4 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 4

სახლში შესვლისთანავე, კიმჩის და რამიონის სუნი ვიგრძენი.

-დედა, მოვედი- დავუძახე და ფეხზე გახდა დავიწყე.

დედამ სამზარეულოს შეღებილი კარიდან გამომხედა და თბილად გამიღიმა.

-გამოიცვალე და შემდეგ საჭმელად შემოდი- მითხრა და მაგიდის გაწყობა დაიწყო.

ჩემს ოთახში შევედი და ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი. იქიდან სპორტული შარვალი და თბილი ჰუდი გამოვიღე და გამოცვლა დავიწყე. როდესაც მოვრჩი, თმა შევიკარი და სამზარეულოში გავედი.

-როგორ ჩაიარა დღემ?- მკითხა დედამ.

მაგიდასთან დავჯექი და კიმჩის გადმოღება დავიწყე.

-კარგად- ვუთხარი მშრალად.

ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ როგორ მეთქვა მისთვის ის, რომ ჩემი ცეკვის სტუდია სტაჟიორად მიშვებს კომპანიაში.

დარწმუნებული ვარ დედას სიხარულს საზღვარი არ ექნება, ამ ამბავს, რომ გავაგებინებ, მაგრამ მე თვითონ ვერ დავუშვებ იმას, რომ დედასგან მოშორებით ვიყო, შესაძლოა სტაჟიორობის დროს, დარეკვის საშუალებაც არ მქონდეს ხოლმე, რთული გრაფიკის გამო. მე კი ასე არ შემიძლია.

იმაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, რომ სხვა სტაჟიორებთან ერთად, კამპუსში ცხოვრება მომიწევს...

ყოველ წამს და წუთს იმდენად ვნერვიულობ დედაზე, რომ ეს ჭკუიდან მშლის. წარმოდგენაც არ მინდა როგორ ცუდად ვიქნები მის გარეშე.

-რამე მოხდა?- რათქმა უნდა. დედას ვერაფერს გამოაპარებ.

-არა... უბრალოდ, რაღაცის თქმა მინდა შენთვის- ვუთხარი მე.

მადა სრულიად დამეკარგა. სკამიდან ავდექი და დარჩენილი, თითქმის ხელ შეუხებელი კიმჩი, ნაგვის ურნაში გადავყარე.

თეფში ნიჟარაში ჩავდე და კვლავ სკამზე დავჯექი. დედა პირისპირ დამიჯდა და აღელვებული თვალებით შემომხედა.

-მია ნუ მაშინებ გთხოვ- თქვა დედამ და გონებაში თავში ხუთჯერ ჩავირტყი მძიმე წიგნი, იმის გამო, რომ დედა ლაპარაკის დაწყებამდე ვანერვიულე.

-დედა- ვეცადი მაქსიმალურად თბილად გამეღიმა- ისეთი არაფერია.- მცირე პაუზის შემდეგ გავაგრძელე- ნუ გავიწყდება, რომ ნერვიულობა შენთვის არ შეიძლება.- მკაცრად ვუთხარი მე.

-ისეთი ტონით დაიწყე საუბარი,- ოდნანავ მოდუნდა დედა და გააგრძელა- მეგონა რამე სერიოზული ხდებოდა.- ჩაიცინა მან და მეც შევუერთდი.

-არა- ვუთხარი და ხელით ხელზე შევეხე- უბრალოდ მისის კიმმა ერთ-ერთ დიდ კომპანიას, ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი ანკეტა გადაუგზავნა. სამწუხაროდ უკან დასახევი გზა აღარ მაქვს, რადგან ორ დღეში პრესკომფერენციაზე განიხილავენ ამ ანკეტებს, და შესაძლოა სტაჟიორად ამიყვანონ- მივაყარე ერთბაშად.

დედას რეაქცია განუმეორებელი იყო.

სკამიდან წამოხტა, მაგიდა გადმოკვეთა და გულში მაგრად ჩამიკრა. იმდენად მაგრად მეგონი ძვლებს დამიმტვრევდა.

რამოდენიმე წამი ასე ვყავდი გაჭყლეტილში. შემდეგ მომცილდა და იმდენად ლამაზი და თბილი ღიმილით შემომანათა, უნებლიეთ მეც გამეღიმა.

-ხუმრობ შვილო ხომ?- მკითხა ოდნავი სარკაზმით ხმაში, კვლავ მომღიმარე დედამ- ეს ხომ შესანიშნავი შანსია შენი კარიერისთვის- თქვა და გვერძე მომიჯდა. ხელი მუხლზე დამადო და კვლავ განაგრძო- ვერ ვხვდები ამ ამბავში ცუდს რას ხედავ?

-ალბათ იმას, რომ კამპუსში მომიწევს გადასვლა და შესაძლოა ხშირად ვერ გინახულო, ან საერთოდ იმის დროც კი არ მქონდეს, რომ ელემენტარულად დაგირეკო და მოგიკითხო. - ვთქვი და დედას ავხედე, რომელსც გამომეტყველება არ შესცვლია და კვლავინდებულად იღიმოდა- შენ ჯერ კიდევ არ ხარ სრულიად ჯანმრთელი და მოვლა გჭირდება- გავაგრძელე მე თუმცა დედამ სიტყვა გამაწყვეტინა.

-შენ რა, ახლა მე ავადმყოფი მიწოდე?- თქვა დედამ ყალბი სერიოზულობით, რაზეც მეც და მასაც სიცილი წაგვსკდა.- ძვირფასო- მომიქცია მან თავის მკლავებსი და გააგრძელა- ჩემზე კიდევ როდემდე უნდა იდარდო? ნებისმიერ შენს მეგობარზე და შენზეც- დააყოლა მან- მეტი ენერგია და ძალა მაქვს. - თვალები ავატრიალე მის ამ ნათქვამზე და ჩუმად ჩავიცინე.- ეს იმდენად კარგი შანსია, რომ მე შენს ადგილზე ყველაფერს გავაკეთებდი ამ შანსისთვის.- ოდნავ მომცილდა და თვალებში შემომხედა.- ამიტომ არ მოგცემ ამ შანსის ხელიდან გაშვების უფლებას.- თქვა და ეშმაკურად გამიღიმა- ან უბრალოდ სახლში აღარ შემოგიშვებ და არჩევანი არ გექნება.- თქვა და გულიანად გადაიხარხარა. მეც ვერ შევიკავე თავი და სიცილში ავყევი.

ტელევიზორთან ვიჯექით და დორამებს შუაღამემდე ვუყურებდით.

პირველი საათი იწყებოდა, როცა დასაძინებლად ოთახში შევედი. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ დღევანდელ ამბებზე ფიქრის, არანაირი ენერგია არ მქონდა.

ბალიშზე თავის დადება, და ჩემი გათიშვა ერთი იყო...

_______________
ცხელ ცხელი თავი 😂😂
დღეს სავარაუდოდ საღამოსთვის კიდევ ერთ თავს დავდებ, რომელიც ახლა პროცესშია. 💜
დაავოუთეთ, რომ გავიგო მოგწონთ ისტორია თუ არა.🙏💙
ასევე შეცდომებზეც მიმითითეთ, რომ გამოვასწორო😚

4 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!