3 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 3

დარბაზში შევედი და პირდაპირ გასახდელისკენ ავიღე გეზი.

ყველა უკვე ადგილზე იყო და ხურდებოდა. უცებ გამოვიცვალე და მეც შევუერთდი.

-რატომ დააგვიანე?- მკითხა ლიამ. პარალელურად იატაკზე იჯდა და შპაგატის გაწელვებს ასრულებდა.

-მეგობართან ერთად ვიყავი და დროის შეგრძნება სულ დავკარგე- ვუპასუხე მე. გვერძე მივუჯექი და იგივე გაწელვების კეთება დავიწყე, რომელსაც ლია აკეთებდა.

-გადარჩი- ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა- მისის კიმი ჯერ არ მოსულა.

-ხო, მართლაც- ვთქვი და გავაგრძელე ვარჯიში- და სად არის ხომ არ იცი?- ვიკითხე მე.

მისის კიმმა დაგვიანებები არ იცის ხოლმე. გაკვეთილის გაცდენაზე კი ზედმეტია საუბარი. უზომოდ პუნკტუალური და მოწესრიგებულია, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ ნახევარ საათზე მეტს აგვიანებს. თუმცა შესაძლოა გზაზე საცობების ბრალია, რადგან დარბაზი კანნამის ცენტრშია, აქ კი საცობები ჩვეულებრივი მოვლენაა.

თუმცა მაინც გასაკვირია მისი დაგვიანება.

-ბიგ ჰიტის შენობაშია- თქვა ლიან და გაკვირვებულმა შემომხედა- გუშინ ხომ ილაპარაკა ამ თემაზე. ნუთუ არ გახსოვს?- თქვა და მაგიდისკენ წავიდა სადაც მობილურები, პირადი ნივთები და წყლის ბოთლები იდო. ერთერთი ასეთი ბოთლი მოიყუდა და ნახევარზე მეტი დალია. ეტყობა უკვე დიდი ხანია რაც მოსულია და ვარჯიშობს.

ბოთლი უკან დადო და გვერძე მომიჯდა.

-რას აპირებ ამის თაობაზე?- მკითხა მან.

არ ვიცი რა მეპასუხა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არც კი მიფიქრია.

-არ ვიცი ჯერ- ვუთხარი და ამოვისუნთქე- ჯერ არ მომიფიქრებია და თან არც დედასთვის მითქვია. შენ რას აპირებ?- ვკითხე მე.

-რათქმა უნდა დავთანხმდები!- თავდაჯერებულად წარმოთქვა და გამიღიმა- ასეთი შანსის ხელიდან გაშვება ძალიან არასწორი საქციელი იქნება და შეიძლება შემდეგ მთელი ცხოვრება ვინანო.- დაასრულა და განაგრძო ახალი ნახაზის გამეორება, რომელიც გუშინ დაგვიდგა მისის კიმმა.

ფეხზე წამოვდექი და მეც დავიწყე სარკის წინ ილეთების დამუშავება, პარალელურად კი ლიას ნათქვამზე და ქორეოგრაფის გუშინდელ განცხადებაზე ვფიქრობდი.

სტაჟიორობა ბიგ ჰიტში არც ისეთი ცუდი აზრია. შესაძლოა დებიუტის შანსიც მომეცეს, თუმცა ამაში მაინც დიდი ეჭვი მეპარება. აზიელის სახის, ერთი ნაკვთიც კი არ მაქვს, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ კორეაში გარეგნობას ძალიან დიდი ადგილი უკავია ეს შეუძლებელიც კი მეჩვენება.

მახინჯს ან უშნოს ჩემს თავს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, წაბლისფერი თმა, ცისფერ- მონაცრისფრო თვალები, რაც კავკასიური გარეგნობისთვის არც ისეთი იშვიათობაა, სიმაღლე, ნავარჯიშები სხეული. ალბათ იტყვით რაღა გინდა მეტი? შენთვის კარი ღიაა კორეულ შოუბიზნესში, მე კი გიპასუხებთ, რომ კორეელები როგორც ამ 4 წლის განმავლობაში დავასკვენი საკმაოდ რასისტულად არიან განწყობილები ევროპელების მიმართ.

შესაძლოა უხეშადაა ნათქვამი, თუმცა როგორც ვხედავთ, ჯერ ჯერობით კორეელი ხალხი არ აპირებს აიდოლების რიცხვში ევროპული გარეგნობის გოგო ბიჭების ჩაყენებას.

ამიტომაც, იმის შანსი, რომ მე ბიგ ჰიტის ახალი ქალთა ჯგუფის წევრად დავდებიუტდები ძალიან დაბალია. შეიძლება ითქვას ამის შანსი არც მაქვს.

