7 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 7

ოთახში შევედით და ჯესიმ პლაზმურ ტელევიზორთან, რომელიც თითქმის მთელ კედელს იკავებდა, მდგარ ბიჭთან და რამოდენიმე გოგონასთან მიმიყვანა. ჩვენგან მოშორებით, სარკეებთან როგორც მივხვდი ბითიესის წევრები ვარჯიშობდნენ, რამოდენიმე ქორეოგრაფთან და ბექ მოცეკვავეებთან ერთად.

როგორც ჩანს ყველა იმდენადაა ჩაფლული მუშაობაში ჩვენი შემოსვლა ვერც კი შეამჩნიეს.

ჯესიკამ ერთ- ერთ გოგონას ხელი დაუქნია, რის შემდეგაც მან როგორც იქნა შეგვამჩნია და ყველას ჩვენზე ანიშნა.

ყველამ როგორც ერთმა გამოიხედა და მეც ზრდილობიანად თავი დავუკარი.

-ჯესი- თქვა მაღალმა სიმპათიურმა ბიჭმა და ჩვენსკენ წამოვიდა.

სახეზე ძალიან, ძალიან ნაცნობი ტიპი იყო.

შევეცადე სორას ნალაპარაკებიდან და ნაჩვენები ფოტოებიდან გამომეცნო ვინ იყო ის ვინც ამ წუთას ჩემს გვერდით მდგომ სორას ეხუტებოდა.

როდესაც ერთმანეთს მოსწყდნენ, მე შემომხედა და მსუბუქად დამიკრა თავი.

-ეს ლი მიაა- თქვა და ჩემსკენ ღიმილით გამოიხედა.- ის ახალი ტრეინია.

-კი მაგრამ აშკარად კორეელი არა არის და გვარი შეცვლილი აქვს?- ჰკითხა ბიჭმა ჯესის. ეტყობა ეგონა, რომ კორეული არ ვიცი.

-კი შეცვლილი მაქვს- ვუპასუხე და გავუღიმე. ბიჭი შეცბა და ლოყები აუწითლდა.

-ბოდიში მეგონა კორეული არ იცოდი- თქვა და უხერხულად ჩაიღიმა- მე კიმ ნამჯუნი ვარ. შეიძლება მიცნობ კიდევაც, ბითიესის ლიდერი ვარ.- თქვა და ამაყად მანიშნა ჯერ კიდევ მოვარჯიშე ბიჭებისკენ.

მათკენ გავიხედე და უნებლიედ თვალიერება დავუწყე. ყველა იმდენად სიმპათიური იყო, რომ ნებისმიერ გოგონას და შესაძლოა ბიჭსაც მოხიბლავდნენ.

ჩემი ფიქრებისგან ნამჯუნის ხმამ გამომიყვანა.

-ჰეი ბიჭებო.- თქვა ხმამაღლა, რომ ყველას გაეგო.- უკვე ექვსი საათია დასვენების დროა. თქვა და მე თვალები გამიფართოვდა. არ მეგონა ამდენი ხანი თუ ვიყავით აქ. დედაც ალბათვ ნერვიულობს არ გამიფრთხილებია სადმე თუ მივდიოდი.

ტელეფონი ამოვიღე, მაგრამ გამორთული დამხვდა.

-ჯანდაბა- ვთქვი ქართულად და ყველამ ჩემსკენ გამოიხედა, მათ შორის ჩვენთან მოსულმა ექვსმა ბიჭმაც.- უკაცრავად მაგრამ უნდა წავიდე.- ვთქვი ახლა უკვე, მათთვის გასაგებ ენაზე და კარისკენ დავიძარი.

ჯესი უკან მომყვა და გასვლამდე ყველას მოკლე "შეხვედრამდე" ესროლა.

-მია- თქვა და როგორც იქნა გვერძე ამომიდგა- სად მიდიხარ? ჯერ ბიჭების გაცნობაც ვერ მოვასწარით- თქვა და მოწყენილმა შემომხედა.

კიბეები ჩავირბინეთ და უკვე პირველ სართულზე, რომ ავღმოვჩნდით, შევჩერდი და ჯესის გავუღიმე.

-ბოდიში, უკვე ძაან გვიანია.- ვთქვი და სვლა განვაგრძე- თან დედაც არ გამიფრთხილებია. ალბათ ძალიან ნერვიულობს.

- კარგი- თქვა და ერთად გავედით ქუჩაში- უბრალოდ მინდოდა ბიჭები გაგეცნო- თქვა და სიცივისგან ქურთუკის საყელოში ცხვი დამალა.

-ნუ ღელავ მათ ინტერნეტიდან გავიცნობ- ვთქვი და ჩავიცინე, მაგრამ ჯესის შევატყვე, რომ მოიღუშა.

-არ გირჩევ- თქვა და გზას გაუყვა- იმედები გაგიცრუვდება.- ესღა თქვა და შესახვევში გაუჩინარდა, ყოველგვარი დამშვიდობების გარეშე.

იმედები გამიცრუვდება? რაზე თქვა ეს საერთოდ?

