ხარ?- რბილად ვიკითხე და ხელი მხარზე დავადე და ოდნავ შევანჯღრიე.
როგორც ჩანს ჩემმა ამ მოქმედებამ სორა გამოაფხიზლა და ახლა მას თვალები გაუფართოვდა და სახეზე ყველაზე დიდი ღიმილი გამოესახა რაც კი ოდესმე მასზე მინახავს. უკვე დაყვირებას აპირებდა, როდესაც პირზე ხელი ავაფარე და ვუთხარი.
-ოღონდაც არ იკივლო გთხოვ- სორამ მიფარებულ ხელში ჩაიღმუილა და ფეხების ბაკუნი დაიწყო.- ახლა ხელს მოგაცლი და გეხვეწები არ იკივლო- თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მეც ნელა მოვაცილე ხელი.
პირზე ხელი ახლა თვითონ აიფარა და სიხარულისგან ჩაიღმუილა.
-ღმერთო სერიოზულად?- როგორც იქნა ამოიღო ხმა
-ხო სერიოზულად- დავიწყე მე და მოვუყევი გუშინდელი ამბავი და დედასთან საუბარიც არ გამოვტოვე.
-ვაუ, არც კი ვიცი რა ვთქვა- მომიახლოვდა და ჩამეხუტა- გილოცავ, გილოცავ, გილოცაააავ- რამდენჯერმე გაიმეორა მან და მე სიცილი წამსკდა.
-ღმერთო~ ბითიესის წევრებს გაიცნობ, ჩაუმეგობრდები, მერე დადებიუტდები, გამდიდრდები, ჯიმინას გამაცნობ, ცოლად მომიყ...- სიტყვა გავაწყვეტინე, რადგან ამდენს ვერ გავუძლებდი.
-ჰეი, ცოტა ნელა- გავიცინე და გავაგრძელე- ჯერ ბიგ ჰიტის შენობაში შევდგა ფეხი და მომავალზე მერე ვილაპარაკოთ- ორივემ გავიცინეთ და ამ დროს ზარიც დაირეკა.
სკოლიდან გამოვედით და მე და სორა ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
დღეს რეპეტიცია არ მაქვს. არც სახლში წასვლის სურვილი. ჯერ მხოლოდ 16:00- ია.
ფეხებმა თვითონ მიმიყვანეს ბიგ ჰიტის შენობასთან. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ მოსვლის სურვილი ერთადერთი რამ იყო, რაც იმ მომენტში მინდოდა.
_________
დაპირებული თავი🤗
იმედია მოგეწონათ🙏 არც ისეთი დიდია, თუმცა მომავალში ვეცდები ეს პრობლემა გამოვასწორო.😋
დამიწერეთ ხოლმე კომენტარები და დაავოუთეთ, თორე ასე მგონია არ მოგწონთ 😒😞