მინიმუმ 3-4 წელი ვიქნები სტაჟიორი და შემდეგ ბექ- მოცეკვავეების რიცხვში მოვხვდები. არც ეს არ არის ცუდი აზრი იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვყოფილვარ რამოდენიმე აიდოლ ჯგუფის ბექი. ანაზღაურებაც კარგი მქონდა მაგრამ მაინც მეტი გინდება ხოლმე ასეთ მომენტებში.

ჩემი ფიქრებიდან, კარში შემოსულმა მისის კიმმა გამომიყვანა.

როგორც ჩანს კარგი ამბებით დაბრუნდა ბიგ ჰიტიდან.

-კარგი ამბები მაქვს- გაახმოვანა ჩემი ფიქრები, საშუალო სიმაღლის, საყვარლად მომღიმარე ქალმა- როგოც იცით ბიგ ჰიტის ქასთინგ მენეჯერის ბატონი შიუკის ახლო მეგობარი ვარ- თქვა და ჩვენსკენ წამოვიდა.- ხოდა დიდი წვალების შემდეგ დავითანხმე და რამოდენიმე გოგოს ანკეტა მივეცი. იმათი ვისაც ვთვლი, რომ სტაჟიორობისთვის უკვე მზადაა- თქვა და შეგვათვარიელა. მზერა ჩემზე გაასწორა ჩაიღიმა და კვლავ ლაპარაკი განაგრძო- სულ 3 გოგო ავარჩიე.- თქვა და ანკეტების ასლები დაგვანახა, რომლებიც აქამდე ხელში ეჭირა.

ასლებს გადახედა და დარიგება დაიწყო.

ერთ ერთი ქერად შეღებილ დაბალი სიმაღლის გოგონას მისცა, რომელსაც თუ არ ვცდები ჯივონი ერქვა. სიხარულისგან ჯივონმა, გვერძე მდგარ გოგონას ძლიერად ჩაეხუტა. არც გამკვირვებია. ჯივონი ნამდვილად იმსახურებდა ამ შანსს.

ქორეოგრაფი ახლა ჩემს გვედრით ლიას მიუახლოვდა და ანკეტა გაუწოდა. ერთმანეთს გადავხედეთ. გულწრფელად გავუღიმე და გადავეხვია. ლია ისე ძლიერ მეხუტებოდა მეგონა გამჭყლეტდა.

როდესაც ხელები შემიშვა მისის კიმს მიუბრუნდა და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.

ცოტათი გავოცდი, როდესაც შემდეგი ფურცელი მისის კიმმა მე გამომიწოდა.

როდესაც ანკეტას დავაკვირდი ჩემი სახელი, გვარი, მონაცემები და მიმაგრებული ფოტო დავინახე.

-კი მაგრამ მისის კიმ- დავიწყე და მიბრუნებული ქალის ყურადღება კვლავ მივიქციე- მე ჯერ არ გადამიწყვეტია ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი თან...- სიტყვა მომღიმარე ქორეოგრაფმა გამაწყვეტინა და მომიახლოვდა.

-მია- დაიწყო მან ღიმილით და ხელი მხარზე დამადო- რახან ჩავთვალე საჭიროდ და ამ სამ გოგონას სიაში მოგახვედრე, ვფიქრობ უნდა დათანხმდე- მითხრა მან და მაგიდისკენ წავიდა. პაუზის შემდეგ კი განაგრძო- თანაც უკვე ეს ანკეტები ბიგ ჰიტის დირექტორის კაბინეტშია და 2 დღეში პრესკომფერენციაზე განიხილება. უკან ანკეტებს ვეღარ დავაბრუნებ- დაასრულა მისის კიმმა.

არ ვიცოდი რა მექნა. როგორც ჩანს უბრალოდ უნდა დავთანხმდე. შესაძლოა ცოცხალი ქასთინგის შემდეგ ბიგ ჰიტის წარმომადგენლებს არ მოვეწონო.

-გილოცავ. ვიცოდი, რომ შენ აუცილებლად მოხვდებოდი ამ სიაში- მითხრა ლიამ, რითაც ჩემი ფიქრები გაფანტა.

-მადლობა, შენც გილოცავ- ასეთივე ღიმილით ვუპასუხე მე.

-დღეისთვის თავისუფლები ხართ.- თქვა მისის კიმმა და გასახდელებისკენ დავიძარით.

ჩაბნელებულ ქუჩაში გამოსვლისას სიცივისგან დამაჟრიალა, იმის გამო, რომ ისევ სკოლის ფორმაში ვიყავი.

სახლისკენ გეზი ავიღე და ვფიქრობდი, როგორ მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია დედასთვის...

_____________
ტატაამ😂
დღეს რაღაც მუღამზე ვარ 😏
მოკლედ დაწერეთ თქვენი აზრი ფიქთან დაკავშირებით. 🙏💜
ღირს წერის გაგრძელება? 🤔🤣

3 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!