ჩემს ფიქრებში ჩაძირული უკვე სახლში აღმოვჩნდი. კარი გავაღე და ფეხზე გავიხადე. იქვე საკიდზე ქურთუკი და ჩანთა დავტოვე და ოთახში შევედი.

-დედა სახლში ვარ- ვთქვი და სამზარეულოში შევედი. იქ კი მისის ბოკჯუ და დედა დამხვდა, რომლებიც ჩაის და ნამცხვრებს მიირთმევდნენ.

როგორც იქნა ყურადღება მომაქციეს და გამიღიმეს

-მია უკვე მოხვედი?- თქვა დედამ და სკამისკენ მანიშნა- მოდი შემოგვიერთდი.

უარი ვეღარ ვუთხარი და დედას გვერძე დავჯექი.

მეგონა მთელი ღამე, მათთან ერთად მომიწევდა ჯდომა და ახალი ჭორების მოსმენა, მაგრამ საბედნიეროდ დედაჩემის ხმამ გადამარჩინა

-მია ალბათ სამეცადინო გაქვს- თქვა და მეც იმ წამსვე ეამოვხტი და ოთახისკენ დავიძარი.

ოთახში შესვლის თანავე ტელეფონი დასატენად დავდე და ლეპტოპით მუხლებზე ჩემს ლოგინზე მოვსკუპდი და სარჩევში BTS ავკრიფე.

არც გამკვირვებია, როდესაც გუგლმა უამრავი ფოტო, ვიდეო, სტატია და ინფორმაცია მიჩვენა.

პირველ რიგში გადავწყვიტე წევრების სახელების და ასაკის გაგება.

ღილაკი ჩემთვის უკვე ნაცნობ წევრზე დავაჭირე.

კიმ ნამჯუნი- 24 წლის, რეპერი, კოპოზიტორი და ლიდერი. მისი ფოტოები გავხსენი და თვალიერება დავიწყე. მართლაც ძალიან ლამაზია გავიფიქრე და ახლა შემდეგ მემბერზე გადავედი.

ჯონ ჯონგუკი- 22 წლის ყველაზე უმცროსი წევრი. იმდენი პოზიცია აქვს ჯგუფში, ალბათ მართლაც ძალიან ნიჭიერია. და სიმპათიური. სექსუალურიც კი.

შემდეგი წევრებიც ვნახე, ჯიმინი და შუგა, რომლებიც ჩემზე ერთი ორი სანტიმეტრით იყვნენ დაბლები, რაზე ჩამეცინა.

მთავარი მოცეკვავე ჯეი ჰოუპი. მისი ცეკვის ვიდეოებს ვუყურე და სასიამოვნოთ გაოცებული დავრჩი მისი ცეკვისგან.

კიმ სოკჯინი ყველაზე უფროსი და ისევ და ისევ ძალიან სიმპათიური ბიჭი.

ბოლო მემბერის ბიოგრაფიაც გავხსენი და მისი სილამაზისგან გავვოცდი.

კიმ თეჰიონი- 23 წლის, ჯგუფის ვიზუალი და ვოკალისტი. ის იმდენად ლამაზი იყო, რომ შეიძლება ცოტათი შემშურდა კიდევაც. ეს აზრი თავიდან ამოვიგდე და ბიჭის ფოტოების თვალიერება დავიწყე.

ბევრი იტყვის, რომ გოგოსავით ლამაზიაო, მაგრამ მე არა.

ის იმდენად ესთეთიკური და სიმპათიურია, რომ სიტყვებით ვერ ავღწერ.

გადავწყვიტე იუთუბზე ვიდეოები მეპოვა თეჰიონის მონაწილეობით და ეს არც ისეთი რთული აღმოჩნდა.

მილიონობით ვიდეო სხვა და სხვა შინაარსით. პირველივეს დავაჭირე სადა 2 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა სახელწოდებით "უცნაური თეჰიონი".

მგონი ახლა ვხვდები, რაზეც ამბობდა ჯესი იმედების გაცრუებაზე.

ვიდეოში ის იმდენად ბავშვური და უცნაურია, რომ ასეთი ადამიანი ჯერ არ მინახავს.

სერიოზულად? 23 წლის კაცი და მთვარის კურდღლები?

არ ვიცი მერამდენე ვიდეოს და მუსიკალურ კლიპს ვუყურე მაგრამ დროს, რომ დავხედე უკვე 11-ს გადასცდა.

ლეპტოპი დავხურე და გვერძე გადავდე.

რამდენად უცნაური და შესაძლოა სულელიც არ უნდა იყოს ეს კიმ თეჰიონი, მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ძალიან ლამაზია.

არა მარტო თეჰიონმა, ზოგადად ბითიესმა. ახლა ვხვდები რატომ უყვართ ისისინი მილიონობით ადამიანს.

ნიჭიერები. უზომოდ.

ამ ფიქრებით ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამეძინა...

___________

დღეს საღამოს კიდევ ერთ თავს დავდებ.😏
აბა მოგეწონათ? დაავოუთედ და დააკომენტარეთ🤗💜
ასევე გაუზიარეთ ეს ფანფიკი თქვენს მეგობრებს 💜😋

7 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!