თავი 8
შაბათ -კვირამ ისე ჩაიარა, ვერც კი შევამჩნიე
ორშაბათს დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარამ თავის დროზე დარეკა. იმდენად მეძინებოდა თავის აწევის ძალაც კი არ მქონდა.
რამოდენიმე დღის წინ დადებული პირობა იმის თაობაზე, რომ ღამის პირველ საათზე აღარასდროს დავწვებოდი, გუშინ ღამის სამის ნახევარზე დაწოლილმა დავარღვიე.
დღეს უკვე მეორედ გამოღვიძებულმა, მობილურურს დავხედე და გამოვშტერდი. 10:48
უცებ წამოვხტი და გაცხარებულმა სკოლის ფორმას ვწვდი, მაგრამ მალევე გამახსენდა, რომ სკოლაში დაგვიანების შემდეგ აღარ უშვებენ. მეორე და მესამე გაკვეთილზე მისვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ქვემოთ ჩავედი და ჩაიდანი გაზქურაზე დავდე.
დედა როგორც ჩანს უკვე სამსახურშია. მიკვირს რატომ არ გამაღვიძა, როცა მიხვდა, რომ ჩამეძინა?
აღარაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ დღეს სტუდიაში წასვლამდე სახლში სერიალების ყურებაში გავიყვანო დრო.
ტელეფონი ჩავრთე და 3 გამოტოვებული შეტყობინება აღმოვაჩინე, რომლიდანაც 2 სორას ეკუთვნოდა, ხოლო მესამე უცხო ნომრიდან იყო შემოსული.
გადავწყვიტე პიველი უცნობის შეტყობინება მენახა.
გავხსენი და ტექსტის კითხვა დავიწყე.
მოგესალმებით, მია. გიკავშირდებით "ბიგ ჰიტის" ოფისიდან. დღეს 11:30 თქვენ გაქვთ დანიშნული შიდა გასაუბრება კომპანიის დირექტორთან და მენეჯერთან.
გთხოვთ არ დაიგვიანოთ.
გმადლობთ ყურადღებისთვის, წარმატებულ დღეს გისურვებთ!
არა ეს დღე ნამდვილად არ არის წარმატებული.
ბიგ ჰიტში სტაჟიორი, რომ ვარ სულ გადამავიწყდა.
შიდა გასაუბრება? ღმერთო, არც კი ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკო, ან როგორ უნდა გამოვიყურებოდე.
აბაზანაში ისე შევედი, ჩაი რომელისთვისაც პირი არ დამიკარებია, ნიჟარაში გადავაქციე. ტანზე გადავილე და კარადასთან მივედი.
-ასეთი შეხვედრებისთვის შესაფერისი არაფერი მაქვს- ჩავიბურტყუნე და თვალი სპორტულებს, ჯინსებს და ორი ზომით დიდ ზედებს გადავავლე.
არჩევანი ჩვეულებრივ თეთრ ზედაზე და შავ მაღალ წლიან ჯინსზე შევაჩერე, ფეხზე თეთრი ვანსები და ფაქტიურად მზად ვიყავი.
სარკესთან მივედი და გრძელი თმა უთოს დახმარებით ტალღოვნად ვაქციე. მცირე მაკიაჟი და მზად ვარ.
სახლიდან გავედი დრო 11:00 იყო. ჯერ კიდევ 30 წუთი მაქვს მისასვლელად ეს საკმარისზე მეტია.
უკვე კომპანიასთან ვიყავი, როდესაც აქამდე დაწყნარებულმა ნერვიულობამ ამიტანა. რა მოხდება თუ არ მოვეწონები? არც არაფერი. გავაგრძელებ ძველებურად ცხოვრებას. ამავ დროულად ძალიან მინდა, რომ ამიყვანონ. არ მინდა დედას, სორას, მისის კიმს იმედემი გავუცრუო. მათ ჩემი სჯერათ! მეც უნდა ვირწმუნო საკუთარი თავის.
ამოვისუნთქე და შესასვლელისკენ დავიძარი.
შესვლის წინ ისევ ის მაღალი კაცი დამხვდა შავ კოსტუმში და სერიოზული გამომეტყველებით, თუმცა ამ ჯერად არაფერი არ უთქვამს. თავი დამიკრა და შიგნით შემიშვა.
მეორე სართულზე ასულს, დერეფანში ნაცნობი სახეები დამხვდნენ.
როდესაც შემამჩნიეს, ნამჯუნმა გამიღიმა და ხელით მათკენ მანიშნა. უხერხულობისგან ლოყები ამიწითლდა. არც კი ვიცი რატომ
თუმცა არა, ვიცი...
თეჰიონი და დანარჩენი ხუთი ბიჭი თვალს არ მაშორებდნენ.
მივუახლოვდი და უხერხულად თავი დავუკარი შვიდივეს. ყველამ მიპასუხა გარდა თეჰიონისა.
ღმერთო ცხოვრებაში "ათასჯერ უფრო სიმპატიურია"- გავიფიქრე მე და თვალი თვალში გავუსწორე- "ღმერთო ახლა გული წამივა".
-როგორ ხარ? უკვე დაიწყე სტაჟიორობა?- გამომიყვანა ჩემი ფიქრებიდან ნამჯუნმა
-ამ.. ჯერ არა. ახლა გასაუბრებაზე ვარ მოსული- ვთქვი და უხერხულად გავუღიმე.
-გასაგებია-გამიღიმა მან- ოჰ რა უტაქტო ვარ- თქვა და ბიჭებს გახედა- წინაზე ხომ არ გაგიცნია წევრები- თქვა და ბიჭებს მიუბრუნდა.
-ბიჭებო ეს მია ლია. ჩვენი ახალი სტაჟიორი- თქვა და ახლა მე გამომხედა- მია ეს ჯინია- მანიშნა უზომოდ ლამაზ და მაღალ ბიჭზე
-სასიამოვნოა- ვუთხარი და გავუღიმე
-ჩემთვისაც. იმედია ვიმეგობრებთ- თქვა და თვალი ჩამიკრა.
-კი იმეგობრებთ - თქვა ჩემზე ოდნავ დაბალმა ბიჭმა კატის სახით- თუ შენს სულელურ "შუტკებს" არ გააძრობ ხოლმე.- თქვა და უფროსმა მკვლელი მზერით გახედა.- მე იუნგი ვარ ან შუგა, როგორც გინდა ისე მომმართე- თქვა და ოდნავ გამიღიმა.
-მე ჰოსოკი ვარ- წამოიჭრა ყველაზე ნათელი ღიმილით რაც კი ოდესმე მინახავს მაღალი ბიჭი- შენი მზის სხივი- თქვა და ყველამ გაიცინა გარდა იუნგისა და თეჰიონისა.
მეჩვენება თუ ზედმეტად ცივი ჩანს. იუნგი, რომ იუნგია მანაც კი გამიღიმა. ვიდეოებში სულ სხვანაირი ჩანდა...
-მე ჯონგკუკი ვარ- თქვა და თავისი კურდღლისებური კბილები გამოაჩინა- სასიამოვნოა შენი გაცნობა- შემდეგ დაბალ მაგრამ ბულკასავით საყვარელ ბიჭს მიუბრუნდა და მხარზე ნაღვლიანი სახით ხელი დაადო და ზემოდან დახედა- ეჰ ჯიმინშე... რა დასანანია.... გოგოც კი შენზე მაღალია- თქვა და გადაბჟირდა. ჯიმინამ მხარძე ხელი ძლიერად დააღტყა და მე მომიბრუნდა
-მე ჯიმინი ვარ- თქვა და შემდეგ კვლავ უმცროს მიუბრუნდა- ის უცხოელია და მაგიტომაა ასეთი მაღალი.- შემდეგ ეშმაკურად ჩაიღიმა- და რომ იცოდე, ევროპელებისთვის შენც დაბალი ხარ- თქვა და მაკნეს ბრაზიანი მზერა დაიმსახურა.
-გეყოთ ბავშვებივით ქცევა- თქვა ლიდერმა და თეჰიონს მიუბრუნდა- თე არ აპირებ გაცნობას?
როგორც იაქნა, აქამდე ტელეფონში ჩამძვრალმა ყურადღება მოგვაქცია და თქვა:
-რისთვის?!- ესღა თქვა და შეხსნილ კარში, გაუჩინარდა
-ეს ბავშვები ერთ დღეს...- აღარ დააბოლოვა და მე მომიტრიალდა- ის ასეთია ნუ მიაქცევ ყურადღებას. შეიძლება ცივი მოგეჩვენოს მაგრამ სინამდვილეში კარგი ბიჭია.
-არაუშავს- ვუთხარი და ლიდერის დამშვიდებას, ჩემი ღიმილით ვეცადე და მგონი გამომივიდა კიდევაც, რადგან მანაც თბილი ღიმილი მაჩუქა.
-ჩვენი წასვლის დროა ჰიონ- თქვა ჯიმინმა და ჩვენ შემოგვხედა.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ბიჭებო- ვთქვი და ექვსივემ ხელის ქნევით გამაცილეს.
მეხუთე სართულზე ასვლისას, დავიწყებული ნერვიულობა ახალი ძალებით მომაწვა.
"საკომფერენციო დარბაზი" წარწერიანი კარი გამოვაღე და შიგნით შევედი....
___________
ძვირაფასო მკითხვებო, როგორც მიხვდით ჩემთვის პირობის დადება სასტიკად აკრძალულია, იმიტომ, რომ რამდენჯერაც რაღაცას გპირდებით იმდენჯერ რაღაც საქმე და მიზეზი მიჩნდება🤦♀️
მოკლედ 😅 იმეედია მოგეწონათ ეს თავი.
დაავოუთედ, დააკომენტარეთ და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს❤🙏
